დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6/2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 06/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.15.008.016170 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 06/02/2012, 010190030.15.008.016019) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
„1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში იქმნება და ფუნქციონირებს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: ა) საორგანიზაციო დეპარტამენტი: ა.ა) საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილება; ა.ბ) საარჩევნო ინფორმაციის მართვის განყოფილება. ბ) იურიდიული დეპარტამენტი: ბ.ა) სამართლებლივი უზრუნველყოფის განყოფილება; ბ.ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილება. გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი: გ.ა) საქმისწარმოებისა და რეგისტრაციების განყოფილება; გ.ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება. დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი: დ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; დ.ბ) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება. ე) საფინანსო დეპარტამენტი: ე.ა) საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილება; ე.ბ) ბიუჯეტის მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება. ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი: ვ.ა) პროგრამული უზრუნველყოფისა და სტატისტიკური მონაცემების დამუშავების განყოფილება; ვ.ბ) კორპორატიული ქსელებისა და კომპიუტერული უსაფრთხოების განყოფილება; ვ.გ) მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილება. ზ) კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი. 2. ცესკოს აპარატის მოხელეთა თანამდებობებია: ა) დეპარტამენტის უფროსი; ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი; გ) განყოფილების უფროსი; დ) თავმჯდომარის მრჩეველი; ე) სპეციალისტი (I, II, III კატეგორია); ვ) ცესკოს ხელმძღვანელი პირების თანაშემწე.”.
„მუხლი 10. კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი უზრუნველყოფს: 1. საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების პერიოდულ ანგარიშგების მომზადების კოორდინაციას, მათ კონსოლიდაციასა და საჭიროებისამებრ ცესკოსათვის განსახილველად წარდგენას. 2. იმ პროექტების კოორდინაციას, რომელთა განხორციელებაში ჩართულია საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები. 3. პროექტების მართვას ან/და კოორდინაციას, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. 4. პროექტების ინიცირებასა და მომზადებას, პროექტების განსახორციელებლად საჭირო რესურსების (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური) დაგეგმვასა და განაწილებას. პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩატარებას. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული სწავლების მონიტორინგის პროცესის ორგანიზებასა და კოორდინაციას. 6. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვას (სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება). 7. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შეფასებასა და ანალიზს. 8. საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამოქმედო გეგმის შესრულებას, ამავე საკითხებზე მომუშავე საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის კომისიის მუშაობის ორგანიზებას. 9. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ახალგაზრდებისა და სხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაზრდას საარჩევნო პროცესში, კოორდინაციას უწვეს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვასა და შესრულებას. 10. ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან მუშაობას და ახორციელებს ამ ჯგუფთა საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზების პროცესის ხელშეწყობას და კოორდინაციას უწევს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვასა და შესრულებას. 11. ასრულებს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.”.
„10. საფინანსო დეპარტამენტთან ერთად ადგენს არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საჭირო დაფინანსების გეგმას. 11. ადგენს და საფინანსო დეპარტამენტს გადასცემს ინფორმაციას არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის რაოდენობის შესახებ.”.
„მუხლი 13. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით უზრუნველყოფს:
„მუხლი 15. საფინანსო დეპარტამენტი ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
6. დაემატოს 161 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 161. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი და სპეციალისტი
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების გამოქვეყნების დღიდან არაუგვიანეს 2015 წლის 1 აპრილამდე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცესკოს აპარატის სტრუქტურულმა ერთეულებმა დადგენილების დანართის შესაბამისად უზრუნველყონ სათანადო ცვლილებების შესატანად სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ცესკოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. |
|
დანართი
|
ცესკოს აპარატის რეორგანიზაციისათვის (რომელსაც არ ახლავს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება) მოსამზადებელი სამართლებრივი აქტების ნუსხა და ვადები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები