„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33/2022
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 15/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016638
33/2022
15/06/2022
ვებგვერდი, 16/06/2022
010190020.15.008.016638
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №33/2022

2022 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 06/02/2012, 010190020.15.008.016020) დამტკიცებული რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ1” და „ზ2” პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ1) განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას,  ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ, პარტიული სიიდან საკრებულოს (ქალაქ თბილისის საკრებულოს გარდა) წევრობის კანდიდატის მოხსნის შესახებ, საკრებულოს წევრობის ამ კანდიდატის შესაბამისი განცხადების საფუძველზე;

2) განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ, პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს (ქალაქ თბილისის საკრებულოს გარდა) წევრობის კანდიდატის/კანდიდატების მოხსნის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განცხადების საფუძველზე;“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი