დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 279 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/07/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 280070040.10.003.016952 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (24/07/2012 - 08/09/2012)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №279
2012 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები“.
მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი შესრულების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო მ უზრუნველყოს შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს № 181 დადგენილება „შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 4. ეს დადგენილება, გარდა პირველი და მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5. ამ დადგენილების პირველი და მე-3 მუხლები ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი
სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – სოციალური პაკეტი) მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, აგრეთვე სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) განცხადება – უფლებამოსილი პირის მიერ სოციალური პაკეტის თაობაზე სააგენტოში წარდგენილი დადგენილი ფორმის მოთხოვნა;
ბ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც რეგისტრირებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ;
გ) მარტოხელა – პირი, რომელსაც არ ჰყავს არაშრომისუუნარო მარჩენალი (მეუღლე, შვილი ან მშობელი);
დ) მარჩენალდაკარგული – ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე;
ე) მაძიებელი – პირი, სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების წარდგენის მომენტიდან სოციალური პაკეტის დანიშვნამდე;
ვ) ბენეფიციარი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი;
ზ) მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელსაც აქვს მუდმივი ბინადრობის მოწმობა საქართველოში;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ი) შრომისუუნარო – პირი, რომელსაც დადგენილი აქვს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ან არის 18 წლამდე ან 65 წლის და მეტი ასაკის;
კ) საჯარო საქმიანობა – ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა;
ლ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ სამეცნიერო-კვლევით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ, უმაღლეს, სკოლისგარეშე, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში სამეცნიერო ან პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა;
მ) სოციალური პაკეტი – პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით.
მუხლი 3. სოციალური პაკეტის ადმინისტრირება
სოციალური პაკეტის ადმინისტრირების ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომლის უფლება-მოვალეობებია:
ა) სოციალური პაკეტის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება;
ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზებული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება (ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს);
გ) სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.
მუხლი 4. ბენეფიციარის უფლება-მოვალეობები
1. ბენეფიციარს უფლება აქვს:
ა) მიიღოს სოციალური პაკეტი ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით;
ბ) დამატებით მიიღოს სოციალური პაკეტის არაფულადი სარგებელი ან/და სხვა ფულადი გასაცემლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. ბენეფიციარი ვალდებულია:
ა) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს სოციალური პაკეტის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა;
ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
თავი II
სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა წრე, ოდენობები, დაფინანსების წყარო და შეზღუდვები
მუხლი 5. სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა წრე, ოდენობები და დაფინანსების წყარო
1. სოციალური პაკეტი ენიშნებათ:
ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:
ა.ა) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი – 309 ლარის ოდენობით;
ა.ბ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი – 254 ლარის ოდენობით;
ა.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მარტოხელა მშობელს – 199 ლარის ოდენობით;
ა.დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 173 ლარის ოდენობით;
ა.ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 144 ლარის ოდენობით;
ა.ვ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 144 ლარის ოდენობით;
ა.ზ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 122 ლარის ოდენობით;
ა.თ) მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 122 ლარის ოდენობით;
ა.ი) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 107 ლარის ოდენობით;
ა.კ) სხვა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 100 ლარის ოდენობით;
ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:
ბ.ა) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი – 279 ლარის ოდენობით;
ბ.ბ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი – 224 ლარის ოდენობით;
ბ.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 173 ლარის ოდენობით;
ბ.დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მარტოხელა მშობელს – 169 ლარის ოდენობით;
ბ.ე) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 128 ლარის ოდენობით;
ბ.ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 114 ლარის ოდენობით;
ბ.ზ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 92 ლარის ოდენობით;
ბ.თ) მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 92 ლარის ოდენობით;
ბ.ი) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში – მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 77 ლარის ოდენობით;
ბ.კ) სხვა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 70 ლარის ოდენობით;
გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:
გ.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 124 ლარის ოდენობით;
გ.ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 114 ლარის ოდენობით;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს:
დ.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 114 ლარის ოდენობით;
დ.ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 92 ლარის ოდენობით;
დ.გ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი პირის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 77 ლარის ოდენობით;
დ.დ) სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს – 70 ლარის ოდენობით;
ე) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი – 70 ლარი;
ვ) მარჩენალის გარდაცვალების გამო:
ვ.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შვილებს 18 წლის ასაკამდე – 99 ლარის ოდენობით;
ვ.ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შვილებს 18 წლის ასაკამდე – 77 ლარის ოდენობით;
ვ.გ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი პირის შვილებს 18 წლის ასაკამდე – 62 ლარის ოდენობით;
ვ.დ) სხვა თითოეულ მარჩენალდაკარგულს – 55 ლარი;
ზ) სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებს:
ზ.ა) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი – 209 ლარის ოდენობით;
ზ.ბ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი – 154 ლარის ოდენობით;
ზ.გ) მარტოხელა, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შრომისუუნარო მშობელს – 99 ლარის ოდენობით;
ზ.დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 44 ლარის ოდენობით;
ზ.ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის შრომისუუნარო მშობელს, შრომისუუნარო მეუღლეს, შრომისუუნარო შვილს – 44 ლარის ოდენობით;
ზ.ვ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 22 ლარის ოდენობით;
ზ.ზ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრების, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის შრომისუუნარო მშობელს, შრომისუუნარო მეუღლეს, შრომისუუნარო შვილს – 22 ლარის ოდენობით;
ზ.თ) სამხედრო ძალების ვეტერანებს საპენსიო ასაკის მიღწევისას – 22 ლარის ოდენობით;
ზ.ი) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში შრომისუუნარო მშობელს, შრომისუუნარო მეუღლეს, შრომისუუნარო შვილს – 7 ლარის ოდენობით;
თ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს:
თ.ა) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს, რომლებიც ამავდროულად არიან სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეები – 77 ლარის ოდენობით;
თ.ბ) სხვა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს –62 ლარის ოდენობით.
2. კომპაქტურად განსახლებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – დევნილის სტატუსის მქონე პირებისათვის, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით იურიდიული პირის მიერ (რომლის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ინფორმაციას აწვდის სააგენტოს), სოციალური პაკეტის ოდენობა ნაკლებია ამ მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა.ა“–„ა.ვ“, „ბ.ა“–„ბ.ვ“, „გ.ა“, „გ.ბ“, „დ.ა“, „ვ.ა“ და „ზ.ა“–„ზ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის დანიშნულ ოდენობაზე – 44 ლარით;
ბ) „ა.ზ“, „ა.თ“, „ბ.ზ“, „ბ.თ“, „დ.ბ“, „ვ.ბ“, „ზ.ვ“–„ზ.თ“ და „თ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის დანიშნულ ოდენობაზე – 22 ლარით;
გ) „ა.ი“, „ბ.ი“, „ბ.კ“, „დ.გ“, „ვ.გ“, „ზ.ი“ და „თ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის დანიშნულ ოდენობაზე – 7 ლარით.
3. სოციალური პაკეტის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი.
მუხლი 6. შეზღუდვები სოციალური პაკეტის მიღებაზე
1. დაუშვებელია:
ა) ორი ან მეტი სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღება;
ბ) სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის (საპენსიო პაკეტი) ან სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც პირს წარმოეშობა უფლება, მიიღოს რამდენიმე სარგებელი, მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი სარგებლის მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად.
3. პირის გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური პაკეტის დანიშვნა ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ ბენეფიციარზე სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად, გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.
თავი III
სოციალური პაკეტის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა, განახლება და გადაანგარიშება
მუხლი 7. სოციალური პაკეტის დასანიშნად მიმართვა
1. სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ყველა კატეგორიის სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, ბავშვის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში – აგრეთვე მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ბ) ქმედუუნარო პირის შემთხვევაში – მშობლის ან მეურვის/მზრუნველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – საინფორმაციო ბარათი, გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მიერ, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრება და ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება;
დ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ;
ე) უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა – ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;
ზ) მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში – მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა;
თ) ომში ან ომის შემდგომ პერიოდში ომის მონაწილის გარდაცვალების გამო მისი მშობლისათვის, მეუღლისათვის, შვილისათვის სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში – მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის (შემდგომში – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი) მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვლილი პირის დაბადების მოწმობა (მშობლის შემთხვევაში), ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში), დაბადების მოწმობა (შვილის შემთხვევაში);
ი) ომის მონაწილის შემთხვევაში – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
კ) ომის ინვალიდის შემთხვევაში – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, რომელშიც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან;
ლ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ;
მ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების გამო მისი მშობლისათვის, მეუღლისათვის, შვილისათვის სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში – გარდაცვალების მოწმობა, სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, გარდაცვლილი პირის დაბადების მოწმობა (მშობლის შემთხვევაში), ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში), დაბადების მოწმობა ან სასამართლო გადაწყვეტილება (შვილის შემთხვევაში);
ნ) მარტოხელობის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა (ასეთის არსებობისას), შვილ(ებ)ის დაბადების მოწმობები (ასეთის არსებობისას).
მუხლი 8. გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე
1. სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას სოციალური პაკეტის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.
2. თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და მაძიებელი აკმაყოფილებს სოციალური პაკეტის დანიშვნის პირობებს, სააგენტოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის არდანიშვნის თაობაზე.
3. სოციალური პაკეტი ინიშნება:
ა) განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს;
ბ) სოციალური პაკეტის უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.
მუხლი 9. სოციალური პაკეტის გაცემა
1. სოციალური პაკეტი გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.
2. ბენეფიციარს უფლება აქვს, მოითხოვოს სოციალური პაკეტის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მიმდინარე თვის სოციალური პაკეტის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა – მომდევნო თვის ბოლომდე.
3. ბენეფიციარისათვის სოციალური პაკეტის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში გასაცემლის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ბენეფიციარის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
მუხლი 10. სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი ზოგიერთი კატეგორიის პირის სოციალური პაკეტით უზრუნველყოფის განსაკუთრებული წესი
1. თუ სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს ან სხვა ქმედუუნაროდ აღიარებულ პირს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს სოციალური პაკეტის მიღების უფლება, სააგენტო სოციალური პაკეტის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ამ პირის სახელზე ხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება სოციალური პაკეტის თანხა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე ჩარიცხული თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ პირის ქმედუნარიანობის შემთხვევაში ან ქმედუნარიანობის აღდგენამდე – მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე დაგროვილი თანხა (ძირითადი თანხა და პროცენტი) ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას ამ ქმედუუნარო პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს პირის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელიც ასევე იმყოფება სახელმწიფოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ. ამ შემთხვევაში საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე დაგროვილი თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) გაცემა მოხდება აღნიშნულ მემკვიდრეზე.
მუხლი 11. სოციალური პაკეტის შეჩერება და განახლება
1. სოციალური პაკეტი შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
ა) ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც საბანკო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს სარგებლის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით;
ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობა. სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორს-მაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა).
2. სოციალური პაკეტი განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ბენეფიციარის მიერ სააგენტოსათვის სოციალური პაკეტის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ბენეფიციარის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენისას სოციალური პაკეტის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.
3. სოციალური პაკეტის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში გასაცემლის გამცემი საბანკო დაწესებულება, ხოლო პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
მუხლი 12. სოციალური პაკეტის შეწყვეტა
1. სოციალური პაკეტი შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა;
გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება:
გ.ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;
გ.ბ) ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სოციალური პაკეტის შეჩერების შემთხვევაში – სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან;
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;
ე) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
ვ) ბენეფიციარის გარდაცვალებისას;
ზ) სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ;
თ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას;
ი) სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის დაკარგვისას;
კ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი;
ლ) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ მინიჭებული ვეტერანის სტატუსის დაკარგვისას;
მ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას;
ნ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სოციალური პაკეტის შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ასევე ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში კი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგნეტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
3. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 13. სოციალური პაკეტის მიუღებელი თანხის ანაზღაურება ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში
1. ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი სოციალური პაკეტის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ბენეფიციარის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი სოციალური პაკეტის თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით სოციალური პაკეტის თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე;
ბ) მოთხოვნა, შეჩერებული სოციალური პაკეტის განახლების შესახებ, ბენეფიციარის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია ბენეფიციარის სიცოცხლეში.
2. პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) სოციალური პაკეტის თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
3. 2012 წლის 1 სექტემბრამდე ბენეფიციარის მიერ მიუღებელი და შემდგომში მემკვიდრეზე გაცემული თანხები ჩაითვლება ამ წესის მიხედვით გაცემულად.
4. გარდაცვლილი ბენეფიციარის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას სოციალური პაკეტის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი ბენეფიციარის მემკვიდრის მხრიდან, სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. სოციალური პაკეტის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი ბენეფიციარის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომლებიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ ბენეფიციარის გარდაცვალების დღიდან ერთი წლის განმავლობაში.
მუხლი 14. სოციალური პაკეტის გადაანგარიშება
სააგენტოს მიერ ბენეფიციარის სოციალური პაკეტის ოდენობის გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად:
ა) სოციალური პაკეტის ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში;
ბ) ამ წესით გათვალისწინებული ერთი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში გადასვლის შემთხვევაში მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
მუხლი 15. სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავება
1. სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. ზედმეტად დარიცხული სოციალური პაკეტის დაბრუნება შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით დანიშნული სოციალური პაკეტის არა უმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევებში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია ბენეფიციარის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.
მუხლი 16. გარდამავალი დებულება
1. პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იღებდა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებულ რაიმე სახის ყოველთვიურ ფულად გასაცემელს (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის მიმღებ პირთა წრისათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობაზე, ან რომელიც არ განეკუთვნება ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიმღებ პირთა წრეს, უწყდება ზემოაღნიშნული პროგრამული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხების გაცემა უგრძელდება შეჯამებულად სოციალური პაკეტის სახით ამ წესის მე‑12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
2. პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იღებდა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებულ რაიმე სახის ყოველთვიურ ფულად გასაცემელს (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის მიმღებ პირთა წრისათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობაზე, უწყდება ზემოაღნიშნული პროგრამული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და მისი სოციალური პაკეტი განისაზღვრება ამ წესით განსაზღვრული ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობისა), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში სოციალური პაკეტი შეჩერებულად ითვლება და, თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, სოციალური პაკეტი შეწყდება.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე‑3 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე პირის მიერ მოპოვებული ფულადი გასაცემლების ჯამური ოდენობით ერთიანი გასაცემლის სახით ავტომატურ გადაანგარიშებას.
დოკუმენტის კომენტარები