საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • Word
საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 03/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016020
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2/2012
03/02/2012
ვებგვერდი, 06/02/2012
010190020.15.008.016020
საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/02/2012 - 16/07/2013)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 2/2012

201 2ლის 3 თებერვალი

. თბილისი

საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77�ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული �საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი�.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 დადგენილება.

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე� ������ ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი��� ��� ������� გ. მჭედლიძე

 

დანართი

საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საოლქო სარჩევნო კომისია (შემდგომში � კომისია) იქმნება საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� საფუძველზე და ასრულებს ამ კანონითა და კომისიის რეგლამენტით განსაზღვრულ ფუნქციებს.

2. კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას.

3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი�, სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და ამ რეგლამენტით.

4. რეგლამენტი მიზნად ისახავს კომისიის ორგანიზაციული საქმიანობის სრულ�ყო�ფას, მისი ფუნქციების ეფექტურად განხორცილებას, განსაზღვრავს კომისიის მუშაობის, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილებების მიღების, საარჩევნო დოკუმენტაციის აღრიცხვის, გაცემისა და შენახვის წესებს.

5. არასაარჩევნო პერიოდში, კომისია მუშაობს კვირაში ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, სა�მუ�შაო დღის 10 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).

6. საარჩევნო პერიოდში კომისიის მუშაობის პერიოდულობა და სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით.

��� მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა და ხელმძღვანელი პირები

1. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და სხვა წევრებისაგან.

2. კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:

ა) კომისიის თავმჯდომარე;

ბ) თავმჯდომარის მოადგილე;

გ) კომისიის მდივანი.

3. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

4. კომისიის თავმჯდომარეობის, თავმჯდომარის მოადგილეობისა და კომისიის მდივნობის კანდიდატურების დასა�ხელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძ�ლება მხოლოდ ორჯერ.

5. საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილმონაცვლეს 15 დღის ვადაში (ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ � 7 დღის ვადაში) ირჩევს ცესკო. ამავე ვადებში აირჩევიან საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.

6. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შეუძლიათ საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, ამავე კანონის თანახმად კი, ამ დროს შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, კომისია თავისი შემადგენლობიდან შესაბამისი თანამდებობის პირების არჩევისთვის საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლება�მოსი�ლება შეწყდება, როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

7. თუ საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის სხდომას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიას არც მდივანი არ ჰყავს, კომისიის სხდომას იწვევს და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი.

8. კომისიის მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია კომისიის ცალკეულ წევრებს დაავალოს გარკვეული ფუნქციების შესრულება.

9. კომისიის თავმჯდომარე განკარგულებით განსაზღვრავს კომისიაში სტაჟიორთა მიღებისა და სტაჟირების გავლის წესს.

10. კომისიის თავმჯდომარე თავისი განკარგულებით ცალკეულ უფლება�მოსი�ლე�ბათა განხორციელებას გადასცემს თავმჯდომარის მოადგილეს. აღნიშნულ განკარ�გუ�ლე�ბაში ზუსტად განისაზღვრება მოადგილისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა.

��� მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილება

საოლქო საარჩევნო კომისია:

ა) განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;

ბ) თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ცესკოს წინაშე დასვას ამ კომისიისთვის უფლე�ბამო�სილების შეწყვეტის საკითხი;

გ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;

დ) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიუ�ლეტე�ნების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე;

ე) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში შესაბამისი არჩევნების/რეფერენდუმის/ პლებისციტის გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ვ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგის გათვალისწინებით ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას, საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა), რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ზ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის ადგი�ლობ�რი�ვი დამკვირვებლის სტატუსს საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი� აღნიშნულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

თ) უზრუნველყოფს რიგგარეშე არჩევნების, ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას;

ი) უზრუნველყოფს არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გამო�ცემასა და გამოქვეყნებას;

კ) განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

ლ) საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

მ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას;

ნ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი� მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

��� მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება

1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში;

ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;

გ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;

ე) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, აგრეთვე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამორჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს და პარტიულ სიებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა);

ვ) სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს;

ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრისა), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი � მის უფლებამონაცვლეს;

თ) ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს;

ი) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:

ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

ბ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტი�ის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;

დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;

ე) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

��� მუხლი 5. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი

1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) შესაბამისი კომისიის წევრად არჩევის მომენტიდან აქტიურად მიიღოს მონაწილეობა კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაში;

ბ) მონაწილეობდეს და ესწრებოდეს კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებსა და ტრენინგ/სემინარებს;

გ) სისტემატურად ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში;

დ) საპატიო მიზეზით სხდომის გაცდენის შემთხვევაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ან კომისიის მდივანს;

ე) დროულად ასრულებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს.

2. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი კომისიაში შესულ და არსებულ დოკუმენტაციაზე;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოითხოვოს არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ასლი;

გ) მოითხოვოს კომისიის სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეტანა და მისი განხილვა;

დ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

��� მუხლი 6. კომისიის ბუღალტერი, დამხმარე და ტექნიკური პერსონალი

1. კომისიის საქმიანობის გამართულად და ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა), მათ შორის იურისტი, ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში.

2. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში დაიქირაოს ბუღალტერი, კომისიის ანგარიშზე არსებული ნაშთის ცესკოს ანგარიშზე ჩარიცხვისა და ცესკოში შესაბამისი საფინანსო ანგარიშის წარდგენის პროცედურების დასრულებამდე

3. კომისიის ბუღალტერი, დამხმარე და ტექნიკური პერსონალი ასრულებენ კომისიის თავმჯდომარის დავალებებსა და მათზე საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� დაკისრებულ სხვა ვალდებულებებს.

4. კომისიის ბუღალტერს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მთელი დროის განმავლობაში ენიშნებათ ხელფასი არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან.

��� მუხლი 7. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კომისიის სამართლებრივი აქტებია:

ა) კომისიის განკარგულება;

ბ) კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;

გ) კომისიის მდივნის განკარგულება;

დ) კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები.

2. კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები, ასევე კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია.

3. კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერს საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას. კომისიის განკარგულებებს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი.

4. კომისია, კომიისის თავმჯდომარე და მდივანი ვალდებული არიან განკარგულება ხელმოწერისთანავე გამოაკრან საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას საჯარო გაცნობისათვის.

��� მუხლი 8. საჯაროობის უზრუნველყოფის ვალდებულება

არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისას საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ვალდებულია საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას:

ა) კომისიის ზუსტი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის/ფაქსის ნომრები;

ბ) ინფორმაცია საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ � საარჩევნო უბნების ნომრები, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართები, ტელეფონის (ფაქსის) ნომრები და სხვა რეკვიზიტები;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება ამ კომისიის საქმიანობას;

დ) კომისიის, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები.

��� მუხლი 9. კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება

1. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით.

2. სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე კომისიის მდივანი საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს განცხადებას სხდომის ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით.

3. თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.

4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი. იგი ასევე ვალდებულია მოამზადოს კომისიის განკარგულებათა პროექტები და გასაცნობად წარუდგინოს კომისიის წევრებს.

5. კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელმოწერით.

6. კომისიის წევრს უფლება აქვს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით.

7. კომისიის სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით � თავმჯდომარის მოადგილე.

8. კომისიის სხდომაზე კომისიის მდივნის მიერ დგება სხდომის ოქმი და მას ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

9. კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.

10. კომისიის სხდომაზე საკითხების განსახილველად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული მხარეები.

11. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირები სხდომაზე სიტყვით გამოდიან სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, კომისიის წევრების შემდეგ. გამოსვლათა ხანგრძლივობას განსაზღვრავს კომისია.

12. წესრიგის დარღვევისა და საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს თავისი განკარგულებით წესრიგის დამრღვევი სხდომიდან გააძევოს, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.

��� მუხლი 10. კომისიის სხდომა და გადაწყვეტილებათა მიღების წესი

1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

2. საკითხს კენჭი ეყრება წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით.

3. თუ საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება (გადაწყვეტილება) მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვე�ტად ითვლება.

5. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავ�ლესობით.

6. კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავ�ში�რებით უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იგივე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

7. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება განკარგულებით.

��� მუხლი 11. კომისიაში საქმისწარმოების წესი

1. კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის, განცხადებების, საჩივრების მიღებას, გაცემასა და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს კომისიის მდივანი 10-დან 18 საათამდე.

2. კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი არის კომისიის მდივანი. სარეგისტრაციო ჟურნალი იყოფა ორ ნაწილად: კომისიაში შემოსული და კომისიიდან გასული დოკუმენტაცია.

3. კომისიის მდივანი ვალდებულია კომისიაში შემოსული ყოველგვარი დოკუმენ�ტაცია (განცხადება, საჩივარი, ცნობა) დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანამიმდევრობით აღრიცხავს მათ შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი, ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი და ფურცლების რაოდენობა. კომისიის მდივანი ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს განმცხადებლის/მომჩივანის ვინაობა, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია.

4. ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივანი ვალდებულია განმცხადებელს/მომჩივანს გადასცეს წერილობითი ცნობა, რომელშიც მიუთითებს განცხადების/საჩივრის მიღების თარიღსა და ზუსტ დროს, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებულ ნომერს. აღნიშნულ ცნობას კომისიის მდივანი ადასტურებს ხელმოწერით.

5. სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებულ ყველა დოკუმენტაციას კომისიის მდივანი საკუთარი რეზოლუციით დაუყოვნებლივ ანაწილებს კომისიის ცალკეულ წევრებზე და მიუთითებს შესრულების კონკრეტულ ვადებს.

6. კომისიის მდივანი ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში ზუსტად მიუთითოს თუ კონკრეტულად რომელ პირს დაევალა ამა თუ იმ დოკუმენტზე რეაგირება.

7. კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის მიღებიდან 1 კალენდარული დღის განმავლობაში საფუძვლიანად განიხილოს იგი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განკარგულება).

8. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაჰბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.

9. კომისიისაგან რაიმე დოკუმენტის მიღებას განმცხადებელი/მომჩივანი სარე�გისტ�რა�ციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს, სადაც კომისიის მდივანი აკეთებს წარწერას: �დოკუმენტი გაცემულია� და მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს.

10. არჩევნების შესახებ ინფორმაციისა და საარჩევნო დოკუმენტაციის გაცემა სავალდებულოა მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში.

11. კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემასა და ხელმისაწვდომობის უზრუნ�ველ�ყოფაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი.

12. აკრძალულია კომისიაში შემოსული დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

13. ყოველი დღის 18 საათზე კომისიის მდივანი ხურავს სარეგისტრაციო ჟურნალს. ამ მიზნით, კომისიის მდივანი, ჟურნალის ორივე ნაწილში უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ აკეთებს წარწერას: �ჟურნალი დახურულია�, მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს და აღნიშნულს ადასტურებს ხელმოწერით. ჟურნალის დახურვის შემდეგ იკრძალება მასში რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია.

 

28. 09/09/2024 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 42/2024 - ვებგვერდი, 10/09/2024 27. 10/07/2024 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 14/2024 - ვებგვერდი, 11/07/2024 26. 28/12/2022 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 49/2022 - ვებგვერდი, 28/12/2022 25. 15/06/2022 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 33/2022 - ვებგვერდი, 16/06/2022 24. 26/07/2021 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 36/2021 - ვებგვერდი, 27/07/2021 23. 31/05/2021 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 11/2021 - ვებგვერდი, 31/05/2021 22. 22/03/2021 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 3/2021 - ვებგვერდი, 23/03/2021 21. 26/10/2020 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 50/2020 - ვებგვერდი, 27/10/2020 20. 24/08/2020 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 18/2020 - ვებგვერდი, 25/08/2020 19. 17/07/2020 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 14/2020 - ვებგვერდი, 17/07/2020 18. 10/07/2020 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 10/2020 - ვებგვერდი, 10/07/2020 17. 28/05/2020 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 5/2020 - ვებგვერდი, 29/05/2020 16. 19/09/2019 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 34/2019 - ვებგვერდი, 20/09/2019 15. 06/08/2018 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 36/2018 - ვებგვერდი, 07/08/2018 14. 04/12/2017 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 58/2017 - ვებგვერდი, 06/12/2017 13. 24/11/2017 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 52/2017 - ვებგვერდი, 27/11/2017 12. 08/08/2017 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 22/2017 - ვებგვერდი, 09/08/2017 11. 27/06/2017 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 13/2017 - ვებგვერდი, 28/06/2017 10. 20/02/2017 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 6/2017 - ვებგვერდი, 20/02/2017 9. 14/07/2016 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 40/2016 - ვებგვერდი, 15/07/2016 8. 22/02/2016 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 15/2016 - ვებგვერდი, 23/02/2016 7. 19/01/2016 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 8/2016 - ვებგვერდი, 20/01/2016 6. 07/01/2016 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 5/2016 - ვებგვერდი, 08/01/2016 5. 25/11/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 55/2015 - ვებგვერდი, 26/11/2015 4. 11/04/2014 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 16/2014 - ვებგვერდი, 11/04/2014 3. 20/03/2014 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 9/2014 - ვებგვერდი, 21/03/2014 2. 21/08/2013 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 33 - ვებგვერდი, 22/08/2013 1. 16/07/2013 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 25 - ვებგვერდი, 16/07/2013