„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 459
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 280070040.10.003.018845
459
07/09/2015
ვებგვერდი, 08/09/2015
280070040.10.003.018845
„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №459

2015 წლის 7 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24.07.2012წ., 280070040.10.003.016952) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“:  

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:

ა.ა) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი – 504 ლარის ოდენობით;

ა.ბ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი –  404 ლარის ოდენობით;

ა.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მარტოხელა მშობელს – 304 ლარის ოდენობით;

ა.დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 233 ლარის ოდენობით;

ა.ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს, ან მეუღლეს, ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 204 ლარის ოდენობით;

ა.ვ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 204 ლარის ოდენობით;

ა.ზ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 182 ლარის ოდენობით;

ა.თ) მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს,  ან მეუღლეს, ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 182 ლარის ოდენობით;

ა.ი) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს,  ან მეუღლეს, ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 167 ლარის ოდენობით;

ა.კ) სხვა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 160 ლარის ოდენობით;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს:

დ.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 204 ლარის ოდენობით;

დ.ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 182 ლარის ოდენობით;

დ.გ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილი პირის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 167 ლარის ოდენობით;

დ.დ) სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს – 160 ლარის ოდენობით;“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქმედუუნარო პირის/მხარდაჭერის მიმღები პირის შემთხვევაში – მშობლის ან მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი ზოგიერთი კატეგორიის პირის სოციალური პაკეტით უზრუნველყოფის განსაკუთრებული წესი

1. თუ სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს სოციალური პაკეტის მიღების უფლება, სააგენტო სოციალური პაკეტის გამცემ საბანკო დაწესებულებაში  ამ პირის სახელზე ხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება სოციალური პაკეტის თანხა.

2.  თუ მხარდაჭერის მიმღებ პირს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს სოციალური პაკეტის მიღების უფლება, სოციალურ პაკეტს იღებს   უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირი ან მისი მხარდამჭერი, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე ჩარიცხული თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) განკარგვა შესაძლებელია, მხოლოდ პირის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ან სრულწლოვანების მიღწევამდე – მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით.“.

4. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი  შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. პირს, რომელიც 2015 წლის პირველ აპრილამდე აღიარებულია ქმედუუნაროდ, არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე) და წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს სოციალური პაკეტის მიღების უფლება, ინდივიდუალურ შეფასებამდე, სააგენტო სოციალური პაკეტის გამცემ საბანკო დაწესებულებაში, ამ პირის სახელზე ხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება სოციალური პაკეტის თანხა, ხოლო ინდივიდუალური შეფასების შემდეგ, სოციალური პაკეტის მიღება განხორციელდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

10. ინდივიდუალურ შეფასებამდე ქმედუუნაროდ აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში,  საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე დაგროვილი თანხა (ძირითადი თანხა და პროცენტი) ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს პირის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელიც, ასევე იმყოფება სახელმწიფოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ. ამ შემთხვევაში, საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე დაგროვილი თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) გაცემა მოხდება აღნიშნულ მემკვიდრეზე ან მხარდამჭერზე, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“.

მუხლი 2
დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს, სოციალური პაკეტის ავტომატური გადაანგარიშება, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი