დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16/2014 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 11/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016133 |
|
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 06/02/2012, 010190020.15.008.016020) დამტკიცებული რეგლამენტის მე-8 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საჯაროობის უზრუნველყოფის ვალდებულება
ა) საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი უბნების შემთხვევაში – 2 დღის ვადაში, აქვეყნებს: საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, ტელეფონის (ფაქსის) ნომრებს და სხვა რეკვიზიტებს; ბ) არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში - არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა აქვეყნებს: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას; გ) არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 დღის ვადაში აქვეყნებს: ცნობას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით; დ) რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, აქვეყნებს: ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტების რიგითობის შესახებ და იმ სუბიექტთა სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე; ე) დაუყოვნებლივ აქვეყნებს: ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე; ვ) არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში, აქვეყნებს: ცნობას შესაბამის ოლქში საკრებულოს არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩეული საკრებულოს წევრის პარტიულობა (თუ საკრებულოს წევრი უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“), დაბადების წელი, პროფესია, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი; ზ) კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა აქვეყნებს: რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში;
ა) საოლქო საარჩევნო კომისიის ზუსტი მისამართი; საკონტაქტო ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება ამ კომისიის საქმიანობას; გ) შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრები, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე, შენობა-ნაგებობათა ნუსხა, მისამართები და საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრები; დ) კომისიის, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები; განთავსდება ღიად ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიაში, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლისა.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები