საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 03/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016019
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1/2012
03/02/2012
ვებგვერდი, 06/02/2012
010190030.15.008.016019
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/02/2012 - 02/03/2012)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 1/2012

201 2ლის 3 თებერვალი

. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი�.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 დადგენილება.

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 6 მარტიდან.

კომისიის თავმჯდომარე�������������������� ��� ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი��� ��� ��� �������������� გ. მჭედლიძე

 

დანართი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი

თავი I

ზოგადი დებულებები

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში � ცესკო) უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებას, საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების სრულ და განუხრელ განხორციელებას, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას.

2. თავის საქმიანობაში იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი�, საქართველოს სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებითა და ამ რეგლამენტით.

3. რეგლამენტი განსაზღვრავს ცესკოს უფლებამოსილებათა განხორციელების წესს, პროცედურას, ცესკოს აპარატის სტრუქტურას და სავალდებულოა კომისიის ყველა წევრისა და აპარატის თანამშრომლებისათვის, აგრეთვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაქვემდებარებული ყველა ორგანოსათვის.

4. ცესკოს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი და ტვიფრი, გაერთიანებულია ხაზინაში.

5. ცესკოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი.

6. ცესკოს ხელმძღვანელობს და წარმოადგენს მისი თავმჯდომარე.

7. ცესკო მუშაობს კვირაში ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, სამუშაო დღის 10 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).

8. საარჩევნო პერიოდში ცესკოს მუშაობის პერიოდულობა და სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვრება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.

9. ცესკოს სამართლებრივი აქტებია:

ა) ცესკოს დადგენილება;

ბ) ცესკოს განკარგულება;

გ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება;

დ) ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება;

ე) ცესკოს მდივნის განკარგულება.

ვ) ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

��� მუხლი 2. ცესკოს უფლებამოსილება

ცესკო:

ა) დადგენილებით იღებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტს;

ბ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი� დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი� შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე;

გ) განკარგულებით განსაზღვრავს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირების პირობებსა და წესს;

დ) განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს და აზუსტებს მათ საზღვრებს;

ე) აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი� გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა;

ვ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამ კომისიას და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება;

ზ) საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი� განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;

თ) განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე, ხელახალ და შუალედურ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს;

ი) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი� საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემთხვევაში ცესკომ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე;

კ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ლ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსს საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი� აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს;

მ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს;

ნ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ფორმას; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერის, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი� განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს;

ო) ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელსაც წარუდგენს ანგარიშს ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში;

პ) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის/არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებას და დაუყოვნებლივ განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე, ხოლო ამ პუნქტის �ი� ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში � მის ცესკოს ვებგვერდზე განთავსებასაც;

ჟ) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშებს;

რ) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის გამოქვეყნებასა და გავრცელებას;

ს) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულებას და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსების დებულებებს;

ტ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული სწავლების მონიტორინგს;

უ) საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი� დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

ფ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის � აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ამომრჩევლის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი) ინტერნეტში � ცესკოს ვებგვერდზე განთავსებისათვის. იმ საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა საარჩევნო სიები, რომლებიც მიეკუთვნებიან ეთნიკურ უმცირესობებს, ცესკოს ვებგვერდზე საარჩევნო პერიოდში უნდა განთავსდეს ასევე მათთვის გასაგებ ენაზე;

ქ) დადგენილებით განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებით წესს და კენჭისყრის პროცედურებს;

ღ) განკარგულებით ამტკიცებს საშტატო განრიგს და ხარჯთაღრიცხვას ცესკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე;

ყ) დადგენილებით ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს;

შ) განკარგულებით ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას;

ჩ) აწარმოებს იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზას, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ; რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან; რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;

ც) დადგენილებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულებას;

ძ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს;

წ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს;

ჭ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებს;

ხ) განკარგულებით ადგენს საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში არჩევნების ჩატარების წესსა და ვადებს;

ჯ) განკარგულებით ადგენს მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის;

ჰ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი� მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი II

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები

��� მუხლი 3. ცესკოს ხელმძღვანელი პირები

ცესკოს ხელმძღვანელი პირები არიან:

ა) ცესკოს თავმჯდომარე;

ბ) ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ცესკოს მდივანი.

��� მუხლი 4. ცესკოს თავმჯდომარე

ცესკოს თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში;

ბ) უძღვება ცესკოს სხდომებს;

გ) განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს;

დ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის), მათ წარმომადგენლებს ცესკოში;

ე) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს, პარტიულ სიებსა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს;

ვ) სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს;

ზ) სათანადო მოწმობებს აძლევს საქართველოს პრეზიდენტობისა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს;

თ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის მერსა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრს, საქართველოს პარლამენტის წევრისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი � მათ უფლებამონაცვლეებს;

ი) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ − ამ კომიტეტს გადასცემს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;

კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ლ) ცესკოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას განსაზღვრული ვადით ავალებს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;

მ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს;

ნ) ხელს აწერს ცესკოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, ასევე, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებებს;

ო) ხელს აწერს ცესკოს სხდომის ოქმებს და კომისიის სახელით გასულ დოკუმენტაციასა და კორესპონდენციას;

პ) გამოსცემს ბრძანებებს შიდაუწყებრივ, მათ შორის, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;�

ჟ) გასცემს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების საფუძველზე;

რ) ნიშნავს და ათავისუფლებს ცესკოს აპარატის თანამშრომლებს;

ს) წარმოადგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სხვა პირებთან, მათ შორის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან ურთიერთობაში;

ტ) ბრძანებით განსაზღვრავს ცესკოს აპარატში სტაჟიორთა მიღებისა და სტაჟირების გავლის წესს.�

��� მუხლი 5. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ ცესკოს არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და ცესკოს თანხმობით ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

��� მუხლი 6. ცესკოს მდივანი

ცესკოს მდივანი:

ა) ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და ცესკოს სახელზე შესულ კორესპონდენციას;

ბ) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ცესკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;

დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;

ე) ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

ვ) უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებასა და დღის წესრიგის შედგენას;

ზ) ხელს აწერს კომისიის დადგენილებებსა და განკარგულებებს;

თ) გამოსცემს განკარგულებებს;

ი) ცესკოს სამსახურებს შორის ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი III

ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი

��� მუხლი 7.� ცესკოს აპარატი

1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის, ასევე ცესკოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება და ფუნქციონირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი, რომლის სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს� კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით.

2. აპარატს საერთო ხელმძღვანელობას უწევს ცესკოს თავმჯდომარე.

��� მუხლი 8. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურა

1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში იქმნება და ფუნქციონირებს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

1.1. კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტი;

1.2. საორგანიზაციო დეპარტამენტი:

1.2.1. საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის განყოფილება;

1.2.2. საარჩევნო ინფორმაციის მართვის განყოფილება.

1.3.� იურიდიული დეპარტამენტი:

1.3.1. სამართლებლივი უზრუნველყოფის განყოფილება;

1. 3.2. სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილება.

1.4. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

1.4.1. ადამიანური და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილება;

1.4.2. საქმისწარმოების განყოფილება(კანცელარია).

1.5.საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი:

1.5.1 საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

1.5.2. საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება.

1.6. დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტი;

1.7. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი:

1.7.1. კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილება;

1.7.2. კორპორატიული ქსელებისა და სისტემების მართვის განყოფილება;

1.7.3. მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილება.

2. ცესკოს აპარატის მოხელეთა თანამდებობებია:�

2.1. დეპარტამენტის უფროსი;

2.2. განყოფილების უფროსი;

2.3 თავმჯდომარის მრჩეველი;

2.4. სპეციალისტი (I, II, III კატეგორია);

2.5. ცესკოს ხელმძღვანელი პირების თანაშემწე.

3. ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების და მოხელეთა� უფლებამოსილებანი და მათი საქმიანობის წესი� განსაზღვრულია ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით.

4. ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ერთეულის დებულებები მტკიცდება ცესკოს განკარგულებით, ხოლო მოხელეების სამუშაოთა აღწერილობები ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.

5. საჭიროებისამებრ, კომისიის დადგენილებით იქმნება სხვა მუდმივი ან/და დროებითი სტრუქტურული ერთეულები.

თავი IV

ცესკოს სტრუქტურული ერთეულები

��� მუხლი 9. ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საერთო ვალდებულებები

1. ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულები ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტით, სტრუქტურული ერთეულის� დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით.

2. ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს მისი უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცესკოს თავმჯდომარე. სტრუქტურული ერთეულის უფროსი ასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და კომისიის წევრთა დავალებებს, რომელიც ამ ერთეულის კომპეტენციაში შედის.

3. ცესკოს აპარატის ყველა სტრუქტურული ერთეული:

ა) აღრიცხავს მათ ხელთ არსებულ დოკუმენტაციას;

ბ) ცესკოს სხდომის წინა დღის არა უგვიანეს 48 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა), ცესკოს სხდომებზე განსახილველი, მათ მიერ მომზადებული და ხელმოწერილი დადგენილების და/ან განკარგულებების პროექტებს, იურიდიული დეპარტამენტის სამართლებლივი უზრუნველყოფის განყოფილების ვიზირებით გადასცემს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს;�

გ) ცესკოს სხდომის მომდევნო დღის არა უგვიანეს 12 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა) საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებულ, მათ მიერ მომზადებული დადგენილებების ან/და განკარგულებების საბოლოო ვარიანტს გადასცემს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს;

დ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე;

ე) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მონაწილეობს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული და ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავებაში;

ვ) ვალდებულია დაიცვას საარჩევნო ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსი.

��� მუხლი 10. კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტი

ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი:

1. ახორციელებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ზოგად კოორდინაციას.

2. კოორდინაციას უწევს საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების პერიოდულ ანგარიშგების მომზადებას, უზრუნველყოფს მათ კონსოლიდაციას და საჭიროებისამებრ ცესკოსათვის განსახილველად წარდგენას.

3. მართავს ან/და კოორდინაციას უწევს პროექტებს, რომელთა განხორციელებაში ჩართულია საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები.

4. მართავს ან/და კოორდინაციას უწევს პროექტებს, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.

5. უზრუნველყოფს პროექტების ინიცირებას, მომზადებასა და მართვას, პროექტების განსახორციელებლად საჭირო რესურსების (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური) დაგეგმვასა და განაწილებას. პროექტების მართვასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩატარებას.

6. შეიმუშავებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგების თანამედროვე სისტემების შექმნის მეთოდოლოგიურ-კონცეპტუალური მიდგომების პრინციპებსა და სტრატეგიას.

7. უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული სწავლების მონიტორინგს.

8. შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსს.

9. ახორციელებს ცესკოს ადმინისტრაციის შენობის ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას, ტექნიკური და სამეურნეო საქმიანობის ზედამხედველობას.

10. ასრულებს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.���

��� მუხლი 11. საორგანიზაციო დეპარტამენტი

ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:

1. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს.

2. კოორდინაციას უწევს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მუშაობას.

3. აგროვებს ინფორმაციას ქვემდგომი საარჩევნო კომისიების შემადგენლობისა და მათში ცვლილებების შესახებ.

4. აგროვებს და ამოწმებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ.

5. აგროვებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრებში ცვლილების შესახებ.

6. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს.

7. ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს აცნობებს ინფორმაციას ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. გადასცემს მათ ცესკოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებს.

8. ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს გადასცემს ცესკოს სხვა დეპარტამენტების მიერ მომზადებულ ინფორმაციას და დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას.

9. საჭიროების შემთხვევაში, კომპიუტერული დამუშავებისათვის, გადასცემს ინფორმაციას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან ერთად ადგენს არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საჭირო დაფინანსების გეგმას.

11. ადგენს და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადასცემს ინფორმაციას არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო ინვენტარისა და სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის რაოდენობის შესახებ.

12. ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის პროექტს.

13. აწვდის მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტმენტს� ცესკოს ვებგვერდზე განსათავსებლად.�

14.� ცესკოს საჩივრების რეესტრში განთავსებისათვის აგროვებს და აწვდის ცესკოს იურიდიულ დეპარტამენტს ქვემდგომ საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრებისა და სასამართლო დავების შესახებ საჭირო ინფორმაციას.��

15. იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტაციას ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან.

16. უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების ორგანიზებას.

17. ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიების ტექნიკური ბაზის, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ორგანიზებასა და საამისოდ აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფას.

18. იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად, საარჩევნო პერიოდში ახორციელებს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას (ინფორმაციის განთავსებას და გამოქვეყნებას).

19. რეგისტრაციის შემდეგ ინახავს ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს და სხვა დოკუმენტაციას.

20. ამზადებს და ადგენს� არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის� საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმებსა და� საბუთების სახეებს, ამზადებს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტებს და ვიზირებისათვის გადასცემს შესაბამის დეპარტამენტს.�����

21. ახდენს საარჩევნო ციკლის ხარისხის კონტროლის პროცედურების მართვას.

22. ასრულებს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.���

��� მუხლი 12. იურიდიული დეპარტამენტი

ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:

1. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს.

2. არჩევნებთან/რეფერენდუმთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე უწევს კონსულტაციებს ცესკოს წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს.

3. იხილავს არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებულ განცხადება/საჩივრებს და დასკვნებს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს ან/და ცესკოს.

4. წარმოადგენს ცესკოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში, კანონმდებლობიდან გამომდინარე დავების განხილვისას.

5. ცესკოს სათანადო სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ამზადებს სასამართლოში წარსადგენ საჭირო მასალას.  

6. საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყავს ცესკოს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტები. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს.

7. ახდენს სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს� ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge) განთავსებული სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიების საჭიროებისამებრ მოძიება-დამუშავებას, ცესკოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის საჭიროებისამებრ ნორმატიული აქტების ან/და მათი ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და მიწოდებას.

8. ახდენს ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შედგენილი ხელშეკრულებების იურიდიული მხარის ვიზირებას.

9. ახდენს ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული� ინდივიდუალურ-სამართლებლივი აქტების პროექტების ვიზირებას.��

10. შესაბამისი განცხადების, მოხსენებითი ბარათის, აგრეთვე ცესკოს თავმჯდომარის დავალებებისა და მითითებების საფუძველზე შეისწავლის ცესკოს აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების საჯარო მოხელეთა (მათ შორის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეთა) მიერ ჩადენილი კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებს და ადმინისტრაციული წარმოების შედეგების მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე აყენებს კანონდამრღვევი და სამსახურებრივი გადაცდომის ჩამდენი პირისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს.

11. საორგანიზაციო დეპარტამენტთან ერთად, საარჩევნო პერიოდში ახორციელებს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას (ინფორმაციის განთავსებასა და გამოქვეყნებას).

12. როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებს იურიდიული კონსულტაციით.��

13. ახდენს� დასრულებული სასამართლო პროცესების აღრიცხვასა და ანალიზს.��

14. ახდენს ცესკოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების პროექტების� ვიზირებას.

15. ახდენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

16. ასრულებს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.���

��� მუხლი 13. ადმინისტრაციული� დეპარტამენტი

ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:

1. უზრუნველყოფს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ერთიანი სისტემის ორგანიზებას.

2. ახდენს შემოსული და გასული ყველა სახის კორესპონდენციის მიღებასა და� რეგისტრაციას, სისტემატიზაციასა და� დროულად მიწოდებას სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის.

3. უზრუნველყოფს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებების გადაცემას სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნესათვის�, მის ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით.

4. უზრუნველყოფს დოკუმენტაციის გაგზავნას ფოსტით და კურიერის მეშვეობით.

5. უზრუნველყოფს საარქივო მასალების დამუშავებასა და შენახვას.

6. ადგენს ცესკოსა და ცესკოს სამუშაოს ჯგუფების სხდომების ოქმებს.

7. ამზადებს და ინახავს მასალებს საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციაში გასატარებლად.

8. ამოწმებს კანდიდატთა და არჩეულ პირთა რეგისტრაციას.

9. ამოწმებს საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერთა სიებს.

10. შესაბამის ინფორმაციას კომპიუტერული დამუშავებისათვის გადასცემს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

11. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს.

12. ამრავლებს მასალებს ცესკოს სხდომებისათვის.

13. ახდენს ცესკოს მიერ დადებული ხელშეკრულებების რეგისტრაციას.

14. აწარმოებს ცესკოში შემოსული საქართველოს მთავრობის აქტების კრებულის, აგრეთვე, ჟურნალებისა და ბროშურების აღრიცხვასა და შენახვას.

15. ახდენს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ� საქართველოს კანონის საფუძველზე ამომრჩევლისათვის პასიური საარჩევნო და საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებების ჩამორთმევის შესახებ ცესკოში შემოსული სასამართლოს განაჩენების აღრიცხვას-დამუშავებას.

16. უზრუნველყოფს ბუღალტრული ოპერაციების დოკუმენტურ გაფორმებასა და მათ ასახვას საბუღალტრო რეგისტრში.

17. უზრუნველყოფს ქონებისა და სამეურნეო ოპერაციების შეფასებას.

18. უზრუნველყოფს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვეტარიზაციას.

19. უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებასა და ანგარიშგებას, საარჩევნო კომისიის ბალანსის შედგენას.

20. ახორციელებს წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას მოსალოდნელი მოთხოვნილების გეგმის საფუძველზე: წლიური გეგმის შეჯერებას, დამტკიცებისა და კორექტირების უზრუნველყოფას.

21. უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებს, შესყიდვებთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მონიტორინგს.

22. უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვაზე ოპერატიული, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენასა და დადგენილი წესით წარდგენას.

23. უზრუნველყოფს ცესკოს საქმიანობის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების ორგანიზებას.

24. ახორციელებს ცესკოს ტექნიკური ბაზის, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ორგანიზებასა და საამისოდ აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფას.

25. ამზადებს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმის პროექტს.

26. შეიმუშავებს რეკომენდაციებს ცესკოს საკადრო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ და წარუდგენს ცესკოს განსახილველად.

27. ამზადებს ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა დანიშვნის, განთავისუფლების, შვებულებების, პრემირების, აპარატის მოხელეთა დაჯილდოების, წახალისებისა და სხვა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით.

28. ამზადებს ცესკოს განკარგულების პროექტებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

29. ახორციელებს ცესკოს წევრთა, აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა საკადრო აღრიცხვას, პირადი საქმეებისა და სააღრიცხვო ბარათების წარმოებასა და შენახვას.�

30. ორგანიზებას უწევს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და სტრუქტურული ერთეულების დებულებების შემუშავებასა და დამტკიცებას.

31. აწარმოებს სამსახურში გამოცხადების ელექტრონულ აღრიცხვიანობას და ყოველი თვის ბოლოს წარუდგენს ინფორმაციას თავმჯდომარეს აპარატის თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების შესახებ შესაბამისი რეაგირებისათვის.

32. უზრუნველყოფს აპარატის თანამშრომელთა სამსახურში მიღების, გადაადგილებისა და მათი გათავისუფლების ტექნიკურ უზრუნველყოფას.

33. უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებასა და შენახვას.��

34. უზრუნველყოფს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებას და ამ საკითხებზე ცესკოს შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადებას.

35. აფორმებს შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეთა შრომით ხელშეკრულებებს.

36. ამზადებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სახელფასო ცნობებს.

37. ამზადებს ცესკოს წევრების, აპარატის თანამშრომელთა და ქვემდგომი საარჩევნო კომისიის წევრთა სამსახურეობრივ მოწმობებს.

38. აწარმოებს იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზას, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ; რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან; რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის.

39.� ახორციელებს საარჩევნო კოდექსითა და ამ რეგლამენტით ცესკოს მდივნისათვის განკუთვნილი უფლებამოსილებების შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, მათ შორის საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების რეგისტრაციისა და სააკრედიტაციო დოკუმენტაციის მომზადებას.

40. ასრულებს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.���

��� მუხლი 14. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას ცესკოს მისიის, საქმიანობისა და პერსონალის შესახებ.

