„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 244
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 280070040.10.003.017864
244
19/03/2014
ვებგვერდი, 20/03/2014
280070040.10.003.017864
„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №244

2014 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“  საქართველოს მთავრობის  2012  წლის  23  ივლისის №279 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/07/2012, 280070040.­10.003.016952) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“  მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი