„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2567
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 22/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 390.000.000.05.001.003.886
  • Word
2567
12/02/2010
სსმ, 6, 22/02/2010
390.000.000.05.001.003.886
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №43, 2000 წელი, მუხ. 122) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

     „მუხლი 21

1. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიძლება შეიქმნას განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებულებას საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ქ. თბილისის მერის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.

3. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) გარკვეული ტერიტორიისათვის განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭება დაიშვება მხოლოდ იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელთა ძირითადი მიზანია გამწვანებული ტერიტორიების დაცვა ან/და ტერიტორიების გამწვანება.

4. განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე ტერიტორიის გამოყენების ნორმები, ამ ტერიტორიის გაუმჯობესებისა და გაშენებისათვის აუცილებელი მოთხოვნები, ტერიტორიაზე გასაშენებელ მცენარეთა სახეობები, აგრეთვე ტერიტორიის საზღვრები და ფართობი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 12 თებერვალი.

№2567–Iს