,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 49/2013
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 30/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016116
49/2013
30/12/2013
ვებგვერდი, 30/12/2013
010190030.15.008.016116
,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №49/2013

2013 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 06/02/2012,  010190030.15.008.016019) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1.    რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) 1.4.1 და 1.4.2 ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.4.1. მატერიალური რესურსების მართვის განყოფილება;
  1.4.2. ადამიანური რესურსებისა (კადრების) და საქმისწარმოების განყოფილება.’’
ბ) 1.6 ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.6.  დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;”
2. რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის 2.3 ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:
,,2.3. თავმჯდომარის მრჩეველი  (II, III კატეგორია);”
3.    რეგლამენტის მე-10 მუხლს დაემატოს 91, 92 და 93  პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,91. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამოქმედო გეგმის შესრულებას, ამავე საკითხებზე მომუშავე საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობის ორგანიზებას.
92. უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან მუშაობას და ახორციელებს ამ ჯგუფთა საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზების პროცესის ხელშეწყობას და კოორდინაციას უწევს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვასა და შესრულებას.
93. უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ახალგაზრდებისა და სხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაზრდას საარჩევნო პროცესში, კოორდინაციას უწვეს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვასა და შესრულებას.’’
4. რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-10 და მე-11  პუნქტები  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად ადგენს არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საჭირო დაფინანსების გეგმას.  
11. ადგენს და დაგეგმვისა და სახელწიფო შესყიდვების დეპარტამენტს გადასცემს ინფორმაციას არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის რაოდენობის შესახებ.”
5. რეგლამენტის მე-11 მუხლს დაემატოს 211 პუნქტი  შემდეგი რედაქციით:
,,211. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისათვის სტამბის ორგანიზაციასა და პოლიგრაფიული საქმიანობის გამართულ ფუნქციონირებას.’’
6. რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-20, 21-ე და 22-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს.
7. რეგლამენტის მე-13 მუხლს დაემატოს 261 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,261. თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულებასა და დაცვას.’’   
8. რეგლამენტის  მე-13 მუხლის 39-ე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  
,,39. ახორციელებს საარჩევნო კოდექსითა და ამ რეგლამენტით ცესკოს მდივნისათვის განკუთვნილი უფლებამოსილებების შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას,  კერძოდ,  საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტებისა და  ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების რეგისტრაციისა და სააკრედიტაციო დოკუმენტაციის მომზადებას.”
9.  რეგლამენტის მე-14 მუხლს დაემატოს 261 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,261. ახორციელებს საარჩევნო კოდექსითა და ამ რეგლამენტით ცესკოს მდივნისათვის განკუთვნილი უფლებამოსილებების შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, კერძოდ, საერთაშორისო  სადამკვირვებლო ორგანიზაციების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების რეგისტრაციისა და სააკრედიტაციო დოკუმენტაციის მომზადებას.”
10. რეგლამენტის  მე-15 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 15. დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი.”
11. რეგლამენტის მე-15 მუხლს დაემატოს 101,102 და 103 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,101. ახორციელებს წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას მოსალოდნელი მოთხოვნილების გეგმის საფუძველზე: წლიური გეგმის შეჯერებას, დამტკიცებისა და კორექტირების უზრუნველყოფას.
102. უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებს, შესყიდვებთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მონიტორინგს.
103. უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვაზე ოპერატიული, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენას.”
12. რეგლამენტის მე-16 მუხლს დაემატოს 171 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,171. თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” და ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონების  მოთხოვნების შესრულებასა და დაცვას.”
 
მუხლი 2
 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
 
მუხლი 3
 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე