დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40/2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 02/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.15.008.016204 |
|
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 06.02.2012 წ., 010190030.15.008.016019) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს „თ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „თ) შიდა აუდიტის სამსახური”; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს: ბ.ა) „გ1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „გ1) სამსახურის უფროსი”; ბ.ბ) „ზ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ზ) დამხმარე მოსამსახურე”. 2. მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს გადასცემს ცესკოს სხვა დეპარტამენტების/სამსახურის მიერ მომზადებულ ინფორმაციას და დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას”. 3. მე-11 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. ამზადებს და ადგენს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმებსა და საბუთების სახეებს, ამზადებს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტებს და ვიზირებისათვის გადასცემს შესაბამის დეპარტამენტს/სამსახურს”. 4. დაემატოს 162 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 162. შიდა აუდიტის სამსახური ფუნქციების შესასრულებლად სამსახური უზრუნველყოფს: 1. საარჩევნო ადმინისტრაციაში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ცესკოს აპარატის, ცესკოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და ქვემდგომი საარჩევნო კომისიების შიდა აუდიტის განხორციელებას, შიდა აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენას. 2. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას. 3. საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას. 4. ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას. 5. ცესკოს წინაშე არსებული რისკების და მათი მართვის ხარისხის შეფასებას. 6. ცესკოს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს. 7. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების შესრულებაზე კონტროლსა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რეაგირებას მისი ნორმების შესრულებაზე. 8. დისციპლინური/სამსახურებრივი გადაცდომის ან/და საარჩევნო ადმინისტრაციის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებასა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარებას, ინსპექტირების დასკვნის მომზადებას და ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენას. 9. სამსახურის კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას. 10. სხვა საქმიანობის განხორციელებას, რომელიც გამომდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერესებიდან, არ წარმოადგენს ცესკოს დეპარტამენტების/სამსახურის უფლებამოსილების სფეროს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს”. 5. მე-17 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამრავლებს ადმინისტრაციული დეპარტამენტი და გადასცემს შესაბამის დეპარტამენტებს/სამსახურს. დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და პირებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ცესკოს გადაწყვეტილებებს გადასცემს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები