„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 310
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2014
ძალაში შესვლის თარიღი 14/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 280070040.10.003.017929
310
23/04/2014
ვებგვერდი, 24/04/2014
280070040.10.003.017929
„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №310

2014 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/07/2012, 280070040.10.003.016952) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი-ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“:

ა) მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ომში ან ომის შემდგომ პერიოდში ომის მონაწილის გარდაცვალების გამო, მისი მშობლისათვის, მეუღლისათვის, შვილისათვის სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში – მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომში – ვეტერანების საქმეთა სამსახური) მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვლილი პირის დაბადების მოწმობა (მშობლის შემთხვევაში), ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში), დაბადების მოწმობა (შვილის შემთხვევაში);

ი) ომის მონაწილის შემთხვევაში – ვეტერანების საქმეთა   სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) ომის ინვალიდის შემთხვევაში – ვეტერანების საქმეთა   სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, რომელშიც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან;“;

გ) მე-12 მუხლის:

გ.ა)  პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ვეტერანების საქმეთა  სამსახურის მიერ მინიჭებული ვეტერანის სტატუსის დაკარგვისას;“;

გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სოციალური პაკეტის შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით – ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ასევე ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში კი – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.“;

დ) მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში 2014 წლის 1 იანვრიდან არა უგვიანეს 2014 წლის 1 ივნისამდე წარდგენის შემთხვევაში, სოციალური პაკეტის ანაზღაურება განხორციელდება 2014 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ არა უადრეს უფლების წარმოშობის მომდევნო თვისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 14 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი