დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1977 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 26/03/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.160.000.05.001.001.215 |
საქართველოს კანონი
„მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ.159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის „ბ” და „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის იურიდიული პირების მუშაობის რეჟიმის განსაზღვრა და მათი მომზადება მობილიზაციის დროს სამუშაოდ“;
გ) აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის იურიდიული პირების მობილიზაციის რეჟიმზე გადასაყვან ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;”.
2. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III
სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა მოვალეობანი მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის დროს”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 27 თებერვალი.
№1977-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები