„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6178-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.016741
  • Word
6178-რს
15/05/2012
ვებგვერდი, 29/05/2012
430060000.05.001.016741
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) , 09. 01. 2012, სარეგისტრაციო კოდი : 430060000.05.001.016584) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) მას აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის საფუძველზე დადგენილი განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა იმ ფუნქციების შესრულების მიზნით, რომლებიც შეესაბამება სერტიფიკატით გათვალისწინებულ ფუნქციებს, და სტაჟი მოიცავს სულ მცირე 12-თვიან პერიოდს წინა 5 წლის განმავლობაში ან უწყვეტ 3-თვიან პერიოდს წინა 6 თვის განმავლობაში, სერტიფიკატის განახლებამდე, ან შესრულებული აქვს ფუნქციები, რომლებიც ამ პუნქტით განსაზღვრული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ეკვივალენტურია, ან აბარებს სათანადო გამოცდას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ან წარმატებით ამთავრებს სათანადო საწვრთნელ კურსს (კურსებს), ან საზღვაო სამსახურის დასრულების შემდეგ ასრულებდა სერტიფიკატით გათვალისწინებულ ფუნქციებზე უფრო მაღალი რანგის ფუნქციას (ზესაშტატო ფუნქციას) ან უფრო დაბალი რანგის ფუნქციას სულ მცირე 3-თვიანი პერიოდის განმავლობაში და სერტიფიკატი ძალაშია იმ რანგის მიღებამდე, რომლისთვისაც იგი გადის მომზადებას.“.

2. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სტრუქტურისაგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობები , აგრეთვე რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესი.“ .

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                               მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 15 მაისი.

№6178-რს