„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 280070040.10.003.024401
9
15/01/2024
ვებგვერდი, 17/01/2024
280070040.10.003.024401
„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №9

2024 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/07/2012, 280070040.10.003.016952) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“:

1. მე-2 მუხლს „მ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) ელექტრონული სისტემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემა.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  „ა“ – „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:

ა.ა) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი – 734 ლარის ოდენობით;

ა.ბ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი – 634 ლარის ოდენობით;

ა.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა მშობელს – 534 ლარის ოდენობით;

ა.დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 463 ლარის ოდენობით;

ა.ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 434 ლარის ოდენობით;

ა.ვ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 434 ლარის ოდენობით;

ა.ზ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 412 ლარის ოდენობით;

ა.თ) მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 412 ლარის ოდენობით;

ა.ი) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 397 ლარის ოდენობით;

ა.კ) სხვა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 390 ლარის ოდენობით;

ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:

ბ.ა) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი – 539 ლარის ოდენობით;

ბ.ბ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი – 439 ლარის ოდენობით;

ბ.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა მშობელს – 339 ლარის ოდენობით;

ბ.დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 298 ლარის ოდენობით;

ბ.ე) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 253 ლარის ოდენობით;

ბ.ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 239 ლარის ოდენობით;

ბ.ზ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 217 ლარის ოდენობით;

ბ.თ) მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 217 ლარის ოდენობით;

ბ.ი) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში – მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 202 ლარის ოდენობით;

ბ.კ) სხვა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 195 ლარის ოდენობით;

გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:

გ.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 199 ლარის ოდენობით;

გ.ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 189 ლარის ოდენობით;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს:

დ.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 434 ლარის ოდენობით;

დ.ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 412 ლარის ოდენობით;

დ.გ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილი პირის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 397 ლარის ოდენობით;

დ.დ) სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს – 390 ლარის ოდენობით;

ე) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი – 155 ლარი.“;

ბ)  „ზ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად:

ზ.დ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 215 ლარის ოდენობით;

ზ.დ.ბ) მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 155 ლარის ოდენობით;“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მაძიებელს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა გავლილი აქვს 2024 წლის 1 თებერვლის შემდგომ პერიოდში და, შესაბამისად, მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ ინფორმაცია შეტანილია ელექტრონულ სისტემაში;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ომის ინვალიდის შემთხვევაში – სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, რომელშიც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მაძიებელს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა გავლილი აქვს 2024 წლის 1 თებერვლის შემდგომ პერიოდში და შესაბამისად მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ ინფორმაცია და მიზეზობრივი კავშირი ომთან ასახულია ელექტრონულ სისტემაში;“.

4. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დაუდგინდა 2024 წლის 1 თებერვლის შემდეგ, სოციალური პაკეტის მიღებაზე უფლების დადგენის მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადასტურებას ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომელზეც წვდომა ხორციელდება სააგენტოსა და ელექტრონული სისტემის მესაკუთრეს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და მაძიებელი აკმაყოფილებს სოციალური პაკეტის დანიშვნის პირობებს, სააგენტოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის არდანიშვნის თაობაზე. განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში არსებული მონაცემები დარდება სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციასა და აგრეთვე ელექტრონულ სისტემაში დაცულ მონაცემებთან, 2024 წლის 1 თებერვლიდან შემდგომ პერიოდში ჩატარებული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგად დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადასტურების მიზნით.“;

გ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის 2024 წლის 1 თებერვლის შემდეგ დადგენის შემთხვევაში, სოციალური პაკეტი ინიშნება განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ ინფორმაცია ასახულია ელექტრონულ სისტემაში და განცხადება წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს;“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს სოციალური პაკეტი შეუწყდება 18 წლის ასაკის მიღწევის გამო, სოციალური პაკეტის შეწყვეტის თვიდან მომდევნო 3 თვის ვადაში შეზღუდული შესაძლებლობის ახალი სტატუსის დადგენისა (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის 2024 წლის 1 თებერვლიდან შემდგომ პერიოდში გავლის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვისას) და ამავე ვადაში განცხადებითა და საჭირო დოკუმენტით სააგენტოში მიმართვის შემთხვევაში, სოციალური პაკეტი დაენიშნება საერთო წესის შესაბამისად და დამატებით მიეცემა შეწყვეტილი სოციალური პაკეტის თვიდან მიუღებელი თანხები, დანიშნული გასაცემლის ოდენობის შესაბამისად. ამ ვადის გასვლის შემდეგ სოციალური პაკეტის დანიშვნა და ანაზღაურება ხორციელდება მოქმედი პირობების შესაბამისად.“.

5. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სააგენტო უფლებამოსილია, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე გადაამოწმოს ბენეფიციარის მონაცემები ელექტრონულ სისტემაში და იქ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის ავტომატურად გაგრძელების (ბენეფიციარის განცხადებით მომართვის გარეშე სტატუსის მოქმედების ვადის ფარგლებში) ან შეჩერების/შეწყვეტის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე ელექტრონულ სისტემაში ბენეფიციარს დაუფიქსირდება შეზღუდული შესაძლებლობის ახალი სტატუსი,  სოციალური პაკეტის ავტომატური გაგრძელება განხორციელდება მომდევნო თვიდან, შესაბამისი კატეგორიისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი