„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 39/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 13/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016057
  • Word
39/2012
13/09/2012
ვებგვერდი, 14/09/2012
010190030.15.008.016057
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №39/2012

2012 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

 „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ ქვეპუნქტის, 77- ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1 . „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1 /2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 06/02/2012, 010190030.15.008.016019) დამტკიცებული რეგლამენტის VII თავში („გარდამავალი დებულება”) არსებული შინაარსი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და VII თავს დაემატოს მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„2. ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით (კომისიასთან შეთანხმების შედეგად ), ერთჯერადად შესაძლებელია ცესკოს გასვლითი სხდომის გამართვა იმერეთის მხარეში 2012 წლის 15 ან 16 სექტემბერს.”.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

კომისიის თავმჯდომარე                 ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                 გ. მჭედლიძე