დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6872-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120160000.05.001.020067 |
|
„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მობილიზაციისათვის მზადყოფნა − მშვიდობიანობის პერიოდში მიმდინარე ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკის, აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების შექმნას საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნისათვის და სახელმწიფოს და მოსახლეობის გადაუდებელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის;“. 2. მე-4 მუხლის: ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის იურიდიული პირების მუშაობის რეჟიმის განსაზღვრა და მათი მომზადება მობილიზაციის დროს სამუშაოდ; გ) აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის იურიდიული პირების მობილიზაციის რეჟიმზე გადასაყვან ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, მუნიციპალიტეტებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში რეზერვისტთა დაჯავშნა მობილიზაციის დროს მოქმედ ეკონომიკის შესაბამისი დარგის ობიექტებზე სამუშაოდ;“. 3. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებანი მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში“. 4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებები 1. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კანონის მე-7 მუხლის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებში მოცემული უფლებამოსილებების შესრულების გარდა: ა) ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს სამობილიზაციო მომზადებასა და საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს ამ კანონის, აგრეთვე სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების სხვა აქტების შესრულებას; გ) ამუშავებს ადგილობრივ სამუშაო გეგმებს; დ) ახორციელებს ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადების ღონისძიებებს; ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან შეთანხმებით ახორციელებს ღონისძიებებს სამობილიზაციო გეგმების შესრულების უზრუნველსაყოფად; ვ) საწარმოებთან დებს ხელშეკრულებებს პროდუქციის მიწოდების, სამუშაოების შესრულების, ძალებისა და საშუალებათა გამოყოფის შესახებ და სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის ღონისძიებების განსახორციელებლად მომსახურების გაწევაზე; ზ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში გამოძახებას, მოქალაქეებისათვის შეტყობინებას და მათ შემკრებ პუნქტებში გამოცხადებას, აგრეთვე სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების, მიწის ნაკვეთების, სატრანსპორტო საშუალებათა, სხვა სამობილიზაციო რეზერვებისა და მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; თ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებს წარუდგენს წინადადებებს სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის განხორციელების სრულყოფის საკითხებზე. 2. მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის, მოქალაქეთათვის შეტყობინების გაგზავნის და მათ შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში გამოცხადების უზრუნველყოფა ხორციელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებები სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებაა. 4. საომარი მდგომარეობის დროს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.“. 5. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, მუნიციპალიტეტების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თავდაცვის ძალების მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის პირები პერსონალურად არიან პასუხისმგებელი მობილიზაციისას და მობილიზაციისათვის მზადყოფნისას მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის.“. 6. მე-12 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, მუნიციპალიტეტები, სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ სამობილიზაციო დავალებები (დაკვეთები) ან დასახული აქვთ სამობილიზაციო სამუშაოების ჩატარების ამოცანები, სამობილიზაციო ღონისძიებების ქმედუნარიანობის ამაღლების მიზნით თავიანთ სტრუქტურაში ქმნიან სამობილიზაციო ორგანოებს. 2. სამობილიზაციო ორგანოების ხელმძღვანელები უშუალოდ ექვემდებარებიან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამის ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს თანამდებობის პირს, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შესაბამის ხელმძღვანელებს.“; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუნიციპალიტეტებში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან;“. 7. მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ შექმნილ სამობილიზაციო რეზერვების შემადგენლობაში არსებულ სახელმწიფო საავტომობილო, საჯარისო ტიპის ავტოკოლონებზე, რკინიგზის, საზღვაო, სამდინარო, საჰაერო, მილსადენი, საჭაპანო და სასაპალნე ტრანსპორტის საშუალებაზე, მოტოციკლებზე, სარეწ და სპეციალურ გემებზე, ტრაქტორებზე, მისაბმელებსა და ნახევარმისაბმელებზე, საგზაო-სამშენებლო და ამწესატრანსპორტო მანქანებსა და მექანიზმებზე, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრე მოქალაქეებზე (შემდგომი ანაზღაურების პირობით). სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე ნავსადგურებზე, ნავმისადგომებზე, აეროპორტებზე, ნავთობბაზებზე, საწვავის გადასატუმბ ბაზებზე, ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციებსა და სატრანსპორტო საშუალებათა მუშაობის უზრუნველმყოფ სხვა ორგანიზაციებზე. 3. საქართველოს თავდაცვის ძალების სამობილიზაციო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო სატრანსპორტო საშუალებათა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტებიდან, სახელმწიფო საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან ამოღება ხდება უსასყიდლოდ, ხოლო ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან – შემდგომი სათანადო ანაზღაურებით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება იმ დროისათვის არსებული საბაზრო ფასების შესაბამისად შედგენილი პრეისკურანტისა და ცვეთის ფასდაკლების გათვალისწინებით და გაიცემა საომარი მდგომარეობის დამთავრების შემდეგ.“. 8. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადგილობრივი მნიშვნელობის სამობილიზაციო მომზადების ღონისძიებები ფინანსდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6872-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები