დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 460 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280070040.10.003.024855 |
|
„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/07/2012, 280070040.10.003.016952) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ − „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს: ა.ა) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი – 769 ლარის ოდენობით; ა.ბ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი – 669 ლარის ოდენობით; ა.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა მშობელს – 569 ლარის ოდენობით; ა.დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 498 ლარის ოდენობით; ა.ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს, ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 469 ლარის ოდენობით; ა.ვ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 469 ლარის ოდენობით; ა.ზ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 447 ლარის ოდენობით; ა.თ) მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს, ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 447 ლარის ოდენობით; ა.ი) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს, ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 432 ლარის ოდენობით; ა.კ) სხვა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 425 ლარის ოდენობით; ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს: ბ.ა) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი – 574 ლარის ოდენობით; ბ.ბ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი – 474 ლარის ოდენობით; ბ.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა მშობელს – 374 ლარის ოდენობით; ბ.დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 333 ლარის ოდენობით; ბ.ე) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 288 ლარის ოდენობით; ბ.ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს, ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 274 ლარის ოდენობით; ბ.ზ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 252 ლარის ოდენობით; ბ.თ) მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს, ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 252 ლარის ოდენობით; ბ.ი) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში – მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობელს ან მეუღლეს, ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 237 ლარის ოდენობით; ბ.კ) სხვა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 230 ლარის ოდენობით; გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს: გ.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 234 ლარის ოდენობით; გ.ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 224 ლარის ოდენობით; დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს: დ.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 469 ლარის ოდენობით; დ.ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 447 ლარის ოდენობით; დ.გ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილი პირის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 432 ლარის ოდენობით; დ.დ) სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს – 425 ლარის ოდენობით; ე) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი – 190 ლარი;“; ბ) „ზ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ.დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად: ზ.დ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 250 ლარის ოდენობით; ზ.დ.ბ) მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 190 ლარის ოდენობით;“. 2. მე-8 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს სოციალური პაკეტი შეუწყდება შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის მოქმედების ვადის გასვლის გამო, სოციალური პაკეტის შეწყვეტის თვიდან მომდევნო 3 თვის ვადაში შეზღუდული შესაძლებლობის ახალი სტატუსის დადგენისა (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის 2024 წლის 1 თებერვლიდან შემდგომ პერიოდში გავლის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვისას) და ამავე ვადაში განცხადებითა და საჭირო დოკუმენტით სააგენტოში მიმართვის შემთხვევაში, სოციალური პაკეტი დაენიშნება საერთო წესის შესაბამისად და დამატებით მიეცემა შეწყვეტილი სოციალური პაკეტის თვიდან მიუღებელი თანხები, დანიშნული გასაცემლის ოდენობის შესაბამისად. ამ ვადის გასვლის შემდეგ სოციალური პაკეტის დანიშვნა და ანაზღაურება ხორციელდება მოქმედი პირობების შესაბამისად.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. თუ ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით შეწყვეტილი სოციალური პაკეტის შემთხვევაში მაძიებელი სოციალური პაკეტის შეწყვეტის თვის მომდევნო 3 თვის განმავლობაში მიმართავს სააგენტოს განცხადებით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე და დანიშვნისთვის საჭირო დოკუმენტთან (ინფორმაციასთან) ერთად წარადგენს სტატუსის მოქმედების ვადის გასვლის/დაკარგვის პერიოდში ან სტატუსის მოქმედების ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საპატიო მიზეზის (საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნა) დამადასტურებელ დოკუმენტებს, სოციალური პაკეტი დაენიშნება საერთო წესის შესაბამისად და აუნაზღაურდება შეწყვეტის თვიდან, დანიშნული სოციალური პაკეტის ოდენობის შესაბამისად. ამ პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სოციალური პაკეტის დანიშვნა და ანაზღაურება ხორციელდება მოქმედი პირობების შესაბამისად.“. 3. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც საბანკო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს სარგებლის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შეჩერებული სოციალური პაკეტი განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, სოციალური პაკეტის შეჩერების თვიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეჩერების პერიოდში განხორციელდა სოციალური პაკეტის შეწყვეტა: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ბენეფიციარის მიერ სააგენტოსათვის სოციალური პაკეტის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, სოციალური პაკეტი განახლდება განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ხოლო პირისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან განცხადებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) წარდგენის შემდეგ; გ) თუ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს სოციალური პაკეტი შეჩერებული აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით და სოციალური პაკეტის განახლებისას წარდგენილია დოკუმენტი შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსის შესახებ, სოციალური პაკეტი განახლდება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის ანაზღაურდება: შეზღუდული შესაძლებლობის ახალი სტატუსის მინიჭებამდე არსებული სტატუსის მოქმედების ვადაში – სტატუსის შესაბამისი კატეგორიისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის ახალი სტატუსის მინიჭების მომდევნო თვიდან – შესაბამისი კატეგორიისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობით; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სოციალური პაკეტის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ.“; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ) ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სოციალური პაკეტის შეჩერების შემთხვევაში – სოციალური პაკეტის შეჩერების თვიდან;“; ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის მოქმედების ვადის გასვლისას/ დაკარგვისას;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სოციალური პაკეტის შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით – ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ასევე ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში კი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში კი – ელექტრონული სისტემა, რომელზეც წვდომა ხორციელდება სააგენტოსა და ელექტრონული სისტემის მესაკუთრეს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად.“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სააგენტო უფლებამოსილია, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე გადაამოწმოს ბენეფიციარის მონაცემები ელექტრონულ სისტემაში და იქ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის ავტომატურად გაგრძელების (ბენეფიციარის განცხადებით მიმართვის გარეშე სტატუსის მოქმედების ვადის ფარგლებში) ან შეჩერების/შეწყვეტის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე ელექტრონულ სისტემაში ბენეფიციარს დაუფიქსირდება შეზღუდული შესაძლებლობის ახალი სტატუსი, სოციალური პაკეტის ავტომატური გაგრძელება განხორციელდება მომდევნო თვიდან, შესაბამისი კატეგორიისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები