დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5642 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/12/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 24/12/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 390.050.000.05.001.003.099 |
საქართველოს კანონი
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №43, 2000 წელი, მუხ. 122) პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყით სარგებლობა, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების განკარგვა, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ტყის ფონდიდან ამორიცხვა და მათთვის კატეგორიის შეცვლა დაიშვება მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს მწვანე ნარგავების განადგურებას, ან თუ სახელმწიფო ტყის ფონდიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვა განპირობებულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროექტების შეფასებას ახორციელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას, აგრეთვე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების არსებობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 18 დეკემბერი.
№5642–IIს
დოკუმენტის კომენტარები