„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4623-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.018027
4623-Iს
11/12/2015
ვებგვერდი, 23/12/2015
430060000.05.001.018027
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.016584) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 65. შეჩერება

მხოლოდ სააგენტოს აქვს კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების უფლება, თუ საზღვაო ინციდენტში ჩართულია გემის მართვის დონისა და ექსპლუატაციის დონის მეზღვაური. საჭიროების შემთხვევაში კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე, არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში.“.

2. 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ პირმა 2014 წლის 14 ნოემბრამდე მიიღო მართვის დონისა და ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კომპეტენციის სერტიფიკატი/დიპლომი და მისი საგანმანათლებლო კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ პირის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციითა და STCW-ის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასთან და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ახალი კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის შესაბამისობას ადგენს სააგენტო წარმოდგენილი დოკუმენტური დასაბუთების შეფასებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდის გზით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2015 წ.

N4623-Iს