„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 27/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016327
13/2017
27/06/2017
ვებგვერდი, 28/06/2017
010190020.15.008.016327
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №13/2017

2017 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 06/02/2012, 010190020.15.008.016020) დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ)” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს”.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. კომისიის ბუღალტერი, დამხმარე და ტექნიკური პერსონალი

1. კომისიის საქმიანობის გამართულად და ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა), მათ შორის იურისტი, ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში.

2. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ცესკოში შესაბამისი საფინანსო ანგარიშის წარდგენის  პროცედურების დასრულებამდე.

3. კომისიის ბუღალტერი, დამხმარე და ტექნიკური პერსონალი წარმოადგენენ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს და ასრულებენ კომისიის თავმჯდომარის დავალებებსა და მათზე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დაკისრებულ სხვა ვალდებულებებს.

4. კომისიის ბუღალტერს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მთელი დროის განმავლობაში ენიშნებათ შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი