დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1389-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120160000.05.001.017164 |
|
მუხლი 1. „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-7 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეკონომიკის შესაბამისი დარგების მობილიზაციის დროისათვის დაწესებული მუშაობის რეჟიმზე გადაყვანას;“. 3. მე-8 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უზრუნველყოფენ ამ კანონის, აგრეთვე სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების სხვა აქტების შესრულებას;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზებას უწევენ დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში გაწვევას, მოქალაქეთათვის შეტყობინებას და მათ გამოცხადებას შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში, აგრეთვე სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების, მიწის ნაკვეთების, სატრანსპორტო საშუალებების, სხვა სამობილიზაციო რეზერვებისა და მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;“. 4. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამობილიზაციო ორგანოების ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 27 სექტემბერი 2013 წ. N1389-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები