მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5595-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.016584
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

თავი I.ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს, აგრეთვე საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგის, საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარებისა და მონიტორინგის, სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და მონიტორინგის სისტემებს.

2. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ეფექტიანი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბება, მაღალკვალიფიციურ მეზღვაურთა წვრთნის, მათი ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების პროცესის ხელშეწყობა.

3. ეს კანონი შემუშავებულია განათლების მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების თაობაზე არსებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (შემდგომ − კონვენცია), გათვალისწინებით და ეფუძნება მათ ძირითად პრინციპებს.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 2. მეზღვაურთა შემადგენლობა

1. ამ კანონის მიზნებისათვის მეზღვაურთა შემადგენლობა მოიცავს კაპიტანს, ოფიცერსა და რიგითს.

2. კაპიტანი არის პირი, რომელიც მეთაურობს გემს.

3. ოფიცერი არის გემის ეკიპაჟის წევრი, გარდა კაპიტნისა და რიგითისა, რომელსაც აქვს სათანადო კომპეტენცია, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ამ კანონის, კონვენციისა და STCW-ის კოდექსის შესაბამისად.

4. ოფიცერთა შემადგენლობაში შედიან:

ა) კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწე:

ა.ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწე;

ა.ბ) სავახტო თანაშემწე;

ბ) მექანიკოსი:

ბ.ა) უფროსი მექანიკოსი;

ბ.ბ) მეორე მექანიკოსი;

ბ.გ) სავახტო მექანიკოსი;

გ) ელექტროტექნიკოსი.

5. კაპიტნის უფროსი თანაშემწე არის კაპიტნის რანგით მომდევნო ოფიცერი, რომელზედაც გადადის გემის მეთაურობა კაპიტნის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში.

6. უფროსი მექანიკოსი არის სამანქანე განყოფილების რანგით ყველაზე მაღალი ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელია გემის ამძრავ მექანიზმებზე, მექანიკური მოწყობილობებისა და ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციასა და მომსახურებაზე და რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

7. მეორე მექანიკოსი არის უფროსი მექანიკოსის რანგით მომდევნო სამანქანე განყოფილების ოფიცერი, რომელზედაც გადადის უფროსი მექანიკოსის პასუხისმგებლობა მის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში და რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

8. სავახტო თანაშემწე არის კაპიტნის თანაშემწე, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში (გემის ვახტის გაწევის განრიგის მიხედვით) პასუხისმგებელია გემის სანავიგაციო ვახტის გაწევაზე.

9. სავახტო მექანიკოსი არის სამანქანე განყოფილების ოფიცერი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში (გემის ვახტის გაწევის განრიგის მიხედვით) პასუხისმგებელია გემის სამანქანე ვახტის გაწევაზე.

10. ელექტროტექნიკოსი არის ოფიცერი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III/6 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

11. რადიოოპერატორი არის პირი, რომელიც ფლობს სააგენტოს მიერ რადიოწესების შესაბამისად გაცემულ ან აღიარებულ სერტიფიკატს.

11 1. GMDSS-ის რადიოოპერატორი არის პირი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის IV თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

12. კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწე არის ოფიცერი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის II თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.  

13. მექანიკოსი არის ოფიცერი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III/1, III/2 ან III/3 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

14. რიგითი არის გემის ეკიპაჟის წევრი, გარდა კაპიტნისა ან ოფიცრისა.

15. მატროსი არის რიგითი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის II/5 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

16. მოტორისტი არის რიგითი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III/5 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

17. რიგითი ელექტროტექნიკოსი არის რიგითი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III/7 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

18. სტაჟიორ-მექანიკოსი არის პირი, რომელიც გადის წვრთნას, რომ გახდეს სამანქანე განყოფილების ოფიცერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

19. (ამოღებულია - 14.11.2014, №2790).

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. თუ ამ კანონში სხვაგვარად არ არის მითითებული, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეგლამენტი − წესები, რომლებიც მოცემულია კონვენციის დანართებში;

ბ) სანაპირო ნაოსნობა − ნაოსნობა, რომლის დროსაც გემი არ შორდება საქართველოს სანაპირო ზოლს 50 საზღვაო მილზე მეტი მანძილით;

გ) საერთაშორისო ნაოსნობა − ნებისმიერი ნაოსნობა, რომელიც არ არის სანაპირო ნაოსნობა;

დ) ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე − გემის ყველა მთავარი ამძრავი მექანიზმის მიერ უწყვეტად გამომუშავებული მაქსიმალური სიმძლავრე კილოვატებით, რომელიც მოცემულია გემის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტში;

ე) რადიომორიგეობა − ვახტის გაწევა და რადიოაღჭურვილობის ექსპლუატაცია და მომსახურება რადიოწესების, SOLAS-ის კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) ნავთობმზიდი ტანკერი − გემი, რომელიც აგებულია და გამოიყენება ნავთობისა და თხევადი ნავთობპროდუქტების გადასაზიდად;

ზ) ქიმმზიდი ტანკერი − გემი, რომელიც აგებულია ან შესაბამისად ადაპტირებულია და გამოიყენება „თხევადი ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო კოდექსის“ (IBCC) (შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით) მე-17 თავში მითითებული ნებისმიერი ნივთიერების თხევადი სახით გადასაზიდად;

თ) თხევადი აირმზიდი ტანკერი − გემი, რომელიც აგებულია ან შესაბამისად ადაპტირებულია და გამოიყენება „აირის საერთაშორისო გადაზიდვის კოდექსის“ (შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით) მე-19 თავში მითითებული ნებისმიერი აირის თხევადი სახით გადასაზიდად;

ი) სამგზავრო გემი − სამგზავრო გემი SOLAS-ის კონვენციის განმარტების შესაბამისად;

კ) RO-RO სამგზავრო ტიპის გემი − სამგზავრო გემი საბორნე-სატვირთო განყოფილებით ან სპეციალური კატეგორიის განყოფილებებით, SOLAS-ის კონვენციის განმარტების შესაბამისად;

ლ) ფუნქცია − გემის ექსპლუატაციის, ზღვაზე უსაფრთხოების ან ზღვის გარემოს დაცვის უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ამოცანათა, ვალდებულებათა და პასუხისმგებლობათა ერთობლიობა STCW-ის კოდექსის შესაბამისად;

მ) პასუხისმგებლობის დონე STCW-ის კოდექსთან მიმართებით − პასუხისმგებლობის დონე, რომელიც განსაზღვრულია STCW-ის კოდექსით და რომელიც მოიცავს:

მ.ა) მართვის დონეს – პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია გემის კაპიტნის, კაპიტნის უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის ან მეორე მექანიკოსის მიერ სათანადო ფუნქციების შესრულებასთან;

მ.ბ) ექსპლუატაციის დონეს − პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია სავახტო თანაშემწის, სავახტო მექანიკოსის ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების მექანიკოსის, ელექტროტექნიკოსის ან რადიოოპერატორის მიერ, მართვის დონის ოფიცრის ხელმძღვანელობით სათანადო ფუნქციების შესრულებასთან;

მ.გ) დამხმარე დონეს – პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია გემზე რიგითი შემადგენლობის მიერ, მართვის ან ექსპლუატაციის დონეზე მომუშავე პირის მითითებით, დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან;

ნ) დამტკიცებული – ამ კანონისა და კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად სააგენტოს მიერ დამტკიცებული;

ო) კომპანია − გემთმფლობელი, სხვა ორგანიზაცია ან პირი, მაგალითად, მმართველი, ან უეკიპაჟოდ გემის დამფრახტველი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს დროშით მცურავი გემის ექსპლუატაციასა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე;

პ) კომპეტენციის სერტიფიკატი − კაპიტანზე, ოფიცერსა და GMDSS-ის რადიოოპერატორზე ამ კანონის დებულებათა შესაბამისად გაცემული და დადასტურებული სერტიფიკატი, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს, იმსახუროს ამ თანამდებობაზე და შეასრულოს პასუხისმგებლობის ამ დონისათვის გათვალისწინებული ფუნქციები;

ჟ) კვალიფიკაციის სერტიფიკატი − მეზღვაურზე გაცემული სერტიფიკატი, გარდა კომპეტენციის სერტიფიკატისა, რომლის თანახმად, დაკმაყოფილებულია წვრთნის, კომპეტენციის ან საზღვაო გამოცდების თაობაზე ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები;

რ) დოკუმენტური დასაბუთება − საბუთები, გარდა კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატებისა, რომელთა თანახმად, დაკმაყოფილებულია ამ კანონითა და კონვენციით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები;

ს) დადასტურების სერტიფიკატი − სააგენტოს მიერ კონვენციის I/2 რეგლამენტისა და ამ კანონის მე-9 მუხლის თანახმად გაცემული და მოქმედი დოკუმენტი;

ტ) სერტიფიკატის აღიარება − სააგენტოს მიერ კონვენციის წევრი სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარება;

უ) ნაოსნობის სტაჟი – კონვენციის I/1 რეგლამენტის 26-ე პუნქტისა და ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული გემზე მუშაობის პერიოდი, რომელიც საჭიროა სერტიფიკატის ან სხვა კომპეტენციის მისაღებად ან/და არსებულის განსაახლებლად;

ფ) თვე − კალენდარული თვე ან 30 (ოცდაათი) დღე 1 თვეზე ნაკლები პერიოდებისთვის;

ქ) კონვენციის წევრი ან წევრი სახელმწიფო − კონვენციის წევრი სახელმწიფო, რომლისთვისაც კონვენცია ძალაშია;

ღ) კონვენცია − „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენცია, ცვლილებებითა და დამატებებით;

ყ) STCW-ის კოდექსი − კონვენციის წევრი სახელმწიფოების 1995 წლის კონფერენციის მე-2 რეზოლუციით მიღებული „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსი, განახლებული ვერსიით;

შ) SOLAS-ის კონვენცია − „ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენცია, რომელიც მოიცავს 1978 და 1988 წლების ოქმებს, განახლებული ვერსიით;

ჩ) ISM-ის კოდექსი − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის A741 (18) რეზოლუციით დამტკიცებული „გემების უსაფრთხო ექსპლუატაციისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ მართვის“ საერთაშორისო კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით;

ც) რადიოწესები − „საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის შესახებ“ კონვენციით განსაზღვრული და ძალაში მყოფი წესები;

ძ) ISPS-ის კოდექსი − SOLAS-ის კონვენციის ხელშემკვრელი მთავრობების კონფერენციის მე-2 რეზოლუციით მიღებული „გემებისა და ნავსადგურის აღჭურვილობების უშიშროების შესახებ“ 2002 წლის 12 დეკემბრის საერთაშორისო კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით;

წ) გემის უშიშროების ოფიცერი − კომპანიის მიერ დანიშნული პირი, რომელიც ანგარიშვალდებულია კაპიტნის წინაშე და პასუხისმგებელია გემის უშიშროებაზე, მათ შორის, გემზე უშიშროების სისტემის დანერგვასა და განხორციელებაზე, კომპანიისა და ნავსადგურის უშიშროების ოფიცრებთან კავშირზე;

ჭ) უშიშროების უზრუნველყოფის ვალდებულებები − გემზე უშიშროებასთან დაკავშირებით შესასრულებელი ყველა დავალება და ვალდებულება, SOLAS-ის კონვენციის XI−2 თავის და ISPS-ის კოდექსის შესაბამისად;

ხ) მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკი − სააგენტოს მიერ დამტკიცებული სააღრიცხვო წიგნაკი, რომელიც არის მეზღვაურის მიერ გავლილი წვრთნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ჯ) მეზღვაურის ნაოსნობის სტაჟის სააღრიცხვო წიგნაკი − მეზღვაურის წიგნაკის შემადგენელი ნაწილი, რომლის ფორმასა და შინაარსს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო და რომელიც არის ნაოსნობის სტაჟის დამტკიცების მთავარი საფუძველი;

ჰ) GMDSS-ის რადიოოპერატორი − პირი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის IV თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

1 ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც ასრულებს ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს;

2 ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც შექმნილია „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე;

3) შესაბამისად კვალიფიციური აკადემიური პერსონალი − პირი, რომელიც აკმაყოფილებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან/და რომელსაც აქვს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის ან 3000 კვტ სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, მათ შორის, 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მართვის დონეზე;

4) ინსტრუქტორი, ზედამხედველი, შემფასებელი – პირი, რომელსაც აქვს სათანადო კვალიფიკაცია მეზღვაურთა კონკრეტული ტიპისა და დონის წვრთნისა და კომპეტენციის შეფასებისათვის კონვენციის I/6 რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

5 ) შესაბამისად კვალიფიციური ინსტრუქტორი − პირი, რომელსაც აქვს მართვის დონის კომპეტენცია და რომელიც ფლობს უმაღლესი განათლების დიპლომს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე პასუხისმგებელია მეზღვაურის წვრთნაზე, რომელიც დაკავშირებულია კონვენციის შესაბამისად სერტიფიცირებასთან. მას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის ან 3000 კვტ სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, მათ შორის, 6 თვე მართვის დონეზე, რომელთაგან სულ მცირე 6 თვის სტაჟი უნდა ჰქონდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში, ან ბოლო 10 წლის განმავლობაში გავლილი აქვს სააგენტოს მიერ აღიარებული განახლების კურსები;

6 ) განათლების დიპლომი – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

7 ) საერთო ტევადობა – ტევადობა, როგორც ეს განმარტებულია „სატვირთო მარკის შესახებ“ 1966 წლის კონვენციაში;

8) შესაბამისი საზღვაო განათლება – საზღვაო განათლება, რომელიც მოიცავს: მართვის ან ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის მისაღებად – საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მინიჭებულ კვალიფიკაციას, ხოლო დამხმარე დონის კომპეტენციის მისაღებად – „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მინიჭებულ სათანადო კვალიფიკაციას;

9) საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულება – ამ კანონის მიზნებისათვის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება;

10) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება – ამ კანონის V თავის მოთხოვნათა შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებული მეზღვაურთა წვრთნის (მათ შორის, მეზღვაურთა სამედიცინო მომზადების) განმახორციელებელი დაწესებულება.

2. ამ კანონის მიზნებისათვის კონვენცია და STCW-ის კოდექსი გამოიყენება მათი უახლესი რედაქციებით.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე კაპიტნებზე, ოფიცრებსა და რიგით შემადგენლობებზე, რომლებიც კვალიფიკაციის/კომპეტენციის მიღების მიზნით მიმართავენ საქართველოს შესაბამის საგანმანათლებლო (სასწავლო) დაწესებულებას ან რომლებზედაც საქართველო გასცემს კვალიფიკაციის/კომპეტენციის სერტიფიკატს, ასევე იმ მეზღვაურებზე, რომლებიც მსახურობენ საქართველოს დროშით მცურავ გემებზე, გარდა:

ა) სამხედრო გემისა;

ბ) საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, არაკომერციული მიზნით გამოყენებული გემისა;

გ) თევზსაჭერი გემისა;

დ) ხის და სხვა, პრიმიტიული აგებულების გემებისა;

ე) არაკომერციული მიზნით გამოყენებული იახტისა.

2. იმ მეზღვაურებისათვის, რომლებიც არ შედიან ამ კანონის რეგულირების სფეროში, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გემების მეზღვაურებისა, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო მოთხოვნებს და მათზე შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის წესს განსაზღვრავს სააგენტო.

    მუხლი 5. სააგენტოს და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ზოგადი პასუხისმგებლობანი და უფლებამოსილება

1. ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების გაცემა, აღიარება ან/და დადასტურება;

ბ) მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის მონიტორინგი;

გ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება და სისტემატური მონიტორინგი;

დ) საწვრთნელი პროგრამების კონვენციითა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების მოთხოვნებთან შესაბამისობის აღიარება;

ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ერთად საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და მისი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა;

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული სასწავლებლების მონიტორინგი ამ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში;

ზ) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების ნამდვილობის დამოწმება და მათი გაყალბების თავიდან აცილების ღონისძიებების გატარება;

თ) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების ფორმისა და გაცემის წესის, ასევე გაცემული სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება;

ი) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების მიღებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის განსაზღვრა, გამოცდების ორგანიზება და ჩატარება;

კ) სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების მონიტორინგის განხორციელება;

ლ) ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მათი მიღება (გამოცემა);

მ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისთვის (შემდგომ − IMO), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა სახელმწიფოებისთვის საქართველოში მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სისტემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ნ) ამ კანონის დარღვევისათვის დაწესებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ო) ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულება.

2. კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

 

თავი II. სერტიფიკატების გაცემასთან და აღიარებასთან დაკავშირებული ზოგადი წესები

    მუხლი 6. მეზღვაურთა სერტიფიცირება

1. კომპეტენციის სერტიფიკატს გასცემს მხოლოდ სააგენტო სერტიფიკატის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტური დასაბუთების ნამდვილობის დამოწმებისა და მისი მოქმედების ვადის დამტკიცების შემდეგ.

2. პირი უფლებამოსილია მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონითა და კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. მეზღვაურს, რომელიც ასრულებს STCW-ის კოდექსის A-II/1, A-II/2, A-II/3, A-II/4, A-II/5, A-III/1, A-III/2, A-III/3, A-III/4, A-III/5, A-III/6, A-III/7 ან A-IV/2 ნაწილით განსაზღვრულ ან სხვა ფუნქციას, უნდა ჰქონდეს კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატი.

4. სააგენტოს მიერ ყველა სახის სერტიფიკატის გაცემა და დადასტურება ხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 7. მეზღვაურთა გამოცდა

1. კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების ან/და განახლების მიზნით დაინტერესებული პირი მიმართავს სააგენტოს. სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო გამოცდის შინაარსს, ხანგრძლივობასა და ფორმას, ასევე შეფასების კრიტერიუმებს განსაზღვრავს სააგენტო და ისინი ქვეყნდება მის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. თუ მეზღვაური ვერ ჩააბარებს სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო გამოცდას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ, ამ კანონით დადგენილი პირობების თანახმად, ხელახლა იქნეს დაშვებული გამოცდაზე, რომელიც ფასიანია. მეზღვაური გამოცდაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს სულ 6-ჯერ 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში. თუ მეზღვაური ვერც ერთხელ ვერ ჩააბარებს გამოცდას, გამოცდაზე გასვლის უფლება მას შეუწყდება ბოლო გამოცდის დღიდან 1 წლის ვადით.

3. მეზღვაურს უფლება აქვს, მოითხოვოს სერტიფიკატის მიღება იმავე დონის კომპეტენციისათვის, თუ იგი ვერ ჩააბარებს გამოცდას უფრო მაღალი დონის კომპეტენციის მისაღებად. ამ შემთხვევაში მეზღვაურის მიერ გამოცდის ჩაბარების ცდა ჩაითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში ჩაბარებულ გამოცდად.

4.  (ამოღებულია - 14.11.2014, №2790).

5.  (ამოღებულია - 14.11.2014, №2790).

6.  (ამოღებულია - 14.11.2014, №2790).

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 8. სერტიფიკატების გაცემა და რეგისტრაცია

1. სააგენტო გასცემს შესაბამის სერტიფიკატს, თუ პირი აკმაყოფილებს ასაკის, განათლების, ნაოსნობის სტაჟის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, წვრთნისა და კომპეტენციის შეფასების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით და კონვენციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. სააგენტო გასცემს სერტიფიკატს, თუ პირი წარმოადგენს შემდეგ საბუთებს:

ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, განსაკუთრებით მხედველობისა და სმენის კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტს, რომელიც გაცემულია შერჩეული სამედიცინო დაწესებულების მიერ;

გ) დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის III და IV თავებით და აუცილებელია შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად;

1) აუცილებელი წვრთნის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის III და IV თავებით და აუცილებელია შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად;

2) შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს;

დ) ამ კანონის III თავით განსაზღვრულ კომპეტენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტს, იმ უფლებამოსილებათა, ფუნქციათა და პასუხისმგებლობათა დონეების გათვალისწინებით, რომელთა დადგენაც აუცილებელია სერტიფიკატის დადასტურებისთვის;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ან კონვენციით გათვალისწინებულ სხვა საბუთებს.

3. სააგენტო ვალდებულია:

ა) აწარმოოს კაპიტნების, ოფიცრებისა და რიგითი შემადგენლობების კომპეტენციის ყველა სერტიფიკატის − გაცემულის, ვადაგასულის, ვადაგაგრძელებულის, შეჩერებულის, გაუქმებულის, დაკარგულის, განადგურებულის − აღრიცხვის რეესტრი, შესაბამისი გამონაკლისების მითითებით;

ბ) ამ კანონის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატების შესახებ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი გახადოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;

გ) ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემის თაობაზე ოფიციალურ თხოვნას უპასუხოს 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ სააგენტო ვერ ახერხებს ინფორმაციის გაცემას, იგი ვალდებულია აღნიშნულ ვადაში დაინტერესებულ მხარეს აცნობოს დადგენილ ვადაში თხოვნის შეუსრულებლობის შესახებ, იმ დროის მითითებით, როდესაც მას ოფიციალურ პასუხს გაუგზავნის.

4. საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს, რომ, ამ კანონის მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამისად, იმ გემზე, რომელზედაც მსახურობს სერტიფიკატის მფლობელი, ხელმისაწვდომი იყოს ამ კანონით მოთხოვნილი ნებისმიერი სერტიფიკატის დედანი.

5. კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ნაოსნობის სტაჟში არ ჩაეთვლება:

ა) საგემბანე განყოფილების მეზღვაურს:

ა.ა) ნაოსნობა საშუქურო გემზე;

ა.ბ) ნაოსნობა, რომლის დროსაც მას ეკავა ლოცმანის თანამდებობა;

ა.გ) ნაოსნობა სპორტულ გემზე;

ა.დ) ნაოსნობა 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად;

ა.ე) ნაოსნობა ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებში;

ა.ვ) ნაოსნობა მცურავ დოკზე და მცურავ ამწეზე;

ა.ზ) შესაკეთებელი დგომა 1 თვეზე მეტი ხნით;

ბ) გემის მექანიკოსს:

ბ.ა) ნაოსნობა საშუქურო გემზე;

ბ.ბ) ნაოსნობა სპორტულ გემზე;

ბ.გ) ნაოსნობა 750 კვტ ან 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად;

ბ.დ) ნაოსნობა მცურავ დოკსა და მცურავ ამწეზე;

გ) ელექტროტექნიკოსს:

გ.ა) ნაოსნობა არათვითმავალ გემზე, რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე 50 კვტ-ზე ნაკლებია;

გ.ბ) ნაოსნობა მცურავ დოკსა და მცურავ ამწეზე;

გ.გ) ნაოსნობა სპორტულ გემზე.

5 1. საქართველოში კომპეტენციის სერტიფიკატი გაიცემა/განახლდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული საზღვაო განათლების საფუძველზე.

6. სააგენტოში მუშაობის ვადა მეზღვაურს ჩაეთვლება დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად შემდეგი თანაფარდობით: სააგენტოში მუშაობის 2 თვე − 1-თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად. ამ გზით მიღებული სტაჟი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომპეტენციის სერტიფიკატის განსაახლებლად და არა უფრო მაღალი დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 9. კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება

1. პირს არა აქვს უფლება, იმუშაოს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, თუ მას არ აქვს სააგენტოს მიერ გაცემული ან დადასტურებული შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი.

2. სააგენტო უფლებამოსილია დაადასტუროს გემის კაპიტნის, ოფიცრის და ამ კანონით გათვალისწინებული კომპეტენციისა და სხვა სერტიფიკატები ამ მუხლის, კონვენციის I/2 რეგლამენტისა და STCW-ის კოდექსის A-I/2 ნაწილის შესაბამისად.

3. რადიოოპერატორის კომპეტენციის დადასტურების სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ პირს, რომელიც არ არის კაპიტანი ან სავახტო თანაშემწე, გავლილი არ აქვს საბაზისო წვრთნა და არ აქვს ზედამხედველობის ქვეშ მიღებული არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი რადიოსაკომუნიკაციო მოვალეობათა შესრულებით.

4. სააგენტო გასცემს დადასტურების სერტიფიკატს, თუ სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატი აღიარებულია ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.

5. დადასტურების სერტიფიკატს სააგენტო გასცემს ცალკე დოკუმენტის სახით და მას ენიჭება უნიკალური ნომერი.

6. დადასტურების სერტიფიკატის მოქმედების ვადა იწურება 5 წელიწადში ან 5 წელიწადზე ნაკლებ ვადაში, დასადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო ან სააგენტოს ანდა მისი გამცემი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ სერტიფიკატის გაუქმებისთანავე.

7. მეზღვაურის კომპეტენცია დადასტურების სერტიფიკატში მიეთითება დასადასტურებელ სერტიფიკატში მითითებულის იდენტურად.

8. დადასტურების სერტიფიკატს სააგენტო გასცემს მხოლოდ იმ პირზე, რომელიც შეესაბამება ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

9. მეზღვაური, რომელიც აღიარებისთვის წარმოადგენს სერტიფიკატს, გაცემულს მართვის დონისთვის კონვენციის II/2, III/2 ან III/3 რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და STCW-ის კოდექსის შესაბამისად, ვალდებულია იცოდეს საქართველოს საზღვაო კანონმდებლობა თავის ფუნქციებთან დაკავშირებით. ამგვარი ცოდნის შესახებ მოთხოვნებს სხვადასხვა რანგის მეზღვაურთათვის განსაზღვრავს და აქვეყნებს სააგენტო.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 10. სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარება

1. მეზღვაურს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, უფლება აქვს, იმსახუროს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, თუ მისი კომპეტენციის სერტიფიკატი აღიარებულია სააგენტოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად.

2. სააგენტოს უფლება აქვს, აღიაროს სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ ამ სახელმწიფოსთან საქართველოს დადებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება.

3. კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარება იზღუდება იმ უფლებამოსილებებით, ფუნქციებითა და კომპეტენციის ფარგლებით, რომლებიც მითითებულია სერტიფიკატში. აღიარებულ კომპეტენციის სერტიფიკატს უნდა ახლდეს აღიარების დამადასტურებელი საბუთი.

4. სააგენტოს უფლება აქვს, აღიაროს კონვენციის წევრის მიერ ან მისი უფლებამოსილებით გაცემული გემის კაპიტნის/ოფიცრის სერტიფიკატი, თუ:

ა) შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ყველა საჭირო ზომის მიღებით, რაც შესაძლებელია მოიცავდეს აღჭურვილობათა და პროცედურათა ინსპექტირებას, დაადასტურებს, რომ კომპეტენციის სერტიფიკატისა და მისი დამადასტურებელი საბუთის გაცემისა და ჟურნალების წარმოების სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები სრულადაა დაცული;

ბ) შესაბამის სახელმწიფოსთან შეთანხმებულია, რომ კონვენციის შესაბამისად მას დაუყოვნებლივ ეცნობება სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ;

გ) შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაადასტურებს, რომ კომპეტენციისა და სერტიფიცირების სტანდარტების, აგრეთვე ხარისხის სტანდარტების თაობაზე კონვენციით განსაზღვრული მოთხოვნები ამ წევრის მიერ სრულად არის დაცული.

5. კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარება არ მოხდება, თუ მისი გამცემი სახელმწიფო არ არის კონვენციის წევრი, ან თუ საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტი დაადგენს, რომ ამ სახელმწიფოში არ სრულდება კონვენციით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.

6. ამ კანონის მე-9 მუხლის დებულებათა მიუხედავად, სააგენტოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულების შესაბამისად, დართოს მეზღვაურს, გარდა რადიოწესებით განსაზღვრული რადიოკავშირის ოფიცრისა ან რადიოკავშირის ოპერატორისა, საქართველოს დროშით მცურავ გემზე 3 თვემდე ვადით მუშაობის უფლება, თუ მეზღვაურს აქვს შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია კონვენციის წევრის მიერ, მაგრამ ჯერ არ არის სააგენტოს მიერ დადასტურებული. ამ შემთხვევაში სააგენტო გასცემს განაცხადის მიღების სერტიფიკატს (CRA) არა უმეტეს 3 თვის ვადით.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 11. კომპეტენციის შესაბამისობის შეფასება და სერტიფიკატის აღიარების გაუქმება

1. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის აღიარების პროცესში შესაბამისი სახელმწიფოს საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების შეფასება ხორციელდება კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

2. ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების მიუხედავად, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ სერტიფიკატის გამცემი აღიარებული სახელმწიფოს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა აღარ შეესაბამება კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს IMO-ს დასაბუთებულ მიზეზებთან ერთად.

3. სააგენტო სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარების გაუქმების საკითხის განხილვის დაწყებისთანავე აცნობებს ამის შესახებ IMO-ს დასაბუთებულ მიზეზებთან ერთად.

4. ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად გაცემული დადასტურების სერტიფიკატი ძალაში რჩება შესაბამისი სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. ამგვარი დადასტურების სერტიფიკატის მფლობელ მეზღვაურს არა აქვს უფლება, მოითხოვოს უფრო მაღალი კომპეტენციის დადასტურების სერტიფიკატი, თუ რანგის მომატება არ ეფუძნება დამატებით ნაოსნობის სტაჟს.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 13. სერტიფიკატის განახლება

1. გემზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად კაპიტანი, ოფიცერი ან რადიოოპერატორი, რომელსაც აქვს სერტიფიკატი, გაცემული ან აღიარებული კონვენციის ნებისმიერი თავის შესაბამისად, გარდა STCW-ის კოდექსის VI თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და რომელიც მსახურობს ზღვაზე ან აპირებს ზღვაში დაბრუნებას ნაპირზე ყოფნის შემდეგ, ვალდებულია განაახლოს სერტიფიკატი 5 წელიწადში ერთხელ, მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ:

ა) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება ამ კანონით განსაზღვრულ ჯანმრთელობის სტანდარტებს;

ბ) მას აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის საფუძველზე დადგენილი განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა იმ ფუნქციების შესასრულებლად, რომლებიც შეესაბამება სერტიფიკატით გათვალისწინებულ ფუნქციებს, და სტაჟი მოიცავს სულ მცირე 12-თვიან პერიოდს წინა 5 წლის განმავლობაში ან უწყვეტ 3-თვიან პერიოდს წინა 6 თვის განმავლობაში, სერტიფიკატის განახლებამდე, ან შესრულებული აქვს ფუნქციები, რომლებიც ამ პუნქტით განსაზღვრული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ეკვივალენტურია, ან აბარებს სათანადო გამოცდას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ან წარმატებით ამთავრებს სათანადო საწვრთნელ კურსს (კურსებს), ან საზღვაო სამსახურის დასრულების შემდეგ ასრულებდა სერტიფიკატით გათვალისწინებულ ფუნქციებზე უფრო მაღალი ან უფრო დაბალი რანგის ფუნქციას არანაკლებ 3-თვიან პერიოდში და სერტიფიკატი ძალაშია იმ რანგის მიღებამდე, რომლისთვისაც იგი გადის წვრთნას.

2. გემზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად კაპიტანმა, ოფიცერმა ან რადიოოპერატორმა წარმატებით უნდა გაიაროს საერთაშორისოდ აღიარებული სათანადო წვრთნა.

3. ტანკერზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად კაპიტანი, უფროსი მექანიკოსი და ოფიცერთა შემადგენლობაში შემავალი სხვა პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ამასთანავე, მათ მოეთხოვებათ, არაუმეტეს 5-წლიანი ინტერვალით, სათანადო ტიპის ტანკერისათვის შენარჩუნებული ჰქონდეთ განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა, რომელიც დგინდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

4. კაპიტნის, ოფიცრისა და რადიოოპერატორის ცოდნის გასაღრმავებლად სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ზღვაზე უსაფრთხოების, უშიშროებისა და ზღვის გარემოს დაბინძურებისაგან დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო რეგულაციებში განხორციელებული ცვლილებები ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს დროშით მცურავ გემზე.

5. კომპეტენციის სერტიფიკატის განსაახლებლად პირს უნდა ჰქონდეს მოქმედი სერტიფიკატები ან სათანადო წვრთნის გავლის დოკუმენტური დასაბუთება, რომლებიც/რომელიც მოქმედებს არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

6. ამ მუხლში აღნიშნული სათანადო წვრთნა მოიცავს:

ა) კაპიტნისა და საგემბანე განყოფილების ეკიპაჟის წევრის შემთხვევაში − STCW-ის კოდექსის II თავით გათვალისწინებულ წვრთნებს;

ბ) სამანქანე განყოფილების ეკიპაჟის წევრის შემთხვევაში − STCW-ის კოდექსის III თავით გათვალისწინებულ წვრთნებს;

გ) რადიოოპერატორის შემთხვევაში − STCW-ის კოდექსის IV თავით გათვალისწინებულ წვრთნებს;

დ) ტანკერის ეკიპაჟის წევრის შემთხვევაში – STCW-ის კოდექსის V თავით გათვალისწინებულ წვრთნებს.

7. ამ კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრულ ტანკერზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად ოფიცერი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისა, ვალდებულია წარმოადგინოს ერთ-ერთი შემდეგი საბუთი:

ა) შესაბამის ტანკერზე ბოლო 5 წლის განმავლობაში სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) შესაბამისი აღიარებული საწვრთნელი კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი.

8. ამ მუხლის მიზნებისათვის „შესაბამისი ტანკერი“ და STCW-ის კოდექსის A-I/11 ნაწილის 3.2 პუნქტით გათვალისწინებული „შესაბამისი აღიარებული საწვრთნელი კურსი“ გულისხმობს, რომ ტანკერი და საწვრთნელი კურსი შეესაბამება ტანკერის იმ ტიპს, რომელზე მუშაობის უფლებაც აქვს ოფიცერს თავისი სერტიფიკატით.

9. STCW-ის კოდექსის VI თავის შესაბამისად, კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელი ყველა მეზღვაური ვალდებულია 5 წელიწადში ერთხელ წარმოადგინოს სააგენტოს მიერ აღიარებულ საწვრთნელ ცენტრში შესაბამისი წვრთნის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნილი კომპეტენციის სტანდარტის დასადასტურებლად.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6178 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 14. საფასური

1. სააგენტოს მიერ სერტიფიკატების გაცემასთან, აღიარებასთან ან დადასტურებასთან დაკავშირებული მომსახურება ექვემდებარება საფასურის გადახდას.

2. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობასა და გადახდის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მისაღებად მეზღვაურის პირველ გამოცდაზე დაშვება უფასოა. ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ყველა მომდევნო გამოცდა ფასიანია და ანგარიშსწორების წესს განსაზღვრავს სააგენტო.

 

თავი III. მეზღვაურთა სერტიფიცირება

    მუხლი 15. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწის სერტიფიკატი

1. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც საწვრთნელი პროგრამის ნაწილი, რომელიც მოიცავს დამტკიცებულ საზღვაო პრაქტიკას, შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/1 ნაწილის მოთხოვნებს და დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, ან არსებობს სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მას აქვს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

გ) იგი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნაოსნობის სტაჟის მიღების დროს ასრულებდა სავახტო მოვალეობებს კაპიტნის ან კვალიფიციური ოფიცრის ზედამხედველობით არანაკლებ 6-თვიან პერიოდში;

დ) იგი აკმაყოფილებს კონვენციის IV თავის მოთხოვნებს სათანადო რადიოვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რადიოწესების შესაბამისად;

ე) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/1 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს;

ვ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 16. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნისა და კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატები

1. 500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. პირს უფლება აქვს, მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მისაღებად იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აქვს სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

ბ) კაპიტნის სერტიფიკატის მისაღებად იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აქვს სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. ეს პერიოდი შესაძლოა შემცირდეს არანაკლებ 24 თვემდე, თუ სტაჟიდან არანაკლებ 12 თვის განმავლობაში პირს ნამსახურები აქვს კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში;

გ) მას გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება 500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნისათვის, კაპიტნის უფროსი თანაშემწისათვის STCW-ის კოდექსის A-II/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

2. 3000 ტონა ან 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. პირს უფლება აქვს, მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და:

ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მისაღებად აქვს გემის კაპიტნის სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

ბ) კაპიტნის სერტიფიკატის მისაღებად აქვს კაპიტნის უფროს თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

გ) აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება 3000 ტონა ან 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნისათვის, კაპიტნის უფროსი თანაშემწისათვის STCW-ის კოდექსის A-II/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 17. 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისა და კაპიტნის სერტიფიკატები

1. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი.

2. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტანს უნდა ჰქონდეს 500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი.

3. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი.

4. პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მოთხოვნათა თანახმად, მიიღოს 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას გავლილი აქვს სააგენტოს მიერ აღიარებული სპეციალური წვრთნა ან აქვს საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

გ) იგი შეესაბამება კონვენციის IV თავის რეგლამენტის მოთხოვნებს, რადიოწესების თანახმად, სათანადო რადიოვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით;

დ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/3 ნაწილით 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწისათვის დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს სანაპირო ნაოსნობის განსახორციელებლად;

ე) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

5. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტანს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. პირს უფლება აქვს, მიიღოს 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 20 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი სავახტო თანაშემწის რანგში;

გ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/3 ნაწილით 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტნისათვის დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს სანაპირო ნაოსნობის განსახორციელებლად;

დ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

6. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ გემის განზომილებები და მისი ნაოსნობის პირობები ისეთია, რომ მათ მიმართ STCW-ის კოდექსის A-II/3 ნაწილით და ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გამოყენება არარაციონალური და არაპრაქტიკული იქნება, მას უფლება აქვს, გაათავისუფლოს ასეთ გემზე მომსახურე ან ასეთი კლასის გემზე მომსახურე სავახტო თანაშემწე ან კაპიტანი ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან, იმავე აკვატორიაში მცურავი ყველა გემის უსაფრთხოების გათვალისწინებით.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 18. სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიკატი

1. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სანავიგაციო ვახტის შემადგენლობაში შემავალი რიგითი, გარდა იმ რიგითისა, რომელიც გადის წვრთნას, ასევე გარდა იმ რიგითისა, რომლის მოვალეობები სანავიგაციო ვახტის გაწევის დროს არ საჭიროებს გამოცდილებას, უნდა იყოს სათანადოდ სერტიფიცირებული ამ ვალდებულების შესასრულებლად.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად, თუ:

ა) იგი არის 16 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას გავლილი აქვს წინასაზღვაო წვრთნა ან გემზე სპეციალური წვრთნა (არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი (წვრთნისა და გამოცდილების ჩათვლით);

გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/4 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, წვრთნა და გამოცდილება დაკავშირებული უნდა იყოს ვახტის გაწევის ფუნქციებთან, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულებების კაპიტნის, სავახტე თანაშემწის ან კვალიფიციური რიგითის უშუალო ზედამხედველობით შესრულებას.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

მუხლი 19. მატროსის სერტიფიკატი

1. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე მომსახურე მატროსი სათანადოდ სერტიფიცირებული უნდა იყოს.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს მატროსის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) იგი აკმაყოფილებს სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიცირების მოთხოვნებს;

გ) მას აქვს სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაცია და საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 18 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი;

დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-II/5 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. მეზღვაური აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე მას აქვს საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამავე კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 20. 3000 კვტ ან 3000კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსისა და მეორე მექანიკოსის სერტიფიკატები

1. 3000 კვტ ან 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროს მექანიკოსს და მეორე მექანიკოსს უნდა ჰქონდეთ კომპეტენციის სერტიფიკატები.

2. პირს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი აკმაყოფილებს სავახტო მექანიკოსისათვის ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და:

ა.ა) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს მეორე მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის სტაჟი;

ა.ბ) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს სავახტო მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

ბ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3.  (ამოღებულია - 14.11.2014, №2790).

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 21. 750 კვტ-დან 3000 კვტ-მდე სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსისა და მეორე მექანიკოსის სერტიფიკატები

1. 750 კვტ-დან 3000 კვტ-მდე სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროს მექანიკოსს და მეორე მექანიკოსს უნდა ჰქონდეთ კომპეტენციის სერტიფიკატები.

2. პირს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და:

ა.ა) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, მეორე მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

ა.ბ) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს მექანიკოსად ან სტაჟიორ-მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

ბ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. 3000 კვტ ან 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია დაიკავოს უფროსი მექანიკოსის თანამდებობა 3000 კვტ-ზე ნაკლები მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, თუ ეს დადასტურებულია კომპეტენციის სერტიფიკატით.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 22. 750 კვტ ან 750-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატი

1. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას გავლილი აქვს 12-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც აღიარებული საწვრთნელი პროგრამის ნაწილი, რომელიც შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/1 ნაწილის მოთხოვნებს და დაფიქსირებულია მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, ან სხვაგვარად აქვს გავლილი 36-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 30 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

გ) იგი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნაოსნობის სტაჟის მიღების დროს ასრულებდა სამანქანე განყოფილებაში ვახტზე დგომის ვალდებულებებს მთავარი მექანიკოსის ან კვალიფიციური მექანიკოსის ზედამხედველობით არანაკლებ 6-თვიან პერიოდში;

დ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 23. გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ვახტის წევრი ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილებაში განსაზღვრული ფუნქციების შემსრულებელი რიგითის სერტიფიკატი

1. რიგითი, რომელიც არის გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ვახტის წევრი ან პერიოდულად ასრულებს განსაზღვრულ ფუნქციებს უვახტო სამანქანე განყოფილებაში 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, გარდა იმ რიგითისა, რომელიც გადის წვრთნას და რომლის მოვალეობები არ საჭიროებს გამოცდილებას, უნდა იყოს სათანადოდ სერტიფიცირებული ამ ვალდებულების შესასრულებლად.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 16 წელს მიღწეული პირი;

ბ) მას გავლილი აქვს წინასაზღვაო წვრთნა ან გემზე სპეციალური წვრთნა (არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი (წვრთნისა და გამოცდილების ჩათვლით);

გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/4 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, წვრთნა და გამოცდილება დაკავშირებული უნდა იყოს სამანქანე განყოფილებაში ვახტის გაწევის ფუნქციებთან, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულებების კვალიფიციური მექანიკოსის ან კვალიფიციური რიგითის უშუალო ზედამხედველობით შესრულებას.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 24. GMDSS-ის რადიოოპერატორის სერტიფიკატი

1. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ამავე მუხლის დებულებები ვრცელდება რადიოოპერატორებზე, რომლებიც ფუნქციონირებენ GMDSS-ის სისტემით აღჭურვილ გემებზე, SOLAS-ის კონვენციის თანახმად.

2. პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს (ასრულებს) რადიოკავშირგაბმულობის ფუნქციები (ფუნქციებს) GMDSS-ის სისტემით აღჭურვილ გემზე, ან რომელსაც სურს კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღება, ვალდებულია მიიღოს GMDSS-ის რადიოოპერატორის სერტიფიკატი, რომელიც გაცემული ან აღიარებულია სააგენტოს მიერ რადიოწესების შესაბამისად.

3. SOLAS-ის კონვენციის თანახმად, პირს უფლება აქვს, მიიღოს რადიოსამონტაჟო სამუშაოების კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას აქვს შესაბამისი განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-IV/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

4. რადიოოპერატორს არ ესაჭიროება კონვენციის IV თავთან შესაბამისობა იმ გემზე, რომელსაც, SOLAS-ის კონვენციის IV თავის მიხედვით, არ მოეთხოვება GMDSS-ის დებულებებთან შესაბამისობა. მიუხედავად ამისა, ასეთი გემის რადიოოპერატორს მოეთხოვება რადიოწესებთან შესაბამისობა. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ რადიოოპერატორზე შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და სერტიფიკატის აღიარება.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 25. გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების რიგითი მოტორისტის სერტიფიკატი

1. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მომსახურე მოტორისტი სათანადოდ უნდა იყოს სერტიფიცირებული.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს მოტორისტის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) იგი აკმაყოფილებს გემის ვახტიან სამანქანე განყოფილებაში ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილებაში ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიცირების მოთხოვნებს;

გ) მას აქვს სამანქანე განყოფილებაში ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაცია და სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან აქვს სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი;

დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-III/5 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. მეზღვაური აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე მას აქვს ამავე კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 26. ელექტროტექნიკოსისა და რიგითი ელექტროტექნიკოსის სერტიფიკატები

1. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მომსახურე ელექტროტექნიკოსს უნდა ჰქონდეს სათანადო კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას გავლილი აქვს 12-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც აღიარებული საწვრთნელი პროგრამის ნაწილი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 6-თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟს (შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/6 ნაწილის მოთხოვნებს და დაფიქსირებულია მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში), ან სხვაგვარად აქვს გავლილი 36-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 30 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

გ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/6 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს;

დ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. სააგენტოს შეუძლია მიიჩნიოს, რომ მეზღვაური აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, თუ მას სათანადო უფლებამოსილების ფარგლებში აქვს გემზე მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში და იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/6 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

4. ამ მუხლის პირველ−მე-3 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების მიუხედავად, შესაძლებელია სააგენტომ პირი მიიჩნიოს სათანადოდ კომპეტენტურად კონვენციის A-III/6 ნაწილით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად.

5. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მომსახურე რიგით ელექტროტექნიკოსს უნდა ჰქონდეს სათანადო სერტიფიკატი.

6. პირს უფლება აქვს, მიიღოს რიგითი ელექტროტექნიკოსის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი (წვრთნისა და გამოცდილების ჩათვლით), ან გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი (არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს კონვენციის A-III/7 ნაწილის ცხრილის შესაბამისი კომპეტენცია და არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/7 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

7. სააგენტოს შეუძლია მიიჩნიოს, რომ მეზღვაური აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, თუ მას სათანადო უფლებამოსილების ფარგლებში აქვს გემზე მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში და იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/7 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების მიუხედავად, შესაძლებელია სააგენტომ პირი მიიჩნიოს სათანადოდ კომპეტენტურად კონვენციის A-III/7 ნაწილით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
 

თავი IV. განათლება და წვრთნა

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 27. მოთხოვნები განათლებისა და წვრთნის მიმართ

1. საქართველოს დროშით მცურავი გემის მმართველი კომპანია (გემთმფლობელი) ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გემზე დასაქმებული მეზღვაური აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გავლილი ჰქონდეს მინიმალური საგანმანათლებლო პროგრამა/ საწვრთნელი კურსი კონვენციის დებულებებისა და ამ თავით განსაზღვრული წესების შესაბამისად;

ბ) გავლილი ჰქონდეს ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამა/ საწვრთნელი კურსი და საბაზისო წვრთნა ამ კანონის 28-ე და 29-ე მუხლების შესაბამისად;

გ) შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს.

2. ეს მუხლი ვრცელდება გემის ეკიპაჟის წევრებზე SOLAS-ის კონვენციის III/10.04 რეგლამენტის თანახმად გაცემულ სერტიფიკატებზე.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 28. გაცნობითი წვრთნა

1. საზღვაო ნაოსნობის გემზე მყოფი ნებისმიერი პირი, გარდა მგზავრისა, ვალდებულია თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებამდე გაიაროს აღიარებული გაცნობითი წვრთნა STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად.

2. გემთმფლობელი ვალდებულია ყველასთვის, გარდა მგზავრისა, უზრუნველყოს აღიარებული გაცნობითი წვრთნის ჩატარება და ეს დოკუმენტურად დაადასტუროს.

    მუხლი 29. საბაზისო წვრთნა

1. გემზე ნებისმიერი საქმიანობით დაკავებული ან დასაქმებული მეზღვაური, რომლის ფუნქციებს ასევე განეკუთვნება გემის უსაფრთხოებისა და დაბინძურების თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელება, ასევე გემის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ მოვალეობათა შესრულება, ვალდებულია მათ შესრულებამდე გაიაროს აღიარებული საბაზისო წვრთნა ან ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად.

2. მეზღვაურმა საბაზისო წვრთნის გავლის ან მისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ შესაძლებელია მიიღოს ერთიანი სერტიფიკატი, რომელშიც აისახება საბაზისო წვრთნის ან ინსტრუქტაჟის ყველა კომპონენტი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად.

3. STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საბაზისო წვრთნასა და ინსტრუქტაჟში კვალიფიციური პირი ვალდებულია ყოველ 5 წელიწადში დაადასტუროს, რომ მან შეინარჩუნა STCW-ის კოდექსის A-VI/1-1 და A-VI/1-2 ცხრილების პირველ სვეტში მითითებული კომპეტენციის სტანდარტი.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 30. (ამოღებულია)

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 31. სამგზავრო გემის (გარდა RO-RO სამგზავრო ტიპის გემისა) კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის დამატებითი სავალდებულო წვრთნა და კომპეტენცია

1. ეს მუხლი ვრცელდება სამგზავრო გემის (გარდა RO-RO სამგზავრო ტიპის გემისა) კაპიტანზე, ოფიცერსა და რიგითზე, აგრეთვე გემზე დასაქმებულ სხვა პირზე, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობასა და სანაპირო ნაოსნობაში.

2. მეზღვაურს არა აქვს უფლება, შეასრულოს საგემბანე ვალდებულებები სამგზავრო გემზე, თუ მას გავლილი არ აქვს ამ მუხლის მე-4−მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წვრთნა მისი კომპეტენციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად.

3. მეზღვაურმა, რომელსაც მოეთხოვება წვრთნის გავლა ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, სულ მცირე 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს სათანადო წვრთნა ან უნდა წარმოადგინოს ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპეტენციის სათანადო სტანდარტის მიღწევის დამადასტურებელი საბუთი.

4. სამგზავრო გემის კაპიტანი, ოფიცერი და სხვა პირი, რომლებიც შედიან განგაშის განრიგში, რათა საგანგებო სიტუაციის დროს დაეხმარონ მგზავრებს გემის ბორტზე, ვალდებული არიან, გავლილი ჰქონდეთ წვრთნა ხალხის მართვაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად.

5. პირს არა აქვს უფლება, სამგზავრო გემის ბორტზე მგზავრებს მომსახურება გაუწიოს სამგზავრო განყოფილებაში, თუ მას გავლილი არ აქვს უსაფრთხოების დაცვისთვის წვრთნის კურსები STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად.

6. სამგზავრო გემის კაპიტანს, კაპიტნის თანაშემწეს, უფროს მექანიკოსსა და სხვა პირს, რომლებიც განგაშის განრიგის შესაბამისად პასუხისმგებელი არიან მგზავრთა უსაფრთხოებისთვის, გავლილი უნდა ჰქონდეთ აღიარებული წვრთნა კრიზისის მართვასა და ადამიანთა ქცევაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად.

7. სააგენტო გასცემს სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს ამ მუხლით გათვალისწინებული წვრთნების გავლას.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 32. RO-RO სამგზავრო ტიპის გემის კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის დამატებითი სავალდებულო წვრთნა და კომპეტენცია

1. RO-RO სამგზავრო ტიპის გემის კაპიტნის, ოფიცრისა და რიგითის, ასევე გემზე დასაქმებული სხვა პერსონალის კომპეტენცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის 31-ე მუხლით და ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

2. RO-RO სამგზავრო ტიპის გემის კაპიტანს, ოფიცერსა და სხვა პირს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საგანგებო სიტუაციის დროს მგზავრთა ჩასხმა-გადმოსხმაზე, ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვაზე ან უსაფრთხოებაზე, გავლილი უნდა ჰქონდეთ აღიარებული წვრთნა მგზავრთა უსაფრთხოებაში, ტვირთის უსაფრთხოებასა და გემის კორპუსის სიმტკიცეში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-4 პუნქტის თანახმად.

3. სააგენტო გასცემს სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს ამ მუხლით გათვალისწინებული წვრთნის გავლას.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 33. მეზღვაურთა მიერ ენის ცოდნის მიმართ წაყენებული მოთხოვნა

საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმებულ მეზღვაურთა მიერ ინგლისური ენის სათანადოდ ფლობა STCW-ის კოდექსის A-II/1, A-III/1, A-IV/2 და A-II/4 ნაწილებისა და ამ კანონის თანახმად, გემზე მათი კონკრეტული ფუნქციების სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

    მუხლი 34. სიმულატორების გამოყენება

1. სააგენტომ უნდა შეაფასოს STCW-ის კოდექსის A-I/12 ნაწილის შესაბამისად და STCW-ის კოდექსის A ნაწილით გათვალისწინებულ სერტიფიკატებთან დაკავშირებული სტანდარტებისა და მოთხოვნების სრული დაცვა, მათ შორის:

ა) სიმულატორზე დაფუძნებული ყველა აუცილებელი წვრთნის დროს;

ბ) კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად გათვალისწინებული ყველა წვრთნის სიმულატორის მეშვეობით შეფასება STCW-ის კოდექსის A ნაწილის შესაბამისად;

გ) სიმულატორის მეშვეობით პროფესიონალიზმის ნებისმიერი დემონსტრირება STCW-ის კოდექსის A ნაწილის შესაბამისად.

2. სააგენტოს შეუძლია მიიჩნიოს, რომ 2002 წლის 1 თებერვლამდე დამონტაჟებული და გამოყენებული სიმულატორები არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 35. კოლექტიურ სამაშველო საშუალებაზე, სამაშველო კატარღაზე და სწრაფმავალ სამაშველო კატარღაზე მუშაობისთვის მეზღვაურის კვალიფიკაციის სერტიფიკატები

1. პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს პასუხისმგებლობა კოლექტიური სამაშველო საშუალების მართვაზე, აგრეთვე პირს, რომელსაც სურს გახდეს კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწე ან მექანიკოსი, უნდა ჰქონდეთ კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის, გარდა სწრაფმავალი სამაშველო ნავისა, მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი და აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

გ) იგი აკმაყოფილებს კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატისათვის STCW-ის კოდექსის A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. პირს უფლება აქვს, მიიღოს სწრაფმავალი სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ:

ა) მას აქვს კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი;

ბ) მას გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი;

გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/2 ნაწილის მე-7−მე-10 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

4. STCW-ის კოდექსის A-VI/2 ნაწილის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კოლექტიური სამაშველო საშუალების, სამაშველო კატარღისა და სწრაფმავალი სამაშველო კატარღის მართვაში კვალიფიციური პირი ვალდებულია ყოველ 5 წელიწადში დაადასტუროს, რომ მან შეინარჩუნა STCW-ის კოდექსის A-VI/2-1 და A-VI/2-2 ცხრილების პირველ სვეტში მითითებული კომპეტენციის სტანდარტი.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 36. მეზღვაურის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი

1. მეზღვაურს, რომლის ვალდებულებაა გემზე პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფა, აგრეთვე სერტიფიკატის მაძიებელს, კერძოდ, კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწეს ან მექანიკოსს, უნდა ჰქონდეთ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი.

2. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატის მისაღებად:

ა) პირს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის კურსი;

ბ) პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული საწვრთნელი კურსი;

გ) პირი უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში წვრთნას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში წვრთნის კურსი.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 37. მეზღვაურის სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი

1. გემზე სამედიცინო მომსახურებაზე პასუხისმგებელ მეზღვაურს უნდა ჰქონდეს სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი.

2. ამ კანონის მე-16 მუხლის თანახმად კაპიტნის ან კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მიღების მსურველს უნდა ჰქონდეს სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი.

3. პირს უფლება აქვს, მიიღოს სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ:

ა) მას მიღებული აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი;

ბ) მას გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი;

გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-V1/4 ნაწილის მე-4−მე-6 პუნქტებით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს.

4. საქართველოს დროშით მცურავ გემზე სამედიცინო მომსახურებისთვის პასუხისმგებელი მეზღვაური ვალდებულია გაიაროს განახლების კურსი 5 წელიწადში ერთხელ, რომელიც სამედიცინო მომსახურებისთვის პირველადი წვრთნიდან აითვლება.

5. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს სამედიცინო მომსახურებისთვის წვრთნას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს სამედიცინო მომსახურებისთვის წვრთნის კურსი.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 38. გემის უშიშროების ოფიცრის კვალიფიკაციის სერტიფიკატის გასაცემად დაწესებული მინიმალური მოთხოვნები

1. გემის უშიშროების ოფიცრის კვალიფიკაციის სერტიფიკატის მისაღებად:

ა) პირს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან უნდა ჰქონდეს 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და მიღებული უნდა ჰქონდეს გემის ექსპლუატაციის შესახებ ცოდნა;

ბ) პირი უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V1/5 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს სათანადო კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემა ამ მუხლის დებულებათა თანახმად კომპეტენტურ პირზე.

    მუხლი 39. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული წვრთნა და სერტიფიცირება

1. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციათა კონტროლზე პასუხისმგებელ მეზღვაურს უნდა ჰქონდეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციათა ორგანიზებას, ტაქტიკას და სიტუაციის მართვას STCW-ის კოდექსის A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტების თანახმად და განსაზღვრულ კომპეტენციის სტანდარტთან შესაბამისობას.

2. მეზღვაურს უფლება აქვს, მიიღოს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატი, თუ:

ა) მას გავლილი აქვს საბაზისო წვრთნა;

ბ) (ამოღებულია - 14.11.2014, №2790) ;

გ) მას გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი;

დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-VI/3 ნაწილით განსაზღვრულ წვრთნისა და შეფასების მოთხოვნებს.

3. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებულ წვრთნას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 40. ნავთობმზიდ და ქიმმზიდ ტანკერებზე კაპიტნების, ოფიცრებისა და რიგითების წვრთნისა და კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნები

1. ნავთობმზიდ და ქიმმზიდ ტანკერებზე ტვირთთან ან სატვირთო აღჭურვილობასთან დაკავშირებით სპეციფიკური ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების მიზნით ოფიცრებსა და რიგითებს უნდა ჰქონდეთ ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატები.

2. ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის აღიარებული კურსი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის შესაბამისად, ასევე უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდ ან ქიმმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს, ან გავლილი უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების აღიარებული გაცნობითი წვრთნა და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. ნავთობმზიდ ტანკერზე ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის, ტრანზიტისთვის, ზედამხედველობისთვის, ტანკერის რეცხვისა და ტვირთთან დაკავშირებული სხვა ოპერაციებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, მეორე მექანიკოსს და სხვა პირს უნდა ჰქონდეთ ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი.

4. ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს.

5. პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნის სერტიფიცირებისთვის ასევე:

ა) უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდ ტანკერზე სულ მცირე 1-თვიანი აღიარებული შტატგარეშე ნაოსნობის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს კაპიტნის ან გამოცდილი ოფიცრის ზედამხედველობით განხორციელებულ სულ მცირე 3 დატვირთვისა და 3 გადმოტვირთვის ოპერაციებს, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერებით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, კონვენციის B-V/1 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით;

ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული გაცნობითი კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

6. ქიმმზიდ ტანკერზე ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის, ტრანზიტისთვის, ზედამხედველობისთვის, ტანკერის რეცხვისა და ტვირთთან დაკავშირებული სხვა ოპერაციებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, მეორე მექანიკოსს და სხვა პირს უნდა ჰქონდეთ ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი.

7. ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს.

8. პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირებისთვის ასევე:

ა) უნდა ჰქონდეს ქიმმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი უნდა ჰქონდეს ქიმმზიდ ტანკერზე სულ მცირე 1-თვიანი აღიარებული შტატგარეშე ნაოსნობის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს სულ მცირე 3 დატვირთვისა და 3 გადმოტვირთვის ოპერაციებს, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერებით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, კონვენციის B-V/1 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით;

ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული სპეციალიზებული საწვრთნელი კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის მე-3 პუნქტით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს.

9. სააგენტო ვალდებულია გასცეს სერტიფიკატი იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2, მე-4 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან უზრუნველყოს მისი არსებული კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის სათანადო დადასტურება.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 41. თხევად აირმზიდ ტანკერზე კაპიტნის, ოფიცრებისა და რიგითების წვრთნისა და კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნები

1. თხევად აირმზიდ ტანკერზე ტვირთთან ან სატვირთო აღჭურვილობასთან დაკავშირებით სპეციფიკური ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების მიზნით ოფიცრებსა და რიგითებს უნდა ჰქონდეთ თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატები.

2. თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის აღიარებული კურსი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის შესაბამისად, ასევე უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს, ან გავლილი უნდა ჰქონდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული გაცნობითი წვრთნა და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. თხევად აირმზიდ ტანკერზე ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის, ტრანზიტისთვის, ზედამხედველობისთვის, ტანკერის რეცხვისა და ტვირთთან დაკავშირებული სხვა ოპერაციებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, მეორე მექანიკოსს და სხვა პირს უნდა ჰქონდეთ თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი.

4. თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს.

5. პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნის სერტიფიცირებისთვის ასევე:

ა) უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე სულ მცირე 1-თვიანი აღიარებული შტატგარეშე ნაოსნობის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს კაპიტნის ან გამოცდილი ოფიცრის ზედამხედველობით განხორციელებულ სულ მცირე 3 დატვირთვისა და 3 გადმოტვირთვის ოპერაციებს, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერებით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, კონვენციის B-V/1 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით;

ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული გაცნობითი საწვრთნელი კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

6. სააგენტო ვალდებულია გასცეს სერტიფიკატი იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან უზრუნველყოს მისი არსებული კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის სათანადო დადასტურება.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 42. მეზღვაურისათვის დადგენილი, უშიშროებასთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მინიმალური მოთხოვნები

1. მეზღვაურმა უნდა გაიაროს გემის უშიშროებასთან დაკავშირებული გაცნობითი კურსი და უშიშროების უნარ-ჩვევების საწვრთნელი კურსი ან მას უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტების თანახმად. იგი ასევე ვალდებულია შეესაბამებოდეს ამ ნაწილით გათვალისწინებულ კომპეტენციის სტანდარტებს.

2. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წვრთნის ან ინსტრუქტაჟის შესაბამის კვალიფიკაციას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს გემის უშიშროებასთან დაკავშირებული გაცნობითი კურსი და უშიშროების უნარ-ჩვევების საწვრთნელი კურსი ან ჩატარებული აქვს ინსტრუქტაჟი.

3. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ უშიშროებასთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები იმ მეზღვაურისთვის, რომელმაც გაიარა შესაბამისი წვრთნა ამ კანონის ამოქმედებამდე, შეუდაროს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვროს ამ მეზღვაურის კომპეტენციის განახლების საჭიროება.

4. მეზღვაური, რომელსაც დაკისრებული აქვს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების შესრულება, უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-6−მე-8 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

5. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ მოიცავს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების კურსის შესაბამის კვალიფიკაციას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების კურსი.

6. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ უშიშროების განსაკუთრებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები იმ მეზღვაურისთვის, რომელმაც მიიღო კომპეტენცია ამ კანონის ამოქმედებამდე, შეუდაროს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-8 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვროს ამ მეზღვაურის კვალიფიკაციის განახლების საჭიროება.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 43. სააგენტოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები

სააგენტოს ნორმატიული აქტით განისაზღვრება მის მიერ აღიარებული სერტიფიკატები, რომლებითაც დასტურდება, რომ მეზღვაურის წვრთნა შეესაბამება ამ კანონით, კონვენციით, STCW-ის კოდექსითა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
 

თავი V. მეზღვაურთა საგანმანათლებლო და საწვრთნელი დაწესებულებები და მათი მონიტორინგი

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 44. მეზღვაურთა განათლება, წვრთნა და შეფასება

1. მეზღვაურთა განათლებასა და წვრთნას ახორციელებენ საამისოდ უფლებამოსილი საგანმანათლებლო და საწვრთნელი დაწესებულებები.

2. მეზღვაურთა განათლებისა და წვრთნის განმახორციელებელი საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და კონვენციის მოთხოვნებს.

3. მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და შეფასების სისტემის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კანონის ამ თავის, და STCW-ის კოდექსის A-I/6 ნაწილის დებულებათა შესაბამისად.

4. მეზღვაურთა როგორც გემზე, ისე ნაპირზე წვრთნისა და კომპეტენციის დონეების შეფასების მიზნით შესაბამის ინსტრუქტორებს, ზედამხედველებსა და შემფასებლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო კვალიფიკაცია ამ კანონის ან/და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელმა დაწესებულებებმა, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელი მეზღვაურებისთვის ან/და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება/საწვრთნელი კურსების ჩატარება და საწვრთნელი პროგრამების განხორციელება უნდა უზრუნველყონ ინგლისურ ენაზე.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 45. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები

1. მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

2. სააგენტო უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით თანამშრომლობს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, შესაბამის ავტორიზაციის საბჭოში და აკრედიტაციის საბჭოში მონაწილეობის გზით.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სტრუქტურისაგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობები, აგრეთვე რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესი.

4. მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებას ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სააგენტო.

5. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებისა და მის მიერ ჩატარებული საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარებისათვის შესაბამისმა დაწესებულებამ სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) საზღვაო-საწვრთნელ კურსზე პირთა დაშვების მინიმალურ მოთხოვნებს;

ბ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის გეგმას და კურსის ხანგრძლივობას;

გ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის ჩატარების დროს გამოყენებული შენობა-ნაგებობების, ხელსაწყოების და სხვა აღჭურვილობის აღწერას;

დ) ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის სათანადო კომპეტენციას;

ე) საზღვაო-საწვრთნელ კურსზე დასაშვებ პირთა მაქსიმალურ რაოდენობას; კურსის მსმენელთა და ინსტრუქტორთა/შემფასებელთა თანაფარდობას; საჭირო მოწყობილობების თანაფარდობას მსმენელთა რაოდენობასთან;

ვ) საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი პროცესის მონიტორინგთან, შეფასების კომპეტენტურობასთან და მეზღვაურთა სერტიფიცირებასთან მიმართებით მოქმედი ხარისხის სტანდარტის დეტალურ აღწერას;

ზ) გამოცდის ჩატარების პროცედურას, ტიპსა და მიზანს;

თ) შეფასების ჩატარების პროცედურას, ტიპსა და მიზანს;

ი) კურსდამთავრებულთა კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტს;

კ) კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას.

6. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე განახორციელოს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება, რომელიც მოქმედებს 5 წლის განმავლობაში.

7. ამ კანონის შესაბამისად, საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდულ მონიტორინგს ახორციელებენ ის პირები, რომლებიც არ არიან ჩართული შესაბამის საქმიანობაში.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6178– ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 46. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი

1. სააგენტო ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების და მათი საგანმანათლებლო პროგრამებისა და საწვრთნელი კურსების პერიოდულ მონიტორინგს ამ კანონით, კონვენციითა და STCW-ის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დასადგენად. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგს სააგენტო ახორციელებს წელიწადში არანაკლებ ერთხელ.

2. მონიტორინგის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია უშუალოდ ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანიზაციების მეშვეობით შეამოწმოს საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების შენობა-ნაგებობები, დანადგარები, მოწყობილობები, ხელსაწყოები და სხვა აღჭურვილობა, ასევე შეაფასოს საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მიერ განხორციელებული ცოდნის, უნარებისა და კვალიფიკაციის გამოყენებისა და შეფასების ღონისძიებანი ამ კანონის დებულებებთან შესაბამისობის დასადგენად.

3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მონიტორინგის პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო წერილობით აცნობებს შესაბამის დაწესებულებას გამოვლენილი ხარვეზის თაობაზე და მოსთხოვს გონივრულ ვადაში მის გამოსწორებას. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას შეუჩეროს აღიარება. ხელახალი აღიარების მიღება შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზის სრულად გამოსწორების შემთხვევაში შეუძლია.

4. მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგის პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო წერილობით მიმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორების უზრუნველყოფის ან/და შესაბამისი დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით.

5. მონიტორინგის პროცესში სააგენტოს მიერ გაყალბების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ აცნობებს ამის თაობაზე შესაბამის სამართალდამცველ ორგანოს.

6. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ სააგენტოს მხარდაჭერა მის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას, მათ შორის, მონიტორინგისათვის აუცილებელი ყველა წერილობითი დოკუმენტისა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

7. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის განხორციელების წესს განსაზღვრავს სააგენტო დირექტორის ბრძანებით.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 47. სააგენტოს ანგარიშგება

სააგენტო კომპეტენტურ ორგანოსთან თანამშრომლობით, არაუმეტეს 5-წლიანი ინტერვალით IMO-ს წარუდგენს ანგარიშს საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების შეფასების პროცესის კონვენციის I/8 რეგლამენტის მე-3 პუნქტის დებულებებთან შესაბამისობის თაობაზე.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 48. მოთხოვნები საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმართ

1. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება სააგენტოს აწვდის თითოეულ საზღვაო-საწვრთნელ კურსზე ჩარიცხულ მსმენელთა სიას არაუგვიანეს კურსის დაწყების პირველი დღისა.

2. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ყოველი საზღვაო-საწვრთნელი კურსის დასრულებისთანავე წარუდგენს სააგენტოს წარმატებულ კანდიდატთა სიას, მათი სათანადო ქულების მითითებით.

3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება უზრუნველყოფს, რომ:

ა) მეზღვაურთა სწავლება და შეფასება განხორციელდეს წერილობითი პროგრამების შესაბამისად, რომლებიც შეიცავს კომპეტენციის სტანდარტების მისაღწევ მეთოდებს (აუდიო-, მედიაუზრუნველყოფის პროცედურებსა და საკურსო მასალებს);

ბ) მეზღვაურთა სწავლება და შეფასება განახორციელონ, გააკონტროლონ და შეაფასონ ამ კანონის 481 მუხლის შესაბამისად კვალიფიციურმა პირებმა;

გ) ინსტრუქტორი, ზედამხედველი და შემფასებელი, რომლებიც ახორციელებენ მეზღვაურთა სწავლებასა და შეფასებას, იყვნენ სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირები, რომლებსაც შეუძლიათ მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის განსაზღვრული ტიპებისა და დონეების ან კომპეტენციის შეფასება როგორც გემზე, ისე ნაპირზე, ამ კანონის დებულებათა შესაბამისად.

4. პირები, რომლებიც ახორციელებენ მეზღვაურთა წვრთნასა და შეფასებას გემზე, ვალდებული არიან, ეს გააკეთონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი წვრთნა და შეფასება უარყოფით გავლენას არ მოახდენს გემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე და თუ მათ შეუძლიათ სათანადო დრო და ყურადღება დაუთმონ ამ წვრთნასა და შეფასებას.

5. პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის თანახმად სერტიფიცირებისთვის საჭირო მეზღვაურის პრაქტიკულ სწავლებას გემზე ან ნაპირზე, ვალდებულია:

ა) ჰქონდეს საზღვაო-საწვრთნელი პროგრამის განხორციელების აღიარება და სრულად ჰქონდეს გააზრებული განსაკუთრებული ტიპის წვრთნის სპეციფიკური ხასიათი;

ბ) ჰქონდეს იმ ამოცანის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, რომლისთვისაც ტარდება წვრთნა;

გ) წვრთნის სიმულატორის გამოყენებით ჩატარებისას ჰქონდეს სათანადო გამოცდილება სიმულატორის გამოყენებით წვრთნის ჩატარების ტექნიკაში და კონკრეტული ტიპის სიმულატორის ექსპლუატაციის პრაქტიკული გამოცდილება.

6. პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის თანახმად სერტიფიცირებისთვის საჭირო მეზღვაურის კვალიფიკაციის პრაქტიკულ შეფასებას გემზე ან ნაპირზე, ვალდებულია:

ა) ჰქონდეს სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია შეფასების განსახორციელებლად;

ბ) იყოს კვალიფიციური იმ საკითხებში, რომლებსაც აფასებს;

გ) მიღებული ჰქონდეს სათანადო მითითებები და ინსტრუქციები შეფასების მეთოდებსა და პრაქტიკაში;

დ) ჰქონდეს შეფასების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება.

7. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ვალდებული არიან, თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსონ საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამები და საწვრთნელი პროგრამები და კურსები, ასევე პერიოდულად განაახლონ ისინი შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.   

    მუხლი 481. მინიმალური მოთხოვნები საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მიმართ 

1. ინსტრუქტორი, ზედამხედველი, შემფასებელი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა, ვალდებულია:

ა) ჰქონდეს შესაბამის საწვრთნელ კურსთან დაკავშირებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;

ბ) ჰქონდეს 3-წლიანი სწავლების გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში ან გავლილი ჰქონდეს ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მომზადების კურსი;

გ) გავლილი ჰქონდეს სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის მომზადების კურსი და ჰქონდეს კონკრეტული ტიპის სიმულატორის პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება, თუ საწვრთნელი კურსი დაფუძნებულია სიმულატორზე.

2. შემფასებელს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა:

ა) გავლილი უნდა ჰქონდეს მეზღვაურთა შეფასების მეთოდიკასთან დაკავშირებული მომზადება;

ბ) სიმულატორის მეშვეობით შეფასებისას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
 

თავი VI. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი

    მუხლი 49. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება

1. მეზღვაური უფლებამოსილია გემზე განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის ამ კანონითა და STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა აისახება შესაბამის სამედიცინო მოწმობაში, რომელსაც ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს მხოლოდ სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება. შერჩეული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემა გაყალბებისაგან დამცავი ნიშნის მქონე ბლანკზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

3. სააგენტო სამედიცინო დაწესებულებებს შე რჩევ მათ მიერ შერჩევის პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. შერჩევის პირობე ბს დგ ენს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობისა და STCW-ის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულება უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია და სათანადო პირობები მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისათვის STCW-ის კოდექსი თ განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად.

5. მეზღვაური ვალდებულია ნაოსნობის დაწყებამდე ჰქონდეს ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული სამედიცინო მოწმობა.

6. მეზღვაურ ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და სათანადო მონაცემები ინახება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში 30 წლის განმავლობაში.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 50. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა

1. ამ კანონის მიზნებისათვის მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონვენციის შესაბამისად. STCW-ის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ცალკეული კატეგორიების მეზღვაურებისათვის შეიძლება განისაზღვროს სამედიცინო მოწმობის მოქმედების განსხვავებული ვადები.

2. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია, თუ STCW-ის კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში მეზღვაურმა უნდა აიღოს ახალი სამედიცინო მოწმობა.

3. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გარეშე ან ისეთი სამედიცინო მოწმობით მუშაობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის მოქმედების ვადა გასულია, სააგენტო უფლებამოსილია კომპანიის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 51. სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის მონიტორინგი

1. სააგენტო წელიწადში არანაკლებ ერთხელ ახორციელებს შერჩეული სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის მონიტორინგს შერჩევის პროცესში წარდგენილი პირობების დაცვის მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით.

2. მონიტორინგის პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია აცნობოს სამედიცინო დაწესებულებას გამოვლენილი ხარვეზის თაობაზე და მოსთხოვოს გონივრულ ვადაში მისი გამოსწორება.

3. მონიტორინგის პროცესში სააგენტო ს მიერ გაყალბების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში იგი ამის თაობაზე აცნობებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.

4. სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს შერჩევის პირობების პერიოდული მონიტორინგის განხორციელებ ში და მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

5. სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების პერიოდული მონიტორინგის განხორციელების წესს განსაზღვრავს სააგენტო დირექტორის ბრძანებით.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 52. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის გაუქმება და ანგარიშგება

1. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას ჩამოერთმევა მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემის უფლებამოსილება:

ა) თუ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მასზე გაცემული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია შეჩერებულია ან გაუქმებულია;

ბ) თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ან დროშის სახელმწიფო კონტროლის ან/და მენეჯერთა ანგარიშები ამტკიცებს, რომ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა არაზუსტია ან/და მასში შეტანილი მონაცემები გაყალბებულია;

გ) მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში.

2. სააგენტო კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოსთან თანამშრომლობით , არა უმეტეს 5- წლიანი ინტერვალით IMO-ს წარუდგენს ანგარიშს სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობისა და მათი შეფასების პროცესის კონვენციის I/8 რეგლამენტის მე-3 პუნქტის დებულებებთან შესაბამისობის საკითხზე .

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

 

თავი VIIგემთმფლობელის ვალდებულებანი

    მუხლი 53. გემთმფლობელის ვალდებულებანი

1. STCW-ის კოდექსის A–I/14 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი ან მმართველი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ასეთ გემზე დასაქმებული ეკიპაჟის ყველა წევრი შეესაბამებოდეს ამ კანონის მოთხოვნებს. სააგენტოს შეუძლია მოსთხოვოს საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელ ან მმართველ კომპანიას, უზრუნველყოს:

ა) მის გემზე დასაქმებული თითოეული მეზღვაურის მიერ ამ კანონითა და სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით გაცემული სათანადო სერტიფიკატის ფლობა;

ბ) ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება ამ კანონის დებულებებით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) მის გემზე დასაქმებულ ყველა მეზღვაურთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და მონაცემების მოწესრიგება და ხელმისაწვდომობა, იმ დოკუმენტებისა და მონაცემების ჩათვლით, რომლებიც შეეხება მეზღვაურის გამოცდილებას, წვრთნას, ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაკისრებულ მოვალეობებთან მისი კომპეტენციის შესაბამისობას;

დ) მის გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურის მიერ თავიანთი უშუალო მოვალეობებისა და გემზე არსებული იმ მექანიზმების, დანადგარების, ხელსაწყოების, პროცედურებისა და გემის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა, რომლებიც დაკავშირებულია ყოველდღიური საქმიანობის დროს და ავარიულ სიტუაციაში მათ მიერ შესასრულებელ მოვალეობებთან;

ე) მისი გემის პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი მოქმედებების ეფექტიანი კოორდინირება ავარიული სიტუაციის და იმ ფუნქციათა შესრულების დროს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას ან შეზღუდვას;

ვ) მის გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურის მიერ კონვენციის შესაბამისად მოთხოვნილი გადამზადებისა და საწვრთნელი კურსების გავლა;

ზ) მის გემზე ეფექტიანი ვერბალური კომუნიკაციის მუდმივად არსებობის შესაძლებლობა SOLAS-ის კონვენციის შესწორებული რედაქციის V თავის მე-14 რეგლამენტის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

2. კომპანიამ გემის კაპიტანი, რომელსაც ეხება ეს კანონი, უნდა უზრუნველყოს წერილობითი ინსტრუქციით, რომლითაც განსაზღვრულია ის მეთოდები და პროცედურები, რომელთა დაცვაც აუცილებელია, რათა გემბანზე ახლად დასაქმებულ ყოველ მეზღვაურს თავის მოვალეობათა შესრულებამდე მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნოს გემის აღჭურვილობა-დანადგარებს, მართვის პროცედურებს და მეზღვაურთა მიერ განსახორციელებელ სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია მისი მოვალეობების სათანადოდ შესრულებისათვის. ამგვარი მეთოდები და პროცედურები უნდა მოიცავდეს:

ა) გონივრული პერიოდის განსაზღვრას, რომლის განმავლობაშიც ყოველ ახლად დასაქმებულ მეზღვაურს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, გაეცნოს:

ა.ა) მეზღვაურის მიერ გამოსაყენებელ სპეციალურ აღჭურვილობას;

ა.ბ) გემის სპეციფი ურ ვახტის გაწევას, უსაფრთხოებას, გარემოს დაცვას, განსაკუთრებული სიტუაციის დროს გამოსაყენებელ პროცედურებს და სხვა ღონისძიებებს, რ ომლებიც მეზღვაურმა უნდა იცოდეს დაკისრებულ მოვალეობების ჯეროვნად შეს რულებისთვის ;

ბ) მითითებას ეკიპაჟის მცოდნე წევრზე, რომელიც პასუხისმგებელი და უზრუნველყოფს, რომ ყოველ მა ახლად დასაქმებულ მა მეზღვაურ მა მიიღოს არსებითი ინფორმაცი მისთვის გასაგებ ენაზე.

3. კომპანი მ უნდა უზრუნველყო , რომ RO-RO სამგზავრო ტიპის გემზე დასაქმებულ კაპიტ ნს, ოფიცერს და სხვა პირს, რომლებსაც სპეციფი ური ვალდებულებები აქვთ , გავლილი ჰქონდეთ ზოგადი გაცნობის წვრთნა იმ უნარების შესაძენად, რ ომლები ც საჭიროა მათთვის დაკისრებული მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების ჯეროვნ ად შესრულებისთვის, STCW-ის კოდექსის B-I/14 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით.

4. კომპანიამ გემზე უნდა უზრუნველყოს განგაშის განრიგის, SOPEP -ის (ნავთობით დაბინძურების საწინააღმდეგო გეგმა), ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს, ISM -ის კოდექსისა და SMC -ის (უსაფრთხო მართვის სერტიფიკატი) პროცედურების ხელმისაწვდომობა ქართულ და ინგლისურ ენებზე, სააგენტოს და ორგანიზაციის სხვა პუბლიკაციებთან ერთად, იმ ადმინისტრაც ული ინსტრუქციების ჩათვლით, რომლები გავლენას ახდენს გემის უსაფრთხო ექსპლუატაცია სა და ზღვ ის გარემოს დაცვაზე.

5. სააგენტო ვალდებულია კაპიტნის, ოფიცრის და რადიოოპერატორის ცოდნის განახლების მიზნით უზრუნველყოს უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაცვის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებ ათა ტექსტ ებ ხელმისაწვდომ ობა საქართველოს დროშით მცურავ ყველა გემზე.

6. თუ კომპანია ვერ შეასრულებს ამ კანონი თ გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ამ კომპანიისთვის ISM -ის კოდექ ის შესაბამისად გაცემული შესაბამისობის დოკუმენტი (DOC) ხარვეზის საბოლოოდ გამოსწორებამდე .

7. კაპიტანი და ეკიპაჟის წევრი ვალდებული რიან შეასრულონ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოვალე ობები.

    მუხლი 54. ვალდებულებანი გემზე კომუნიკაციისათვის

1. კომპანიამ და საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყონ:

ა) ამ პუნქტის და ქვეპუნქტების გათვალისწინებით, გემზე ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვერბალური კომუნიკაციის განხორციელების საშუალებ ის არსებობა გემის ეკიპაჟის წევრებ ს უსაფრთხოების ათვის , განსაკუთრებით გზავნილებისა და ინსტრუქციების დროულ ად მიღებისა და სწორ ად აღქმის თვის;

ბ) ნავთობმზიდ, ქიმმზიდ და თხევად აირმზიდ ტანკერებზე კაპიტნებს, ოფიცრებს და რიგითებს შორის ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის შესაძლებლობა;

გ) გემსა და ნაპირზე განლაგებულ უწყებებს შორის სათანადო კავშირის არსებობის შესაძლებლობა, SOLAS-ის კონვენციის V თავის მე-14 რეგლამენტის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

2. უსაფრთხოების საკითხებში ეკიპაჟის ეფექტ იანი მოქმედების უზრუნველ ყოფის მიზნით , საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველა მეზღვაურისთვის გასაგები იყოს ინგლისური ენა და , საჭიროების შემთხვევაში, მათ უფლება ქონდეთ , ბრძანებები და ინსტრუქციები გასცენ და ანგარიშ ებ ი ჩააბარონ ინგლისურ ენაზე .

3. საქართველოს დროშით მცურავი გემის შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ შეასრულებს ამ კანონი თ გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააგენტოს უფლება აქვს , შეაჩეროს ამ კომპანიისთვის ISM -ის კოდექსის შესაბამისად გაცემული შესაბამისობის დოკუმენტი (DOC) ხარვეზის საბოლოოდ გამოსწორებამდე .

    მუხლი 55. მოვალეობების შესრულებასთან შესაბამისობა

1. საქართველოს დროშით მცურავი გემის ოპერატორი კომპანია გადაღლის თავიდან აცილების მიზნით ვალდებულია:

ა) ვახტზე მდგომისა და ეკიპაჟის იმ წევრებისათვის, რომლებსაც ევალებათ უსაფრთხოების, უშიშროების და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების დაცვა, განსაზღვროს და დაადგინოს დასვენების პერიოდები STCW-ის კოდექსის A-VIII/1 ნაწილის შესაბამისად;

ბ) მოითხოვოს მოვალეობათა იმგვარად ორგანიზება, რომ დაღლილობის გამო არ შემცირდეს ვახტზე მდგომ თა მუშაობის ეფექტ იანობა ;

გ) მოითხოვოს მოვალეობ ათა იმგვარად ორგანიზება, რომ რეისის დაწყებისას ვახტზე დგომი ცვლა და მისი მომდევნო ცვლა იყოს სათანადოდ დასვენებული ან/და უნარიანი მოვალეობის შესასრულებლად.

2. საგანგებო მდგომარეობის ან სასწავლო განგაშის დროს ან განსაკუთრებულ ოპერატიულ სიტუაცი ში დასაშვებია, არ იქნეს მოთხოვნილი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დასვენების პერიოდების დაცვა.

3. სააგენტო ვალდებულია ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით უზრუნველყოს სათანადო ზომების შემუშავება STCW-ის კოდექსის A-VIII/1 და B-VIII/1 ნაწილ ებ ის შესაბამისად .

    მუხლი 56. მოთხოვნა ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მიმართ

1. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ ი, საქართველოს დროშით მცურავ გემ ვალდებულია ჰქონდეს SOLAS-ის კონვენციის V თავის მე-14 რეგლამენტის შესაბამისად ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტ .

2. გემს არ აქვს ზღვაში გასვლის უფლება, თუ:

ა) არ აქვს ამ მუხლის პირვ ელ პუნქტში მითითებული ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტი;

ბ) ეკიპაჟი არ არის დაკომპლექტებული აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად კიპაჟის მინიმალური მისაღები რაოდენობით დაკომპლექტების მინიმალური სტანდარტით.

3. გემის კაპიტანი, რომელსაც ეხება ეს კანონი, ვალდებულია არ დაუშვას გემის ზღვაში გასვლა, თუ გემზე არ არის ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების მოქმედი დოკუმენტი და თუ ეკიპაჟი არ არის დაკომპლექტებული ამ დოკუმენტის შესაბამისად.

    მუხლი 57. ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის გაცემის პროცედურა

1. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული , საქართველოს დროშით მცურავი გემის მმართველი კომპანია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიმართოს სააგენტოს ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის გაცემის თხოვნით.

2. ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მიღების განაცხადში კომპანიამ უნდა მიუთითოს გემის დეტალური მონაცემები, საქმიანობის სახეობა, მოქმედების სფერო და ეკიპაჟის დაკომპლექტების მინიმალური რაოდენობა, რომლ ის მეშვეობითაც კომპანიას სურს გემის ფუნქციონირება.

3. სააგენტო თითოეულ განაცხადს განიხილავს IMO- ს ასამბლეის A-890 რეზოლუციის შესწორებული რედაქციის შესაბამისად .

4. თუ სააგენტო დაადგენს, რომ კომპანიის მიერ შეთავაზებული ეკიპაჟის დაკომპლექტება აკმაყოფილებს გემის უსაფრთხო ექსპლუატაციის და ზღვ ის გარემოს დაცვის მოთხოვნებს, იგი გასცემს ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტს IMO-ს მიერ დადგენილი ფორმი ს თანახმად .

5. ამ მუხლი განსაზღვრული მოთხოვნის მიუხედავად, კომპანიას უფლება აქვს , დაასაქმოს დამატებით მეზღვაურ ებ ი, რომელთა რაოდენობა აღემატება ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტით გათვალისწინებულ მინიმალურ მისაღებ სტანდარტს , შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) დამატებითი მეზღვაურებისთვის ხელმისაწვდომია შესაბამისი საცხოვრებელი ფართ ობ ი;

ბ) დამატებითი მეზღვაურებისთვის არსებობს საკმარისი უსაფრთხოების საშუალებები;

გ) დამატებით მეზღვაურებს ჩაუტარდათ სწავლება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

    მუხლი 58. ვახტის ორგანიზება და ზედამხედველობის წესები

1. კომპანი ვალდებული უზრუნველყო გემის კაპიტნის, უფროსი მექანიკოსისა და ვახტის პერსონალის ყველა წევრის მიერ STCW-ის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნ ათა დაცვა გემზე ვახტის მუდმივად უსაფრთხო გაწევისათვის, არსებული გარემოებებისა და პირობების გათვალისწინებით.

2. სააგენტომ გემის კაპიტანს უნდა მოსთხოვოს ვახტის უსაფრთხო გაწევის უზრუნველ ყოფის მიზნით ადეკვატური მორიგეობის ნორმების განსაზღვრა, რომ თა მიხედვით:

ა) გემის კაპიტნის სავახტო თანაშემწე პასუხისმგებელი გემის ვახტის უსაფრთხო გაწევაზე თავი ი მორიგეობის პერიოდში, როდესაც იგი მუდმივად უნდა იმყოფებოდ ეს სა ნავიგაცი ხიდურაზე ან მასთან უშუალოდ დაკავშირებულ ისეთ ადგილ ებ ზე, როგორ ებ იცაა სანავიგაციო ჯიხური და მართვის პუნქტი;

ბ) რადიოოპერატორი ვალდებულია თავისი მორიგეობის პერიოდში აწარმოო მუდმივი რადიომეთვალყურეობა შესაბამის სიხშირეებზე;

გ) სავახტო მექანიკოსი, STCW-ის კოდექსის თანახმად, ვალდებული , უფროსი მექანიკოსის მითითებით, დაუყოვნებლივ გამოცხადდე სამანქანე განყოფილებაში ან , საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე იმყოფებოდე სამანქანე განყოფილებაში თავისი მოვალეობების შესრულების დროს;

დ) უსაფრთხოების მიზნით მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს სათანადო და ეფექტი ანი მეთვალყურეობა, როდესაც გემი დგას ღუზაზე ან მიმდგარია ნაპირთან, ხოლო გემზე საშიში ტვირთის არსებობის შემთხვევაში ვახტის ორგანიზების ას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საშიში ტვირთის თვისებები, რაოდენობა, შეფუთვის და განლაგების პირობები და გემზე, ზღვა ზე ან ნაპირზე არსებული განსაკუთრებული პირობები;

ე) საჭიროების შემთხვევაში, უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით გემზე მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს სათანადო და ეფექტ იანი მეთვალყურეობა.

    მუხლი 59. საშეღავათო ნებართვა

1. მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას სააგენტოს შეუძლია მისი მოვალეობების შესრულების უფლება გადასცეს სათანადო სერტიფიკატის არმქონე მეზღვაურს განსაზღვრული ვადით, თუ მისი კომპეტენცია აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს.

2. საშეღავათო ნებართვით მუშაობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

3. საშეღავათო ნებართვებს გემის კაპიტნისა და უფროსი მექანიკოსის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას, არა უმეტეს 1 თვის ვადით.

4. საშეღავათო ნებართვებს რადიოსპეციალისტისა და რადიოტელეფონისტის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ რადიოკავშირის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. ნებისმიერი თანამდებობის დასაკავებელი საშეღავათო ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც აქვს ერთი რანგით ნაკლებ თანამდებობაზე დასანიშნი კომპეტენციის სერტიფიკატი.

6. გემთმფლობელი ვალდებულია სათანადო კომპეტენციის არმქონე მეზღვაური უმოკლეს ვადაში შეცვალოს სათანადო კომპეტენციის სპეციალისტით.

 

თავი VIII. მონიტორინგი, ზედამხედველობა და ხარისხის სტანდარტები

    მუხლი 60. ხარისხის სტანდარტები

1. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ:

ა) STCW-ის კოდექსის A-I/8 ნაწილის დებულებათა შესაბამისად, დაწესებულების მიერ უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული, წვრთნასთან, კომპეტენციასთან, სერტიფიცირებასთან (მათ შორის, მეზღვაურისათვის საჭირო სამედიცინო მოწმობის დადასტურებასა და მისი მოქმედების ვადის გაგრძელებასთან) დაკავშირებული ყველა საქმიანობა მიმდინარეობდეს ხარისხის სტანდარტების სისტემის მეშვეობით, მუდმივი მონიტორინგის განხორციელებით, დასახული მიზნების მისაღწევად, ინსტრუქტორისა და შემფასებლის კომპეტენციისა და გამოცდილების ჩათვლით;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ღონისძიებების სააგენტოს ან ორგანიზაციის მიერ განხორციელების შემთხვევაში მა ჰქონდეს ხარისხის სტანდარტების სისტემა ;

გ) განისაზღვროს სწავლების, წვრთნისა და მათთან დაკავშირებული კომპეტენციის სტანდარტების მისაღწევი მიზნები და დადგინდეს ცოდნის, აღქმისა და უნარების ის დონეები, რომლებიც შეესაბამება კონვენციის მოთხოვნების თანახმად ჩასატარებელი გამოცდებისა და შეფასების პროცესს. ეს მიზნები და მათთან დაკავშირებული ხარისხის სტანდარტები შესაძლებელია განცალკევებულად განისაზღვროს სხვადასხვა საწვრთნელი პროგრამისა და კურსისათვის და გავრცელდეს სერტიფიცირების სისტემის მართვაზედაც;

დ) ხარისხის სტანდარტების გამოყენების სფერო გავრცელდე სერტიფიცირების სისტემის მართვაზე, ყველა წვრთნა სა და პროგრამაზე, გამოცდ ებისა და შეფასების პროცესზე, რომლებიც უნდა ჩა ტარდე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ან მისი მეთვალყურე ბით . ინსტრუქტორისა და შემფასებლისთვის საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა შეესაბამებოდეს მეთოდებს, სისტემებს, კონტროლისა და ხარისხის ში ა უზრუნველყოფას დასახული მიზნების მისაღწევად.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ მეზღვაურთა ცოდნის, გამოცდილების, უნარებისა და კომპეტენციის გამოყენებისა და შეფასების ღონისძიებები, აგრეთვე სერტიფიცირების სისტემის მართვის დამოუკიდებელი შეფასების პროცესი არა უმეტეს 5- წლიან ინტერვალი გან ხორციელ ონ კვალიფიცი ურმა პირებ მა , რომლებიც თავად არ მონაწილეობენ ამ ღონისძიებების განხორციელებაში , რათა დადგი ნდეს , რომ:

ა) ხარისხის სტანდარტების სისტემამ მოიცვა STCW-ის კოდექსის და კონვენციის ყველა შესაბამისი დებულება, მათი ცვლილებების გათვალისწინებით;

ბ) ში ა მენეჯმენტის მიერ მიღებული კონტროლისა და ზედამხედველობის ზომები და შემდგომი ქმედებები შეესაბამება დაგეგმილ ღონისძიებებს , დოკუმენტურ პროცედურებს და ეფექტ იანია დასახული მიზნების მისაღწევად;

გ) ყოველი დამოუკიდებელი შეფასების შედეგი დოკუმენტურად აღნუსხულია და მიწოდებულია შეფასებულ სფეროზე პასუხისმგებელი პირებისთვის;

დ) დროულ ად არის განხორციელებული ღონისძიებები ხარვეზის გამოსასწორებლად .

3. შეფასება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ყველა ცვლილებას, კონვენციისა და STCW-ის კოდექსის ცვლილებების შესაბამისად, რომელთა ძალაში შესვლის თარიღი უნდა იყოს IMO- ის გენერალური მდივნისთვის ინფორმაციის მიწოდების თარიღზე გვიანი.

4. კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო სააგენტოში დანერგილი ხარისხის მართვის სტანდარტების სისტემის პერიოდული შეფასების მიზნით ნიშნავს აუდიტ ორთა ჯგუფს, რომელიც შედგება არა უმეტეს 3 სათანადო კვალიფი კა ცი ისა და კომპეტენ ციის მქონე პირისგან, რომლე ბსა ც გაცნობიერებული აქვთ სააგენტოს როლი კონვენციასთან მიმართებით, მაგრამ თავად არ მონაწილეობენ შესაფასებელ საქმიანობაში.

5. შეფასების შედეგების ამსახველი ანგარიში, რომელიც მოითხოვება ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა ჩაბარდეს IMO- გენერალურ მდივანს STCW-ის კოდექსის A-I/7 ნაწილი განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. აღნიშნული ანგარიში იგზავნება შეფასების დასრულების თარიღიდან 6 თვის ვადა ში.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 61. ზედამხედველობა სააგენტოს საქმიანობაზე

1. ამ კანონით გათვალისწინებულ სააგენტოს საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს შესაბამისი სამსახური .

2. სააგენტოს საქმიანობის შემოწმება ხორციელდება სულ მცირე 5 წელიწადში ერთხელ და მისი შედეგები ეცნობება კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს.

    მუხლი 62. გაყალბებისა და სხვა უკანონო ქმედებების თავიდან აცილება

1. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მისთვის ცნობილი ნებისმიერი არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევას, რ ომელი ც ჩადენილია მის მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელი მიერ. გაყალბების თავიდან აცილების მიზნით სააგენტო ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას გაცემული სერტიფიკატის ჩამორთმევასთან, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას თან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებით.

2. სააგენტო ვალდებულია მისთვის ცნობილი გაყალბების ყოველი ფაქტის შესახებ აცნობოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს შესაბამის სამსახურს და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.

3. სააგენტო ვალდებულია თავისი კომპეტენცი ის ფარგლებში მიიღოს ყველა შესაბამისი ზომ გაყალბებ ასთან და სერტიფიკატებთან ან აღიარების დამადასტურებელ საბუთებთან დაკავშირებული სხვა უკანონო ქმედებების აღკვეთის მიზნით.

4. სააგენტო არ მიიღებს განცხადებ ას სერტიფიკატის ან აღიარების დამადასტურებელი საბუთის ცნობის შესახებ, თუ ამგვარი სერტიფიკატის ან საბუთის ნამდვილობა არ არის დამოწმებული სან ოტარ ო წესით , საკრუინგო აგენტის ან გემთმფლობელის მიერ.

5. სააგენტო ვალდებულია დოკუმენტის, მათ შორის , განცხადების ასლის მიღების შემდეგ შეამოწმოს იგი და შე დაროს დედ , ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმცხადებლისაგან მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცი ის მიწოდება ან დოკუმენტი ს წარდგენა .

6. სააგენტოს უფლება აქვს , განცხადების მიღების პროცესში გამოიყენოს IMO-ს შესაბამისი ვებგვერდი სხვა ადმინისტრაციებთან დაკავშირების მიზნით და შექმნას მათგან მიღებული პასუხების მონაცემთა ელექტრონული ბაზა.

7. სააგენტო ვალდებულია შექმნას შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქსელში აღიარების მისანიჭებლად.

8. სააგენტოს მიერ გაცემული დადასტურების სერტიფიკატი უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსით დადგენილ სავალდებულო მინიმალურ მოთხოვნებს .

9. სერტიფიკატის ასლი ან მ ის ი შემცვლელი საბუთი სააგენტოსთვის წერილობითი განცხადებით მიმართვის გარეშე არ გაიცემა.

10. სააგენტო პასუხისმგებელია კონვენციის სხვა წევრების კომპეტენტურ ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლაზე.

11. სააგენტო ვალდებულია კონვენციის სხვა წევრების კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე წარ დგინოს მათ მეზღვაურ თა სერტიფიკატები, შესაბამისი დადასტურების სერტიფიკატები ან სხვა დოკუმენტები დასაბუთება მეზღვაურთა საქართველოში წვრთნის დადასტურების ან უარყოფის მიზნით.

12. ყალბი სერტიფიკატის გაცემა ან დამზადება იწვევს სისხლის სამართლ ის პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

    მუხლი 63. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს უფლება აქვს, დანიშნოს კონტროლზე უფლებამოსილი პირი, რომელიც საქართველოს ნავსადგურში ნებისმიერ გემზე შეამოწმებს:

ა) აქვთ თუ არა გემზე მომსახურე მეზღვაურ ებ ს, რომლებსაც კონვენციის შესაბამისად უნდა ჰქონდეთ სერტიფიკატები, სათანადო სერტიფიკატი ან იმის მტკიცებულება, რომ მა სააგენტოს მიმართ ეს განცხადებ ებ ით დადასტურების თაობაზე STCW-ის კოდექსის I/10 რეგლამენტის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

ბ) გემზე მომსახურე მეზღვაურთა და მათი სერტიფიკატების გემის დროშის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას;

გ) აქვთ თუ არა მეზღვაურებს კონვენციის შესაბამისად მორიგეობისა და უშიშროების სტანდარტების სათანადოდ დაცვის შესაძლებლობა, არსებობს თუ არა ვარაუდის საფუძველი, რომ ამგვარი სტანდარტების დაცვა ვერ მოხერხდა ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული ვითარების გამო:

გ.ა) მოხდა გემის შეჯახება, მეჩეჩზე შეჯდომა ან ნაპირზე გამორიყვა;

გ.ბ) ზღვაში ყოფნისას, ღუზაზე დგომისას ან ნაპირთან დგომისას გემიდან გადმოიღვარა ისეთი სითხ , რომელიც აკრძალულია რომელიმე საერთაშორისო კონვენცი ით;

გ.გ) გემის მცდარი ან საშიში მანევრირებ ისას არ იქნა დაცული IMO-ს მიერ რეკომენდებული მარშრუტები ან უსაფრთხო ნაოსნობის ზომები და პროცედურები ;

გ.დ) გემი იმგვარად მუშაობს, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანებს, ქონებას, გარემოს ან უშიშროებას ;

გ.ე) სერტიფიკატი მოპოვებულია გაყალბების გზით ან მისი მფლობელი არ არის პირ , რომელზედ ც გა ცა სერტიფიკატი;

გ.ვ) გემი ცურავს კონვენციის არაწევრი სახელმწიფოს დროშით ან გემის კაპიტანს, ოფიცერს ან რიგითს აქვს კონვენციის არაწევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატი.

2. ხარვეზ ად , რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანებს, ქონებას ან გარემოს, ითვლება :

ა) შემთხვევა, როდესაც რომელიმე მეზღვაურ არ აქვს სერტიფიკატ ი, აღიარების დამადასტურებელი საბუთი ან კანონიერ ი საშეღავათო ნებართვ ა, ან როდესაც რომელიმე მეზღვაური ვერ უზრუნველყოფს იმის მტკიცებულების წარმოდგენას, რომ კვალიფიკაციის სერტიფიკატის აღიარებისთვის მან სააგენტო წარ დგ განცხადება კონვენციის I/10 რეგლამენტის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

ბ) ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობა;

გ) გემის დროშის ადმინისტრაციის მიერ იმ მოთხოვნების შეუსრულებლობა, რომლებიც დადგენილია სამანქანე ან სანავიგაციო ვახტის გაწევისთვის;

დ) ვახტზე იმ პირის არყოფნა, რომელიც კვალიფიკაციის შესაბამისად პასუხს აგებს უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველმყოფი საშუალებების მუშაობაზე, უსაფრთხო რადიოკომუნიკაცი ზე ან ზღვის დაბინძურების თავიდან აცილებაზე;

ე) რეისის დაწყებისას, პირველი და მ ის ი შემცვლელი სამორიგეო ცვლებისთვის სათანადოდ დასვენებული და მოვალეობების შესრულებისათვის მზა მყოფი პირების ხელმისაწვდომობის შეუძლებლობა.

3. თუ კონტროლის პროცედურის დროს გამოვლინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრული ხარვეზი, რომელ აც, სააგენტოს აზრით, შე ძლ ებ ა სერიოზული საფრთხე შეუქმნას გემს, ადამიანებს, ქონებ ს ან გარემოს, სააგენტოს უფლება აქვს , აუკრძალოს ნებისმიერ მცურავ საშუალებას ზღვაში გასვლა აღნიშნული საფრთხის აღმოფხვრამდე .

4. თუ კონტროლის პროცედურის შედეგად აღმოჩნდება, რომ რომელიმე პირი ატარებს სხვა პირ ზე გაცემულ, გაყალბებულ ან დაზიანებულ დოკუმენტს, აღნიშნული დოკუმენტი მას დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა და ამის შესახებ ეცნობება შესაბამის ეროვნულ ადმინისტრაციას .

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტის მფლობელი მიერ დაკავებული ნებისმიერი თანამდებობა ცხადდება ვაკანტურ თანამდებობად, სანამ მას არ დაიკავებს კომპეტენტური მეზღვაური ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მოთხოვნების შესაბამისად.

6. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შედეგად დაკავების ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაციის სათანადო უწყებებისთვის მიწოდება, მათ შორის , ნავსადგურის ადმინისტრაციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს აჯარო ამართლის ურიდიული ირისათვის შემოსავლების სამსახურის ათვის, დროშის სახელმწიფოს ადმინისტრაციის ათვის ან საქართველოში მისი დიპლომატიური წარმომადგენლისათვის.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 64. გასაჩივრება

1. საზღვაო- საწვრთნელ დაწესებულებ ს ან/და სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვ , სააგენტოში გაასაჩივრო აღიარების მთლიან ად ან ნაწილობრივ შეჩერების, ჩამორთმევის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღები დან 1 თვის ვად აში.

2. სააგენტო წერილობითი საჩივრის მიღებიდან 20 სამუშაო დღი ს ვადაში გამოიტანს გონივრულ გადაწყვეტილებას. სააგენტოს მიერ საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფის შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს, სარჩელით (განცხადებით) მიმართოს სასამართლოს სააგენტოს წერილობითი გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვად აში.

3. მეზღვაურს უფლება აქვს , გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით მიმართო სააგენტოს. მეზღვაურს ასევე უფლება აქვ ს, სააგენტოს წარ დგინო საჩივარი გამოცდის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღი ს ვადაში . სააგენტო საჩივრის მიღებიდან 5 სამუშაო დღის  ვადაში გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

    მუხლი 65. შეჩერება

მხოლოდ სააგენტოს აქვს კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების უფლება, თუ საზღვაო ინციდენტში ჩართულია გემის მართვის დონისა და ექსპლუატაციის დონის მეზღვაური. საჭიროების შემთხვევაში კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე, არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4623  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
 

თავი IX. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის

    მუხლი 66. მეზღვაურთა სერტიფიცირების წესების დარღვევა

1. მეზღვაურის მიერ გემზე შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა ან/და ისეთი სერტიფიკატით საქმიანობა, რომელიც არ შეესაბამება მის თანამდებობრივ კომპეტენციას,

 გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ,

გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მიერ მეზღვაურის სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელი საწვრთნელი კურსის აღიარების გარეშე ან ასეთი აღიარების მოქმედების შეჩერების პერიოდში ჩატარება

გამოიწვევს შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ,

გამოიწვევს შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების დაჯარიმებას 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

5. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ან/და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემა იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, რომელიც საამისოდ არ არის შერჩეული სააგენტოს მიერ, −

გამოიწვევს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

6. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ,

გამოიწვევს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

7. მეზღვაურის მიერ გემზე ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე შესაბამისი სამედიცინო მოწმობის გარეშე ან/და ისეთი სამედიცინო მოწმობით საქმიანობა, რომლის მოქმედების ვადა გასულია, −

გამოიწვევს მეზღვაურის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

8. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ,

გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 67. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

1. ამ კანონის 66-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმ ებ ს ადგენს სააგენტო.

2. ამ კანონის 66-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელ ები დან მიღებული თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

თავი X. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 68. კანონის უკუქცევითი ძალა

1. მეზღვაურ ზე 2002 წლის 1 თებერვლამდე გაცემული სერტიფიკატი არ ექვემდებარება ამ კანონის შესაბამისად განახლებას, თუ შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელი არ წარმოადგენს დოკუმენტურ დასაბუთებას მის მიერ ისეთი დამატებითი წვრთნის გავლის თაობაზე, რომელიც შესაბამისი სერტიფიკატის გასაცემად მოითხოვება კონვენციის მიხედვით.

2. თუ პირმა 2014 წლის 14 ნოემბრამდე მიიღო მართვის დონისა და ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კომპეტენციის სერტიფიკატი/დიპლომი და მისი საგანმანათლებლო კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ პირის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციითა და STCW-ის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასთან და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ახალი კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის შესაბამისობას ადგენს სააგენტო წარმოდგენილი დოკუმენტური დასაბუთების შეფასებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდის გზით.

3. პირს, რომელმაც 2012 წლის 1 თებერვლამდე მიიღო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განათლების დიპლომი, უფლება აქვს, მიიღოს სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას აქვს გემბანზე/სამანქანე განყოფილებაში რიგით შემადგენლობაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, კაპიტნის, უფროსი მექანიკოსის, კაპიტნის სავახტო თანაშემწის ან მეორე მექანიკოსის ხელმძღვანელობით ხიდურაზე/სამანქანე განყოფილებაში ვახტზე დგომის არანაკლებ 6 თვის სტაჟი.

4. პირს, რომელმაც მიიღო „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, უფლება აქვს, მიიღოს ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4623  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

    მუხლი 69. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს :

ა) კომპეტენციისა და კვალიფიკაციის სერტიფიკატ ებ ის მიღებისა და მათი განახლებისათვის საჭირო გამოცდების შინაარსის, ხანგრძლივობისა და ფორმის, ასევე შეფასების კრიტერიუმ ებ ის განსაზღვრა ;

ბ)  (ამოღებულია - 14.11.2014, №2790) ;

გ)  (ამოღებულია - 14.11.2014, №2790).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყოს სხვა ქვეყნის მეზღვაურებისათვის, რომლებსაც სურთ , საქართველოში მიიღონ დადასტურების სერტიფიკატი, საქართველოს საზღვაო კანონმდებლობის ცოდნის მოცულობის განსაზღვრა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონით განსაზღვრული ყველა სხვა კანონქვემდებარე აქტის პროექტის მომზადება ან/და დამტკიცება.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს 2010 წლამდე გაცემული, ამ კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული სერტიფიკატების ა და სტანდარტების STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შედარება და , საჭიროების შემთხვევაში, შე საბამ ოს ისინი STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებ .

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია დაამტკიცოს კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მოთხოვნები და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემის წესი იმ მეზღვაურებისათვის, რომლებიც არ შედიან ამ კანონის რეგულირების სფეროში.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება, რათა 2017 წლის 1 იანვრიდან , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია გაცემული სერტიფიკატების შესახებ.

7.  (ამოღებულია - 14.11.2014, №2790).

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

    მუხლი 70. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის III და IV თავებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის III და IV თავები ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ საქართველოს 2000 წლის 26 სექტემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ. 104) .

4. ძალაში დარჩეს მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ საქართველოს 2000 წლის 26 სექტემბრის კანონის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე აქტები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებ იან ამ კანონი თ გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 23 დეკემბერი.

№5595-რს

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.