„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 26/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016564
36/2021
26/07/2021
ვებგვერდი, 27/07/2021
010190020.15.008.016564
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №36/2021

2021 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 06/02/2012, 010190020.15.008.016020) დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისაგან, რომელთაგან 5 წევრს 5 წლის ვადით ირჩევს ცესკო, ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს ნიშნავენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-13 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი პარტიები, ხოლო 3 წევრს ირჩევს ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, თუ საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” სხვა რამ არ არის დადგენილი.”;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით დანიშნულ კომისიის წევრთაგან ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება საოლქო საარჩევნო კომისიაში მისი წევრობის ვადით.”.

2. მე-3 მუხლის:

ა) „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის;”;

ბ) „გ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1” და „გ2” ქვეპუნქტები:

„გ1) ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როცა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

2) ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები.”;

გ) „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან ადგილობრივ საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე;”;

დ) „ვ”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგის გათვალისწინებით ადგენს საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისას (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა) და თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;”;

ე) „კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას, მათ შორის, სათანადო საფუძვლის არსებობისას - გადაწყვეტილებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;”.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ე” და „ვ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის კანდიდატებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა);

ვ) სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს;”;

ა.ბ) „ვ1” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) „ზ2” და „თ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ2) განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს (ქალაქ თბილისის საკრებულოს გარდა) წევრობის კანდიდატის/კანდიდატების მოხსნის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განცხადების საფუძველზე;

თ) ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა, აგრეთვე მერის უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს;”;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;”.

4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა თუ მას ხელი მოაწერა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.”.

5. 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. თუ საარჩევნო კომისიის წევრი გამოწვეულ იქნა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლოს ან საარჩევნო კომისიის მიერ მის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ხდება კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადასტურება და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში აღნიშნულ კომისიის წევრზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით, მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტითა და 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები.”.

6. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, თუ საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ სხვა რამ არ არის დადგენილი.”.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. კომისიაში საქმისწარმოების წესი

1. კომისიაში წერილების, განცხადებების, საჩივრების მიღებას, გაცემასა და მათ  რეგისტრაციას საქმისწარმოების ავტომატიზირებულ სისტემაში ახორციელებს კომისიის მდივანი, ან როდესაც შეუძლებელია მდივნის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წლით არჩეულ წევრთაგან ერთ-ერთი, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია კომისიის წევრის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე პერსონალი, 10-დან 18 საათამდე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების, საჩივრების მიღებას და მათ რეგისტრაციას საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და ვადებში.

3. კომისიაში საქმისწარმოების ფორმა არის ელექტრონული და მატერიალური. ელექტრონული საქმისწარმოება ხორციელდება პროგრამული უზრუნველყოფის - საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის – „eDocument” მეშვეობით, რომლითაც ხორციელდება შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება და დამუშავება, მათ შორის, განცხადებების/საჩივრების მიღება და დამუშავება. მატერიალური საქმისწარმოებით ხორციელდება მმართველობითი დოკუმენტების: საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების/ბრძანების, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების, სხდომის ოქმისა და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენა და დამუშავება. განცხადება/საჩივრების მიღება/რეგისტრაცია შესაძლებელია იწარმოებოდეს მატერიალური ფორმით. წერილების/განცხადებების/საჩივრების რეგისტრაციის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი არის კომისიის მდივანი, ან როდესაც შეუძლებელია მდივნის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წლით არჩეულ წევრთაგან ერთ-ერთი, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია კომისიის წევრის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე პერსონალი.

4. ამ მუხლით განსაზღვრული კომისიის უფლებამოსილი პირი (შემდგომში – კომისიის უფლებამოსილი პირი) ვალდებულია კომისიაში შემოსული ყოველგვარი დოკუმენტაცია (წერილი, განცხადება, საჩივარი) დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის – „eDocument” მეშვეობით, სადაც უწყვეტი თანამიმდევრობით აღრიცხავს მათ შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი, ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი და ფურცლების რაოდენობა. კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს განმცხადებლის/მომჩივნის ვინაობა, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია.

5. საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის – „eDocument” მეშვეობით სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმცხადებელს/მომჩივანს გადასცეს წერილობითი ცნობა/სარეგისტრაციო ბარათი, რომელშიც მიუთითებს განცხადების/საჩივრის მიღების თარიღსა და ზუსტ დროს, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებულ ნომერს. აღნიშნულ ცნობას კომისიის უფლებამოსილი პირი ადასტურებს ხელმოწერით.

6. კომისია ვალდებულია განცხადება/საჩივარი მიღებიდან 4 დღის ვადაში საფუძვლიანად განიხილოს იგი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განკარგულება).

7. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაჰბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.

8. კომისიისაგან რაიმე დოკუმენტის მიღებას განმცხადებელი/მომჩივანი სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს, სადაც კომისიის უფლებამოსილი პირი აკეთებს წარწერას: „დოკუმენტი გაცემულია” და მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს.

9. არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიცემა მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით).

10. კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი.

11. აკრძალულია კომისიაში შემოსული დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

12. საოლქო საარჩევნო კომისია დოკუმენტებს იღებს სამუშაო დღის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე,18 საათის შემდეგ იკრძალება საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში – „eDocument” რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი აგვისტოდან.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი შარაბიძე
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი