„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1030-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 390040000.05.001.017070
1030-Iს
06/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
390040000.05.001.017070
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №43, 2000 წელი, მუხ. 122) 21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21

1. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება შეიქმნას განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დადგენილებას საქართველოს მთავრობა იღებს ქ. თბილისის მერის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან.

3. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) გარკვეული ტერიტორიისათვის განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭება დაიშვება მხოლოდ იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელთა ძირითადი მიზანია გამწვანებული ტერიტორიების დაცვა ან/და ტერიტორიების გამწვანება. 

4. განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე ტერიტორიის გამოყენების ნორმები, ამ ტერიტორიის გაუმჯობესებისა და გაშენებისათვის აუცილებელი მოთხოვნები, ტერიტორიაზე გასაშენებელ მცენარეთა სახეობები, აგრეთვე ტერიტორიის საზღვრები და ფართობი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის შექმნის შესახებ“ დადგენილების მიღება.

2. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესის მიხედვით გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტი.  

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 სექტემბერი 2013 წ.

N1030-Iს