„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3315-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 02/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 120160000.05.001.020983
3315-XIმს-Xმპ
28/06/2023
ვებგვერდი, 18/07/2023
120160000.05.001.020983
„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 159) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება ვრცელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ შექმნილ, სამობილიზაციო რეზერვების შემადგენლობაში არსებულ სახელმწიფო საავტომობილო, საჯარისო ტიპის ავტოკოლონებზე, სარკინიგზო, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების, საჰაერო, მილსადენ, საჭაპანო და სასაპალნე სატრანსპორტო საშუალებებზე, მოტოციკლებზე, სარეწ და სპეციალურ გემებზე, ტრაქტორებზე, მისაბმელებსა და ნახევარმისაბმელებზე, საგზაო-სამშენებლო და ამწესატრანსპორტო მანქანებსა და მექანიზმებზე, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრე მოქალაქეებზე (შემდგომი ანაზღაურების პირობით). სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე ნავსადგურებზე, ნავმისადგომებზე, აეროპორტებზე, ნავთობბაზებზე, საწვავის გადასატუმბ ბაზებზე, ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციებსა და სატრანსპორტო საშუალებათა მუშაობის უზრუნველმყოფ სხვა ორგანიზაციებზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2023 წ.

N3315-XIმს-Xმპ