მობილიზაციის შესახებ

  • Word
მობილიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30(37), 13/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 120.160.000.05.001.000.608
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2150
23/06/1999
სსმ, 30(37), 13/07/1999
120.160.000.05.001.000.608
მობილიზაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/02/2003 - 10/06/2005)

საქართველოს კანონი

მობილიზაციის შესახებ

ეს კანონი არეგულირებს საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადების, აგრეთვე მშვიდობიან პერიოდში მობილიზაციისათვის მზადყოფნის წესს, პირობებს და მობილიზაციის რეჟიმთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

თავი I.

ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მობილიზაციისათვის მზადყოფნა � მშვიდობიანობის პერიოდში მიმდინარე ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკის, აღმასრულებელი ხელისუფ�ლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების შექმნას საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს სამხედრო ძა�ლების მზადყოფნისათვის და სახელმწიფოსა და მოსახლეობის გადაუდებელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის;

ბ) მობილიზაცია � ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს შექმნილი სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის საჭიროებისათვის გამოყენებას (მობილიზაცია შეიძლება იყოს როგორც საერთო, ისე ნაწილობრივი);

გ) საერთო მობილიზაცია � ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ხორციელდება საომარი მდგომარეობის დროს და ითვალისწინებს საომარი მდგომარეობის საჭიროებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების სრულ გამოყენებას;

დ) ნაწილობრივი მობილიზაცია � ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ხორციელდება საგანგებო მდგომარეობის დროს და ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის საჭიროებისათვის განსაზღვრულ ოპერატიულ მიმართულებებზე ან/და შესაბამის რეგიონებში სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების ნაწილობრივ გამოყენებას.

��� მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა მობილიზაციის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა მობილიზაციის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

��� მუხლი 3. მობილიზაციის პრინციპები

მობილიზაციის პრინციპებია:

ა) ცენტრალიზებული მართვა;

ბ) წინასწარი მზადება;

გ) მობილიზაციისათვის მზადყოფნა;

დ) გეგმურობა;

ე) კომპლექსურობა;

ვ) კოორდინაცია და კონტროლი.

��� მუხლი 4. მობილიზაციის არსი

მობილიზაციის არსია:

ა) მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მისი სამეცნიერო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

) აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის იურიდიული პირების მუშაობის რეჟიმის განსაზღვრა და მათი მომზადება მობილიზაციის დროს სამუშაოდ�;

) აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის იურიდიული პირების მობილიზაციის რეჟიმზე გადასაყვან ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) სამხედრო ძალების მობილიზაციისათვის მომზადება;

ე) სამხედრო ძალების გადაყვანა საომარ ან/და საგანგებო მდგომარეობაზე;

ვ) საქართველოს ეკონომიკის, სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმების შემუშავება;

ზ) საქართველოს სამობილიზაციო მზადყოფნის მდგომარეობის შეფასება;

თ) სამობილიზაციო რეზერვების შექმნა, შენარჩუნება და განვითარება მობილიზაციის დროს სახელმწიფოს, სამხედრო ძალებისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად;

ი) მობილიზაციის დროს სამხედრო ძალებისათვის მისაწოდებელი ტექნიკის მომზადება;

კ) სამობილიზაციო რეზერვებში მატერიალური ფასეუ�ლობების, სასურსათო და არასასურსათო საქონლის, ნავთობ�პრო�დუქ�ტების ხელშეუხებელი მარაგის შექმნა, დაგროვება, შენახვა და დროულად განახლება;

ლ) მობილიზაციის დროს მოსახლეობის სურსათით და არასასურსათო საქონლით მომარაგებისათვის მზადება და ორგანიზაცია, სამედიცინო დახმარებით, ტრანსპორტითა და კავშირგაბმულობის საშუა�ლებებით უზრუნველყოფა;

მ) აღმასრულებელი ხელისუფლების მართვის პუნქტის შექმნა და მომზადება მობილიზაციის დროს სამუშაოდ;

ნ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მომზადება მობილიზაციის დროს სამუშაოდ;

ო) აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში რეზერვისტთა დაჯავშნა მობილიზაციის დროს მოქმედ ეკონომიკის შესაბამისი დარგის ობიექტებზე სამუშაოდ;

პ) სწავლება და ვარჯიში სამობილიზაციო გაშლისა და სამობილიზაციო გეგმების შესასრულებლად.

საქართველოს 2003 წლის 27 თებერვლის კანონი №1977 - სსმ I, №7, 26.03.2003 წ., მუხ.39

თავი II.

საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში

��� მუხლი 5. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებანი

საქართველოს პარლამენტი:

ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას მობილიზაციის სფეროში;

ბ) ახორციელებს მობილიზაციის სფეროს საკანონმდებლო რეგულირებას, ამტკიცებს ხარჯებს ამ დარგში;

გ) ახდენს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიკაციას, დენონსირებას და გაუქმებას მობილიზაციის სფეროში.

��� მუხლი 6. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებანი

საქართველოს პრეზიდენტი:

ა) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში აცხადებს საერთო ან ნაწილობრივ მობილიზაციას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეს გადაწყვეტილება შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად;

ბ) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში გამოსცემს განკარგულებას სამობილიზაციო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემის შესახებ;

გ) გამოსცემს ნორმატიულ აქტებს მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში;

დ) უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, დაწესებულებების კოორდინირებულ მოქმედებას მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში;

ე) განსაზღვრავს მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მობილიზაციის მიზნებსა და ამოცანებს;

ვ) აწესებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმარ�თვე�ლობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებუ�ლე�ბებისა და ორგანიზაციების მუშაობის რეჟიმს მობილიზაციის დროს;

ზ) უფლებამოსილია მობილიზაციის დროს სამხედრო ძალებში გაწვევა გადაუვადოს მოქალაქეებს, აგრეთვე შეაჩეროს მათი გაწვევის გადავადების შესახებ უკვე მიღებული გადაწყვეტილება.

��� მუხლი 7. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების უფლებამოსილებანი

აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტთან შეთანხმებით ახორციელებენ სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების, შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების ოპერაციებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ახორციელებენ სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა შენახვას (სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაში არსებულ საცავებში), მომსახურებას და მასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას, აგრეთვე მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ახორციელებენ სამობილიზაციო მარაგის, სამობილიზაციო და სახელმწი�ფო რეზერვების მატერიალური ფასეულობების, აგრეთვე სურსათის, სამედიცინო საქონლის, ნავთობპროდუქტების ხელშეუხებელი, შეუმცირებელი მარაგების შექ�მნას, დაგროვებას, შენახვას, განახლებას;

დ) სამობილიზაციო რეზერვების შექმნის მიზნით დებენ ხელშეკრულებებს საწარმოებთან, მათ მიერ სამობილიზაციო დავალებების (შეკვეთების) შესრულების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) ხელმძღვანელობენ მობილიზაციისათვის მზადყოფნას;

ვ) ხელმძღვანელობენ თავიანთი სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, ასევე მათდამი დაქვემ�დე�ბა�რებული საწარმოების სამობილიზაციო მომზადების განხორციელებას;

ზ) მონაწილეობენ სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში;

თ) მონაწილეობენ სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;

ი) ორგანიზებას უწევენ სამობილიზაციო მომზადების და მობილიზაციის სამეცნიერო, მატერიალურ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას;

კ) მართავენ სამობილიზაციო მომზადების პროცესს და კონტროლს უწევენ მის სტატისტიკურ ანგარიშგებას;

ლ) მობილიზაციის გამოცხადებისას ორგანიზაციას უწევენ სამხედრო ძალების მობილიზაციის რეჟიმზე გადაყვანის ღონისძიებათა კონტროლს;

მ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული წესით, მობილიზაციის გამოცხადებისას ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეკონომიკის შესაბამისი დარგების მობილიზაციის დროისათვის დაწე�სე�ბული მუშაობის რეჟიმზე გადაყვანას;

ნ) მობილიზაციისათვის მზადყოფნის პერიოდში ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, საქვეუწყებო დაწესებულებებში, ტერიტორიულ ორგანო�ებსა და მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებში მომუშავე რე�ზერვში მყოფ მოქალაქეთა სახალხო მეურნეობისათვის დაჯავშნის პროცესს;

ო) ორგანიზაციას უწევენ სამობილიზაციო გაშლისა და სამობილიზაციო გეგმებით შესასრულებელ სწავლებასა და სასწავლო-საწვრთნელი ვარჯიშის ჩატარებას;

პ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზაციას უწევენ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საჯარისო ტიპის ავტოკოლონების და სხვა სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა გადა�ცემას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ) უზრუნველყოფენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში მობილიზაციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას.

��� მუხლი 8. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი და ფუნქციები

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ამ კანონის მე-7 მუხლის ა��დ� ქვეპუნქტებში მოცემული ფუნქციების გარდა:

ა) ორგანიზაციას უწევენ და უზრუნველყოფენ სამობილიზაციო მომზადებასა და საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფენ ამ კანონის შესრულებას, ასევე საქართველოს პრეზი�დენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების სხვა აქტების განხორციელებას სამობილიზაციო მომზადებისა და მობილი�ზაციის სფეროში;

გ) ამუშავებენ ადგილობრივ სამუშაო გეგმებს;

დ) ახორციელებენ ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადების ღონისძიებებს;

ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან შეთანხმებით ახორციე�ლებენ ღონისძიებებს სამობილიზაციო გეგმების შესრულების უზრუნველ�საყოფად;

ვ) დებენ ხელშეკრულებებს საწარმოებთან პროდუქციის მიწოდების, სამუშაოების, ძალებისა და საშუალებათა გამოყოფის შესახებ და სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის ღონისძიებების განსახორციელებლად მომსახურების გაწევაზე;

ზ) დახმარებას უწევენ ადგილობრივ სამხედრო კომისარიატებს მობი�ლიზაციისათვის მზადყოფნის საქმიანობაში, პასუხისმგებელნი არიან აღნიშნულ ღონისძიებათა შესრულებისათვის;

თ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზაციას უწევენ დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში გაწვევას, მოქალაქეთა შეტყობინებას და გამოცხადებას შეკრების პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში, ასევე სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების, მიწის ნაკვეთების, სატრანსპორტო საშუალებების და სხვა სამობილიოზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა გადა�ცემას საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) ორგანიზებას უწევენ ადგილობრივი თვით�მ�მარ�თველობისა და მმართველობის ორგანოებში მომუშავე რეზერვში მყოფ მოქალაქეთა დაჯავშნის საქმიანობას;

კ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებს წარუდგენენ წინადადებებს სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის განხორცი�ელების სრულყოფის საკითხებზე.

თავი III.

სახელმწიფო საწარმოების , დაწესებულებებისა და ორგანიზაციების კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა მოვალეობანი მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის დროს

საქართველოს 2003 წლის 27 თებერვლის კანონი №1977 - სსმ I, №7, 26.03.2003 წ., მუხ.39

��� მუხლი 9. სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოვალეობანი

1. სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები ამ კანონის მე-7 მუხლის ა��დ� ქვეპუნქტებში მოცემული ფუნქციების გარდა მოვალენი არიან:

ა) ორგანიზაცია გაუწიონ და განახორციელონ სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფის ღონისძიებები;

ბ) მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის დროს დანიშნონ ცალკეული მუშაკები სამობი�ლიზაციო ამოცანების შესასრულებლად;

გ) დაამუშაონ მობილიზაციის გეგმები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში;

დ) მობილიზაციის დროისათვის განახორციელონ ღონისძიებანი წარმოების მოსამზადებლად სამობი�ლი�ზა�ციო დავალებების (შეკვეთების) შესრულებისათვის;

ე) შეასრულონ სამობილიზაციო დავალებები (შეკვეთები), რომლებიც მიღებული აქვთ მათ მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მობილიზაციის უზრუნველყოფის მიზნით;

ვ) მობილიზაციის გამოცხადებისას განახორციელონ ღონისძიებები საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს წარმოების მუშაობის შესაბამის რეჟიმზე გადასაყვანად;

ზ) უზრუნველყონ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებულ სატრან�სპორტო საშუალებათა მიწოდება სამხედრო კომისარიატების ტექნიკის შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში;

თ) გადასცენ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები, მიწის ნაკვეთები, სატრანსპორტო და სხვა სამობილიზაციო რეზერვების მატერიალური ფასეულობები შესაბამის დაწესებულებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) უზრუნველყონ სახელმწიფო საწარმოებში, დაწესებუ�ლებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე რეზერვისტთა დაჯავშნა და დაჯავშნის შესახებ ანგარიშგების წარდგენა ადგილობრივ სამხედრო კომისარიატებში.

2. კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირები, როგორც წესი, ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებენ სამობილიზაციო დავალებებს (შეკვეთებს), ზიანის მიყენების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ მისი შემდგომი ანაზღაურების პირობით.

��� მუხლი 10. მოქალაქეთა მოვალეობანი

1. მოქალაქეები მოვალენი არიან:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილების გამოძახებით გამოცხადნენ და მიიღონ განსაზღვრული დავალება მობილიზაციის დროს;

ბ) შეასრულონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილებიდან მიღებული, სამობილიზაციო უწყებით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ) მობილიზაციის დროს გადასცენ სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საჭიროებისათვის ქონება, შემდგომი სათანადო ანაზღაურებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მობილიზაციისა და ომის დროს მოქალაქენი დადგენილი წესით შეიძლება ჩაბმულ იქნენ სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საჭიროებისათვის წარმოებულ სამუშაოთა შესრულებაში.

3. მოქალაქეებს მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მობილიზაციის დროის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.88

თავი IV.

მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის ორგანიზაციული საფუძვლები

��� მუხლი 11. სამობილიზაციო მომზადების და მობილიზაციის ორგანიზება და წესი

1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სამხედრო ძალების მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. საქართველოს ეკონომიკის მობილიზაციისათვის მომზადებისა და მობილიზაციის ორგანიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის პირები პერსონალურად პასუხისმგებელნი არიან მობილიზაციისას და მობილიზაციისათვის მზადყოფნისას მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის.

��� მუხლი 12. სამობილიზაციო ორგანოები

1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ სამობილიზაციო დავალებები (დაკვეთები) ან დასახული აქვთ სამობილიზაციო სამუშაოების ჩატარების ამოცანები, სამობი�ლიზაციო ღონისძიებების ქმედუნარიანობის ამაღლების მიზნით თავიანთ სტრუქტურაში ქმნიან სამობილიზაციო ორგანოებს.

2. სამობილიზაციო ორგანოების ხელმძღვანელები უშუალოდ ექვემდე�ბა�რებიან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამის ხელმძღვა�ნელებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების შესაბამის ხელმძღვა�ნელებს.

3. სამობილიზაციო ორგანოებისა და სამობილიზაციო მოსამსახურეთა დაფინანსება ხორციელდება:

ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში � მათთვის ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში � შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯზე;

გ) სახელმწიფო საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში � საკუთარი შემოსავლებიდან.

4. ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამობილიზაციო ორგანოების ფუნქციებს, უფლებებს და მოვა�ლე�ობებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი ნორმატიული აქტით.

��� მუხლი 13. სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება

1. კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სამხედრო ძალების საჭიროებისათვის მობილიზაციის დროს წესდება სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება.

2. სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება ვრცელდება აღმასრუ�ლებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მიერ შექმნილ სამობილიზაციო რეზერვების შემადგენლობაში არსებულ სახელმწიფო საავტომობილო, საჯარისო ტიპის ავტოკოლონებზე, რკინიგზის, საზღვაო, სამდინარო, საჰაერო, მილსადენ, საჭაპნე და სასაპალნე ტრანსპორტის საშუალებაზე, მოტოციკლებზე, სარეწ და სპეციალურ გემებზე, ტრაქტორებზე, მისაბმელებსა და ნახევრადმისაბმელებზე, საგზაო-სამშენებლო და ამწესატრანსპორტო მანქანებსა და მექანიზმებზე, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრე მოქალაქეებზე (შემდგომი ანაზღაურების პირობით). სამხედრო-სატრან�სპორტო ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე ნავსადგურებზე, ნავმისადგომებზე, აეროპორტებზე, ნავთობბაზებზე, საწვავის გადასატუმბ ბაზებზე, ავტოსა�ტრანსპორტო ორგანიზაციებსა და სატრანსპორტო საშუალებათა მუშაობის უზრუნ�ველმყოფ სხვა ორგანიზაციებზე.

3. საქართველოს სამხედრო ძალების სამობილიზაციო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად საჭირო სატრანსპორტო საშუალებათა ამოღება აღმასრუ�ლებელი ხელისუფლების, თვითმმართველობისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოებიდან, სახელმწიფო საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანი�ზა�ცი�ებიდან ხორცი�ელდება უსასყიდლოდ, ხოლო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან � შემდგომი სათანადო ანაზღაურებით. კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება იმ დროისათვის არსებული საბაზრო ფასების შესაბამისად შედგე�ნილი პრეისკურანტისა და ცვეთის ფასდაკლების გათვალის�წინებით და გაიცემა საომარი მდგომარეობის დამთავრების შემდეგ.

4. საკუთრების ჩამორთმევის წესი განისაზღვრება �აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონით.

��� მუხლი 14. სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის დაფინანსება

1. მობილიზაციისათვის მომზადება და მობილიზაციის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. ადგილობრივი მნიშვნელობის სამობილიზაციო მომზადების ღონისძი�ე�ბები ფინანსდება შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან.

��� მუხლი 15. საიდუმლოების დაცვა მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის განხორციელებისას

მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მობილიზაციის სამუშაოთა ორგა�ნი�ზება ხორციელდება �სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ� საქართველოს კანონისა და საიდუმლო საქმისწარმოების საკითხებზე არსებული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.

თავი V.

მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა

��� მუხლი 16. მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა

1. მობილიზაციის დროს სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხული მოქალაქენი.

2. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის დაკომპლექტების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

��� მუხლი 17. მობილიზაციის დროს სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის ვადა და საქართველოს სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმა

მობილიზაციის დროს სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის ვადა განისაზღვრება საქართველოს სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმით, რომელსაც ბრძანებულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

��� მუხლი 18. მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება

1. საქართველოს სამხედრო ძალების საომარ ან/და საგანგებო მდგომარეობაზე დროულად გადაყვანის მიზნით, რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები წინასწარ მიეწერებიან სამხედრო ნაწილებს მობილიზაციის დროს საშტატო განრიგის მიხედვით სამხედრო თანამდებობებზე სამსახურის გასავლელად.

2. მობილიზაციის დროს საშტატო განრიგის მიხედვით რეზერვისტთა სამხედრო ნაწილებზე წინასწარი მიწერის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

��� მუხლი 19. სამხედრო სამსახურში მობილიზაციით გასაწვევ რეზერვში მყოფ მოქალაქეთა მოვალეობანი

1. მობილიზაციის გამოცხადებისას სამხედრო სამსახურში გასაწვევი რეზერვში მყოფი მოქალაქეები ვალდებულნი არიან გამოცხადნენ შემკრებ პუნქტში რაიონის, ქალა�ქის სამხედრო კომისარიატების მიერ გამოგზავნილ სამობილიზაციო უწყებით ნაჩვენებ დროს.

2. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს ეკრძალებათ მობი�ლი�ზაციის გამოცხადების მომენტიდან რაიონის, ქალაქის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილების ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილიდან გასვლა, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით შეზღუდულია საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები.

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.88

 

თავი VI.

რეზერვში მყოფ მოქალაქეთა დაჯავშნა

��� მუხლი 20. მოქალაქეთა დაჯავშნა

1. დაჯავშნას დაქვემდებარებული მოქალაქეები საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს თავისუფლდებიან სამ�ხედრო სამსახურში გაწვევისაგან.

2. მოქალაქეთა დაჯავშნას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შექმნილი საქართველოს ეკონომიკისათვის მუშახელის დაჯავშნის სახელმწიფო კომისია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. რეზერვში მყოფი მოქალაქეები, გარდა პირველი თანრიგის რეზერვისტებისა იჯავშნებიან საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის გათვალისწინებით, სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართვე�ლობისა და მმართველობის ორგა�ნოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური საქმი�ა�ნობის შენარჩუნების მიზნით.

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.88

თავი VII.

გარდამავალი დებულებანი

��� მუხლი 21. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს 1999 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) სამობილიზაციო რეზერვების შექმნისა და განკარგვის პირობების შესახებ;

ბ) საქართველოს ეკონომიკის მობილიზაციისათვის მზადყოფნის, ეკონომიკის შესაბამისი დარგების მობილიზაციის დროისთვის დაწესებული მუშაობის რეჟიმზე გადაყვანისა და მობილიზაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ;

გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, სამხედრო ძალების მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის წესის შესახებ;

დ) სამობილიზაციო ორგანოების შესახებ;

ე) საქართველოს სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმის შესახებ.

თავი VIII.

დასკვნითი დებულება

��� მუხლი 22. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 23 ივნისი.

#2150�IIs

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41

2. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.88

3. საქართველოს 2003 წლის 27 თებერვლის კანონი №1977 - სსმ I, №7, 26.03.2003 წ., მუხ.39

15. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3503-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 14. 28/06/2023 - საქართველოს კანონი - 3315-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/07/2023 13. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6872-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 12. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4090-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 11. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3588-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 10. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3574-Iს - ვებგვერდი, 20/11/2018 9. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2622-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 8. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2040-IIს - ვებგვერდი, 26/03/2018 7. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1681-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 6. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1389-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5293-IIს - ვებგვერდი, 111208012, 08/12/2011 4. 10/06/2005 - საქართველოს კანონი - 1609 - სსმ, 33, 01/07/2005 3. 27/02/2003 - საქართველოს კანონი - 1977 - სსმ, 7, 26/03/2003 2. 21/06/2002 - საქართველოს კანონი - 1543 - სსმ, 21, 12/07/2002 1. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000