2. არეგულირებს ცესკოს ურთიერთობას პრესასთან, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

3. უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

4. გეგმავს და ორგანიზებას უწევს პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

5. უზრუნველყოფს ცესკოს საქმიანობის� შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და საზოგადოებისათვის მიწოდებას.

6. ამუშავებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიას.

7. აკეთებს პრესის ყოველდღიურ მიმოხილვას და წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს.

8. აწარმოებს პრესის არქივს.����

9. ამზადებს ცესკოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ოფიციალურ შეტყობინებებს, განცხადებებსა და საინფორმაციო ხასიათის მასალებს და უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მათ გავრცელებას.

10. ამზადებს პრესრელიზებს, ბიულეტენებს, მიმოხილვებს, სტატიებს და ავრცელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

11. გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ცესკოს მიმდინარე საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და დაინტერესებული პირებისთვის პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ჩატარებას.

12. გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს კონფერენციების, პრეზენტაციების, თემატური სემინარებისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების� ჩატარებას.

13. წინასაარჩევნო პერიოდში გეგმავს და ახორციელებს ღონისძიებებს საარჩევნო საკითხებზე ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით.

14. გასცემს ინფორმაციას კანონით დადგენილი წესით.

15. წარუდგენს ცესკოს მდივანს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების აკრედიტაციის განკარგულებების პროექტებს; ცესკოს მდივნის განკარგულებების საფუძველზე ამზადებს პრესის აკრედიტაციას.

16. ადმინისტრირებას უწევს ცესკოს ვებ-გვერდს.

17. კოორდინაციას უწევს ცესკოს საგარეო ურთიერთობებს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების საარჩევნო სტრუქტურებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

18. გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ცესკოს წარმომადგენლების ვიზიტებს საზღვარგარეთ.

19.� გეგმავს და ორგანიზებას უწევს უცხოური დელეგაციების ვიზიტებს ცესკოში.

20. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს პროექტებს და კონცეფციებს, წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს ან/და საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს.

21.� გეგმავს და ორგანიზებას უწევს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა ქვეყნების დელეგაციებთან შეხვედრებს და მოლაპარაკებებს.

22.� წარმოადგენს საკონტაქტო სამსახურს ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან ურთიერთობისას.

23. ზედამხედველობას უწევს აღნიშნული ორგანიზაციების ინფორმაციულ უზრუნველყოფას.

24.� ახდენს ამომრჩეველთა განათლების პროექტების დაგეგმვასა და კონტროლს.

25. ახდენს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას.

26. ხელს უწყობს ცესკოს პროაქტიულ კომუნიკაციაში დაინტერესებულ მხარეებთან (მედია, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები).

27. ასრულებს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.�

��� მუხლი 15.� დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტი

ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

1. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვას (სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება).

2. პროგრამული ბიუჯეტ(ებ)ის შემუშავებას (პროგრამა, ქვეპროგრამა, ღონისძიება).

3. საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტის პროექტის (საბიუჯეტო განაცხადის) შემუშავებას.

4. საარჩევნო ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის კოორდინაციას.

5. ბიუჯეტის მართვას, ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებას, ბიუჯეტის შესრულების კონტროლს, ბიუჯეტის შესრულების წლიური და კვარტალური ანგარიშების შედგენას.

6. წლიურ საბიუჯეტო კანონზე დაყრდნობით ხარჯების კვარტალურ განწერას.

7. სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პარამეტრების განსაზღვრას.

8. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პროგრამების, ქვეპროგრამების, ღონისძიებების ანალიზი შეფასების კრიტერიუმების (ინდიკატორების) მიხედვით.

9. ანალიზის საფუძველზე საარჩევნო ადმინისტრაციის� განვითარების რეკომენდაციების� შემუშავებას.

10. ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში განსაზღვრულ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტების მომზადებას.

11. ასრულებს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.���

��� მუხლი 16.� საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:

1. უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობას.

2. გეგმავს და ეტაპობრივად ანხორციელებს არსებული კომპიუტერული ქსელის გაფართოებას, მასში საარჩევნო ოლქებისა და უბნების ჩართვის გზით.

3. აყალიბებს მონაცემთა ბაზების შექმნის ერთიან კონცეფციას, ქმნის შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას და ავრცელებს მას ქვემდგომ კომისიებში.

4. ასრულებს კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს.

5. ცესკოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას და კომპიუტერულ დამუშავებას.

6. ქმნის კომისიისათვის საჭირო სხვადასხვა მონაცემთა ბაზებს, ახდენს არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებასა და საჭიროების შემთხვევაში მათ მოდიფიცირებას.

7. უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო მასალების სისტემატიზირებასა და შენახვას.

8. ამზადებს ამომრჩეველთა სიების ერთიან ელექტრონულ ვერსიას.

9. უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად ამომრჩეველთა სიებში შესატანი ცვლილებების გადამოწმებასა და დროულად დამუშავებას.

10. უზრუნველყოფს საარჩევნო სიების ბეჭდვას, როგორც სახელმწიფო, ასევე საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ უმცირესობათა ენებზე (ორენოვანი სიები) და მათ განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე.

11. უზრუნველყოფს კოორდინირებას საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ უწყებებთან ამომრჩეველთა მონაცემების ბაზების სტრუქტურული დახვეწისა და დაახლოების მიზნით.

12. უზრუნველყოფს საარჩევნო სიების ფორმირების კუთხით კოორდინირებას საჯარისო ფორმირებების, საპატიმროების და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან საარჩევნო სიებში მათი მონაცემების გათვალისწინებისათვის.

13. უზრუნველყოფს კოორდინირებას საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებთან საარჩევნო სიებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების აღრიცხვის მიზნით.

14. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს.

15. კონსულტაციებს უწევს კომისიის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს კომპიუტერული ტექნიკისა და თანამედროვე პროგრამული საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით.

16. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს.

17. უზრუნველყოფს ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და სხვა საიდუმლო ინფორმაციის დაცვას, ამომრჩეველთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის გაცემის დროს.

18.� ასრულებს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.���

თავი V

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება

��� მუხლი 17. ცესკოს სხდომა

1. ცესკოს სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით.

2. სხდომებისათვის დღის წესრიგს ამზადებს ცესკოს მდივანი.

3. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

4. ცესკოს წევრს უფლება აქვს დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საკითხი არ მოითხოვს სასწრაფო გადაწყვეტას, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია არ დააყენოს საკითხი კენჭისყრაზე და მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის კომისიაზე შეტანის დადგენილი პროცედურის გავლის შემდგომ განხილვის შესახებ.

5. ცესკოს სხდომებისათვის საკითხებს, ინფორმაციას, მოხსენებით ბარათებს, განკარგულებათა და დადგენილებათა პროექტებს ამზადებენ ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტები/სამსახურები.

6. ცესკოს სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით � მოადგილე.

7. ცესკოს სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ადგენს ადმინისტრაციული დეპარტამენტი� და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

8. ცესკოს სხდომას ესწრებიან� სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, საჭიროებისამებრ განყოფილებების უფროსები, სპეციალური და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები, ასევე კონკრეტული საკითხების განხილვის დროს დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ ცესკოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს.

9. ცესკოს სხდომის მიმდინარეობაში მონაწილეობას ცესკოს წევრები დასწრების ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ.

10. ცესკოს ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იგივე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით� გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში.� ცესკოს სხდომაზე ცესკოს აპარატის� თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და დაინტერესებულ მხარეებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ ცესკოს თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, ცესკოს წევრების შემდეგ.

11. ცესკოს სხდომაზე წესრიგის დარღვევისას თავმჯდომარე უფლებამოსილია დაატოვებინოს დამრღვევს სხდომის დარბაზი.

12. ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამრავლებს ადმინისტრაციული დეპარტამენტი და გადასცემს შესაბამის� დეპარტამენტებს. დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და პირებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ცესკოს გადაწყვეტილებებს გადასცემს საზოგადოებასთან� ურთიერთობების დეპარტამენტი.

13. ცესკოს სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.�

��� მუხლი 18. კენჭისყრა

1. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე საკითხს აყენებს წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით.

2. ცესკოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი� უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ ცესკოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ცესკო გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედი.

3. ხმათა თანაბრად გაყოფისას სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება.

4. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

5. ცესკოს იმ წევრებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ცესკოს გადაწყვეტილებას, უფლება აქვთ წერილობით გამოთქვან განსაკუთრებლი აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყეტილებას, მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.������

6. თანამდებობაზე ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

7. საჭიროების შემთხვევაში, კენჭისყრის ჩატარების პროცედურას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

თავი VI

საქმიან ქაღალდებზე მუშაობის ორგანიზაცია

��� მუხლი 19. საქმეთა წარმოება

1. ცესკოში საქმიანი ქაღალდების, ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გასაცემი დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება ადმინისტრაციულ� დეპარტამენტში სამუშაო დღის 10 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).

2. განცხადების (საჩივრის) მიღებისას ცესკოს სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისათვის (მომჩივანისათვის) გადასაცემ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. ცესკო განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

3. ადმინისტრაციული დეპარტამენტი შემოსულ მასალებს რეგისტრაციის შემდეგ, ცესკოს მდივნის რეზოლუციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შესასრულებლად.

4. სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, ადმინისტრაციულ� დეპარტამენტში რეგისტრაციის შემდეგ, ცესკოს მდივანი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყონებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). არჩევნების შესახებ ინფორმაციასა და საარჩევნო დოკუმენტაციას მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გასცემს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასაშვებია, ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ვერსიის სახით.

5. ცესკოში შემოსული� ნებისმიერი საარჩევნო დოკუმენტაცია საჯაროა გასაცნობად ცესკოს წევრებისა და საჭიროებისამებრ აპარატის თანამშრომლებისათვის. აკრძალულია, ცესკოში შემოსული და ცესკოს მიერ მომზადებული კონფიდენციალური ინფორმაციის გატანა ცესკოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე (გარდა საჯარო ინფორმაციისათვის დადგენილი წესით გამოთხოვილი ინფორმაციისა).

6. ცესკოში საჯარო ინფორმაციის რეესტრს აწარმოებს საზოგადოებასთან� ურთიერთობის დეპარტამენტი.

7. ცესკოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია ცესკოს მდივანი. აკრძალულია ცესკოში შემოსული ყველა სახის დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თავი VII

გარდამავალი დებულება

ამ რეგლამენტის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაევალოთ ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, ცესკოს განკარგულებით დასამტკიცებლად მოამზადონ და კომისიის სხდომაზე წარმოადგინონ აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებები.

 

20. 25/11/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 54/2015 - ვებგვერდი, 26/11/2015 19. 09/11/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 53/2015 - ვებგვერდი, 10/11/2015 18. 16/10/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 52/2015 - ვებგვერდი, 16/10/2015 17. 02/09/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 40/2015 - ვებგვერდი, 03/09/2015 16. 15/07/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 32/2015 - ვებგვერდი, 15/07/2015 15. 17/06/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 29/2015 - ვებგვერდი, 17/06/2015 14. 12/05/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 28/2015 - ვებგვერდი, 13/05/2015 13. 03/04/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 24/2015 - ვებგვერდი, 06/04/2015 12. 06/03/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 6/2015 - ვებგვერდი, 09/03/2015 11. 26/01/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 1/2015 - ვებგვერდი, 26/01/2015 10. 12/12/2014 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 46/2014 - ვებგვერდი, 12/12/2014 9. 11/04/2014 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 15/2014 - ვებგვერდი, 11/04/2014 8. 20/03/2014 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 8/2014 - ვებგვერდი, 21/03/2014 7. 07/03/2014 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 7/2014 - ვებგვერდი, 07/03/2014 6. 30/12/2013 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 49/2013 - ვებგვერდი, 30/12/2013 5. 16/07/2013 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 24 - ვებგვერდი, 16/07/2013 4. 28/03/2013 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 12 - ვებგვერდი, 29/03/2013 3. 13/09/2012 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 39/2012 - ვებგვერდი, 14/09/2012 2. 05/08/2012 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 32/2012 - ვებგვერდი, 06/08/2012 1. 02/03/2012 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 12/2012 - ვებგვერდი, 05/03/2012