„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 370
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 02/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 280070040.10.003.017043
  • Word
370
08/09/2012
ვებგვერდი, 10/09/2012
280070040.10.003.017043
„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 370

2012 წლის 8 სექტემბერი

 ქ. თბილის

,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/07/2012, 280070040.10.003.016952)შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტი ასევე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირთა წრეს და შენარჩუნებული აქვთ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოპოვებული უფლებები.“.

2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი14. სოციალური პაკეტის გადაანგარიშება

სააგენტოს მიერ ბენეფიციარის სოციალური პაკეტის ოდენობის გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში.“.

3. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. გარდამავალი დებულებები

1. პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იღებდა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებულ რაიმე სახის ყოველთვიურ ფულად გასაცემელს (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის მიმღებ პირთა წრისათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობას, ან რომელიც არ განეკუთვნება ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიმღებ პირთა წრეს, უწყდება ზემოაღნიშნული პროგრამული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხების გაცემა უგრძელდება შეჯამებულად სოციალური პაკეტის სახით ამ წესის მე‑12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.

2. პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იღებდა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებულ რაიმე სახის ყოველთვიურ ფულად გასაცემელს (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის მიმღებ პირთა წრისათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობაზე, უწყდება ზემოაღნიშნული პროგრამული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და მისი სოციალური პაკეტი განისაზღვრება ამ წესით განსაზღვრული ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა‘‘ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში სოციალური პაკეტი შეჩერებულად ითვლება და, თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, სოციალური პაკეტი შეწყვეტილად ჩაითვლება 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე‑3 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე პირის მიერ მოპოვებული ფულადი გასაცემლების ჯამური ოდენობით ერთიანი გასაცემლის სახით ავტომატურ გადაანგარიშებას.

5. გარდამავალ ეტაპზე გასული პერიოდის მიუღებელი თანხა ანაზღაურდება შემდეგი წესით:

) იმ პირებს , რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა , ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა ) განახლების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს 2013 წლის 1 იანვრამდე, 2012 წლის 1 სექტემბრამდე აუნაზღაურდებათ ამ პერიოდამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები, ხოლო 2012 წლის 1 სექტემბრიდან – ამ მუხლის პირველი ან მე‑2 პუნქტის შესაბამისად;

) იმ პირებს , რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა , ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა ) განახლების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ, 2012 წლის 1 სექტემბრიდან სოციალური პაკეტი ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები;

გ) იმ პირებს, რომლებსაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 6 თვეზე მეტი პერიოდით შეჩერების გამო 2012 წლის 1 სექტემბრიდან შეწყვეტილი აქვთ ყოველთვიური ფულადი გასაცემლები (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა), მიუღებელი თანხის მოთხოვნით სააგენტოსათვის მიმართვის შემთხვევაში, აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა შეჩერების დღიდან.

6 . ამ წესის მე -12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ერთ -ერთი შვილის 18 წლის ასაკის მიღწევა მრავალშვილიანი ოჯახისათვის, რომელსაც ჰყავს 7 ან 7 -ზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და იღებს სოციალურ პაკეტს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად .

7. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე‑3 პუნქტებიდან გამომდინარე, სააგენტო უზრუნველყოფს 2012 წლის 1 სექტემბრამდე ოჯახისათვის დანიშნული საოჯახო დახმარების ოჯახის თითოეულ წევრზე პროპორციულად გადანაწილებას. ამ სახით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა შემდგომში ოჯახის წევრების რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 2 სექტემბრიდან .

პრემიერ-მინისტრი      ი . მერაბიშვილი