„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3503-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120160000.05.001.021052
3503-XIIIმს-Xმპ
21/09/2023
ვებგვერდი, 12/10/2023
120160000.05.001.021052
„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში მოქალაქეთათვის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და მათი შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში გამოცხადების უზრუნველყოფა ხდება თავდაცვის კოდექსის შესაბამისად.“.

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მობილიზაციის დროს კომპეტენტური სამსახურის გამოძახებით გამოცხადდნენ და მიიღონ განსაზღვრული დავალება;“.

3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება 

სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩასარიცხ პირთა შემადგენლობის დაკომპლექტების, მათი სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების, ამ პირთათვის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების (დაჯავშნის) წესი და პირობები, აგრეთვე სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

„მუხლი 211. სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება  გარდამავალ პერიოდში

2024 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამობილიზაციო ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.“.  

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3503-XIIIმს-Xმპ