„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2790-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.017547
2790-Iს
14/11/2014
ვებგვერდი, 26/11/2014
430060000.05.001.017547
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.016584) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს, აგრეთვე საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგის, საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარებისა და მონიტორინგის, სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და მონიტორინგის სისტემებს.

 2. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ეფექტიანი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბება, მაღალკვალიფიციურ მეზღვაურთა წვრთნის, მათი ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების პროცესის ხელშეწყობა.

 3. ეს კანონი შემუშავებულია განათლების მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების თაობაზე არსებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (შემდგომ − კონვენცია), გათვალისწინებით და ეფუძნება მათ ძირითად პრინციპებს.“.

 2. მე-2 მუხლის:

 ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ოფიცერთა შემადგენლობაში შედიან:

 ა) კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწე:

 ა.ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწე;

 ა.ბ) სავახტო თანაშემწე;

 ბ) მექანიკოსი:

 ბ.ა) უფროსი მექანიკოსი;

 ბ.ბ) მეორე მექანიკოსი;

 ბ.გ) სავახტო მექანიკოსი;

 გ) ელექტროტექნიკოსი.“;

 ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

 „111. GMDSS-ის რადიოოპერატორი არის პირი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის IV თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“;

 გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „14. რიგითი არის გემის ეკიპაჟის წევრი, გარდა კაპიტნისა ან ოფიცრისა.“;

 დ) მე-19 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

 ა) „მ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მ.ბ) ექსპლუატაციის დონეს − პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია სავახტო თანაშემწის, სავახტო მექანიკოსის ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების მექანიკოსის, ელექტროტექნიკოსის ან რადიოოპერატორის მიერ, მართვის დონის ოფიცრის ხელმძღვანელობით სათანადო ფუნქციების შესრულებასთან;“;

 ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ნ) დამტკიცებული – ამ კანონისა და კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად სააგენტოს მიერ დამტკიცებული;“;

 გ) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ჟ) კვალიფიკაციის სერტიფიკატი − მეზღვაურზე გაცემული სერტიფიკატი, გარდა კომპეტენციის სერტიფიკატისა, რომლის თანახმად, დაკმაყოფილებულია წვრთნის, კომპეტენციის ან საზღვაო გამოცდების თაობაზე ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები;

 რ) დოკუმენტური დასაბუთება − საბუთები, გარდა კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატებისა, რომელთა თანახმად, დაკმაყოფილებულია ამ კანონითა და კონვენციით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები;“;

 დ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „უ) ნაოსნობის სტაჟი – კონვენციის I/1 რეგლამენტის 26-ე პუნქტისა და ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული გემზე მუშაობის პერიოდი, რომელიც საჭიროა სერტიფიკატის ან სხვა კომპეტენციის მისაღებად ან/და არსებულის განსაახლებლად;“;

 ე) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ხ) მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკი − სააგენტოს მიერ დამტკიცებული სააღრიცხვო წიგნაკი, რომელიც არის მეზღვაურის მიერ გავლილი წვრთნის დამადასტურებელი დოკუმენტი;“;

 ვ) „ჰ3“ და „ჰ4“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ჰ3) შესაბამისად კვალიფიციური აკადემიური პერსონალი − პირი, რომელიც აკმაყოფილებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან/და რომელსაც აქვს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის ან 3000 კვტ სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, მათ შორის, 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მართვის დონეზე;

 ჰ4) ინსტრუქტორი, ზედამხედველი, შემფასებელი – პირი, რომელსაც აქვს სათანადო კვალიფიკაცია მეზღვაურთა კონკრეტული ტიპისა და დონის წვრთნისა და კომპეტენციის შეფასებისათვის კონვენციის I/6 რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;“; 

 ზ) „ჰ7“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ8“–„ჰ10“ ქვეპუნქტები:

 „ჰ8) შესაბამისი საზღვაო განათლება – საზღვაო განათლება, რომელიც მოიცავს: მართვის ან ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის მისაღებად – საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მინიჭებულ კვალიფიკაციას, ხოლო დამხმარე დონის კომპეტენციის მისაღებად – „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მინიჭებულ სათანადო კვალიფიკაციას;

 ჰ9) საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულება – ამ კანონის მიზნებისათვის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება;

 ჰ10) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება – ამ კანონის V თავის მოთხოვნათა შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებული მეზღვაურთა წვრთნის (მათ შორის, მეზღვაურთა სამედიცინო მომზადების) განმახორციელებელი დაწესებულება.“.

 4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

 ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) საწვრთნელი პროგრამების კონვენციითა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების მოთხოვნებთან შესაბამისობის აღიარება;

 ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ერთად საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და მისი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა;“;

 ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისთვის (შემდგომ − IMO), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა სახელმწიფოებისთვის საქართველოში მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სისტემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;“.

 5. მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. პირი უფლებამოსილია მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონითა და კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 3. მეზღვაურს, რომელიც ასრულებს STCW-ის კოდექსის A-II/1, A-II/2, A-II/3, A-II/4, A-II/5, A-III/1, A-III/2, A-III/3, A-III/4, A-III/5, A-III/6, A-III/7 ან A-IV/2 ნაწილით განსაზღვრულ ან სხვა ფუნქციას, უნდა ჰქონდეს კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატი.“.

 6. მე-7 მუხლის მე-4–მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

 7. მე-8 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სააგენტო გასცემს შესაბამის სერტიფიკატს, თუ პირი აკმაყოფილებს ასაკის, განათლების, ნაოსნობის სტაჟის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, წვრთნისა და კომპეტენციის შეფასების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით და კონვენციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“;

 ბ) მე-2 პუნქტის:

 ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის III და IV თავებით და აუცილებელია შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად;“;

 ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

 „გ1) აუცილებელი წვრთნის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის III და IV თავებით და აუცილებელია შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად;

 გ2) შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს;“;

 გ) მე-5 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა.ვ) ნაოსნობა მცურავ დოკზე და მცურავ ამწეზე;“;

 დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

 „51. საქართველოში კომპეტენციის სერტიფიკატი გაიცემა/განახლდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული საზღვაო განათლების საფუძველზე.“.

 8. მე-9 მუხლის:

 ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სააგენტო უფლებამოსილია დაადასტუროს გემის კაპიტნის, ოფიცრის და ამ კანონით გათვალისწინებული კომპეტენციისა და სხვა სერტიფიკატები ამ მუხლის, კონვენციის I/2 რეგლამენტისა და STCW-ის კოდექსის A-I/2 ნაწილის შესაბამისად.

 3. რადიოოპერატორის კომპეტენციის დადასტურების სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ პირს, რომელიც არ არის კაპიტანი ან სავახტო თანაშემწე, გავლილი არ აქვს საბაზისო წვრთნა და არ აქვს ზედამხედველობის ქვეშ მიღებული არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი რადიოსაკომუნიკაციო მოვალეობათა შესრულებით.“;

 ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „9. მეზღვაური, რომელიც აღიარებისთვის წარმოადგენს სერტიფიკატს, გაცემულს მართვის დონისთვის კონვენციის II/2, III/2 ან III/3 რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და STCW-ის კოდექსის შესაბამისად, ვალდებულია იცოდეს საქართველოს საზღვაო კანონმდებლობა თავის ფუნქციებთან დაკავშირებით. ამგვარი ცოდნის შესახებ მოთხოვნებს სხვადასხვა რანგის მეზღვაურთათვის განსაზღვრავს და აქვეყნებს სააგენტო.“.

 9. მე-10 მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სააგენტოს უფლება აქვს, აღიაროს სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ ამ სახელმწიფოსთან საქართველოს დადებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება.“;

 ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაადასტურებს, რომ კომპეტენციისა და სერტიფიცირების სტანდარტების, აგრეთვე ხარისხის სტანდარტების თაობაზე კონვენციით განსაზღვრული მოთხოვნები ამ წევრის მიერ სრულად არის დაცული.“.

 10. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 11. კომპეტენციის შესაბამისობის შეფასება და სერტიფიკატის აღიარების გაუქმება

 1. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის აღიარების პროცესში შესაბამისი სახელმწიფოს საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების შეფასება ხორციელდება კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

 2. ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების მიუხედავად, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ სერტიფიკატის გამცემი აღიარებული სახელმწიფოს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა აღარ შეესაბამება კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს IMO-ს დასაბუთებულ მიზეზებთან ერთად.

 3. სააგენტო სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარების გაუქმების საკითხის განხილვის დაწყებისთანავე აცნობებს ამის შესახებ IMO-ს დასაბუთებულ მიზეზებთან ერთად.

 4. ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად გაცემული დადასტურების სერტიფიკატი ძალაში რჩება შესაბამისი სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. ამგვარი დადასტურების სერტიფიკატის მფლობელ მეზღვაურს არა აქვს უფლება, მოითხოვოს უფრო მაღალი კომპეტენციის დადასტურების სერტიფიკატი, თუ რანგის მომატება არ ეფუძნება დამატებით ნაოსნობის სტაჟს.“.

 11. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 12. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 13. სერტიფიკატის განახლება

 1. გემზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად კაპიტანი, ოფიცერი ან რადიოოპერატორი, რომელსაც აქვს სერტიფიკატი, გაცემული ან აღიარებული კონვენციის ნებისმიერი თავის შესაბამისად, გარდა STCW-ის კოდექსის VI თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და რომელიც მსახურობს ზღვაზე ან აპირებს ზღვაში დაბრუნებას ნაპირზე ყოფნის შემდეგ, ვალდებულია განაახლოს სერტიფიკატი 5 წელიწადში ერთხელ, მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ:

 ა) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება ამ კანონით განსაზღვრულ ჯანმრთელობის სტანდარტებს;

 ბ) მას აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის საფუძველზე დადგენილი განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა იმ ფუნქციების შესასრულებლად, რომლებიც შეესაბამება სერტიფიკატით გათვალისწინებულ ფუნქციებს, და სტაჟი მოიცავს სულ მცირე 12-თვიან პერიოდს წინა 5 წლის განმავლობაში ან უწყვეტ 3-თვიან პერიოდს წინა 6 თვის განმავლობაში, სერტიფიკატის განახლებამდე, ან შესრულებული აქვს ფუნქციები, რომლებიც ამ პუნქტით განსაზღვრული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ეკვივალენტურია, ან აბარებს სათანადო გამოცდას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ან წარმატებით ამთავრებს სათანადო საწვრთნელ კურსს (კურსებს), ან საზღვაო სამსახურის დასრულების შემდეგ ასრულებდა სერტიფიკატით გათვალისწინებულ ფუნქციებზე უფრო მაღალი ან უფრო დაბალი რანგის ფუნქციას არანაკლებ 3-თვიან პერიოდში და სერტიფიკატი ძალაშია იმ რანგის მიღებამდე, რომლისთვისაც იგი გადის წვრთნას.

 2. გემზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად კაპიტანმა, ოფიცერმა ან რადიოოპერატორმა წარმატებით უნდა გაიაროს საერთაშორისოდ აღიარებული სათანადო წვრთნა.

 3. ტანკერზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად კაპიტანი, უფროსი მექანიკოსი და ოფიცერთა შემადგენლობაში შემავალი სხვა პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ამასთანავე, მათ მოეთხოვებათ, არაუმეტეს 5-წლიანი ინტერვალით, სათანადო ტიპის ტანკერისათვის შენარჩუნებული ჰქონდეთ განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა, რომელიც დგინდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

 4. კაპიტნის, ოფიცრისა და რადიოოპერატორის ცოდნის გასაღრმავებლად სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ზღვაზე უსაფრთხოების, უშიშროებისა და ზღვის გარემოს დაბინძურებისაგან დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო რეგულაციებში განხორციელებული ცვლილებები ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს დროშით მცურავ გემზე.

 5. კომპეტენციის სერტიფიკატის განსაახლებლად პირს უნდა ჰქონდეს მოქმედი სერტიფიკატები ან სათანადო წვრთნის გავლის დოკუმენტური დასაბუთება, რომლებიც/რომელიც მოქმედებს არანაკლებ 6 თვის განმავლობაში. 

 6. ამ მუხლში აღნიშნული სათანადო წვრთნა მოიცავს:

 ა) კაპიტნისა და საგემბანე განყოფილების ეკიპაჟის წევრის შემთხვევაში − STCW-ის კოდექსის II თავით გათვალისწინებულ წვრთნებს;

 ბ) სამანქანე განყოფილების ეკიპაჟის წევრის შემთხვევაში − STCW-ის კოდექსის III თავით გათვალისწინებულ წვრთნებს;

 გ) რადიოოპერატორის შემთხვევაში − STCW-ის კოდექსის IV თავით გათვალისწინებულ წვრთნებს;

 დ) ტანკერის ეკიპაჟის წევრის შემთხვევაში – STCW-ის კოდექსის V თავით გათვალისწინებულ წვრთნებს.

 7. ამ კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრულ ტანკერზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად ოფიცერი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისა, ვალდებულია წარმოადგინოს ერთ-ერთი შემდეგი საბუთი:

 ა) შესაბამის ტანკერზე ბოლო 5 წლის განმავლობაში სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელი საბუთი;

 ბ) შესაბამისი აღიარებული საწვრთნელი კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი.

 8. ამ მუხლის მიზნებისათვის „შესაბამისი ტანკერი“ და STCW-ის კოდექსის A-I/11 ნაწილის 3.2 პუნქტით გათვალისწინებული „შესაბამისი აღიარებული საწვრთნელი კურსი“ გულისხმობს, რომ ტანკერი და საწვრთნელი კურსი შეესაბამება ტანკერის იმ ტიპს, რომელზე მუშაობის უფლებაც აქვს ოფიცერს თავისი სერტიფიკატით.

 9. STCW-ის კოდექსის VI თავის შესაბამისად, კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელი ყველა მეზღვაური ვალდებულია 5 წელიწადში ერთხელ წარმოადგინოს სააგენტოს მიერ აღიარებულ საწვრთნელ ცენტრში შესაბამისი წვრთნის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნილი კომპეტენციის სტანდარტის დასადასტურებლად.“.

 13. მე-15 და მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 15. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწის სერტიფიკატი

 1. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი.

 2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

 ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

 ბ) მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც საწვრთნელი პროგრამის ნაწილი, რომელიც მოიცავს დამტკიცებულ საზღვაო პრაქტიკას, შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/1 ნაწილის მოთხოვნებს და დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, ან არსებობს სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მას აქვს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

 გ) იგი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნაოსნობის სტაჟის მიღების დროს ასრულებდა სავახტო მოვალეობებს კაპიტნის ან კვალიფიციური ოფიცრის ზედამხედველობით არანაკლებ 6-თვიან პერიოდში;

 დ) იგი აკმაყოფილებს კონვენციის IV თავის მოთხოვნებს სათანადო რადიოვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რადიოწესების შესაბამისად;

 ე) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/1 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს;

 ვ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

 მუხლი 16. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნისა და კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატები

 1. 500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. პირს უფლება აქვს, მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

 ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მისაღებად იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აქვს სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

 ბ) კაპიტნის სერტიფიკატის მისაღებად იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აქვს სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. ეს პერიოდი შესაძლოა შემცირდეს არანაკლებ 24 თვემდე, თუ სტაჟიდან არანაკლებ 12 თვის განმავლობაში პირს ნამსახურები აქვს კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში;

 გ) მას გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება 500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნისათვის, კაპიტნის უფროსი თანაშემწისათვის STCW-ის კოდექსის A-II/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

 2. 3000 ტონა ან 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. პირს უფლება აქვს, მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და:

 ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მისაღებად აქვს გემის კაპიტნის სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

 ბ) კაპიტნის სერტიფიკატის მისაღებად აქვს კაპიტნის უფროს თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

 გ) აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება 3000 ტონა ან 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნისათვის, კაპიტნის უფროსი თანაშემწისათვის STCW-ის კოდექსის A-II/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.“.

 14. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) მას გავლილი აქვს სააგენტოს მიერ აღიარებული სპეციალური წვრთნა ან აქვს საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;“.

 15. მე-18 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სანავიგაციო ვახტის შემადგენლობაში შემავალი რიგითი, გარდა იმ რიგითისა, რომელიც გადის წვრთნას, ასევე გარდა იმ რიგითისა, რომლის მოვალეობები სანავიგაციო ვახტის გაწევის დროს არ საჭიროებს გამოცდილებას, უნდა იყოს სათანადოდ სერტიფიცირებული ამ ვალდებულების შესასრულებლად.“;

 ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) მას გავლილი აქვს წინასაზღვაო წვრთნა ან გემზე სპეციალური წვრთნა (არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი (წვრთნისა და გამოცდილების ჩათვლით);“.

 16. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) მას აქვს სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაცია და საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 18 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი;“.

 17. მე-20 მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) იგი აკმაყოფილებს სავახტო მექანიკოსისათვის ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და:

 ა.ა) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს მეორე მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის სტაჟი;

 ა.ბ) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს სავახტო მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;“;

 ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 18. 21-ე მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) იგი აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და:

 ა.ა) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, მეორე მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

 ა.ბ) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს მექანიკოსად ან სტაჟიორ-მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;“;

 ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. 3000 კვტ ან 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია დაიკავოს უფროსი მექანიკოსის თანამდებობა 3000 კვტ-ზე ნაკლები მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, თუ ეს დადასტურებულია კომპეტენციის სერტიფიკატით.“.

 19. 22-ე და 23-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 22. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატი

 1. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი.

 2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

 ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

 ბ) მას გავლილი აქვს 12-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც აღიარებული საწვრთნელი პროგრამის ნაწილი, რომელიც შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/1 ნაწილის მოთხოვნებს და დაფიქსირებულია მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, ან სხვაგვარად აქვს გავლილი 36-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 30 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

 გ) იგი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნაოსნობის სტაჟის მიღების დროს ასრულებდა სამანქანე განყოფილებაში ვახტზე დგომის ვალდებულებებს მთავარი მექანიკოსის ან კვალიფიციური მექანიკოსის ზედამხედველობით არანაკლებ 6-თვიან პერიოდში;

 დ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

 მუხლი 23. გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ვახტის წევრი ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილებაში განსაზღვრული ფუნქციების შემსრულებელი რიგითის სერტიფიკატი

 1. რიგითი, რომელიც არის გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ვახტის წევრი ან პერიოდულად ასრულებს განსაზღვრულ ფუნქციებს უვახტო სამანქანე განყოფილებაში 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, გარდა იმ რიგითისა, რომელიც გადის წვრთნას და რომლის მოვალეობები არ საჭიროებს გამოცდილებას, უნდა იყოს სათანადოდ სერტიფიცირებული ამ ვალდებულების შესასრულებლად.

 2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ:

 ა) იგი არის 16 წელს მიღწეული პირი;

 ბ) მას გავლილი აქვს წინასაზღვაო წვრთნა ან გემზე სპეციალური წვრთნა (არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი (წვრთნისა და გამოცდილების ჩათვლით);

 გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/4 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, წვრთნა და გამოცდილება დაკავშირებული უნდა იყოს სამანქანე განყოფილებაში ვახტის გაწევის ფუნქციებთან, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულებების კვალიფიციური მექანიკოსის ან კვალიფიციური რიგითის უშუალო ზედამხედველობით შესრულებას.“.

 20. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. რადიოოპერატორს არ ესაჭიროება კონვენციის IV თავთან შესაბამისობა იმ გემზე, რომელსაც, SOLAS-ის კონვენციის IV თავის მიხედვით, არ მოეთხოვება GMDSS-ის დებულებებთან შესაბამისობა. მიუხედავად ამისა, ასეთი გემის რადიოოპერატორს მოეთხოვება რადიოწესებთან შესაბამისობა. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ რადიოოპერატორზე შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და სერტიფიკატის აღიარება.“.

 21. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 25. გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების რიგითი მოტორისტის სერტიფიკატი

 1. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მომსახურე მოტორისტი სათანადოდ უნდა იყოს სერტიფიცირებული.

 2. პირს უფლება აქვს, მიიღოს მოტორისტის სერტიფიკატი, თუ:

 ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

 ბ) იგი აკმაყოფილებს გემის ვახტიან სამანქანე განყოფილებაში ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილებაში ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიცირების მოთხოვნებს;

 გ) მას აქვს სამანქანე განყოფილებაში ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაცია და სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან აქვს სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი;

 დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-III/5 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

 3. მეზღვაური აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე მას აქვს ამავე კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.“.

 22. 26-ე მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) მას გავლილი აქვს 12-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც აღიარებული საწვრთნელი პროგრამის ნაწილი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 6-თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟს (შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/6 ნაწილის მოთხოვნებს და დაფიქსირებულია მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში), ან სხვაგვარად აქვს გავლილი 36-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 30 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;“;

 ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების მიუხედავად, შესაძლებელია სააგენტომ პირი მიიჩნიოს სათანადოდ კომპეტენტურად კონვენციის A-III/7 ნაწილით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად.“.

 23. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „განათლება და წვრთნა“.

 24. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 27. მოთხოვნები განათლებისა და წვრთნის მიმართ

 1. საქართველოს დროშით მცურავი გემის მმართველი კომპანია (გემთმფლობელი) ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გემზე დასაქმებული მეზღვაური აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 ა) გავლილი ჰქონდეს მინიმალური საგანმანათლებლო პროგრამა/ საწვრთნელი კურსი კონვენციის დებულებებისა და ამ თავით განსაზღვრული წესების შესაბამისად;

 ბ) გავლილი ჰქონდეს ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამა/ საწვრთნელი კურსი და საბაზისო წვრთნა ამ კანონის 28-ე და 29-ე მუხლების შესაბამისად;

 გ) შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს.

 2. ეს მუხლი ვრცელდება გემის ეკიპაჟის წევრებზე SOLAS-ის კონვენციის III/10.04 რეგლამენტის თანახმად გაცემულ სერტიფიკატებზე.“.

 25. 29-ე მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. მეზღვაურმა საბაზისო წვრთნის გავლის ან მისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ შესაძლებელია მიიღოს ერთიანი სერტიფიკატი, რომელშიც აისახება საბაზისო წვრთნის ან ინსტრუქტაჟის ყველა კომპონენტი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად.“;

 ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

 „3. STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საბაზისო წვრთნასა და ინსტრუქტაჟში კვალიფიციური პირი ვალდებულია ყოველ 5 წელიწადში დაადასტუროს, რომ მან შეინარჩუნა STCW-ის კოდექსის A-VI/1-1 და A-VI/1-2 ცხრილების პირველ სვეტში მითითებული კომპეტენციის სტანდარტი.“.

 26. 30-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

 27. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 31. სამგზავრო გემის (გარდა RO-RO სამგზავრო ტიპის გემისა) კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის დამატებითი სავალდებულო წვრთნა და კომპეტენცია

 1. ეს მუხლი ვრცელდება სამგზავრო გემის (გარდა RO-RO სამგზავრო ტიპის გემისა) კაპიტანზე, ოფიცერსა და რიგითზე, აგრეთვე გემზე დასაქმებულ სხვა პირზე, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობასა და სანაპირო ნაოსნობაში.

 2. მეზღვაურს არა აქვს უფლება, შეასრულოს საგემბანე ვალდებულებები სამგზავრო გემზე, თუ მას გავლილი არ აქვს ამ მუხლის მე-4−მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წვრთნა მისი კომპეტენციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად.

 3. მეზღვაურმა, რომელსაც მოეთხოვება წვრთნის გავლა ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, სულ მცირე 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს სათანადო წვრთნა ან უნდა წარმოადგინოს ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპეტენციის სათანადო სტანდარტის მიღწევის დამადასტურებელი საბუთი.

 4. სამგზავრო გემის კაპიტანი, ოფიცერი და სხვა პირი, რომლებიც შედიან განგაშის განრიგში, რათა საგანგებო სიტუაციის დროს დაეხმარონ მგზავრებს გემის ბორტზე, ვალდებული არიან, გავლილი ჰქონდეთ წვრთნა ხალხის მართვაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად.

 5. პირს არა აქვს უფლება, სამგზავრო გემის ბორტზე მგზავრებს მომსახურება გაუწიოს სამგზავრო განყოფილებაში, თუ მას გავლილი არ აქვს უსაფრთხოების დაცვისთვის წვრთნის კურსები STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად.

 6. სამგზავრო გემის კაპიტანს, კაპიტნის თანაშემწეს, უფროს მექანიკოსსა და სხვა პირს, რომლებიც განგაშის განრიგის შესაბამისად პასუხისმგებელი არიან მგზავრთა უსაფრთხოებისთვის, გავლილი უნდა ჰქონდეთ აღიარებული წვრთნა კრიზისის მართვასა და ადამიანთა ქცევაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად.

 7. სააგენტო გასცემს სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს ამ მუხლით გათვალისწინებული წვრთნების გავლას.“.

 28. 32-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „RO-RO სამგზავრო ტიპის გემის კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის დამატებითი სავალდებულო წვრთნა და კომპეტენცია“.

 29. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) სიმულატორზე დაფუძნებული ყველა აუცილებელი წვრთნის დროს;

 ბ) კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად გათვალისწინებული ყველა წვრთნის სიმულატორის მეშვეობით შეფასება STCW-ის კოდექსის A ნაწილის შესაბამისად;“.

 30. 35-ე მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი და აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

 გ) იგი აკმაყოფილებს კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატისათვის STCW-ის კოდექსის A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.“;

 ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) მას გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი;

 გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/2 ნაწილის მე-7−მე-10 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.“;

 გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 „4. STCW-ის კოდექსის A-VI/2 ნაწილის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კოლექტიური სამაშველო საშუალების, სამაშველო კატარღისა და სწრაფმავალი სამაშველო კატარღის მართვაში კვალიფიციური პირი ვალდებულია ყოველ 5 წელიწადში დაადასტუროს, რომ მან შეინარჩუნა STCW-ის კოდექსის A-VI/2-1 და A-VI/2-2 ცხრილების პირველ სვეტში მითითებული კომპეტენციის სტანდარტი.“.

 31. 36-ე მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული საწვრთნელი კურსი;“;

 ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში წვრთნას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში წვრთნის კურსი.“.

 32. 37-ე მუხლის:

 ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) მას გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი;“;

 ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. საქართველოს დროშით მცურავ გემზე სამედიცინო მომსახურებისთვის პასუხისმგებელი მეზღვაური ვალდებულია გაიაროს განახლების კურსი 5 წელიწადში ერთხელ, რომელიც სამედიცინო მომსახურებისთვის პირველადი წვრთნიდან აითვლება.

 5. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს სამედიცინო მომსახურებისთვის წვრთნას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს სამედიცინო მომსახურებისთვის წვრთნის კურსი.“.

 33. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

 ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) მას გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი;

 დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-VI/3 ნაწილით განსაზღვრულ წვრთნისა და შეფასების მოთხოვნებს.“.

 34. მე-40–43-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 40. ნავთობმზიდ და ქიმმზიდ ტანკერებზე კაპიტნების, ოფიცრებისა და რიგითების წვრთნისა და კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნები

 1. ნავთობმზიდ და ქიმმზიდ ტანკერებზე ტვირთთან ან სატვირთო აღჭურვილობასთან დაკავშირებით სპეციფიკური ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების მიზნით ოფიცრებსა და რიგითებს უნდა ჰქონდეთ ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატები.

 2. ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის აღიარებული კურსი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის შესაბამისად, ასევე უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდ ან ქიმმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს, ან გავლილი უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების აღიარებული გაცნობითი წვრთნა და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

 3. ნავთობმზიდ ტანკერზე ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის, ტრანზიტისთვის, ზედამხედველობისთვის, ტანკერის რეცხვისა და ტვირთთან დაკავშირებული სხვა ოპერაციებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, მეორე მექანიკოსს და სხვა პირს უნდა ჰქონდეთ ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი.

 4. ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს.

 5. პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნის სერტიფიცირებისთვის ასევე:

 ა) უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდ ტანკერზე სულ მცირე 1-თვიანი აღიარებული შტატგარეშე ნაოსნობის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს კაპიტნის ან გამოცდილი ოფიცრის ზედამხედველობით განხორციელებულ სულ მცირე 3 დატვირთვისა და 3 გადმოტვირთვის ოპერაციებს, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერებით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, კონვენციის B-V/1 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით;

 ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული გაცნობითი კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

 6. ქიმმზიდ ტანკერზე ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის, ტრანზიტისთვის, ზედამხედველობისთვის, ტანკერის რეცხვისა და ტვირთთან დაკავშირებული სხვა ოპერაციებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, მეორე მექანიკოსს და სხვა პირს უნდა ჰქონდეთ ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი.

 7. ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს.

 8. პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირებისთვის ასევე:

 ა) უნდა ჰქონდეს ქიმმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი უნდა ჰქონდეს ქიმმზიდ ტანკერზე სულ მცირე 1-თვიანი აღიარებული შტატგარეშე ნაოსნობის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს სულ მცირე 3 დატვირთვისა და 3 გადმოტვირთვის ოპერაციებს, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერებით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, კონვენციის B-V/1 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით;

 ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული სპეციალიზებული საწვრთნელი კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის მე-3 პუნქტით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს.

 9. სააგენტო ვალდებულია გასცეს სერტიფიკატი იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2, მე-4 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან უზრუნველყოს მისი არსებული კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის სათანადო დადასტურება.

მუხლი 41. თხევად აირმზიდ ტანკერზე კაპიტნის, ოფიცრებისა და რიგითების წვრთნისა და კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნები

 1. თხევად აირმზიდ ტანკერზე ტვირთთან ან სატვირთო აღჭურვილობასთან დაკავშირებით სპეციფიკური ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების მიზნით ოფიცრებსა და რიგითებს უნდა ჰქონდეთ თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატები.

 2. თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის აღიარებული კურსი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის შესაბამისად, ასევე უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს, ან გავლილი უნდა ჰქონდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული გაცნობითი წვრთნა და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

 3. თხევად აირმზიდ ტანკერზე ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის, ტრანზიტისთვის, ზედამხედველობისთვის, ტანკერის რეცხვისა და ტვირთთან დაკავშირებული სხვა ოპერაციებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, მეორე მექანიკოსს და სხვა პირს უნდა ჰქონდეთ თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი.

 4. თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს.

 5. პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნის სერტიფიცირებისთვის ასევე:

 ა) უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე სულ მცირე 1-თვიანი აღიარებული შტატგარეშე ნაოსნობის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს კაპიტნის ან გამოცდილი ოფიცრის ზედამხედველობით განხორციელებულ სულ მცირე 3 დატვირთვისა და 3 გადმოტვირთვის ოპერაციებს, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერებით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, კონვენციის B-V/1 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით;

 ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული გაცნობითი საწვრთნელი კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

 6. სააგენტო ვალდებულია გასცეს სერტიფიკატი იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან უზრუნველყოს მისი არსებული კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის სათანადო დადასტურება.

მუხლი 42. მეზღვაურისათვის დადგენილი, უშიშროებასთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მინიმალური მოთხოვნები

 1. მეზღვაურმა უნდა გაიაროს გემის უშიშროებასთან დაკავშირებული გაცნობითი კურსი და უშიშროების უნარ-ჩვევების საწვრთნელი კურსი ან მას უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტების თანახმად. იგი ასევე ვალდებულია შეესაბამებოდეს ამ ნაწილით გათვალისწინებულ კომპეტენციის სტანდარტებს.

 2. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წვრთნის ან ინსტრუქტაჟის შესაბამის კვალიფიკაციას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს გემის უშიშროებასთან დაკავშირებული გაცნობითი კურსი და უშიშროების უნარ-ჩვევების საწვრთნელი კურსი ან ჩატარებული აქვს ინსტრუქტაჟი.

 3. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ უშიშროებასთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები იმ მეზღვაურისთვის, რომელმაც გაიარა შესაბამისი წვრთნა ამ კანონის ამოქმედებამდე, შეუდაროს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვროს ამ მეზღვაურის კომპეტენციის განახლების საჭიროება.

 4. მეზღვაური, რომელსაც დაკისრებული აქვს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების შესრულება, უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-6−მე-8 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

 5. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ მოიცავს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების კურსის შესაბამის კვალიფიკაციას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების კურსი.

 6. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ უშიშროების განსაკუთრებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები იმ მეზღვაურისთვის, რომელმაც მიიღო კომპეტენცია ამ კანონის ამოქმედებამდე, შეუდაროს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-8 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვროს ამ მეზღვაურის კვალიფიკაციის განახლების საჭიროება.

მუხლი 43. სააგენტოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები

 სააგენტოს ნორმატიული აქტით განისაზღვრება მის მიერ აღიარებული სერტიფიკატები, რომლებითაც დასტურდება, რომ მეზღვაურის წვრთნა შეესაბამება ამ კანონით, კონვენციით, STCW-ის კოდექსითა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს.“.

 35. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მეზღვაურთა საგანმანათლებლო და საწვრთნელი დაწესებულებები და მათი მონიტორინგი“.

 36. 44-ე–48-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 44. მეზღვაურთა განათლება, წვრთნა და შეფასება

 1. მეზღვაურთა განათლებასა და წვრთნას ახორციელებენ საამისოდ უფლებამოსილი საგანმანათლებლო და საწვრთნელი დაწესებულებები.

 2. მეზღვაურთა განათლებისა და წვრთნის განმახორციელებელი საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და კონვენციის მოთხოვნებს.

 3. მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და შეფასების სისტემის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კანონის ამ თავის, და STCW-ის კოდექსის A-I/6 ნაწილის დებულებათა შესაბამისად.

 4. მეზღვაურთა როგორც გემზე, ისე ნაპირზე წვრთნისა და კომპეტენციის დონეების შეფასების მიზნით შესაბამის ინსტრუქტორებს, ზედამხედველებსა და შემფასებლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო კვალიფიკაცია ამ კანონის ან/და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 5. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელმა დაწესებულებებმა, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელი მეზღვაურებისთვის ან/და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება/საწვრთნელი კურსების ჩატარება და საწვრთნელი პროგრამების განხორციელება უნდა უზრუნველყონ ინგლისურ ენაზე.

მუხლი 45. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები

 1. მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

 2. სააგენტო უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით თანამშრომლობს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, შესაბამის ავტორიზაციის საბჭოში და აკრედიტაციის საბჭოში მონაწილეობის გზით.

 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სტრუქტურისაგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობები, აგრეთვე რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესი.

 4. მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებას ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სააგენტო.

 5. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებისა და მის მიერ ჩატარებული საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარებისათვის შესაბამისმა დაწესებულებამ სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს:

 ა) საზღვაო-საწვრთნელ კურსზე პირთა დაშვების მინიმალურ მოთხოვნებს;

 ბ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის გეგმას და კურსის ხანგრძლივობას;

 გ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის ჩატარების დროს გამოყენებული შენობა-ნაგებობების, ხელსაწყოების და სხვა აღჭურვილობის აღწერას;

 დ) ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის სათანადო კომპეტენციას;

 ე) საზღვაო-საწვრთნელ კურსზე დასაშვებ პირთა მაქსიმალურ რაოდენობას; კურსის მსმენელთა და ინსტრუქტორთა/შემფასებელთა თანაფარდობას; საჭირო მოწყობილობების თანაფარდობას მსმენელთა რაოდენობასთან;

 ვ) საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი პროცესის მონიტორინგთან, შეფასების კომპეტენტურობასთან და მეზღვაურთა სერტიფიცირებასთან მიმართებით მოქმედი ხარისხის სტანდარტის დეტალურ აღწერას;

 ზ) გამოცდის ჩატარების პროცედურას, ტიპსა და მიზანს;

 თ) შეფასების ჩატარების პროცედურას, ტიპსა და მიზანს;

 ი) კურსდამთავრებულთა კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტს;

 კ) კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს;

 ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას.

 6. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე განახორციელოს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება, რომელიც მოქმედებს 5 წლის განმავლობაში.

