„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016279
40/2016
14/07/2016
ვებგვერდი, 15/07/2016
010190020.15.008.016279
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №40/2016

2016 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 06/02/2012, 010190020.15.008.016020) დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლს დაემატოს „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ვ1) განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს (ქალაქ თბილისის საკრებულოს გარდა) წევრობის კანდიდატის/კანდიდატების მოხსნის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის/საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განცხადების საფუძველზე;

2) პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს (ქალაქ თბილისის საკრებულოს გარდა) წევრობის კანდიდატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, უზრუნველყოფს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობისათვის შესაბამისი პროცედურების განხორციელებას;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ზ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ1) განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიული სიიდან საკრებულოს (ქალაქ თბილისის საკრებულოს გარდა) წევრობის კანდიდატის მოხსნის შესახებ, საკრებულოს წევრობის ამ კანდიდატის შესაბამისი განცხადების საფუძველზე;“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

გ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;“.

3. 71 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი