საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 05/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016050
  • Word
32/2012
05/08/2012
ვებგვერდი, 06/08/2012
010190030.15.008.016050
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 32/2012

201 2ლის 5 აგვისტო

. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ ქვეპუნქტის, 77- ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1 . „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1 /2012 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 06/02/2012, 010190030.15.008.016019) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-11 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. წესრიგის დარღვევისა და ცესკოს მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ცესკო , რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.”.

2. რეგლამენტის VII თავი „გარდამავალი დებულება” შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით (კომისიასთან შეთანხმების შედეგად ), ერთჯერადად შესაძლებელია ცესკოს გასვლითი სხდომის გამართვა ქ. ბათუმში 2012 წლის აგვისტოს განმავლობაში.”.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი       გ. მჭედლიძე