დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28/2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 12/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.15.008.016192 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 06/02/2012, 010190030.15.008.016019) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. რეგლამენტის მე-13 მუხლს დამატოს 341 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „341. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ცესკოს განკარგულებით დადგენილი პირობების შესაბამისად „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის შესრულებას.“. 2. რეგლამენტის მე-14 მუხლს დაემატოს 181 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „181. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ცესკოს განკარგულებით დადგენილი პირობების შესაბამისად უზრუნველყოფს „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის შესრულებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 22 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები