დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 594 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/11/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 01/12/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 390.040.000.05.001.000.838 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (23/03/2010 - 11/03/2011)
საქართველოს კანონი
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ
თავი I
ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების დაცვის წესი
მუხლი 1
1. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების პრივატიზება ან მათი სხვა ფორმით განკარგვა, აგრეთვე მწვანე ნარგავების კატეგორიის შეცვლა აკრძალულია, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობა დაიშვება მიჩენის მიზნით, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების მიწის კატეგორიის მინიჭებისას, ხოლო ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვა დაიშვება მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების განხორციელებისას, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროექტების შეფასებას ახორციელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას, აგრეთვე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების არსებობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
4. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების მიწის კატეგორიის მინიჭება და მისი სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გაცემა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისათვის (გარდა წიაღის მოპოვებისა), რის შესახებაც გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრ ის კანონი №2554 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.31
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრ ის კანონი №5642 - სსმ I, №46, 24.12.2007 წ., მუხ.401
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი № 2791 - სსმ I, № 17 , 06 . 04 .20 10 წ., მუხ. 98
მუხლი 2
ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეში და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე აკრძალულია:
ა) მშენებლობა, გარდა მიჩენისა და სპეციალური მიზნით გამოყოფილ ტერიტორიებზე მშენებლობისა;
ბ) ხის ჭრა სამასალე მერქნის მიღების მიზნით, გარდა ხმელი, ხმობადი და ფუტურო საშეშე მერქნისა;
გ) პლანტაციური მეურნეობის წარმოება;
დ) (ამოღებულია);
ე) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობის ნებართვის გაცემა.
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი № 2791 - სსმ I, № 17 , 06 . 04 .20 10 წ., მუხ. 98
მუხლი 21
1. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიძლება შეიქმნას განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებულებას საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ქ. თბილისის მერის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.
3. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) გარკვეული ტერიტორიისათვის განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭება დაიშვება მხოლოდ იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელთა ძირითადი მიზანია გამწვანებული ტერიტორიების დაცვა ან/და ტერიტორიების გამწვანება.
4. განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე ტერიტორიის გამოყენების ნორმები, ამ ტერიტორიის გაუმჯობესებისა და გაშენებისათვის აუცილებელი მოთხოვნები, ტერიტორიაზე გასაშენებელ მცენარეთა სახეობები, აგრეთვე ტერიტორიის საზღვრები და ფართობი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
საქართველოს 2010 წლის 12 თებერვლის კანონი № 2567 - სსმ I, №6, 2 2 . 02 .20 10 წ., მუხ. 24
თავი II
ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი
მუხლი 3
ამ კანონით დგინდება ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის, აგრეთვე მათი განზრახ დაზიანებისა და განადგურების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი და ოდენობა.
მუხლი 4
1. მწვანე ნარგავის სახეობისა და ხის (ბუჩქის, ხვიარა მცენარის) დიამეტრის მიხედვით განისაზღვრება მისი აღდგენითი ღირებულება ლარებში.
2. ხის (ბუჩქის, ხვიარა მცენარის) დიამეტრი იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე.
3. აღდგენითი ღირებულებები დგინდება:
ა) ხე-მცენარეთა ფოთლოვანი, წიწვოვანი და ხილ-კენკროვანი სახეობებისათვის;
ბ) ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეებისათვის.