 7. ამ კანონის შესაბამისად, საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდულ მონიტორინგს ახორციელებენ ის პირები, რომლებიც არ არიან ჩართული შესაბამის საქმიანობაში.

მუხლი 46. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი

 1. სააგენტო ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების და მათი საგანმანათლებლო პროგრამებისა და საწვრთნელი კურსების პერიოდულ მონიტორინგს ამ კანონით, კონვენციითა და STCW-ის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დასადგენად. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგს სააგენტო ახორციელებს წელიწადში არანაკლებ ერთხელ.

 2. მონიტორინგის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია უშუალოდ ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანიზაციების მეშვეობით შეამოწმოს საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების შენობა-ნაგებობები, დანადგარები, მოწყობილობები, ხელსაწყოები და სხვა აღჭურვილობა, ასევე შეაფასოს საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მიერ განხორციელებული ცოდნის, უნარებისა და კვალიფიკაციის გამოყენებისა და შეფასების ღონისძიებანი ამ კანონის დებულებებთან შესაბამისობის დასადგენად.

 3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მონიტორინგის პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო წერილობით აცნობებს შესაბამის დაწესებულებას გამოვლენილი ხარვეზის თაობაზე და მოსთხოვს გონივრულ ვადაში მის გამოსწორებას. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას შეუჩეროს აღიარება. ხელახალი აღიარების მიღება შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზის სრულად გამოსწორების შემთხვევაში შეუძლია.

 4. მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგის პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო წერილობით მიმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორების უზრუნველყოფის ან/და შესაბამისი დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით.

 5. მონიტორინგის პროცესში სააგენტოს მიერ გაყალბების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ აცნობებს ამის თაობაზე შესაბამის სამართალდამცველ ორგანოს.

 6. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ სააგენტოს მხარდაჭერა მის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას, მათ შორის, მონიტორინგისათვის აუცილებელი ყველა წერილობითი დოკუმენტისა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

 7. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის განხორციელების წესს განსაზღვრავს სააგენტო დირექტორის ბრძანებით.

მუხლი 47. სააგენტოს ანგარიშგება

 სააგენტო კომპეტენტურ ორგანოსთან თანამშრომლობით, არაუმეტეს 5-წლიანი ინტერვალით IMO-ს წარუდგენს ანგარიშს საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების შეფასების პროცესის კონვენციის I/8 რეგლამენტის მე-3 პუნქტის დებულებებთან შესაბამისობის თაობაზე.

მუხლი 48. მოთხოვნები საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმართ

 1. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება სააგენტოს აწვდის თითოეულ საზღვაო-საწვრთნელ კურსზე ჩარიცხულ მსმენელთა სიას არაუგვიანეს კურსის დაწყების პირველი დღისა.

 2. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ყოველი საზღვაო-საწვრთნელი კურსის დასრულებისთანავე წარუდგენს სააგენტოს წარმატებულ კანდიდატთა სიას, მათი სათანადო ქულების მითითებით.

 3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება უზრუნველყოფს, რომ:

 ა) მეზღვაურთა სწავლება და შეფასება განხორციელდეს წერილობითი პროგრამების შესაბამისად, რომლებიც შეიცავს კომპეტენციის სტანდარტების მისაღწევ მეთოდებს (აუდიო-, მედიაუზრუნველყოფის პროცედურებსა და საკურსო მასალებს);

 ბ) მეზღვაურთა სწავლება და შეფასება განახორციელონ, გააკონტროლონ და შეაფასონ ამ კანონის 481 მუხლის შესაბამისად კვალიფიციურმა პირებმა;

 გ) ინსტრუქტორი, ზედამხედველი და შემფასებელი, რომლებიც ახორციელებენ მეზღვაურთა სწავლებასა და შეფასებას, იყვნენ სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირები, რომლებსაც შეუძლიათ მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის განსაზღვრული ტიპებისა და დონეების ან კომპეტენციის შეფასება როგორც გემზე, ისე ნაპირზე, ამ კანონის დებულებათა შესაბამისად.

 4. პირები, რომლებიც ახორციელებენ მეზღვაურთა წვრთნასა და შეფასებას გემზე, ვალდებული არიან, ეს გააკეთონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი წვრთნა და შეფასება უარყოფით გავლენას არ მოახდენს გემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე და თუ მათ შეუძლიათ სათანადო დრო და ყურადღება დაუთმონ ამ წვრთნასა და შეფასებას.

 5. პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის თანახმად სერტიფიცირებისთვის საჭირო მეზღვაურის პრაქტიკულ სწავლებას გემზე ან ნაპირზე, ვალდებულია:

 ა) ჰქონდეს საზღვაო-საწვრთნელი პროგრამის განხორციელების აღიარება და სრულად ჰქონდეს გააზრებული განსაკუთრებული ტიპის წვრთნის სპეციფიკური ხასიათი;

 ბ) ჰქონდეს იმ ამოცანის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, რომლისთვისაც ტარდება წვრთნა;

 გ) წვრთნის სიმულატორის გამოყენებით ჩატარებისას ჰქონდეს სათანადო გამოცდილება სიმულატორის გამოყენებით წვრთნის ჩატარების ტექნიკაში და კონკრეტული ტიპის სიმულატორის ექსპლუატაციის პრაქტიკული გამოცდილება.

 6. პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის თანახმად სერტიფიცირებისთვის საჭირო მეზღვაურის კვალიფიკაციის პრაქტიკულ შეფასებას გემზე ან ნაპირზე, ვალდებულია:

 ა) ჰქონდეს სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია შეფასების განსახორციელებლად;

 ბ) იყოს კვალიფიციური იმ საკითხებში, რომლებსაც აფასებს;

 გ) მიღებული ჰქონდეს სათანადო მითითებები და ინსტრუქციები შეფასების მეთოდებსა და პრაქტიკაში;

 დ) ჰქონდეს შეფასების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება.

 7. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ვალდებული არიან, თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსონ საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამები და საწვრთნელი პროგრამები და კურსები, ასევე პერიოდულად განაახლონ ისინი შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.“.

 37. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:

 „მუხლი 481. მინიმალური მოთხოვნები საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მიმართ

 1. ინსტრუქტორი, ზედამხედველი, შემფასებელი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა, ვალდებულია:

 ა) ჰქონდეს შესაბამის საწვრთნელ კურსთან დაკავშირებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;

 ბ) ჰქონდეს 3-წლიანი სწავლების გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში ან გავლილი ჰქონდეს ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მომზადების კურსი;

 გ) გავლილი ჰქონდეს სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის მომზადების კურსი და ჰქონდეს კონკრეტული ტიპის სიმულატორის პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება, თუ საწვრთნელი კურსი დაფუძნებულია სიმულატორზე.

 2. შემფასებელს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა:

 ა) გავლილი უნდა ჰქონდეს მეზღვაურთა შეფასების მეთოდიკასთან დაკავშირებული მომზადება;

 ბ) სიმულატორის მეშვეობით შეფასებისას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.“. 

 38. 49-ე მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა აისახება შესაბამის სამედიცინო მოწმობაში, რომელსაც ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს მხოლოდ სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება. შერჩეული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემა გაყალბებისაგან დამცავი ნიშნის მქონე ბლანკზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე.“;

 ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. მეზღვაური ვალდებულია ნაოსნობის დაწყებამდე ჰქონდეს ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული სამედიცინო მოწმობა.“.

 39. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 50. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა

 1. ამ კანონის მიზნებისათვის მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონვენციის შესაბამისად. STCW-ის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ცალკეული კატეგორიების მეზღვაურებისათვის შეიძლება განისაზღვროს სამედიცინო მოწმობის მოქმედების განსხვავებული ვადები.

 2. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია, თუ STCW-ის კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში მეზღვაურმა უნდა აიღოს ახალი სამედიცინო მოწმობა.

 3. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გარეშე ან ისეთი სამედიცინო მოწმობით მუშაობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის მოქმედების ვადა გასულია, სააგენტო უფლებამოსილია კომპანიის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.“.

 40. 51-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების პერიოდული მონიტორინგის განხორციელების წესს განსაზღვრავს სააგენტო დირექტორის ბრძანებით.“.

 41. 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას ჩამოერთმევა მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემის უფლებამოსილება:

 ა) თუ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მასზე გაცემული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია შეჩერებულია ან გაუქმებულია;

 ბ) თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ან დროშის სახელმწიფო კონტროლის ან/და მენეჯერთა ანგარიშები ამტკიცებს, რომ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა არაზუსტია ან/და მასში შეტანილი მონაცემები გაყალბებულია;

 გ) მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში.“.

 42. მე-60 მუხლის პირველი პუნქტის:

 ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) STCW-ის კოდექსის A-I/8 ნაწილის დებულებათა შესაბამისად, დაწესებულების მიერ უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული, წვრთნასთან, კომპეტენციასთან, სერტიფიცირებასთან (მათ შორის, მეზღვაურისათვის საჭირო სამედიცინო მოწმობის დადასტურებასა და მისი მოქმედების ვადის გაგრძელებასთან) დაკავშირებული ყველა საქმიანობა მიმდინარეობდეს ხარისხის სტანდარტების სისტემის მეშვეობით, მუდმივი მონიტორინგის განხორციელებით, დასახული მიზნების მისაღწევად, ინსტრუქტორისა და შემფასებლის კომპეტენციისა და გამოცდილების ჩათვლით;“;

 ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) განისაზღვროს სწავლების, წვრთნისა და მათთან დაკავშირებული კომპეტენციის სტანდარტების მისაღწევი მიზნები და დადგინდეს ცოდნის, აღქმისა და უნარების ის დონეები, რომლებიც შეესაბამება კონვენციის მოთხოვნების თანახმად ჩასატარებელი გამოცდებისა და შეფასების პროცესს. ეს მიზნები და მათთან დაკავშირებული ხარისხის სტანდარტები შესაძლებელია განცალკევებულად განისაზღვროს სხვადასხვა საწვრთნელი პროგრამისა და კურსისათვის და გავრცელდეს სერტიფიცირების სისტემის მართვაზედაც;“.

 43. 63-ე მუხლის:

 ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) გემზე მომსახურე მეზღვაურთა და მათი სერტიფიკატების გემის დროშის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას;“;

 ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) გემის დროშის ადმინისტრაციის მიერ იმ მოთხოვნების შეუსრულებლობა, რომლებიც დადგენილია სამანქანე ან სანავიგაციო ვახტის გაწევისთვის;“.

 44. 66-ე მუხლის:

 ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ან/და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემა იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, რომელიც საამისოდ არ არის შერჩეული სააგენტოს მიერ, −

 გამოიწვევს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.“;

 ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. მეზღვაურის მიერ გემზე ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე შესაბამისი სამედიცინო მოწმობის გარეშე ან/და ისეთი სამედიცინო მოწმობით საქმიანობა, რომლის მოქმედების ვადა გასულია, −

 გამოიწვევს მეზღვაურის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.“.

 45. 68-ე მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. თუ პირმა ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო მართვის/ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად სათანადო სერტიფიკატი/დიპლომი და მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს იმავე დონის ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ პირის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციითა და STCW-ის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასთან და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით.“;

 ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

 „3. პირს, რომელმაც 2012 წლის 1 თებერვლამდე მიიღო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განათლების დიპლომი, უფლება აქვს, მიიღოს სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

 ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

 ბ) მას აქვს გემბანზე/სამანქანე განყოფილებაში რიგით შემადგენლობაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, კაპიტნის, უფროსი მექანიკოსის, კაპიტნის სავახტო თანაშემწის ან მეორე მექანიკოსის ხელმძღვანელობით ხიდურაზე/სამანქანე განყოფილებაში ვახტზე დგომის არანაკლებ 6 თვის სტაჟი.

 4. პირს, რომელმაც მიიღო „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, უფლება აქვს, მიიღოს ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი.“.

 46. 69-ე მუხლის:

 ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

 ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის 36-ე პუნქტით გათვალისწინებული კანონის 46-ე მუხლით და მე-40 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების დამტკიცება.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

14 ნოემბერი 2014 წ.

N2790-Iს