„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2317-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 390040000.05.001.017417
2317-IIს
30/04/2014
ვებგვერდი, 13/05/2014
390040000.05.001.017417
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №43, 2000 წელი, მუხ. 122) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში მყოფი, მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის გასხვისება, აგრეთვე მწვანე ნარგავების კატეგორიის შეცვლა აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. 21 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დადგენილებას საქართველოს მთავრობა იღებს ქ. თბილისის მერის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შეთანხმებულია ქ. თბილისის საკრებულოსთან და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5                                                                             

1. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობებისათვის, აგრეთვე მაღალი ღირებულების ჯგუფის წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეებისათვის − მყრალი ღვია, აღმოსავლეთის ბიოტა, ელდარის ფიჭვი, შავი არყი, კავკასიური აკაკი, არმაზის შინდანწლა, ქართული თხილი, ჩვეულებრივი ხურმა, ქაცვი, ჭოროხის მუხა, ჰართვისის მუხა, აღმოსავლეთის მუხა, წიფელი, ჩვეულებრივი ჯონჯოლი, ქართული თელა, ნამყენი თუთა, თელამუში − აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება წლიური რგოლების რაოდენობის მიხედვით: წიწვოვანებისათვის მერქნის ერთი წლიური რგოლის ღირებულებაა 100 ლარი, ხოლო ფოთლოვანებისათვის − 50 ლარი.

2. დაბალი ღირებულების ჯგუფის ფოთლოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – ჭადარი, ვერხვი (ყველა სახეობის), ცხენისწაბლა, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი (გარდა ქართული ნეკერჩხლისა), რცხილა, ჯაგრცხილა, აკაცია, აბრეშუმა აკაცია, სოფორა, გლედიჩია, არღავანი, არყის ხე, საპნის ხე, კატალპა, კუნელი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება 1-ლი ცხრილის შესაბამისად:

 

ცხრილი 1

  მერქნის ერთი წლიური რგოლის ღირებულებაა 8 ლარი.

 

ხის დიამეტრი სანტიმეტრებში


 

 

წლიური რგოლების რაოდენობა

 

აღდგენითი ღირებულება ლარებში

4 სმ-მდე, ჩათვლით

8

64

4,1–8 სმ

16

128

8,1–12 სმ

24

192

12,1–16 სმ

32

256

16,1–20 სმ

40

320

20,1–24 სმ

48

384

24,1–28 სმ

56

448

28,1–32 სმ

64

512

32,1–36 სმ

72

576

36,1–40 სმ

80

640

40,1–44 სმ

88

704

44,1–48 სმ

96

768

48,1–52 სმ

104

832

52,1–56 სმ

112

896

56 სმ-ის ზევით

 

1000

  3. წიწვოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – კედარი (ყველა სახეობის), ფიჭვი (ყველა სახეობის), კვიპაროსი (ყველა სახეობის), ცრუცუგა, სოჭი, ნაძვი (ყველა სახეობის) – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-2 ცხრილის შესაბამისად:

                    

ცხრილი 2

  მერქნის ერთი წლიური რგოლის ღირებულებაა 12 ლარი.

ხის დიამეტრი

სანტიმეტრებში


 

წლიური რგოლების

რაოდენობა

 

აღდგენითი ღირებულება

ლარებში

4 სმ-მდე, ჩათვლით

8

96

4,1–8 სმ

16

192

8,1–12 სმ

24

288

12,1–16 სმ

32

384

16,1–20 სმ

40

480

20,1–24 სმ

48

576

24,1–28 სმ

56

672

28,1–32 სმ

64

768

32,1–36 სმ

72

864

36,1–40 სმ

80

960

40,1–44 სმ

88

1056

44,1–48 სმ

96

1152

48,1–52 სმ

104

1248

52,1–56 სმ

112

1344

56 სმ-ის ზევით

 

1500

  4. ხილკენკროვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – მსხალი, ვაშლი, ბალი, ატამი, გარგარი, ალუბალი, ქლიავი, ლეღვი, შინდი, ტყემალი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-3 ცხრილის შესაბამისად:

 

ცხრილი 3


ხის დიამეტრი

სანტიმეტრებში


აღდგენითი ღირებულება

ლარებში        

4 სმ-მდე, ჩათვლით

25

4,1–8 სმ

35

8,1–12 სმ

45

12,1–16 სმ

55

16,1–20 სმ

65

20,1–24 სმ

75

24,1–28 სმ

85

28,1–32 სმ

95

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  5. ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეებისათვის – ღვია, ტუია, წყავი, ჭყორი, შტამპიანი ჩვეულებრივი კვიდო, მარადმწვანე კვიდო, მაჰონია, წითელფოთოლა კოწახური, მარადმწვანე კოწახური, იუკა დიდებული – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-4 ცხრილის შესაბამისად:

 

ცხრილი 4


ბუჩქის, ხვიარა მცენარის დიამეტრი

სანტიმეტრებში


 


აღდგენითი ღირებულება

ლარებში

4 სმ-მდე, ჩათვლით

45

4,1–8 სმ

75

8,1–12 სმ

80

12,1–16 სმ

85

16,1–20 სმ

90

20 სმ-ის ზევით

150

 

  6. ამ მუხლით განსაზღვრული ჯგუფებისათვის სხვა ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეების მიკუთვნებას ახორციელებს და ამტკიცებს ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური.

  7. დარღვევის იურიდიული პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში იურიდიული პირი იხდის ამ მუხლის ცხრილებში მითითებული შესაბამისი აღდგენითი ღირებულების ორმაგ ოდენობას.“.

   4. მე-6 მუხლის:

   ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

  „ე) „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხული მიწები, გარდა კერძო საკუთრებაში მყოფი მიწებისა.“;

  ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5−მე-7 პუნქტები:

  „5. პირველი კატეგორიისთვის მიკუთვნებული, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში მყოფი, მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის გასხვისება, აგრეთვე მასზე მშენებლობის განხორციელება აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

  6. მეორე და მესამე კატეგორიებისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისების, აგრეთვე მათზე მშენებლობის განხორციელების დროს შესაბამისი ორგანოების მიერ მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  ა) თუ არსებული მწვანე ნარგავები დაავადებულია, ხოლო ასეთი დაავადების არსებობა და მწვანე ნარგავების განკურნების შეუძლებლობა დადასტურებულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ;

  ბ) სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავები პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და სამშენებლო ტერიტორიაზე მათი დატოვება შეუძლებელს ხდის მშენებლობის განხორციელებას ან უშუალოდ აზიანებს აშენებულ კონსტრუქციას.

  7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მწვანე ნარგავების ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების საკომპენსაციო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 აპრილი 2014 წ.

N2317-IIს