მუხლი 5
1. მაღალი ღირებულების ჯგუფის ფოთლოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – მუხა (ყველა სახეობის), კავკასიური აკაცია, კაკალი, ქართული ნეკერჩხალი, კეთილშობილი დაფნა, წაბლი, წიფელი, საკმლის ხე, ჩვეულებრივი და კოლხური ჯონჯოლი, ქართული თხილი, შიშველი აკაკი, თუთა ნამყენი, თელა დუმა, თელა ნუშა, ქაცვი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება 1-ლი ცხრილის შესაბამისად:
ცხრილი 1
ხის დიამეტრი სანტიმეტრებში | აღდგენითი ღირებულება ლარებში |
4 სმ-მდე, ჩათვლით | 17 |
4,1 – 8სმ | 32 |
8,1 – 12 სმ | 47 |
12,1 – 16 სმ | 62 |
16,1 – 20 სმ | 77 |
20,1 – 24 სმ | 92 |
24,1 – 28 სმ | 107 |
28,1 – 32სმ | 122 |
32,1 – 36 სმ | 137 |
36,1 – 40 სმ | 152 |
40,1 – 44 სმ | 167 |
44,1 – 48სმ | 182 |
48,1 – 52სმ | 197 |
52,1 – 56 სმ | 212 |
56 სმ-ის ზევით | 235 |
2. დაბალი ღირებულების ჯგუფის ფოთლოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – ჭადარი, ცხენისწაბლი, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი (გარდა ქართულისა), რცხილა, ჯაგრცხილა, აკაცია, აბრეშუმა აკაცია, სოფორი, გლედიჩია, არდავანი, არყის ხე, საპნის ხე, კატალპა, კუნელი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-2 ცხრილის შესაბამისად:
ცხრილი 2
ხის დიამეტრი სანტიმეტრებში | აღდგენითი ღირებულება ლარებში |
4 სმ-მდე, ჩათვლით | 12 |
4,1 – 8 სმ | 22 |
8,1 – 12 სმ | 35 |
12,1 – 16 სმ | 45 |
16,1 – 20 სმ | 55 |
20,1 – 24 სმ | 65 |
24,1 – 28 სმ | 75 |
28,1 – 32 სმ | 90 |
32,1 – 36 სმ | 110 |
36,1 – 40სმ | 130 |
40,1 –44 სმ | 145 |
44,1 – 48 სმ | 160 |
48,1 – 52 სმ | 170 |
52,1 – 56 სმ | 180 |
56 სმ-ის ზევით | 200 |
3. წიწვოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – უთხოვარი, კედარი (ყველა სახეობის), ფიჭვი (ყველა სახეობის), კვიპაროსი (ყველა სახეობის), ცრუცუგა, სოჭი, ნაძვი (ყველა სახეობის) – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-3 ცხრილის შესაბამისად:
ცხრილი 3
ხის დიამეტრი სანტიმეტრებში | აღდგენითი ღირებულება ლარებში |
4 სმ-მდე, ჩათვლით | 15 |
4,1 – 8 სმ | 30 |
8,1 – 12 სმ | 45 |
12,1 – 16 სმ | 60 |
16,1 – 20 სმ | 75 |
20,1 – 24 სმ | 90 |
24,1 – 28 სმ | 105 |
28,1 – 32 სმ | 120 |
32,1 – 36 სმ | 135 |
36,1 – 40 სმ | 150 |
40,1 – 44 სმ | 165 |
44,1 – 48 სმ | 180 |
48,1 – 52 სმ | 195 |
52,1 – 56 სმ | 210 |
56 სმ-ის ზევით | 225 |
4. ხილ-კენკროვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – მსხალი, ვაშლი, ბალი, ატამი, გარგარი, ალუბალი, ქლიავი, ლეღვი, შინდი, ტყემალი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-4 ცხრილის შესაბამისად:
ცხრილი 4
ხის დიამეტრი სანტიმეტრებში | აღდგენითი ღირებულება ლარებში |
4 სმ-მდე, ჩათვლით | 6 |
4,1 – 8 სმ | 13 |
8,1 – 12 სმ | 20 |
12,1 – 16 სმ | 27 |
16,1 – 20 სმ | 34 |
20,1 – 24 სმ | 41 |
24,1 – 28 სმ | 48 |
28,1 – 32 სმ | 55 |
5. ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეებისათვის – ღვია, ტუია, წყავი, ჭყორი, შტამპიანი და მარადმწვანე ლუგუსტრუმი, მაპონია, მარადმწვანე კოწახური, იუკა დიდებული – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-5 ცხრილის შესაბამისად:
ცხრილი 5
ბუჩქის ან ხვიარა მცენარის დიამეტრი სანტიმეტრებში | აღდგენითი ღირებულება ლარებში |
4 სმ-მდე, ჩათვლით | 8 |
4,1 – 8 სმ | 17 |
8,1 – 12 სმ | 32 |
12,1 – 16 სმ | 42 |
16,1 – 20 სმ | 50 |
20 სმ-ის ზევით | 55 |
6. ამ მუხლით განსაზღვრული ჯგუფებისადმი სხვა ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეების მიკუთვნებას ახორციელებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
მუხლი 6
1. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები მათი ადგილმდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყოფა სამ კატეგორიად.
2. პირველ კატეგორიას განეკუთვნება:
ა) ბაღების, პარკებისა და სკვერების ნარგავები;
ბ) ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული ნარგავები;
გ) პროსპექტების, გზატკეცილების, ცალკეული მაგისტრალებისა და ქუჩების ნარგავები;
დ) ნარგავები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც ნიადაგდამცავებსა და წყალმარეგულირებლებს.
3. მეორე კატეგორიას განეკუთვნება საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოებისა და ფაბრიკა-ქარხნების ტერიტორიებზე არსებული სპეციალური დანიშნულებისა და შეზღუდული სარგებლობის ნარგავები.
4. მესამე კატეგორიას განეკუთვნება ნარგავები, რომლებიც არ შედის პირველ და მეორე კატეგორიებში.
მუხლი 7
1. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით წესდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები 2, 1,5 და 1, რომლებზედაც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხა და გამოითვლება მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
2. ნარგავების უნებართვო განადგურების შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება აღდგენითი ღირებულების თანხის შესაბამის შემასწორებელ კოეფიციენტზე ნამრავლის ორმაგი ოდენობით.
3. ნარგავების უნებართვო განადგურებად ითვლება მათი განზრახ განადგურება ან ისეთი დაზიანება, რომელიც იწვევს ნარგავების ხმობას.
4. წიწვოვან სახეობათა ხე-მცენარეების ისეთი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც აქვეითებს მათ დეკორატიულ ღირსებას და იწვევს ხე-მცენარეების შემდგომი ზრდის შეჩერებას, ზიანის ოდენობა შეესაბამება აღდგენითი ღირებულების თანხის 50%-ს.
5. საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში ხე-მცენარეების (გარდა ხილ-კენკროვანი სახეობებისა) უნებართვო განადგურების შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება აღდგენითი ღირებულების თანხის მესამე კატეგორიისათვის დაწესებულ შემასწორებელ კოეფიციენტზე ნამრავლის ოდენობით.
მუხლი 8
1. ამ კანონის მიზნებისათვის ქ. თბილისის საზღვრებად ითვლება ქ. თბილისის პერსპექტიული განვითარების მოქმედი გენერალური გეგმის შესაბამისად დადგენილი საზღვრები.
2. ქ. თბილისის მიმდებარე ტერიტორიად ითვლება ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრიდან შვიდკილომეტრიანი ზოლი.
თავი III
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 9
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროებმა, სატყეო მეურნეობისა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტებმა შეიმუშაონ და საქართველოს პარლამენტს 1 წლის ვადაში წარუდგინონ საკანონმდებლო წინადადებები ტყის დაცვისა და განაშენიანების კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ.
მუხლი 10
ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 10 ნოემბერი.
№594-Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2554 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.31
2. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5642 - სსმ I, №46, 24.12.2007 წ., მუხ.401
3. საქართველოს 2010 წლის 12 თებერვლის კანონი №2567 - სსმ I, №6, 22.02.2010 წ., მუხ.24
4. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №17, 06.04.2010 წ., მუხ.98
დოკუმენტის კომენტარები