დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 26/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.15.008.016165 |
1/2015
26/01/2015
ვებგვერდი, 26/01/2015
010190030.15.008.016165
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 06/02/2012, 010190030.15.008.016019) დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლში შევიდეს ცვლილებები და მუხლს დაემატოს ჯ2 და ჯ3 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ჯ2) განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების/თანადაფუძნებისა და წესდების შესახებ; ჯ3) განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, კანონით უფლებამოსილი პირისაგან გრანტის მიღების შესახებ და უფლებამოსილია გამოიყენოს იგი ამ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.“ |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები