„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 08/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016336
22/2017
08/08/2017
ვებგვერდი, 09/08/2017
010190020.15.008.016336
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №22/2017

2017 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 06/02/2012, 010190020.15.008.016020) დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ვ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) განკარგულებით ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ქვეპუნქტები:

„ვ1) სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

2) საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან გაძევების საკითხზე;“;

ა.ბ) „ზ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი:

„ზ2) განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს (ქალაქ თბილისის საკრებულოს გარდა) წევრობის კანდიდატის/კანდიდატების მოხსნის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის/საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განცხადების საფუძველზე;“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;“.

3. 71 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მოხელის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი უბნების  შემთხვევაში – 2 დღის ვადაში, აქვეყნებს:

საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, ტელეფონის ნომრებს და სხვა რეკვიზიტებს;“.

5. მე-9 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან დამრღვევის გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც. დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე.“.

6. მე-11 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიცემა მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლით).“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი