დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55/2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 25/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016219 |
|
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებით დამტკიცებულ საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტში (სსმ, ვებგვერდი, 06.02.2012 წ., 010190020.15.008.016020) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
„მუხლი 51. საოლქო საარჩევნო კომისიის შინაგანაწესი და სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი
„მუხლი 72. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/ კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადაყენება
„მუხლი 9. კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება 1. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით. 2. სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე კომისიის მდივანი საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს განცხადებას სხდომის ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით. 3. თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს. 4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი. იგი ასევე ვალდებულია მოამზადოს კომისიის განკარგულებათა პროექტები და გასაცნობად წარუდგინოს კომისიის წევრებს. 5. კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელმოწერით. 6. კომისიის წევრს უფლება აქვს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით. 7. კომისიის სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – თავმჯდომარის მოადგილე. 8. კომისიის სხდომაზე კომისიის მდივნის მიერ დგება სხდომის ოქმი და მას ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. 9. კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში. 10. კომისიის სხდომას, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირების გარდა, ასევე ესწრებიან კონკრეტული საკითხების განსახილველად სხდომაზე საკითხის გამომტანი პირის მიერ მოწვეული დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს. 11. კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იმავე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში. კომისიის სხდომაზე კომისიის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და დაინტერესებულ მხარეებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ, ამ მუხლით დადგენილი წესით. 12. საარჩევნო კომისიის წევრებს ან/და კომისიის თანამშრომლებს, როგორც განსახილველ საკითხზე მომხსენებლებს, სხდომაზე გამოსვლისათვის ეძლევათ არაუმეტეს 10 წუთისა და საჭიროებისამებრ, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება დაემატოთ არაუმეტეს 5 წუთისა. 13. კონკრეტული საკითხის განხილვისას, სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, კომისიის წევრების შემდეგ, სხდომაზე დასწრების უფლების მქონე და განსახილველი საკითხის განხილვაში მონაწილე დაინტერესებულ პირებს შეიძლება მიეცეთ დრო, რომელიც უნდა იყოს გონივრული და ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ერთსა და იმავე საკითხზე, ერთსა და იმავე პირის მიმართ, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროებისამებრ, დამატებითი დროის გამოყოფის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. 14. კომისიის სხდომაზე განცხადება/საჩივრის განხილვის მიზნით გამართულ ზეპირ მოსმენაში ან სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების დროს, განმცხადებლის/მომჩივანის, თავად ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტის ან/და მათი კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლების მიერ სხდომაზე საკუთარი პოზიციების გადმოცემისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში საკუთარი მოსაზრების ზეპირად წარმოდგენისათვის მხარეს უნდა მიეცეს დრო, რაც მისცემს მას გონივრულ შესაძლებლობას დაიცვას საკუთარი ან მისი მარწმუნებლის პოზიცია. 15. მხარე უფლებამოსილია, მის მიერ წარდგენილ განცხადება/საჩივარში წინასწარ მიუთითოს იმ დროის გონივრული ოდენობა, რაც მას დასჭირდება საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად გამართულ ზეპირ მოსმენაზე ან/და სხდომაზე გამოსვლის წინ მოითხოვოს დროის კონკრეტული ოდენობა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისათვის. აღნიშნული დროის შემცირება დასაშვებია სხდომის თავმჯდომარის მიერ, თუ მხარე მის მიერ მოთხოვნილ დროს იმდაგვარად იყენებს, რომ აღნიშნული, აშკარად ემსახურება საკითხის განხილვის ვადებისა და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის გაჭიანურებას ან/და წარმოშობს მისი განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადების დარღვევის საშიშროებას. 16. ამ მუხლით დადგენილი დროის ამოწურვის შემდგომ, წინადადების შეწყვეტის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელს მიეცემა იმდენი დრო დამატებით, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ დასრულებულ იქნეს წარმოთქმული აზრი. 17. სხდომაზე საკითხის განხილვის პროცესში მხარეებისათვის და მხარის მიერ კითხვების დასმა და მასზე პასუხების გაცემა დასაშვებია მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით. 18. წესრიგის დარღვევისა და კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები