მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5595-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.016584
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5595-რს
23/12/2011
ვებგვერდი, 09/01/2012
430060000.05.001.016584
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (09/01/2012 - 15/05/2012)

საქართველოს კანონი

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში მეზღვაურთა სწავლების, მომზადების, სერტიფიცირების და კომპეტენციის მიღების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს, ასევე საქართველოს დროშით მცურავი გემების ნაოსნობის სტანდარტებს, საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგის, საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და მონიტორინგის, სამედიცინო დაწესებულებების შერჩევისა და მონიტორინგის სისტემას.

2. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს მეზღვაურთა სწავლების, მომზადებისა და სერტიფიცირების ეფექტიანი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბება, მაღალკვალიფიციურ მეზღვაურთა მომზადების, მათი ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების პროცესის ხელშეწყობა.

3. ეს კანონი შემუშავებულია განათლების მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და მეზღვაურთა სწავლების, მომზადებისა და სერტიფიცირების თაობაზე არსებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (შემდგომ − კონვენცია) გათვალისწინებით და ეფუძნება მათ ძირითად პრინციპებს.

    მუხლი 2. მეზღვაურთა შემადგენლობა

1. ამ კანონის მიზნებისათვის მეზღვაურთა შემადგენლობა მოიცავს კაპიტანს, ოფიცერსა და რიგითს.

2. კაპიტანი არის პირი, რომელიც მეთაურობს გემს.

3. ოფიცერი არის გემის ეკიპაჟის წევრი, გარდა კაპიტნისა და რიგითისა, რომელსაც აქვს სათანადო კომპეტენცია, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ამ კანონის, კონვენციისა და STCW-ის კოდექსის შესაბამისად.

4. ოფიცერთა შემადგენლობაში შედიან:

ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწე;

ბ) უფროსი მექანიკოსი;

გ) მეორე მექანიკოსი;

დ) სავახტო თანაშემწე;

ე) სავახტო მექანიკოსი;

ვ) ელექტროტექნიკოსი;

ზ) რადიოოპერატორი;

თ) კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწე;

ი) მექანიკოსი.

5. კაპიტნის უფროსი თანაშემწე არის კაპიტნის რანგით მომდევნო ოფიცერი, რომელზედაც გადადის გემის მეთაურობა კაპიტნის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში.

6. უფროსი მექანიკოსი არის სამანქანე განყოფილების რანგით ყველაზე მაღალი ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელია გემის ამძრავ მექანიზმებზე, მექანიკური მოწყობილობებისა და ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციასა და მომსახურებაზე და რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

7. მეორე მექანიკოსი არის უფროსი მექანიკოსის რანგით მომდევნო სამანქანე განყოფილების ოფიცერი, რომელზედაც გადადის უფროსი მექანიკოსის პასუხისმგებლობა მის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში და რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

8. სავახტო თანაშემწე არის კაპიტნის თანაშემწე, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში (გემის ვახტის გაწევის განრიგის მიხედვით) პასუხისმგებელია გემის სანავიგაციო ვახტის გაწევაზე.

9. სავახტო მექანიკოსი არის სამანქანე განყოფილების ოფიცერი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში (გემის ვახტის გაწევის განრიგის მიხედვით) პასუხისმგებელია გემის სამანქანე ვახტის გაწევაზე.

10. ელექტროტექნიკოსი არის ოფიცერი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III/6 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

11. რადიოოპერატორი არის პირი, რომელიც ფლობს სააგენტოს მიერ რადიოწესების შესაბამისად გაცემულ ან აღიარებულ სერტიფიკატს.

12. კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწე არის ოფიცერი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის II თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

13. მექანიკოსი არის ოფიცერი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III/1, III/2 ან III/3 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

14. რიგითი არის გემის ეკიპაჟის წევრი, გარდა კაპიტნისა და ოფიცრისა, მათ შორის, მატროსი, მოტორისტი, რიგითი ელექტროტექნიკოსი, სტაჟიორ-მექანიკოსი, სტაჟიორ-თანაშემწე და სხვა.

15. მატროსი არის რიგითი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის II/5 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

16. მოტორისტი არის რიგითი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III/5 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

17. რიგითი ელექტროტექნიკოსი არის რიგითი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III/7 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

18. სტაჟიორ-მექანიკოსი არის პირი, რომელიც გადის წვრთნას, რომ გახდეს სამანქანე განყოფილების ოფიცერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

19. სტაჟიორ-თანაშემწე არის პირი, რომელიც გადის წვრთნას, რომ გახდეს კაპიტნის თანაშემწე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. თუ ამ კანონში სხვაგვარად არ არის მითითებული, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეგლამენტი − წესები, რომლებიც მოცემულია კონვენციის დანართებში;

ბ) სანაპირო ნაოსნობა − ნაოსნობა, რომლის დროსაც გემი არ შორდება საქართველოს სანაპირო ზოლს 50 საზღვაო მილზე მეტი მანძილით;

გ) საერთაშორისო ნაოსნობა − ნებისმიერი ნაოსნობა, რომელიც არ არის სანაპირო ნაოსნობა;

დ) ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე − გემის ყველა მთავარი ამძრავი მექანიზმის მიერ უწყვეტად გამომუშავებული მაქსიმალური სიმძლავრე კილოვატებით, რომელიც მოცემულია გემის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტში;

ე) რადიომორიგეობა − ვახტის გაწევა და რადიოაღჭურვილობის ექსპლუატაცია და მომსახურება რადიოწესების, SOLAS-ის კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) ნავთობმზიდი ტანკერი − გემი, რომელიც აგებულია და გამოიყენება ნავთობისა და თხევადი ნავთობპროდუქტების გადასაზიდად;

ზ) ქიმმზიდი ტანკერი − გემი, რომელიც აგებულია ან შესაბამისად ადაპტირებულია და გამოიყენება „თხევადი ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო კოდექსის“ (IBCC) (შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით) მე-17 თავში მითითებული ნებისმიერი ნივთიერების თხევადი სახით გადასაზიდად;

თ) თხევადი აირმზიდი ტანკერი − გემი, რომელიც აგებულია ან შესაბამისად ადაპტირებულია და გამოიყენება „აირის საერთაშორისო გადაზიდვის კოდექსის“ (შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით) მე-19 თავში მითითებული ნებისმიერი აირის თხევადი სახით გადასაზიდად;

ი) სამგზავრო გემი − სამგზავრო გემი SOLAS-ის კონვენციის განმარტების შესაბამისად;

კ) RO-RO სამგზავრო ტიპის გემი − სამგზავრო გემი საბორნე-სატვირთო განყოფილებით ან სპეციალური კატეგორიის განყოფილებებით, SOLAS-ის კონვენციის განმარტების შესაბამისად;

ლ) ფუნქცია − გემის ექსპლუატაციის, ზღვაზე უსაფრთხოების ან ზღვის გარემოს დაცვის უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ამოცანათა, ვალდებულებათა და პასუხისმგებლობათა ერთობლიობა STCW-ის კოდექსის შესაბამისად;

მ) პასუხისმგებლობის დონე STCW-ის კოდექსთან მიმართებით − პასუხისმგებლობის დონე, რომელიც განსაზღვრულია STCW-ის კოდექსით და რომელიც მოიცავს:

მ.ა) მართვის დონეს – პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია გემის კაპიტნის, კაპიტნის უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის ან მეორე მექანიკოსის მიერ სათანადო ფუნქციების შესრულებასთან;

მ.ბ) ექსპლუატაციის დონეს − პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია სავახტო თანაშემწის, სავახტო მექანიკოსის, პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების მექანიკოსის, ელექტროტექნიკოსის ან რადიოოპერატორის მიერ, მართვის დონის ოფიცრის ხელმძღვანელობით სათანადო ფუნქციების შესრულებასთან;

მ.გ) დამხმარე დონეს – პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია გემზე რიგითი შემადგენლობის მიერ, მართვის ან ექსპლუატაციის დონეზე მომუშავე პირის მითითებით, დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან;

ნ) დამტკიცებული − სააგენტოს მიერ კონვენციის შესაბამისად დამტკიცებული;

ო) კომპანია − გემთმფლობელი, სხვა ორგანიზაცია ან პირი, მაგალითად, მმართველი, ან უეკიპაჟოდ გემის დამფრახტველი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს დროშით მცურავი გემის ექსპლუატაციასა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე;

პ) კომპეტენციის სერტიფიკატი − კაპიტანზე, ოფიცერსა და GMDSS-ის რადიოოპერატორზე ამ კანონის დებულებათა შესაბამისად გაცემული და დადასტურებული სერტიფიკატი, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს, იმსახუროს ამ თანამდებობაზე და შეასრულოს პასუხისმგებლობის ამ დონისათვის გათვალისწინებული ფუნქციები;

ჟ) კვალიფიკაციის სერტიფიკატი − მეზღვაურზე გაცემული სერტიფიკატი, გარდა კომპეტენციის სერტიფიკატისა, რომლის თანახმად, დაკმაყოფილებულია წვრთნის, მომზადების, კომპეტენციის ან საზღვაო გამოცდების თაობაზე ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები;

რ) დოკუმენტური დასაბუთება − იურიდიული ძალის მქონე საბუთები, გარდა კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატებისა, რომელთა თანახმად, დაკმაყოფილებულია ამ კანონით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები;

ს) დადასტურების სერტიფიკატი − სააგენტოს მიერ კონვენციის I/2 რეგლამენტისა და ამ კანონის მე-9 მუხლის თანახმად გაცემული და მოქმედი დოკუმენტი;

ტ) სერტიფიკატის აღიარება − სააგენტოს მიერ კონვენციის წევრი სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარება;

უ) დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი − მუშაობის პერიოდი, რომელიც საჭიროა სერტიფიკატის ან სხვა კომპეტენციის მისაღებად ანდა არსებულის განსაახლებლად;

ფ) თვე − კალენდარული თვე ან 30 (ოცდაათი) დღე 1 თვეზე ნაკლები პერიოდებისთვის;

ქ) კონვენციის წევრი ან წევრი სახელმწიფო − კონვენციის წევრი სახელმწიფო, რომლისთვისაც კონვენცია ძალაშია;

ღ) კონვენცია − „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენცია, ცვლილებებითა და დამატებებით;

ყ) STCW-ის კოდექსი − კონვენციის წევრი სახელმწიფოების 1995 წლის კონფერენციის მე-2 რეზოლუციით მიღებული „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსი, განახლებული ვერსიით;

შ) SOLAS-ის კონვენცია − „ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენცია, რომელიც მოიცავს 1978 და 1988 წლების ოქმებს, განახლებული ვერსიით;

ჩ) ISM-ის კოდექსი − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის A741 (18) რეზოლუციით დამტკიცებული „გემების უსაფრთხო ექსპლუატაციისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ მართვის“ საერთაშორისო კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით;

ც) რადიოწესები − „საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის შესახებ“ კონვენციით განსაზღვრული და ძალაში მყოფი წესები;

ძ) ISPS-ის კოდექსი − SOLAS-ის კონვენციის ხელშემკვრელი მთავრობების კონფერენციის მე-2 რეზოლუციით მიღებული „გემებისა და ნავსადგურის აღჭურვილობების უშიშროების შესახებ“ 2002 წლის 12 დეკემბრის საერთაშორისო კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით;

წ) გემის უშიშროების ოფიცერი − კომპანიის მიერ დანიშნული პირი, რომელიც ანგარიშვალდებულია კაპიტნის წინაშე და პასუხისმგებელია გემის უშიშროებაზე, მათ შორის, გემზე უშიშროების სისტემის დანერგვასა და განხორციელებაზე, კომპანიისა და ნავსადგურის უშიშროების ოფიცრებთან კავშირზე;

ჭ) უშიშროების უზრუნველყოფის ვალდებულებები − გემზე უშიშროებასთან დაკავშირებით შესასრულებელი ყველა დავალება და ვალდებულება, SOLAS-ის კონვენციის XI−2 თავის და ISPS-ის კოდექსის შესაბამისად;

ხ) მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკი − სააგენტოს მიერ დამტკიცებული სააღრიცხვო წიგნაკი, რომელიც არის მეზღვაურის მიერ გავლილი მომზადებისა და წვრთნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ჯ) მეზღვაურის ნაოსნობის სტაჟის სააღრიცხვო წიგნაკი − მეზღვაურის წიგნაკის შემადგენელი ნაწილი, რომლის ფორმასა და შინაარსს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო და რომელიც არის ნაოსნობის სტაჟის დამტკიცების მთავარი საფუძველი;

ჰ) GMDSS-ის რადიოოპერატორი − პირი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის IV თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

1 ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც ასრულებს ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს;

2 ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც შექმნილია „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე;

3 ) შესაბამისად კვალიფიციური აკადემიური პერსონალი − პირი, რომელიც შეესაბამება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის ან 3000 კვტ სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, მათ შორის, 12 თვე მართვის დონეზე, რომელთაგან სულ მცირე 6 თვის სტაჟი უნდა ჰქონდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში, ან ბოლო 10 წლის განმავლობაში გავლილი აქვს სააგენტოს მიერ აღიარებული განახლების კურსები;

4 ) ზედამხედველი და შემფასებელი − პირები, რომლებსაც აქვთ არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის ან 3000 კვტ სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, მათ შორის, 12 თვე მართვის დონეზე, რომელთაგან სულ მცირე 6 თვის სტაჟი უნდა ჰქონდეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ან ბოლო 10 წლის განმავლობაში გავლილი აქვთ სააგენტოს მიერ აღიარებული განახლების კურსები;

5 ) შესაბამისად კვალიფიციური ინსტრუქტორი − პირი, რომელსაც აქვს მართვის დონის კომპეტენცია და რომელიც ფლობს უმაღლესი განათლების დიპლომს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე პასუხისმგებელია მეზღვაურის წვრთნაზე, რომელიც დაკავშირებულია კონვენციის შესაბამისად სერტიფიცირებასთან. მას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის ან 3000 კვტ სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, მათ შორის, 6 თვე მართვის დონეზე, რომელთაგან სულ მცირე 6 თვის სტაჟი უნდა ჰქონდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში, ან ბოლო 10 წლის განმავლობაში გავლილი აქვს სააგენტოს მიერ აღიარებული განახლების კურსები;

6 ) განათლების დიპლომი – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

7 ) საერთო ტევადობა – ტევადობა, როგორც ეს განმარტებულია „სატვირთო მარკის შესახებ“ 1966 წლის კონვენციაში.

2. ამ კანონის მიზნებისათვის კონვენცია და STCW-ის კოდექსი გამოიყენება მათი უახლესი რედაქციებით.

    მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე კაპიტნებზე, ოფიცრებსა და რიგით შემადგენლობებზე, რომლებიც კვალიფიკაციის/კომპეტენციის მიღების მიზნით მიმართავენ საქართველოს შესაბამის საგანმანათლებლო (სასწავლო) დაწესებულებას ან რომლებზედაც საქართველო გასცემს კვალიფიკაციის/კომპეტენციის სერტიფიკატს, ასევე იმ მეზღვაურებზე, რომლებიც მსახურობენ საქართველოს დროშით მცურავ გემებზე, გარდა:

ა) სამხედრო გემისა;

ბ) საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, არაკომერციული მიზნით გამოყენებული გემისა;

გ) თევზსაჭერი გემისა;

დ) ხის და სხვა, პრიმიტიული აგებულების გემებისა;

ე) არაკომერციული მიზნით გამოყენებული იახტისა.

2. იმ მეზღვაურებისათვის, რომლებიც არ შედიან ამ კანონის რეგულირების სფეროში, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გემების მეზღვაურებისა, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო მოთხოვნებს და მათზე შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის წესს განსაზღვრავს სააგენტო.

    მუხლი 5. სააგენტოს და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ზოგადი პასუხისმგებლობანი და უფლებამოსილება

1. ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების გაცემა, აღიარება ან/და დადასტურება;

ბ) მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის მონიტორინგი;

გ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება და სისტემატური მონიტორინგი;

დ) საწვრთნელი პროგრამების კონვენციითა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ მოთხოვნებთან შესაბამისობის აღიარება;

ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ერთად საზღვაო-სასწავლო დაწესებულების ავტორიზაციის/მისი პროგრამების აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა;

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული სასწავლებლების მონიტორინგი ამ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში;

ზ) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების ნამდვილობის დამოწმება და მათი გაყალბების თავიდან აცილების ღონისძიებების გატარება;

თ) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების ფორმისა და გაცემის წესის, ასევე გაცემული სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება;

ი) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების მიღებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის განსაზღვრა, გამოცდების ორგანიზება და ჩატარება;

კ) სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების მონიტორინგის განხორციელება;

ლ) ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მათი მიღება (გამოცემა);

მ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისთვის (შემდგომ − IMO), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნებისთვის საქართველოში მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ნ) ამ კანონის დარღვევისათვის დაწესებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ო) ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულება.

2. კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს.

 

თავი II. სერტიფიკატების გაცემასთან და აღიარებასთან დაკავშირებული ზოგადი წესები

    მუხლი 6. მეზღვაურთა სერტიფიცირება

1. კომპეტენციის სერტიფიკატს გასცემს მხოლოდ სააგენტო სერტიფიკატის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტური დასაბუთების ნამდვილობის დამოწმებისა და მისი მოქმედების ვადის დამტკიცების შემდეგ.

2. პირი უფლებამოსილია მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონითა და კონვენციის V/1-1 და V/1-2 რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. მეზღვაურს, რომელიც ასრულებს STCW-ის კოდექსის A-II/1, A-II/2, A-II/3, A-II/4, A-III/1, A-III/2, A-III/3, A-III/4 ან A-IV/2 ნაწილით განსაზღვრულ ან სხვა ფუნქციას, უნდა ჰქონდეს კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატი.

4. სააგენტოს მიერ ყველა სახის სერტიფიკატის გაცემა და დადასტურება ხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

    მუხლი 7. მეზღვაურთა გამოცდა

1. კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების ან/და განახლების მიზნით დაინტერესებული პირი მიმართავს სააგენტოს. სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო გამოცდის შინაარსს, ხანგრძლივობასა და ფორმას, ასევე შეფასების კრიტერიუმებს განსაზღვრავს სააგენტო და ისინი ქვეყნდება მის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. თუ მეზღვაური ვერ ჩააბარებს სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო გამოცდას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ, ამ კანონით დადგენილი პირობების თანახმად, ხელახლა იქნეს დაშვებული გამოცდაზე, რომელიც ფასიანია. მეზღვაური გამოცდაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს სულ 6-ჯერ 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში. თუ მეზღვაური ვერც ერთხელ ვერ ჩააბარებს გამოცდას, გამოცდაზე გასვლის უფლება მას შეუწყდება ბოლო გამოცდის დღიდან 1 წლის ვადით.

3. მეზღვაურს უფლება აქვს, მოითხოვოს სერტიფიკატის მიღება იმავე დონის კომპეტენციისათვის, თუ იგი ვერ ჩააბარებს გამოცდას უფრო მაღალი დონის კომპეტენციის მისაღებად. ამ შემთხვევაში მეზღვაურის მიერ გამოცდის ჩაბარების ცდა ჩაითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში ჩაბარებულ გამოცდად.

4. როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები უფლებამოსილი არიან, მიიღონ სააგენტოს მიერ გაცემული კომპეტენციის/ კვალიფიკაციის სერტიფიკატები საქართველოს საზღვრების გარეთ არსებული საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემული სერტიფიკატების საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნებში არსებული სასწავლო დაწესებულებები და მათ მიერ გაცემული სერტიფიკატები და კვალიფიკაცია აღიარებულია საქართველოს მიერ.

5. საქართველოს საზღვრების გარეთ არსებულ საზღვაო-სასწავლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის აღიარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

6. საქართველოს საზღვრების გარეთ არსებულ საზღვაო-სასწავლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ამ კანონით დადგენილი წესით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარება არის სააგენტოს მიერ მასზე კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის საფუძველი.

    მუხლი 8. სერტიფიკატების გაცემა და რეგისტრაცია

1. თუ სააგენტოს წარედგინება საბუთები, რომ მართვისა და ექსპლუატაციის დონის პირები აკმაყოფილებენ ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სააგენტო მათზე გასცემს შესაბამის სერტიფიკატებს.

2. სააგენტო გასცემს სერტიფიკატს, თუ პირი წარმოადგენს შემდეგ საბუთებს:

ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, განსაკუთრებით მხედველობისა და სმენის კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტს, რომელიც გაცემულია შერჩეული სამედიცინო დაწესებულების მიერ;

გ) დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟისა და აუცილებელი წვრთნის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის III და IV თავებით და აუცილებელია შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად;

დ) ამ კანონის III თავით განსაზღვრულ კომპეტენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტს, იმ უფლებამოსილებათა, ფუნქციათა და პასუხისმგებლობათა დონეების გათვალისწინებით, რომელთა დადგენაც აუცილებელია სერტიფიკატის დადასტურებისთვის;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ან კონვენციით გათვალისწინებულ სხვა საბუთებს.

3. სააგენტო ვალდებულია:

ა) აწარმოოს კაპიტნების, ოფიცრებისა და რიგითი შემადგენლობების კომპეტენციის ყველა სერტიფიკატის − გაცემულის, ვადაგასულის, ვადაგაგრძელებულის, შეჩერებულის, გაუქმებულის, დაკარგულის, განადგურებულის − აღრიცხვის რეესტრი, შესაბამისი გამონაკლისების მითითებით;

ბ) ამ კანონის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატების შესახებ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი გახადოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;

გ) ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემის თაობაზე ოფიციალურ თხოვნას უპასუხოს 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ სააგენტო ვერ ახერხებს ინფორმაციის გაცემას, იგი ვალდებულია აღნიშნულ ვადაში დაინტერესებულ მხარეს აცნობოს დადგენილ ვადაში თხოვნის შეუსრულებლობის შესახებ, იმ დროის მითითებით, როდესაც მას ოფიციალურ პასუხს გაუგზავნის.

4. საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს, რომ, ამ კანონის მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამისად, იმ გემზე, რომელზედაც მსახურობს სერტიფიკატის მფლობელი, ხელმისაწვდომი იყოს ამ კანონით მოთხოვნილი ნებისმიერი სერტიფიკატის დედანი.

5. კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ნაოსნობის სტაჟში არ ჩაეთვლება:

ა) საგემბანე განყოფილების მეზღვაურს:

ა.ა) ნაოსნობა საშუქურო გემზე;

ა.ბ) ნაოსნობა, რომლის დროსაც მას ეკავა ლოცმანის თანამდებობა;

ა.გ) ნაოსნობა სპორტულ გემზე;

ა.დ) ნაოსნობა 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად;

ა.ე) ნაოსნობა ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებში;

ა.ვ) ნაოსნობა მცურავ დოკზე, მცურავ ამწესა და გამწმენდ გემზე;

ა.ზ) შესაკეთებელი დგომა 1 თვეზე მეტი ხნით;

ბ) გემის მექანიკოსს:

ბ.ა) ნაოსნობა საშუქურო გემზე;

ბ.ბ) ნაოსნობა სპორტულ გემზე;

ბ.გ) ნაოსნობა 750 კვტ ან 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად;

ბ.დ) ნაოსნობა მცურავ დოკსა და მცურავ ამწეზე;

გ) ელექტროტექნიკოსს:

გ.ა) ნაოსნობა არათვითმავალ გემზე, რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე 50 კვტ-ზე ნაკლებია;

გ.ბ) ნაოსნობა მცურავ დოკსა და მცურავ ამწეზე;

გ.გ) ნაოსნობა სპორტულ გემზე.

6. სააგენტოში მუშაობის ვადა მეზღვაურს ჩაეთვლება დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად შემდეგი თანაფარდობით: სააგენტოში მუშაობის 2 თვე − 1-თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად. ამ გზით მიღებული სტაჟი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომპეტენციის სერტიფიკატის განსაახლებლად და არა უფრო მაღალი დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად.

    მუხლი 9. კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება

1. პირს არა აქვს უფლება, იმუშაოს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, თუ მას არ აქვს სააგენტოს მიერ გაცემული ან დადასტურებული შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი.

2. სააგენტო უფლებამოსილია დაადასტუროს გემის კაპიტნის, ოფიცრის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატები ამ მუხლის, კონვენციის I/2 რეგლამენტისა და STCW-ის კოდექსის A-I/2 ნაწილის შესაბამისად.

3. დადასტურების სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ პირს, რომელიც არ არის კაპიტანი ან კაპიტნის თანაშემწე, გავლილი არა აქვს საბაზისო მომზადება და არა აქვს ზედამხედველობის ქვეშ მიღებული სულ მცირე 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი რადიოსაკომუნიკაციო მოვალეობათა შესრულებით.

4. სააგენტო გასცემს დადასტურების სერტიფიკატს, თუ სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატი აღიარებულია ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.

5. დადასტურების სერტიფიკატს სააგენტო გასცემს ცალკე დოკუმენტის სახით და მას ენიჭება უნიკალური ნომერი.

6. დადასტურების სერტიფიკატის მოქმედების ვადა იწურება 5 წელიწადში ან 5 წელიწადზე ნაკლებ ვადაში, დასადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო ან სააგენტოს ანდა მისი გამცემი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ სერტიფიკატის გაუქმებისთანავე.

7. მეზღვაურის კომპეტენცია დადასტურების სერტიფიკატში მიეთითება დასადასტურებელ სერტიფიკატში მითითებულის იდენტურად.

8. დადასტურების სერტიფიკატს სააგენტო გასცემს მხოლოდ იმ პირზე, რომელიც შეესაბამება ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

9. მეზღვაური, რომელიც აღიარებისთვის წარმოადგენს სერტიფიკატს, რომელიც გაცემულია მართვის დონისთვის კონვენციის II/2, III/2, III/3 ან VII/1 რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და STCW-ის კოდექსის შესაბამისად, ვალდებულია იცოდეს საქართველოს საზღვაო კანონმდებლობა თავის ფუნქციებთან დაკავშირებით. ამგვარი ცოდნის მოცულობას მეზღვაურთა სხვადასხვა რანგისთვის განსაზღვრავს და აქვეყნებს სააგენტო.

    მუხლი 10. სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის  სერტიფიკატის აღიარება

1. მეზღვაურს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, უფლება აქვს, იმსახუროს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, თუ მისი კომპეტენციის სერტიფიკატი აღიარებულია სააგენტოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად.

2. სააგენტოს უფლება აქვს, აღიაროს სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ ეს სახელმწიფო არის IMO-ს მიერ გამოქვეყნებულ „თეთრ სიაში“ კონვენციასთან მიმართებით.

3. კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარება იზღუდება იმ უფლებამოსილებებით, ფუნქციებითა და კომპეტენციის ფარგლებით, რომლებიც მითითებულია სერტიფიკატში. აღიარებულ კომპეტენციის სერტიფიკატს უნდა ახლდეს აღიარების დამადასტურებელი საბუთი.

4. სააგენტოს უფლება აქვს, აღიაროს კონვენციის წევრის მიერ ან მისი უფლებამოსილებით გაცემული გემის კაპიტნის/ოფიცრის სერტიფიკატი, თუ:

ა) შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ყველა საჭირო ზომის მიღებით, რაც შესაძლებელია მოიცავდეს აღჭურვილობათა და პროცედურათა ინსპექტირებას, დაადასტურებს, რომ კომპეტენციის სერტიფიკატისა და მისი დამადასტურებელი საბუთის გაცემისა და ჟურნალების წარმოების სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები სრულადაა დაცული;

ბ) შესაბამის სახელმწიფოსთან შეთანხმებულია, რომ კონვენციის შესაბამისად მას დაუყოვნებლივ ეცნობება სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ;

გ) შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაადასტურებს, რომ კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნები კომპეტენციის, მომზადებისა და სერტიფიცირების სტანდარტებთან, ასევე ხარისხის სტანდარტებთან მიმართებით ამ წევრის მიერ სრულადაა დაცული.

5. კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარება არ მოხდება, თუ მისი გამცემი სახელმწიფო არ არის კონვენციის წევრი, ან თუ საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტი დაადგენს, რომ ამ სახელმწიფოში არ სრულდება კონვენციით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.

6. ამ კანონის მე-9 მუხლის დებულებათა მიუხედავად, სააგენტოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულების შესაბამისად, დართოს მეზღვაურს, გარდა რადიოწესებით განსაზღვრული რადიოკავშირის ოფიცრისა ან რადიოკავშირის ოპერატორისა, საქართველოს დროშით მცურავ გემზე 3 თვემდე ვადით მუშაობის უფლება, თუ მეზღვაურს აქვს შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია კონვენციის წევრის მიერ, მაგრამ ჯერ არ არის სააგენტოს მიერ დადასტურებული. ამ შემთხვევაში სააგენტო გასცემს განაცხადის მიღების სერტიფიკატს (CRA) არა უმეტეს 3 თვის ვადით.

    მუხლი 11. შესაბამისობის შეფასება და აღიარების გაუქმება

1. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის აღიარების პროცესში შესაბამისი საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების შეფასება ხორციელდება STCW-ის კოდექსის A-I/6 ნაწილის დებულებათა შესაბამისად.

2. ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების მიუხედავად, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღიარებული სერტიფიკატის გამცემი სახელმწიფო აღარ შეესაბამება კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს IMO-ს დასაბუთებულ მიზეზებთან ერთად.

3. სააგენტო სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის გაუქმების საკითხის განხილვისას დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ IMO-ს დასაბუთებულ მიზეზებთან ერთად.

4. ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად გაცემული დადასტურების სერტიფიკატი ძალაში რჩება შესაბამისი სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღამდე. ამგვარი დადასტურების სერტიფიკატის მფლობელ მეზღვაურს უფლება არა აქვს, მოითხოვოს უფრო მაღალი კვალიფიკაციის დადასტურების სერტიფიკატი, თუ რანგის მომატება არ ეფუძნება დამატებითი ნაოსნობის სტაჟს.

    მუხლი 12. ალტერნატიული სერტიფიკატი

1. სერტიფიკატების მიმართ ამ კანონის III თავით განსაზღვრული მოთხოვნების მიუხედავად, სააგენტოს უფლება აქვს, გასცეს ალტერნატიული სერტიფიკატი ამ მუხლის შესაბამისად. სააგენტოს ასევე შეუძლია ალტერნატიული სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილება გადასცეს შესაბამის ორგანიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. ალტერნატიული სერტიფიკატი გაიცემა, თუ:

ა) იმ სერტიფიკატში და სერტიფიკატის დამადასტურებელ საბუთში, რომლებიც შერჩეულია და STCW-ის კოდექსის A-II/1, A-II/2, AII/3, A-II/4, A-II/5, A-III/1, A-III/2, A-III/3, A-III/4, A-III/5 და A-IV/2 ნაწილებში აღნიშნული სერტიფიკატების იდენტურია, განსაზღვრულია სათანადო ფუნქციები და პასუხისმგებლობათა დონეები;

ბ) სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილ კანდიდატს:

ბ.ა) აქვს სათანადო განათლება, გავლილი აქვს წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის სათანადო პუნქტებით და იმავე კოდექსის A-VII/1 ნაწილით განსაზღვრულ კომპეტენციის სტანდარტებს, იმ ფუნქციებისა და რანგის შესაბამისად, რომლებზედაც უნდა განხორციელდეს სერტიფიკატის გაცემა და დადასტურება;

ბ.ბ) გავლილი აქვს საზღვაო სამსახური სერტიფიკატში დასაფიქსირებელი ფუნქციებისა და რანგის შესაბამისად. საზღვაო სამსახურის გავლის მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს კონვენციის მე-14 და 21-ე რეგლამენტებით განსაზღვრული ხანგრძლივობის ეკვივალენტური, თუმცა არ უნდა იყოს STCW-ის კოდექსის A-VII/2 ნაწილით განსაზღვრულ ხანგრძლივობაზე ნაკლები;

გ) მეზღვაური, რომელსაც ევალება ნაოსნობის ფუნქციის შესრულება ექსპლუატაციის დონეზე, შეესაბამება ამ კანონის 24-ე მუხლის დებულებებს, რადიოწესების მიხედვით, სათანადო რადიოკავშირის ვალდებულებათა შესრულების მიზნით;

დ) სერტიფიკატი გაიცემა ამ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა და STCW-ის კოდექსის VIII თავის დებულებათა თანახმად.

2. სერტიფიკატი არ გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ კონვენციის IV თავითა და I/7 რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ ეცნობება IMO-ს.

3. თუ სააგენტო გადაწყვეტს ალტერნატიული სერტიფიკატის ამ მუხლის თანახმად გაცემას, აუცილებელია შემდეგი პრინციპების დაცვა:

ა) ალტერნატიული სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი ზღვაზე უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაბინძურების აღმკვეთი ზომების მიღების პირობა, სულ მცირე კონვენციით განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად;

ბ) ამ მუხლისა და კონვენციის VII თავის თანახმად, ალტერნატიული სერტიფიკატის გაცემისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმ სერტიფიკატების ჩანაცვლების პირობები, რომლებიც გაიცემა კონვენციის მიხედვით. ამასთანავე, აღნიშნული ჩანაცვლების პრინციპით ამ მუხლისა და ამ კანონის მე-13−მე-19 მუხლების დებულებებისა და კონვენციის II, III და VII თავების თანახმად სერტიფიცირებულ მეზღვაურს უნდა შესწევდეს ორგანიზაციის ტრადიციული ან სხვა ფორმის გემზე მუშაობის უნარი და გემბანზე მსახურობისთვის მეზღვაურის მომზადება არ უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ შეზღუდოს მისი უნარი, აითვისოს სხვა პროფესიული ჩვევები;

გ) ალტერნატიული სერტიფიკატის გაცემა არ უნდა ხორციელდებოდეს გემბანზე ეკიპაჟის წევრთა რაოდენობის შესამცირებლად, სამანქანე განყოფილებაში და გემბანზე ვახტის გამწევი პირის ერთი სერტიფიკატის მფლობელისთვის კომბინირებულ ვალდებულებათა მიწერის მიზნით, რაიმე განსაკუთრებული მორიგეობის განხორციელებისათვის;

დ) ბრძანებებს გასცემს კაპიტანი. ალტერნატიული სერტიფიკატის გაცემისთვის მზადებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს კაპიტნის და სხვა პირების კანონიერ თანამდებობებსა და უფლებამოსილებებზე;

ე) ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პრინციპები უზრუნველყოფს გემბანისა და მემანქანე რიგითების თანაბარ კომპეტენტურობას.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის, იმ რანგის მფლობელი პირი, რომელსაც კომპეტენცია ენიჭება ამ კანონის მე-18 ან მე-19 მუხლის თანახმად, ჩაითვლება პირად, რომელმაც კვალიფიკაცია მიიღო ალტერნატიული სერტიფიკატის მისაღებად, კონვენციის VII თავის თანახმად, და იგი შესაძლებელია დასაქმდეს იმ რანგის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს საგემბანე და სამანქანე ვახტის ნაწილს.

    მუხლი 13. სერტიფიკატის განახლება

1. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენცია და STCW კოდექსი აშკარად მიუთითებს, რომ არ არის სავალდებულო, გემზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად კაპიტანი, ოფიცერი ან რადიოოპერატორი, რომელსაც აქვს სერტიფიკატი, მსახურობს ზღვაზე ან აპირებს ზღვაში დაბრუნებას ნაპირზე ყოფნის შემდეგ, ვალდებულია განაახლოს სერტიფიკატი 5 წელიწადში ერთხელ, მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ:

ა) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება ამ კანონით განსაზღვრულ ჯანმრთელობის სტანდარტებს;

ბ) მას აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის საფუძველზე დადგენილი განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა იმ ფუნქციების შესრულების მიზნით, რომლებიც შეესაბამება სერტიფიკატით გათვალისწინებულ ფუნქციებს, და სტაჟი მოიცავს სულ მცირე უწყვეტ 12-თვიან პერიოდს წინა 5 წლის განმავლობაში ან უწყვეტ 3-თვიან პერიოდს წინა 6 თვის განმავლობაში, სერტიფიკატის განახლებამდე, ან შესრულებული აქვს ფუნქციები, რომლებიც ამ პუნქტით განსაზღვრული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ეკვივალენტურია, ან აბარებს სათანადო გამოცდას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ან წარმატებით ამთავრებს სათანადო საწვრთნელ კურსს (კურსებს), ან საზღვაო სამსახურის დასრულების შემდეგ ასრულებდა სერტიფიკატით გათვალისწინებულ ფუნქციებზე უფრო მაღალი რანგის ფუნქციას (ზესაშტატო ფუნქცია) ან უფრო დაბალი რანგის ფუნქციას სულ მცირე 3-თვიანი პერიოდის განმავლობაში და სერტიფიკატი ძალაშია იმ რანგის მიღებამდე, რომლისთვისაც იგი გადის მომზადებას.

2. გემზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად კაპიტანმა, ოფიცერმა ან რადიოოპერატორმა წარმატებით უნდა გაიაროს საერთაშორისოდ აღიარებული სათანადო წვრთნა.

3. ტანკერზე საზღვაო სამსახურის გაგრძელების მიზნით კაპიტანი/უფროსი მექანიკოსი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ამასთანავე, მას მოეთხოვება, არა უმეტეს 5-წლიანი ინტერვალებით, სათანადო რანგისთვის ჰქონდეს სულ მცირე 12-თვიანი სამუშაო გამოცდილება. ამასთანავე, დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის სულ მცირე 3 თვე უნდა ჰქონდეს 5-წლიანი პერიოდის ბოლო 12 თვის განმავლობაში.

4. კაპიტნის, ოფიცრისა და რადიოოპერატორის ცოდნის გაღრმავების მიზნით სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ზღვაზე უსაფრთხოების, უშიშროებისა და ზღვის გარემოს დაბინძურებისაგან დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო რეგულაციებში განხორციელებული ცვლილებები ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს დროშით მცურავ გემზე.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის საფუძველზე კაპიტნის/ოფიცრის ალტერნატიული სერტიფიკატის განახლება არ მოხდება STCW-ის კოდექსის A-I/11 ნაწილის შესაბამისად, მისი მფლობელის მიერ თითოეული დისციპლინისთვის არანაკლებ სავახტო ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობის სულ მცირე 3 თვის სტაჟის დამადასტურებელი საბუთის წარდგენამდე.

6. კომპეტენციის სერტიფიკატის განახლება ავტომატურად ნიშნავს ყველა სერტიფიკატისა და წვრთნის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის განახლებას, რომლებიც აუცილებელია სათანადო სერტიფიკატის მისაღებად, გარდა ამ კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატისა.

7. სერტიფიკატის განახლებისა და გემზე საზღვაო სამსახურის გაგრძელების მიზნით კაპიტანმა, ოფიცერმა ან რადიოოპერატორმა წარმატებით უნდა გაიაროს სათანადო წვრთნა.

8. ამ მუხლში აღნიშნული სათანადო წვრთნა მოიცავს:

ა) კაპიტნისა და საგემბანე განყოფილების ეკიპაჟის წევრის შემთხვევაში − STCW-ის კოდექსის II თავით გათვალისწინებულ წვრთნებსა და მომზადებას;

ბ) სამანქანე განყოფილების ეკიპაჟის წევრის შემთხვევაში − STCW-ის კოდექსის III თავით გათვალისწინებულ წვრთნებსა და მომზადებას;

გ) რადიოოპერატორის შემთხვევაში − STCW-ის კოდექსის IV თავით გათვალისწინებულ წვრთნებსა და მომზადებას.

9. ამ კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრულ ტანკერზე საზღვაო სამსახურის გაგრძელების მიზნით ოფიცერი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულებისა, ვალდებულია წარმოადგინოს ერთ-ერთი შემდეგი საბუთი:

ა) შესაბამის ტანკერზე მუშაობის სულ მცირე 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) შესაბამის სატანკერო ტერმინალზე მუშაობის სულ მცირე 6 თვის საზღვაო სტაჟის დამადასტურებელი საბუთი;

გ) შესაბამისი საწვრთნელი კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი.

10. ამ მუხლის მიზნებისათვის „შესაბამისი ტანკერი“, „შესაბამისი სატანკერო ტერმინალი“ და „შესაბამისი საწვრთნელი კურსი“ გულისხმობს, რომ ტანკერი, სატანკერო ტერმინალი და საწვრთნელი კურსი შეესაბამება ტანკერის იმ ტიპს, რომელზე მუშაობის უფლებაც აქვს ოფიცერს თავისი სერტიფიკატით.

    მუხლი 14. საფასური

1. სააგენტოს მიერ სერტიფიკატების გაცემასთან, აღიარებასთან ან დადასტურებასთან დაკავშირებული მომსახურება ექვემდებარება საფასურის გადახდას.

2. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობასა და გადახდის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მისაღებად მეზღვაურის პირველ გამოცდაზე დაშვება უფასოა. ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ყველა მომდევნო გამოცდა ფასიანია და ანგარიშსწორების წესს განსაზღვრავს სააგენტო.

 

თავი III. მეზღვაურთა სერტიფიცირება

    მუხლი 15. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწის სერტიფიკატი

1. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც საწვრთნელი პროგრამის ნაწილი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 6-თვიან დამტკიცებულ საზღვაო პრაქტიკას 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი შეტანილია მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, ან არსებობს სხვაგვარი მტკიცებულება იმისა, რომ მას აქვს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

გ) იგი სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის მიღების დროს არანაკლებ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში ასრულებდა სავახტო მოვალეობებს კაპიტნის ან ოფიცრის ზედამხედველობით;

დ) იგი შეესაბამება კონვენციის IV თავის მოთხოვნებს, რადიოწესების თანახმად, სათანადო რადიოვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით;

ე) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/1 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს;

ვ) შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

    მუხლი 16. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნისა და კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატები

1. 500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მისაღებად იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) კაპიტნის სერტიფიკატის მისაღებად იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამ რანგში (ეს პერიოდი შესაძლოა შემცირდეს არანაკლებ 24 თვემდე, თუ მას ამ სტაჟიდან არანაკლებ 16 თვის განმავლობაში ნამსახურები აქვს კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში);

გ) მას გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება 500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნისა და კაპიტნის უფროსი თანაშემწისათვის STCW-ის კოდექსის A-II/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

2. 3000 ტონა ან 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. პირს უფლება აქვს, მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) მას აქვს:

ბ.ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მისაღებად − კაპიტნის თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

ბ.ბ) კაპიტნის სერტიფიკატის მისაღებად − კაპიტნის თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ამასთანავე, არანაკლებ 16 თვის განმავლობაში ნამსახურები აქვს კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში;

გ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/2 ნაწილით 3000 ტონა ან 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნისა და კაპიტნის უფროსი თანაშემწისათვის დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

    მუხლი 17. 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისა და კაპიტნის სერტიფიკატები

1. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი.

2. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტანს უნდა ჰქონდეს 500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი.

3. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი.

4. პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მოთხოვნათა თანახმად, მიიღოს 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება და აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან აქვს საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 36 თვის ნაოსნობის სტაჟი;

გ) იგი შეესაბამება კონვენციის IV თავის რეგლამენტის მოთხოვნებს, რადიოწესების თანახმად, სათანადო რადიოვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით;

დ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/3 ნაწილით 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწისათვის დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს სანაპირო ნაოსნობის განსახორციელებლად;

ე) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

5. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტანს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. პირს უფლება აქვს, მიიღოს 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 20 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი სავახტო თანაშემწის რანგში;

გ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/3 ნაწილით 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტნისათვის დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს სანაპირო ნაოსნობის განსახორციელებლად;

დ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

6. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ გემის განზომილებები და მისი ნაოსნობის პირობები ისეთია, რომ მათ მიმართ STCW-ის კოდექსის A-II/3 ნაწილით და ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გამოყენება არარაციონალური და არაპრაქტიკული იქნება, მას უფლება აქვს, გაათავისუფლოს ასეთ გემზე მომსახურე ან ასეთი კლასის გემზე მომსახურე სავახტო თანაშემწე ან კაპიტანი ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან, იმავე აკვატორიაში მცურავი ყველა გემის უსაფრთხოების გათვალისწინებით.

    მუხლი 18. სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიკატი

1. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სანავიგაციო ვახტის შემადგენლობაში შემავალი რიგითი, გარდა იმ რიგითებისა, რომლებიც სწავლის პროცესში იმყოფებიან, ასევე გარდა იმ რიგითებისა, რომელთა მოვალეობები სანავიგაციო ვახტის გაწევის დროს არ საჭიროებს გამოცდილებას, უნდა იყოს სათანადოდ სერტიფიცირებული ამ ვალდებულების შესასრულებლად.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად, თუ:

ა) იგი არის 16 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას გავლილი აქვს წინასაზღვაო ან გემზე სპეციალური მომზადება (არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი (წვრთნისა და გამოცდილების ჩათვლით);

გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/4 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, წვრთნა და გამოცდილება დაკავშირებული უნდა იყოს ვახტის გაწევის ფუნქციებთან, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულებების კაპიტნის, სავახტე თანაშემწის ან კვალიფიციური რიგითის უშუალო ზედამხედველობით შესრულებას.

მუხლი 19. მატროსის სერტიფიკატი

1. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე მომსახურე მატროსი სათანადოდ სერტიფიცირებული უნდა იყოს.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს მატროსის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) იგი აკმაყოფილებს სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიცირების მოთხოვნებს;

გ) მას აქვს სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაცია და არანაკლებ 18 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი;

დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-II/5 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. მეზღვაური აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე მას აქვს საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამავე კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში.

    მუხლი 20. 3000 კვტ ან 3000კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსისა და მეორე მექანიკოსის სერტიფიკატები

1. 3000 კვტ ან 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროს მექანიკოსს და მეორე მექანიკოსს უნდა ჰქონდეთ კომპეტენციის სერტიფიკატები.

2. პირს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი აკმაყოფილებს სავახტო მექანიკოსისათვის ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს:

ა.ა) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად მას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, რომლიდანაც არანაკლებ 18 თვის სტაჟი − მეორე მექანიკოსად მუშაობის;

ა.ბ) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად მას უნდა ჰქონდეს მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

ბ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღება პირს შეუძლია, თუ მას აქვს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მექანიკოსის რანგში, მაგრამ ეს პერიოდი შესაძლოა შემცირდეს არანაკლებ 24 თვემდე, თუ მას ამ სტაჟიდან არანაკლებ 18 თვის განმავლობაში ნამსახურები აქვს მეორე მექანიკოსის რანგში.

    მუხლი 21. 750 კვტ-დან 3000 კვტ-მდე სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსისა და მეორე მექანიკოსის სერტიფიკატები

1. 750 კვტ-დან 3000 კვტ-მდე სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროს მექანიკოსს და მეორე მექანიკოსს უნდა ჰქონდეთ კომპეტენციის სერტიფიკატები.

2. პირს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს:

ა.ა) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად მას უნდა ჰქონდეს მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, მეორე მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

ა.ბ) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად მას უნდა ჰქონდეს მექანიკოსად ან სტაჟიორ-მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

ბ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. კომპანიას უფლება აქვს, 3000 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე სამუშაოდ დაიქირაოს მექანიკოსი, რომელსაც აქვს 3000 კვტ ან 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მეორე მექანიკოსად მუშაობის კომპეტენცია იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს მართვის დონეზე მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და თუ სერტიფიკატი ანიჭებს მას ამის უფლებამოსილებას.

    მუხლი 22. მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების და პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატი

1. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების და პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას გავლილი აქვს 12-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც მომზადების აღიარებული პროგრამის ნაწილი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 6-თვიან წვრთნას 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე (შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/1 ნაწილის მოთხოვნებს და დაფიქსირებულია მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში), ან სხვაგვარად აქვს გავლილი 36-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 30 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

გ) იგი სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის მიღების დროს არანაკლებ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში ასრულებდა სამანქანე განყოფილების ვახტზე დგომის ვალდებულებებს მთავარი მექანიკოსის ან კვალიფიციური მექანიკოსის ზედამხედველობით;

დ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

    მუხლი 23. გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ვახტზე მდგომი რიგითის და პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილებაში განსაზღვრული ფუნქციების შემსრულებელი რიგითის სერტიფიკატები

1. რიგითი, რომელიც არის გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ვახტის წევრი ან პერიოდულად ასრულებს გემის უვახტო სამანქანე განყოფილებაში განსაზღვრულ ფუნქციებს 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, გარდა იმ რიგითებისა, რომლებიც გადიან წვრთნას და რომელთა მოვალეობები არ საჭიროებს გამოცდილებას, უნდა იყოს სათანადოდ სერტიფიცირებული ამ ვალდებულების შესასრულებლად.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 16 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას გავლილი აქვს წინასაზღვაო ან გემზე სპეციალური მომზადება (არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი (წვრთნისა და გამოცდილების ჩათვლით);

გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/4 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, წვრთნა და გამოცდილება დაკავშირებული უნდა იყოს სამანქანე ვახტის გაწევის ფუნქციებთან, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულებების კვალიფიციური მექანიკოსის ან კვალიფიციური რიგითის უშუალო ზედამხედველობით შესრულებას.

    მუხლი 24. GMDSS-ის რადიოოპერატორის სერტიფიკატი

1. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ამავე მუხლის დებულებები ვრცელდება რადიოოპერატორებზე, რომლებიც ფუნქციონირებენ GMDSS-ის სისტემით აღჭურვილ გემებზე, SOLAS-ის კონვენციის თანახმად.

2. პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს (ასრულებს) რადიოკავშირგაბმულობის ფუნქციები (ფუნქციებს) GMDSS-ის სისტემით აღჭურვილ გემზე, ან რომელსაც სურს კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღება, ვალდებულია მიიღოს GMDSS-ის რადიოოპერატორის სერტიფიკატი, რომელიც გაცემული ან აღიარებულია სააგენტოს მიერ რადიოწესების შესაბამისად.

3. SOLAS-ის კონვენციის თანახმად, პირს უფლება აქვს, მიიღოს რადიოსამონტაჟო სამუშაოების კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას აქვს შესაბამისი განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-IV/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

4. რადიოოპერატორს, რომელსაც არ მოეთხოვება GMDSS-ის იმ დებულებებთან შესაბამისობა, რომლებიც მოცემულია SOLAS-ის კონვენციის IV თავში, ასევე არ მოეთხოვება კონვენციის IV თავთან შესაბამისობა. ამ რადიოოპერატორს არ მოეთხოვება არც რადიოწესებთან შესაბამისობა. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ რადიოოპერატორზე შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და აღიარება.

    მუხლი 25. გემის ვახტიანი და პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილებების რიგითი მოტორისტის სერტიფიკატი

1. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მომსახურე მოტორისტი სათანადოდ სერტიფიცირებული უნდა იყოს.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს მოტორისტის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) იგი აკმაყოფილებს გემის ვახტიან და პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილებებში ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიცირების მოთხოვნებს;

გ) მას აქვს სამანქანე განყოფილების ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაცია და არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი;

დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-III/5 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. მეზღვაური აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე მას აქვს სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამავე კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში.

    მუხლი 26. ელექტროტექნიკოსისა და რიგითი ელექტროტექნიკოსის სერტიფიკატები

1. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მომსახურე ელექტროტექნიკოსს უნდა ჰქონდეს სათანადო კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას გავლილი აქვს 12-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც მომზადების აღიარებული პროგრამის ნაწილი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 6-თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟს (შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/6 ნაწილის მოთხოვნებს და დაფიქსირებულია მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში), ან სხვაგვარად აქვს გავლილი 36-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 30 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

გ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/6 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს;

დ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. სააგენტოს შეუძლია მიიჩნიოს, რომ მეზღვაური აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, თუ მას სათანადო უფლებამოსილების ფარგლებში აქვს გემზე მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში და იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/6 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

4. ამ მუხლის პირველ−მე-3 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების მიუხედავად, შესაძლებელია სააგენტომ პირი მიიჩნიოს სათანადოდ კომპეტენტურად კონვენციის A-III/6 ნაწილით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად.

5. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მომსახურე რიგით ელექტროტექნიკოსს უნდა ჰქონდეს სათანადო სერტიფიკატი.

6. პირს უფლება აქვს, მიიღოს რიგითი ელექტროტექნიკოსის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი (წვრთნისა და გამოცდილების ჩათვლით), ან გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი (არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს კონვენციის A-III/7 ნაწილის ცხრილის შესაბამისი კომპეტენცია და არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/7 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

7. სააგენტოს შეუძლია მიიჩნიოს, რომ მეზღვაური აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, თუ მას სათანადო უფლებამოსილების ფარგლებში აქვს გემზე მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში და იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/7 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

8. ამ მუხლის პირველ−მე-3 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების მიუხედავად, შესაძლებელია სააგენტომ პირი მიიჩნიოს სათანადოდ კომპეტენტურად კონვენციის A-III/7 ნაწილით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად.

თავი IV. სწავლება, წვრთნა და მომზადება

    მუხლი 27. სწავლების, წვრთნისა და მომზადების მიმართ წაყენებული  მოთხოვნები

1. საქართველოს დროშით მცურავი გემის მმართველი კომპანია (გემთმფლობელი) ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გემზე დასაქმებული მეზღვაური აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გავლილი ჰქონდეს მინიმალური სასწავლო/მომზადების კურსი კონვენციის დებულებებისა და ამ თავით განსაზღვრული წესების შესაბამისად;

ბ) გავლილი ჰქონდეს ზოგადი სასწავლო/საწვრთნელი/მომზადების კურსი და საბაზისო წვრთნა ამ კანონის 28-ე და 29-ე მუხლების შესაბამისად;

გ) შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს.

2. ეს მუხლი ვრცელდება გემის ეკიპაჟის წევრებზე SOLAS-ის კონვენციის III/10.04 რეგლამენტის თანახმად გაცემულ სერტიფიკატებზე.

    მუხლი 28. გაცნობითი წვრთნა

1. საზღვაო ნაოსნობის გემზე მყოფი ნებისმიერი პირი, გარდა მგზავრისა, ვალდებულია თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებამდე გაიაროს აღიარებული გაცნობითი წვრთნა STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად.

2. გემთმფლობელი ვალდებულია ყველასთვის, გარდა მგზავრისა, უზრუნველყოს აღიარებული გაცნობითი წვრთნის ჩატარება და ეს დოკუმენტურად დაადასტუროს.

    მუხლი 29. საბაზისო წვრთნა

1. გემზე ნებისმიერი საქმიანობით დაკავებული ან დასაქმებული მეზღვაური, რომლის ფუნქციებს ასევე განეკუთვნება გემის უსაფრთხოებისა და დაბინძურების თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელება, ასევე გემის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ მოვალეობათა შესრულება, ვალდებულია მათ შესრულებამდე გაიაროს აღიარებული საბაზისო წვრთნა ან ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად.

2. მეზღვაურმა საბაზისო წვრთნის გავლის ან მისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ შესაძლებელია მიიღოს ერთიანი სერტიფიკატი, რომელშიც აისახება საბაზისო წვრთნის ან ინსტრუქტაჟის ყველა კომპონენტი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, ან მიიღოს სერტიფიკატი საბაზისო წვრთნის ან ინსტრუქტაჟის თითოეული კომპონენტისათვის ცალ-ცალკე.

    მუხლი 30. ტანკერის კაპიტნის, ოფიცრისა და რიგითის დამატებითი სავალდებულო მომზადება და კომპეტენცია

1. ტანკერის ოფიცერს ან რიგითს არ დაეკისრება ტვირთთან ან სატვირთო დანადგართან დაკავშირებულ სპეციალურ ვალდებულებათა შესრულება, თუ:

ა) გავლილი არა აქვს ნაპირზე ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის აღიარებული კურსი, STCW-ის კოდექსის VI/1 რეგლამენტით განსაზღვრული წვრთნების გარდა;

ბ) არ აქვს სულ მცირე 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ტანკერის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ სათანადო ცოდნის შეძენის მიზნით, ან გავლილი არა აქვს შესაბამისი ტიპის ტანკერზე მუშაობის აღიარებული გაცნობითი კურსი, სულ მცირე იმ პროგრამების კურსების ჩათვლით, რომლებიც განსაზღვრულია STCW-ის კოდექსის A-V/1 ნაწილით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიუხედავად, სააგენტოს უფლება აქვს, აღიაროს ზედამხედველობის ქვეშ მიღებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, რომელიც შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე მცირე იყოს, თუ:

ა) ასეთი სტაჟი არ არის 1 თვეზე ნაკლები;

ბ) ტანკერის საერთო ტევადობა 3000 ტონაზე ნაკლებია;

გ) თითოეული რეისის ხანგრძლივობა ტანკერის ექსპლუატაციის დროს არ აღემატება 72 საათს;

დ) ტანკერის ექსპლუატაციის მახასიათებლები, რეისების რაოდენობა და ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები მოითხოვს ცოდნისა და გამოცდილების იმავე დონეს.

    მუხლი 31. სამგზავრო გემის (გარდა RO-RO სამგზავრო ტიპის გემისა) კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის დამატებითი სავალდებულო მომზადება და კომპეტენცია

1. ეს მუხლი ვრცელდება სამგზავრო გემის (გარდა RO-RO სამგზავრო ტიპის გემისა) კაპიტანზე, ოფიცერსა და რიგითზე, ასევე გემზე დასაქმებულ სხვა პერსონალზე, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობასა და სანაპირო ნაოსნობაში.

2. მეზღვაურს არა აქვს უფლება, შეასრულოს საგემბანე ვალდებულებები სამგზავრო გემზე, თუ მას გავლილი არა აქვს ამ მუხლის მე-4−მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მომზადება მისი კომპეტენციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად.

3. მეზღვაურმა, რომელსაც მოეთხოვება მომზადების გავლა ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, სულ მცირე 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს სათანადო გადამზადების წვრთნა ან უნდა წარადგინოს ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპეტენციის სათანადო სტანდარტის მიღწევის დამადასტურებელი საბუთი.

4. სამგზავრო გემის კაპიტანი, ოფიცერი და სხვა პერსონალი, რომელიც შედის განგაშის განრიგში, რათა საგანგებო სიტუაციის დროს დაეხმაროს მგზავრებს გემის ბორტზე, ვალდებულია გავლილი ჰქონდეს წვრთნა ხალხის მართვაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად.

5. პირს არა აქვს უფლება, სამგზავრო გემის ბორტზე მგზავრებს მომსახურება გაუწიოს სამგზავრო განყოფილებაში, თუ მას გავლილი არა აქვს უსაფრთხოების დაცვისთვის მომზადების კურსები STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად.

6. სამგზავრო გემის კაპიტანს, კაპიტნის თანაშემწეს, უფროს მექანიკოსსა და სხვა პირს, რომლებიც განგაშის განრიგის შესაბამისად პასუხისმგებელი არიან მგზავრთა უსაფრთხოებაზე, გავლილი უნდა ჰქონდეთ აღიარებული წვრთნა კრიზისის მართვასა და ადამიანთა ქცევაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად.

7. სააგენტო გასცემს სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს ამ მუხლით გათვალისწინებული წვრთნების გავლას.

    მუხლი 32. RO-RO სამგზავრო ტიპის გემის კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის დამატებითი სავალდებულო მომზადება და კომპეტენცია

1. RO-RO სამგზავრო ტიპის გემის კაპიტნის, ოფიცრისა და რიგითის, ასევე გემზე დასაქმებული სხვა პერსონალის კომპეტენცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის 31-ე მუხლით და ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

2. RO-RO სამგზავრო ტიპის გემის კაპიტანს, ოფიცერსა და სხვა პირს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საგანგებო სიტუაციის დროს მგზავრთა ჩასხმა-გადმოსხმაზე, ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვაზე ან უსაფრთხოებაზე, გავლილი უნდა ჰქონდეთ აღიარებული წვრთნა მგზავრთა უსაფრთხოებაში, ტვირთის უსაფრთხოებასა და გემის კორპუსის სიმტკიცეში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-4 პუნქტის თანახმად.

3. სააგენტო გასცემს სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს ამ მუხლით გათვალისწინებული წვრთნის გავლას.

    მუხლი 33. მეზღვაურთა მიერ ენის ცოდნის მიმართ წაყენებული მოთხოვნა

საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმებულ მეზღვაურთა მიერ ინგლისური ენის სათანადოდ ფლობა STCW-ის კოდექსის A-II/1, A-III/1, A-IV/2 და A-II/4 ნაწილებისა და ამ კანონის თანახმად, გემზე მათი კონკრეტული ფუნქციების სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

    მუხლი 34. სიმულატორების გამოყენება

1. სააგენტომ უნდა შეაფასოს STCW-ის კოდექსის A-I/12 ნაწილის შესაბამისად და STCW-ის კოდექსის A ნაწილით გათვალისწინებულ სერტიფიკატებთან დაკავშირებული სტანდარტებისა და მოთხოვნების სრული დაცვა, მათ შორის:

ა) სიმულაციაზე დაფუძნებული ყველა აუცილებელი მომზადების დროს;

ბ) კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად გათვალისწინებული ყველა მომზადების/წვრთნის სიმულატორის მეშვეობით ჩატარება STCW-ის კოდექსის A ნაწილის შესაბამისად;

გ) სიმულატორის მეშვეობით პროფესიონალიზმის ნებისმიერი დემონსტრირება STCW-ის კოდექსის A ნაწილის შესაბამისად.

2. სააგენტოს შეუძლია მიიჩნიოს, რომ 2002 წლის 1 თებერვლამდე დამონტაჟებული და გამოყენებული სიმულატორები არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში.

    მუხლი 35. კოლექტიურ სამაშველო საშუალებაზე, სამაშველო  კატარღაზე და სწრაფმავალ სამაშველო კატარღაზე მუშაობისთვის მეზღვაურის კვალიფიკაციის სერტიფიკატები

1. პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს პასუხისმგებლობა კოლექტიური სამაშველო საშუალების მართვაზე, აგრეთვე პირს, რომელსაც სურს გახდეს კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწე ან მექანიკოსი, უნდა ჰქონდეთ კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის, გარდა სწრაფმავალი სამაშველო ნავისა, მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი აქვს აღიარებული მომზადების კურსი და აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

გ) იგი აკმაყოფილებს კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატისათვის გათვალისწინებული უნარების შესახებ მოთხოვნებს და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-V-1/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. პირს უფლება აქვს, მიიღოს სწრაფმავალი სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ:

ა) მას აქვს კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი;

ბ) მას გავლილი აქვს აღიარებული მომზადების კურსი;

გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-V1/2 ნაწილის მე-7−მე-12 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

    მუხლი 36. მეზღვაურის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი

1. მეზღვაურს, რომლის ვალდებულებაა გემზე პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფა, აგრეთვე სერტიფიკატის მაძიებელს, კერძოდ, კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწეს ან მექანიკოსს, უნდა ჰქონდეთ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი.

2. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატის მისაღებად:

ა) პირს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის კურსი;

ბ) პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული მომზადების კურსი;

გ) პირი უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში მომზადებას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მომზადების კურსი.

    მუხლი 37. მეზღვაურის სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი

1. გემზე სამედიცინო მომსახურებაზე პასუხისმგებელ მეზღვაურს უნდა ჰქონდეს სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი.

2. ამ კანონის მე-16 მუხლის თანახმად კაპიტნის ან კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მიღების მსურველს უნდა ჰქონდეს სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი.

3. პირს უფლება აქვს, მიიღოს სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ:

ა) მას მიღებული აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი;

ბ) მას გავლილი აქვს აღიარებული მომზადების კურსი;

გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-V1/4 ნაწილის მე-4−მე-6 პუნქტებით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს.

4. საქართველოს დროშით მცურავ გემზე სამედიცინო მომსახურებაზე პასუხისმგებელი მეზღვაური ვალდებულია გაიაროს განახლების კურსი 5 წელიწადში ერთხელ, რომელიც სამედიცინო მომსახურებისთვის პირველადი მომზადებიდან აითვლება.

5. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს სამედიცინო მომსახურებისთვის მომზადებას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს სამედიცინო მომსახურებისთვის მომზადების კურსი.

    მუხლი 38. გემის უშიშროების ოფიცრის კვალიფიკაციის სერტიფიკატის გასაცემად დაწესებული მინიმალური მოთხოვნები

1. გემის უშიშროების ოფიცრის კვალიფიკაციის სერტიფიკატის მისაღებად:

ა) პირს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან უნდა ჰქონდეს 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და მიღებული უნდა ჰქონდეს გემის ექსპლუატაციის შესახებ ცოდნა;

ბ) პირი უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V1/5 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს სათანადო კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემა ამ მუხლის დებულებათა თანახმად კომპეტენტურ პირზე.

    მუხლი 39. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული წვრთნა და სერტიფიცირება

1. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციათა კონტროლზე პასუხისმგებელ მეზღვაურს უნდა ჰქონდეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციათა ორგანიზებას, ტაქტიკას და სიტუაციის მართვას STCW-ის კოდექსის A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტების თანახმად და განსაზღვრულ კომპეტენციის სტანდარტთან შესაბამისობას.

2. მეზღვაურს უფლება აქვს, მიიღოს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატი, თუ:

ა) მას გავლილი აქვს საბაზისო წვრთნა;

ბ) მას აქვს სულ მცირე 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;

გ) მას გავლილი აქვს აღიარებული მომზადების კურსი;

დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-VI/3 ნაწილით განსაზღვრულ მომზადებისა და შეფასების მოთხოვნებს.

3. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებულ წვრთნას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი.

    მუხლი 40. ნავთობმზიდ და ქიმმზიდ ტანკერებზე კაპიტნების, ოფიცრებისა და რიგითების მომზადებისა და კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნები

1. ნავთობმზიდ და ქიმმზიდ ტანკერებზე ტვირთთან ან სატვირთო აღჭურვილობასთან დაკავშირებით სპეციფიკური ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების მიზნით ოფიცრებსა და რიგითებს უნდა ჰქონდეთ ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატები.

2. ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის აღიარებული კურსი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის შესაბამისად და:

ა) უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდ ან ქიმმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს;

ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების აღიარებული გაცნობითი წვრთნა და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. ნავთობმზიდ ტანკერზე ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვაზე, ტრანზიტზე, ზედამხედველობაზე, ტანკერის რეცხვასა და ტვირთთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებზე უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს და სხვა პირს უნდა ჰქონდეთ ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი.

4. ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს.

5. ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირებისათვის პირს:

ა) უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდ ტანკერზე სულ მცირე 3 თვის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდ ტანკერზე სულ მცირე 1-თვიანი აღიარებული ზესაშტატო ნაოსნობის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს სულ მცირე 3 დატვირთვისა და 3 გადმოტვირთვის ოპერაციებს, რომლებიც დადასტურებულია მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, კონვენციის B-V/1 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით;

ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული სპეციალიზებული საწვრთნელი კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

6. ქიმმზიდ ტანკერზე ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვაზე, ტრანზიტზე, ზედამხედველობაზე, ტანკერის რეცხვასა და ტვირთთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებზე უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს და სხვა პირს უნდა ჰქონდეთ ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი.

7. ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს.

8. ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირებისათვის პირს:

ა) უნდა ჰქონდეს ქიმმზიდ ტანკერზე სულ მცირე 3 თვის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი უნდა ჰქონდეს ქიმმზიდ ტანკერზე სულ მცირე 1-თვიანი აღიარებული ზესაშტატო ნაოსნობის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს სულ მცირე 3 დატვირთვისა და 3 გადმოტვირთვის ოპერაციებს, რომლებიც დადასტურებულია მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, კონვენციის B-V/1 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით;

ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული სპეციალიზებული საწვრთნელი კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის მე-3 პუნქტით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს.

9. სააგენტო ვალდებულია გასცეს სერტიფიკატი იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2, მე-4 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან უზრუნველყოს მისი არსებული კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის სათანადო დადასტურება.

    მუხლი 41. თხევად აირმზიდ ტანკერზე კაპიტნის, ოფიცრებისა და  რიგითების მომზადებისა და კომპეტენციის  მინიმალური მოთხოვნები

1. თხევად აირმზიდ ტანკერზე ტვირთთან ან სატვირთო აღჭურვილობასთან დაკავშირებით სპეციფიკური ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების მიზნით ოფიცრებსა და რიგითებს უნდა ჰქონდეთ თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატები.

2. თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის აღიარებული კურსი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის შესაბამისად და:

ა) უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს;

ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული გაცნობითი წვრთნა და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. თხევად აირმზიდ ტანკერზე ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვაზე, ტრანზიტზე, ზედამხედველობაზე, ტანკერის რეცხვასა და ტვირთთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებზე უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს და სხვა პირს უნდა ჰქონდეთ თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატები.

4. თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს.

5. თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირებისათვის პირს:

ა) უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე სულ მცირე 3 თვის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე სულ მცირე 1-თვიანი აღიარებული ზესაშტატო ნაოსნობის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს სულ მცირე 3 დატვირთვისა და 3 გადმოტვირთვის ოპერაციებს, რომლებიც დადასტურებულია მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, კონვენციის B-V/1 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით;

ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული სპეციალიზებული საწვრთნელი კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

6. სააგენტო ვალდებულია გასცეს სერტიფიკატი იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან უზრუნველყოს მისი არსებული კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის სათანადო დადასტურება.

    მუხლი 42. მეზღვაურისათვის დადგენილი, უშიშროებასთან დაკავშირებული მომზადებისა და ინსტრუქტაჟის მინიმალური მოთხოვნები

1. მეზღვაურმა უნდა გაიაროს გემის უშიშროებასთან დაკავშირებული გაცნობითი კურსი და უშიშროების უნარ - ჩვევების საწვრთნელი კურსი ან მას უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტების თანახმად. იგი ასევე ვალდებულია შეესაბამებოდეს შესაბამისი კომპეტენციის სტანდარტებს .

2. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საწვრთნელი კურსის გავლას ან ინსტრუქტაჟის ჩატარებას , მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი , რომელშიც აღინიშნება , რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს გემის უშიშროებასთან დაკავშირებული გაცნობითი კურსი და უშიშროების უნარ - ჩვევების საწვრთნელი კურსი ან ჩატარებული აქვს ინსტრუქტაჟი .

3. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ უშიშროებასთან დაკავშირებული მომზადებისა და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები იმ მეზღვაურისთვის, რომელმაც გაიარა შესაბამისი წვრთნა ამ კანონის ამოქმედებამდე, შეუდაროს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და განსაზღვროს ამ მეზღვაურის კომპეტენციის განახლების საჭიროება.

4. მეზღვაური, რომელსაც დაკისრებული აქვს უშიშროებასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულება, უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-6−მე-8 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

5. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების ცოდნის აუცილებლობას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების კურსი.

6. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების მომზადებისა და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები იმ მეზღვაურისთვის, რომელმაც მიიღო კომპეტენცია ამ კანონის ამოქმედებამდე, შეუდაროს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და განსაზღვროს ამ მეზღვაურის კვალიფიკაციის განახლების საჭიროება.

    მუხლი 43. სააგენტოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები

სააგენტოს ნორმატიული აქტით განისაზღვრება მის მიერ აღიარებული სერტიფიკატები, რომლებითაც დასტურდება, რომ მეზღვაურის წვრთნა და მომზადება შეესაბამება ამ კანონით, კონვენციით, STCW-ის კოდექსითა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს.

 

თავი V. მეზღვაურთა სწავლების, წვრთნისა და მომზადების დაწესებულებები და მათი მონიტორინგი

    მუხლი 44. სწავლება, წვრთნა, მომზადება და შეფასება

1. მეზღვაურთა სწავლებას, წვრთნასა და მომზადებას ახორციელებენ საამისოდ უფლებამოსილი სასწავლო და საწვრთნელი დაწესებულებები.

2. მეზღვაურთა სწავლების, წვრთნისა და მომზადების განმახორციელებელი სასწავლო და საწვრთნელი დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კონვენციის მოთხოვნებს.

3. მეზღვაურთა სწავლების, წვრთნის, მომზადებისა და შეფასების სისტემის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის, ამ თავისა და STCW-ის კოდექსის A-I/6 ნაწილის დებულებათა შესაბამისად.

4. მეზღვაურთა როგორც გემზე, ისე ნაპირზე მომზადებისა და კომპეტენციის დონეების შეფასების მიზნით შესაბამის ინსტრუქტორებს, ზედამხედველებსა და შემფასებლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო კვალიფიკაცია ამ კანონის ან/და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელმა დაწესებულებებმა, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელი მეზღვაურებისთვის ან/და სტუდენტებისთვის სასწავლო კურსების ჩატარება და პროგრამების განხორციელება უნდა უზრუნველყონ ინგლისურ ენაზე.

    მუხლი 45. საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი  დაწესებულებები

1. მეზღვაურთა მომზადების განმახორციელებელი უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

2. სააგენტო უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით თანამშრომლობს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს მეზღვაურთა მომზადების განმახორციელებელი უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, შესაბამის ავტორიზაციის საბჭოში და აკრედიტაციის საბჭოში მონაწილეობის გზით.

3. მეზღვაურთა წვრთნისა და მომზადების (მათ შორის, მეზღვაურთა სამედიცინო მომზადების) განმახორციელებელი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებას ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სააგენტო.

4. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებისა და მის მიერ ჩატარებული საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარებისათვის შესაბამისმა დაწესებულებამ სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) საზღვაო-საწვრთნელ კურსზე დაშვების მინიმალურ მოთხოვნებს;

ბ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის გეგმას და კურსის ხანგრძლივობას;

გ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის დროს გამოყენებული შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობებისა და ხელსაწყოების აღწერას;

დ) ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის სათანადო კომპეტენციას;

ე) საზღვაო-საწვრთნელ კურსზე დასაშვებ პირთა მაქსიმალურ რაოდენობას; მსმენელთა და ინსტრუქტორთა/შემფასებელთა თანაფარდობას; საჭირო მოწყობილობების თანაფარდობას კურსზე მსმენელთა რაოდენობასთან;

ვ) მოქმედი ხარისხის სტანდარტის დეტალურ აღწერას საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი პროცესის მონიტორინგთან, შეფასების კომპეტენტურობასთან და მეზღვაურთა სერტიფიცირებასთან მიმართებით;

ზ) გამოცდის ჩატარების პროცედურას, ტიპსა და მიზანს;

თ) შეფასების ჩატარების პროცედურას, ტიპსა და მიზანს;

ი) კურსდამთავრებულთა კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტს;

კ) კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას.

5. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე განახორციელოს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარება, რომელიც ძალაშია 5 წლის განმავლობაში.

6. საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ამ კანონის შესაბამისად ექვემდებარება პერიოდულ მონიტორინგს იმ პირების მიერ, რომლებიც თავად არ არიან ჩართული შესაბამის საქმიანობაში.

    მუხლი 46. საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი

1. სააგენტო ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების და მათი სასწავლო კურსების პერიოდულ მონიტორინგს ამ კანონით, კონვენციითა და STCW-ის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით. საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგს სააგენტო ახორციელებს წელიწადში არანაკლებ ერთხელ.

2. მონიტორინგის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია უშუალოდ ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანიზაციების მეშვეობით შეამოწმოს საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების შენობები, დანადგარები, მოწყობილობები, ხელსაწყოები და სხვა აღჭურვილობა, ასევე შეაფასოს საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მიერ განხორციელებული ცოდნის, უნარებისა და კვალიფიკაციის გამოყენებისა და შეფასების ღონისძიებანი ამ კანონის დებულებებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით.

3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მონიტორინგის პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო წერილობით აცნობებს შესაბამის დაწესებულებას გამოვლენილი ხარვეზის თაობაზე და მოსთხოვს გონივრულ ვადაში მის გამოსწორებას. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას შეუჩეროს აღიარება. ხელახალი აღიარების მიღება შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზის სრულად გამოსწორების შემთხვევაში.

4. მეზღვაურთა მომზადების განმახორციელებელი უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგის პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო წერილობით მიმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორების უზრუნველყოფის ან/და შესაბამისი დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე.

5. მონიტორინგის პროცესში სააგენტოს მიერ გაყალბების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ აცნობებს ამის თაობაზე შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.

6. საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ სააგენტოს მხარდაჭერა მის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას, მათ შორის, მონიტორინგისათვის აუცილებელი ყველა წერილობითი დოკუმენტისა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

7. საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის პროცედურის წესებს სააგენტო განსაზღვრავს ტექნიკური რეგლამენტით.

    მუხლი 47. ანგარიშგება

სააგენტო კომპეტენტურ ორგანოსთან თანამშრომლობით, არა უმეტეს 5- წლიანი ინტერვალით IMO-ს წარუდგ ნს ანგარიშ საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებების შეფასების პროცესის კონვენციის I/8 რეგლამენტის მე-3 პუნქტის დებულებებთან შესაბამისობის საკითხ ზე .

    მუხლი 48. მოთხოვნა საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმართ

1. საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებ ები სააგენტოს აწვდიან თითოეულ სასწავლო კურსზე ჩარიცხულ მსმენელთა სიას არა უგვიანეს კურსის დაწყების პირველი დღისა.

2. საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებ ები ყოველი კურსის დასრულებისთანავე წარუდგენ ენ სააგენტოს წარმატებულ კანდიდატთა სიას, მათი სათანადო ქულების მითითებით.

3. საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებ ები უზრუნველყო ფენ , რომ:

ა) მეზღვაურთა სწავლება და შეფასება განხორციელდეს წერილობითი პროგრამების შესაბამისად, რომლე იც შეიცავს კომპეტენციის სტანდარტების მისაღწევ მეთოდებს (აუდიო- , მედიაუზრუნველყოფის პროცედურებს და საკურსო მასალებს);

ბ) მეზღვაურთა სწავლება და შეფასება განახორციელონ, გააკონტროლონ და შეაფასონ ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად კვალიფიციურმა პირებ მა;

გ) ინსტრუქტორი, ზედამხედველი და შემფასებ ლი, რომლებიც ახორციელებენ მეზღვაურთა სწავლებასა და შეფასებას , იყვნენ სათანადო კვალიფი კაციის მქონე პირებ , რომლებსაც შეუძლიათ სწავლებისა და წვრთნის განსაზღვრული ტიპებისა და დონეების ან მეზღვაურთა კომპეტენციის შეფასება როგორც გემზე, ისე ნაპირზე, ამ კანონის დებულებ ათა შესაბამისად .

4. პირები, რომლებიც ახორციელებენ მეზღვაურთა წვრთნ სა და შეფასებას გემზე, ვალდებული არიან, ეს გააკეთონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი წვრთნა და შეფასება უარყოფით გავლენას არ მოახდენს გემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე და თუ მათ შეუძლიათ სათანადო დრო და ყურადღება დაუთმონ ამ წვრთნ სა და შეფასებას.

5. პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის თანახმად სერტიფიცირებისთვის საჭირო მეზღვაურის პრაქტიკულ სწავლებას გემზე ან ნაპირზე, ვალდებულია:

ა) ჰქონდეს საზღვაო-საწვრთნელი პროგრამის ჩატარების აღიარება და სრულად ჰქონდეს გააზრებული განსაკუთრებული ტიპის წვრთნის სპეციფი ური ხასიათი;

ბ) ჰქონდეს იმ ამოცანის შეს ას რულებ ლად საჭირო კვალიფიკაცია , რომლისთვისაც ტარდება წვრთნ ;

გ) წვრთნის სიმულატორის გამოყენებით ჩატარებისას ჰქონდეს სათანადო გამოცდილება სიმულატორების გამოყენებით წვრთნის ჩატარების ტექნიკაში და სიმულატორის კონკრეტულ ტიპ ის ექსპლუატაციის პრაქტიკული გამოცდილება.

6. პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის თანახმად სერტიფიცირებისთვის საჭირო მეზღვაურის კვალიფიკაციის პრაქტიკულ შეფასებას გემზე ან ნაპირზე, ვალდებულია:

ა) ჰქონდეს სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია შეფასების განსახორციელებლად;

ბ) იყოს კვალიფიც ური იმ საკითხებში, რომელ თა შეფასება ც ხორციელდება ;

გ) მიღებული ჰქონდეს სათანადო მითითებები და ინსტრუქციები შეფასების მეთოდებსა და პრაქტიკაში;

დ) ჰქონდეს შეფასების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება.

7. საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ვალდებული არიან , ავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსონ საკუთარი სასწავლო და საწვრთნელი პროგრამები და კურსები, ასევე პერიოდულად განაახლონ ისინი შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.

 

თავი VI. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი

    მუხლი 49. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება

1. მეზღვაური უფლებამოსილია გემზე განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის ამ კანონითა და STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა აისახება შესაბამის ჯანმრთელობის ცნობაში, რომელსაც ამ კანონით და საქართველოს სხვა სა კანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს მხოლოდ სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება. შერჩეული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მეზღვაურის ჯანმრთელობის ცნობის გაცემა გაყალბებისაგან დამცავი სათანადო ნიშნებით შესრულებულ ბლანკზე, ქართულ და ინგლისურ ენ ებ ზე.

3. სააგენტო სამედიცინო დაწესებულებებს შერჩევ მათ მიერ შერჩევის პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. შერჩევის პირობებს დგ ენს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობისა და STCW-ის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულება უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია და სათანადო პირობები მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისათვის STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად.

5. მეზღვაური ვალდებულია ნაოსნობის დაწყებამდე ჰქონდეს ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულ ჯანმრთელობის ცნობა.

6. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და სათანადო მონაცემები ინახება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში 30 წლის განმავლობაში.

    მუხლი 50. მეზღვაურის ჯანმრთელობის ცნობის მოქმედების ვადა

1. ამ კანონის მიზნებისათვის მეზღვაურის ჯანმრთელობის ცნობა შეიძლება გაიცეს არა უმეტეს 2 წლის ვადით, კონვენციის შესაბამისად. STCW-ის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად , ცალკეული კატეგორი ებ ის მეზღვაურებისათვის შეიძლება განისაზღვროს ჯანმრთელობის ცნობის მოქმედების განსხვავებული ვადები.

2. მეზღვაურის ჯანმრთელობის ცნობის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია, თუ STCW-ის კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ჯანმრთელობის ცნობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში მეზღვაურმა უნდა აიღოს ახალი ჯანმრთელობის ცნობა.

3. მეზღვაურის ჯანმრთელობის ცნობის გარეშე ან ვადაგასული ჯანმრთელობის ცნობით მუშაობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია კომპანიის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

    მუხლი 51. სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის მონიტორინგი

1. სააგენტო წელიწადში არანაკლებ ერთხელ ახორციელებს შერჩეული სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის მონიტორინგს შერჩევის პროცესში წარდგენილი პირობების დაცვის მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით.

2. მონიტორინგის პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია აცნობოს სამედიცინო დაწესებულებას გამოვლენილი ხარვეზის თაობაზე და მოსთხოვოს გონივრულ ვადაში მისი გამოსწორება.

3. მონიტორინგის პროცესში სააგენტო ს მიერ გაყალბების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში იგი ამის თაობაზე აცნობებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.

4. სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს შერჩევის პირობების პერიოდული მონიტორინგის განხორციელებ ში და მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

5. სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების პერიოდული მონიტორინგის პროცედურ ის წესებ სააგენტო განსაზღვრ ავს ტექნიკური რეგლამენტით.

    მუხლი 52. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის გაუქმება და  ანგარიშგება

1. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას უუქმდება მეზღვაურის ჯანმრთელობის შემოწმებისა და მეზღვაურის ჯანმრთელობის ცნობის გაცემის უფლებამოსილება:

ა) თუ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მასზე გაცემული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია შეჩერებული ან გაუქმებულია;

ბ) თუ ნავსადგურის სახელწიფო კონტროლის ან დროშის სახელმწიფო კონტროლის ან/და მენეჯერ თა ანგარიშები ამტკიცებს, რომ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა არაზუსტია ან/და მასში შეტანილი მონაცემები გაყალბებულია;

გ) მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში.

2. სააგენტო კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოსთან თანმშრომლობით, არა უმეტეს 5-წლიანი ინტერვალით IMO-ს წარუდგენს ანგარიშს სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობისა და მათი შეფასების პროცესის კონვენციის I/8 რეგლამენტის მე-3 პუნქტის დებულებებთან შესაბამისობის საკითხზე .

 

თავი VII.   გემთმფლობელის ვალდებულებანი

    მუხლი 53. გემთმფლობელის ვალდებულებანი

1. STCW-ის კოდექსის A–I/14 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი ან მმართველი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ასეთ გემზე დასაქმებული ეკიპაჟის ყველა წევრი შეესაბამებოდეს ამ კანონის მოთხოვნებს. სააგენტოს შეუძლია მოსთხოვოს საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელ ან მმართველ კომპანიას, უზრუნველყოს:

ა) მის გემზე დასაქმებული თითოეული მეზღვაურის მიერ ამ კანონითა და სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით გაცემული სათანადო სერტიფიკატის ფლობა;

ბ) ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება ამ კანონის დებულებებით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) მის გემზე დასაქმებულ ყველა მეზღვაურთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და მონაცემების მოწესრიგება და ხელმისაწვდომობა, იმ დოკუმენტებისა და მონაცემების ჩათვლით, რომლებიც შეეხება მეზღვაურის გამოცდილებას, წვრთნას, ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაკისრებულ მოვალეობებთან მისი კომპეტენციის შესაბამისობას;

დ) მის გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურის მიერ თავიანთი უშუალო მოვალეობებისა და გემზე არსებული იმ მექანიზმების, დანადგარების, ხელსაწყოების, პროცედურებისა და გემის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა, რომლებიც დაკავშირებულია ყოველდღიური საქმიანობის დროს და ავარიულ სიტუაციაში მათ მიერ შესასრულებელ მოვალეობებთან;

ე) მისი გემის პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი მოქმედებების ეფექტიანი კოორდინირება ავარიული სიტუაციის და იმ ფუნქციათა შესრულების დროს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას ან შეზღუდვას;

ვ) მის გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურის მიერ კონვენციის შესაბამისად მოთხოვნილი გადამზადებისა და საწვრთნელი კურსების გავლა;

ზ) მის გემზე ეფექტიანი ვერბალური კომუნიკაციის მუდმივად არსებობის შესაძლებლობა SOLAS-ის კონვენციის შესწორებული რედაქციის V თავის მე-14 რეგლამენტის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

2. კომპანიამ გემის კაპიტანი, რომელსაც ეხება ეს კანონი, უნდა უზრუნველყოს წერილობითი ინსტრუქციით, რომლითაც განსაზღვრულია ის მეთოდები და პროცედურები, რომელთა დაცვაც აუცილებელია, რათა გემბანზე ახლად დასაქმებულ ყოველ მეზღვაურს თავის მოვალეობათა შესრულებამდე მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნოს გემის აღჭურვილობა-დანადგარებს, მართვის პროცედურებს და მეზღვაურთა მიერ განსახორციელებელ სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია მისი მოვალეობების სათანადოდ შესრულებისათვის. ამგვარი მეთოდები და პროცედურები უნდა მოიცავდეს:

ა) გონივრული პერიოდის განსაზღვრას, რომლის განმავლობაშიც ყოველ ახლად დასაქმებულ მეზღვაურს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, გაეცნოს:

ა.ა) მეზღვაურის მიერ გამოსაყენებელ სპეციალურ აღჭურვილობას;

ა.ბ) გემის სპეციფი ურ ვახტის გაწევას, უსაფრთხოებას, გარემოს დაცვას, განსაკუთრებული სიტუაციის დროს გამოსაყენებელ პროცედურებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც მეზღვაურმა უნდა იცოდეს დაკისრებულ მოვალეობების ჯეროვნად შეს რულებისთვის ;

ბ) მითითებას ეკიპაჟის მცოდნე წევრზე, რომელიც პასუხისმგებელი და უზრუნველყოფს, რომ ყოველ მა ახლად დასაქმებულ მა მეზღვაურ მა მიიღოს არსებითი ინფორმაცი მისთვის გასაგებ ენაზე.

3. კომპანი მ უნდა უზრუნველყო , რომ RO-RO სამგზავრო ტიპის გემზე დასაქმებულ კაპიტნს, ოფიცერს და სხვა პირს, რომლებსაც სპეციფიური ვალდებულებები აქვთ, გავლილი ჰქონდეთ ზოგადი გაცნობის წვრთნა იმ უნარების შესაძენად, რომლებიც საჭიროა მათთვის დაკისრებული მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების ჯეროვნ ად შესრულებისთვის, STCW-ის კოდექსის B-I/14 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით.

4. კომპანიამ გემზე უნდა უზრუნველყოს განგაშის განრიგის, SOPEP -ის (ნავთობით დაბინძურების საწინააღმდეგო გეგმა), ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს, ISM -ის კოდექსისა და SMC -ის (უსაფრთხო მართვის სერტიფიკატი) პროცედურების ხელმისაწვდომობა ქართულ და ინგლისურ ენებზე, სააგენტოს და ორგანიზაციის სხვა პუბლიკაციებთან ერთად, იმ ადმინისტრაცული ინსტრუქციების ჩათვლით, რომლები გავლენას ახდენს გემის უსაფრთხო ექსპლუატაცია სადაზღვ ის გარემოს დაცვაზე.

5. სააგენტო ვალდებულია კაპიტნის, ოფიცრის და რადიოოპერატორის ცოდნის განახლების მიზნით უზრუნველყოს უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაცვის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებ ათა ტექსტებ ხელმისაწვდომ ობა საქართველოს დროშით მცურავ ყველა გემზე.

6. თუ კომპანია ვერ შეასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ამ კომპანიისთვის ISM -ის კოდექის შესაბამისად გაცემული შესაბამისობის დოკუმენტი (DOC) ხარვეზის საბოლოოდ გამოსწორებამდე .

7. კაპიტანი და ეკიპაჟის წევრი ვალდებული რიან შეასრულონ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოვალე ობები.

    მუხლი 54. ვალდებულებანი გემზე კომუნიკაციისათვის

1. კომპანიამ და საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყონ:

ა) ამ პუნქტის და ქვეპუნქტების გათვალისწინებით, გემზე ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვერბალური კომუნიკაციის განხორციელების საშუალებ ის არსებობა გემის ეკიპაჟის წევრებს უსაფრთხოების ათვის , განსაკუთრებით გზავნილებისა და ინსტრუქციების დროულ ად მიღებისა და სწორად აღქმის თვის;

ბ) ნავთობმზიდ, ქიმმზიდ და თხევად აირმზიდ ტანკერებზე კაპიტნებს, ოფიცრებს და რიგითებს შორის ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის შესაძლებლობა;

გ) გემსა და ნაპირზე განლაგებულ უწყებებს შორის სათანადო კავშირის არსებობის შესაძლებლობა, SOLAS-ის კონვენციის V თავის მე-14 რეგლამენტის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

2. უსაფრთხოების საკითხებში ეკიპაჟის ეფექტ იანი მოქმედების უზრუნველ ყოფის მიზნით, საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველა მეზღვაურისთვის გასაგები იყოს ინგლისური ენა და, საჭიროების შემთხვევაში, მათ უფლება ქონდეთ, ბრძანებები და ინსტრუქციები გასცენ და ანგარიშ ებ ი ჩააბარონ ინგლისურ ენაზე .

3. საქართველოს დროშით მცურავი გემის შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ შეასრულებს ამ კანონი თ გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააგენტოს უფლება აქვს , შეაჩეროს ამ კომპანიისთვის ISM -ის კოდექსის შესაბამისად გაცემული შესაბამისობის დოკუმენტი (DOC) ხარვეზის საბოლოოდ გამოსწორებამდე .

    მუხლი 55. მოვალეობების შესრულებასთან შესაბამისობა

1. საქართველოს დროშით მცურავი გემის ოპერატორი კომპანია გადაღლის თავიდან აცილების მიზნით ვალდებულია:

ა) ვახტზე მდგომისა და ეკიპაჟის იმ წევრებისათვის, რომლებსაც ევალებათ უსაფრთხოების, უშიშროების და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების დაცვა, განსაზღვროს და დაადგინოს დასვენების პერიოდები STCW-ის კოდექსის A-VIII/1 ნაწილის შესაბამისად;

ბ) მოითხოვოს მოვალეობათა იმგვარად ორგანიზება, რომ დაღლილობის გამო არ შემცირდეს ვახტზე მდგომ თა მუშაობის ეფექტ იანობა ;

გ) მოითხოვოს მოვალეობ ათა იმგვარად ორგანიზება, რომ რეისის დაწყებისას ვახტზე დგომი ცვლა და მისი მომდევნო ცვლა იყოს სათანადოდ დასვენებული ან/და უნარიანი მოვალეობის შესასრულებლად.

2. საგანგებო მდგომარეობის ან სასწავლო განგაშის დროს ან განსაკუთრებულ ოპერატიულ სიტუაცი ში დასაშვებია, არ იქნეს მოთხოვნილი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დასვენების პერიოდების დაცვა.

3. სააგენტო ვალდებულია ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით უზრუნველყოს სათანადო ზომების შემუშავება STCW-ის კოდექსის A-VIII/1 და B-VIII/1 ნაწილ ებ ის შესაბამისად .

    მუხლი 56. მოთხოვნა ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების  დოკუმენტის მიმართ

1. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ ი, საქართველოს დროშით მცურავ გემ ვალდებულია ჰქონდეს SOLAS-ის კონვენციის V თავის მე-14 რეგლამენტის შესაბამისად ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტ .

2. გემს არ აქვს ზღვაში გასვლის უფლება, თუ:

ა) არ აქვს ამ მუხლის პირვ ელ პუნქტში მითითებული ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტი;

ბ) ეკიპაჟი არ არის დაკომპლექტებული აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად კიპაჟის მინიმალური მისაღები რაოდენობით დაკომპლექტების მინიმალური სტანდარტით.

3. გემის კაპიტანი, რომელსაც ეხება ეს კანონი, ვალდებულია არ დაუშვას გემის ზღვაში გასვლა, თუ გემზე არ არის ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების მოქმედი დოკუმენტი და თუ ეკიპაჟი არ არის დაკომპლექტებული ამ დოკუმენტის შესაბამისად.

    მუხლი 57. ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის გაცემის პროცედურა

1. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული , საქართველოს დროშით მცურავი გემის მმართველი კომპანია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიმართოს სააგენტოს ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის გაცემის თხოვნით.

2. ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მიღების განაცხადში კომპანიამ უნდა მიუთითოს გემის დეტალური მონაცემები, საქმიანობის სახეობა, მოქმედების სფერო და ეკიპაჟის დაკომპლექტების მინიმალური რაოდენობა, რომლ ის მეშვეობითაც კომპანიას სურს გემის ფუნქციონირება.

3. სააგენტო თითოეულ განაცხადს განიხილავს IMO- ს ასამბლეის A-890 რეზოლუციის შესწორებული რედაქციის შესაბამისად .

4. თუ სააგენტო დაადგენს, რომ კომპანიის მიერ შეთავაზებული ეკიპაჟის დაკომპლექტება აკმაყოფილებს გემის უსაფრთხო ექსპლუატაციის და ზღვის გარემოს დაცვის მოთხოვნებს, იგი გასცემს ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტს IMO-ს მიერ დადგენილი ფორმი ს თანახმად .

5. ამ მუხლი განსაზღვრული მოთხოვნის მიუხედავად, კომპანიას უფლება აქვს , დაასაქმოს დამატებით მეზღვაურები, რომელთა რაოდენობა აღემატება ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტით გათვალისწინებულ მინიმალურ მისაღებ სტანდარტს , შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) დამატებითი მეზღვაურებისთვის ხელმისაწვდომია შესაბამისი საცხოვრებელი ფართ ობ ი;

ბ) დამატებითი მეზღვაურებისთვის არსებობს საკმარისი უსაფრთხოების საშუალებები;

გ) დამატებით მეზღვაურებს ჩაუტარდათ სწავლება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

    მუხლი 58. ვახტის ორგანიზება და ზედამხედველობის წესები

1. კომპანი ვალდებული უზრუნველყო გემის კაპიტნის, უფროსი მექანიკოსისა და ვახტის პერსონალის ყველა წევრის მიერ STCW-ის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნ ათა დაცვა გემზე ვახტის მუდმივად უსაფრთხო გაწევისათვის, არსებული გარემოებებისა და პირობების გათვალისწინებით.

2. სააგენტომ გემის კაპიტანს უნდა მოსთხოვოს ვახტის უსაფრთხო გაწევის უზრუნველ ყოფის მიზნით ადეკვატური მორიგეობის ნორმების განსაზღვრა, რომ თა მიხედვით:

ა) გემის კაპიტნის სავახტო თანაშემწე პასუხისმგებელი გემის ვახტის უსაფრთხო გაწევაზე თავი ი მორიგეობის პერიოდში, როდესაც იგი მუდმივად უნდა იმყოფებოდ ეს სა ნავიგაცი ხიდურაზე ან მასთან უშუალოდ დაკავშირებულ ისეთ ადგილ ებ ზე, როგორ ებ იცაა სანავიგაციო ჯიხური და მართვის პუნქტი;

ბ) რადიოოპერატორი ვალდებულია თავისი მორიგეობის პერიოდში აწარმოო მუდმივი რადიომეთვალყურეობა შესაბამის სიხშირეებზე;

გ) სავახტო მექანიკოსი, STCW-ის კოდექსის თანახმად, ვალდებული , უფროსი მექანიკოსის მითითებით, დაუყოვნებლივ გამოცხადდე სამანქანე განყოფილებაში ან , საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე იმყოფებოდე სამანქანე განყოფილებაში თავისი მოვალეობების შესრულების დროს;

დ) უსაფრთხოების მიზნით მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს სათანადო და ეფექტი ანი მეთვალყურეობა, როდესაც გემი დგას ღუზაზე ან მიმდგარია ნაპირთან, ხოლო გემზე საშიში ტვირთის არსებობის შემთხვევაში ვახტის ორგანიზების ას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საშიში ტვირთის თვისებები, რაოდენობა, შეფუთვის და განლაგების პირობები და გემზე, ზღვა ზე ან ნაპირზე არსებული განსაკუთრებული პირობები;

ე) საჭიროების შემთხვევაში, უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით გემზე მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს სათანადო და ეფექტ იანი მეთვალყურეობა.

    მუხლი 59. საშეღავათო ნებართვა

1. მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას სააგენტოს შეუძლია მისი მოვალეობების შესრულების უფლება გადასცეს სათანადო სერტიფიკატის არმქონე მეზღვაურს განსაზღვრული ვადით, თუ მისი კომპეტენცია აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს.

2. საშეღავათო ნებართვით მუშაობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

3. საშეღავათო ნებართვებს გემის კაპიტნისა და უფროსი მექანიკოსის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას, არა უმეტეს 1 თვის ვადით.

4. საშეღავათო ნებართვებს რადიოსპეციალისტისა და რადიოტელეფონისტის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ რადიოკავშირის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. ნებისმიერი თანამდებობის დასაკავებელი საშეღავათო ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც აქვს ერთი რანგით ნაკლებ თანამდებობაზე დასანიშნი კომპეტენციის სერტიფიკატი.

6. გემთმფლობელი ვალდებულია სათანადო კომპეტენციის არმქონე მეზღვაური უმოკლეს ვადაში შეცვალოს სათანადო კომპეტენციის სპეციალისტით.

 

თავი VIII. მონიტორინგი, ზედამხედველობა და ხარისხის სტანდარტები

    მუხლი 60. ხარისხის სტანდარტები

1. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ:

ა) STCW-ის კოდექსის A-I/8 ნაწილის დებულებ ათა შესაბამისად, დაწესებულების მიერ უფლებამოსილების ფარგლებში წარმოებული ყველა წვრთნა, კომპეტენციის, სერტიფიცირების, მათ შორის , მეზღვაურისათვის საჭირო ჯანმრთელობის ცნობის დადასტურებისა და ვადის გაგრძელების საქმიანობა მიმდინარეობდეს ხარისხის სტანდარტების სისტემის მეშვეობით, მუდმივი მონიტორინგის განხორციელებით , დასახული მიზნების მი სა ღწევ ად, ინსტრუქტორის და შემფასებლის კომპეტენცი ისა და გამოცდილების ჩათვლით;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ღონისძიებების სააგენტოს ან ორგანიზაციის მიერ განხორციელების შემთხვევაში მა ჰქონდეს ხარისხის სტანდარტების სისტემა ;

გ) განისაზღვროს სწავლების, მომზადების და მათთან დაკავშირებული კომპეტენციის სტანდარტების მისაღწევი მიზნები და დადგინდეს ცოდნის, აღქმისა და უნარების ის დონეები, რომლებიც შეესაბამება კონვენციის მოთხოვნების თანახმად ჩასატარებელი გამოცდებისა და შეფასების პროცესს. ეს მიზნები და მათთან დაკავშირებული ხარისხის სტანდარტები შესაძლებელია განცალკევებულად განისაზღვროს სხვადასხვა კურსის და საწვრთნელი პროგრამისათვის და გავრცელდე სერტიფიცირების სისტემის მართვაზედა ;

დ) ხარისხის სტანდარტების გამოყენების სფერო გავრცელდე სერტიფიცირების სისტემის მართვაზე, ყველა წვრთნა სა და პროგრამაზე, გამოცდ ებისა და შეფასების პროცესზე, რომლებიც უნდა ჩატარდე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ან მისი მეთვალყურებით . ინსტრუქტორისა და შემფასებლისთვის საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა შეესაბამებოდეს მეთოდებს, სისტემებს, კონტროლისა და ხარისხის ში ა უზრუნველყოფას დასახული მიზნების მისაღწევად.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ მეზღვაურთა ცოდნის, გამოცდილების, უნარებისა და კომპეტენციის გამოყენებისა და შეფასების ღონისძიებები, აგრეთვე სერტიფიცირების სისტემის მართვის დამოუკიდებელი შეფასების პროცესი არა უმეტეს 5-წლიან ინტერვალი განხორციელ ონ კვალიფიცი ურმა პირებმა , რომლებიც თავად არ მონაწილეობენ ამ ღონისძიებების განხორციელებაში , რათა დადგი ნდეს, რომ:

ა) ხარისხის სტანდარტების სისტემამ მოიცვა STCW-ის კოდექსის და კონვენციის ყველა შესაბამისი დებულება, მათი ცვლილებების გათვალისწინებით;

ბ) შიამენეჯმენტის მიერ მიღებული კონტროლისა და ზედამხედველობის ზომები და შემდგომი ქმედებები შეესაბამება დაგეგმილ ღონისძიებებს , დოკუმენტურ პროცედურებს და ეფექტ იანია დასახული მიზნების მისაღწევად;

გ) ყოველი დამოუკიდებელი შეფასების შედეგი დოკუმენტურად აღნუსხულია და მიწოდებულია შეფასებულ სფეროზე პასუხისმგებელი პირებისთვის;

დ) დროულ ად არის განხორციელებული ღონისძიებები ხარვეზის გამოსასწორებლად .

3. შეფასება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ყველა ცვლილებას, კონვენციისა და STCW-ის კოდექსის ცვლილებების შესაბამისად, რომელთა ძალაში შესვლის თარიღი უნდა იყოს IMO- ის გენერალური მდივნისთვის ინფორმაციის მიწოდების თარიღზე გვიანი.

4. კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო სააგენტოში დანერგილი ხარისხის მართვის სტანდარტების სისტემის პერიოდული შეფასების მიზნით ნიშნავს აუდიტ ორთა ჯგუფს, რომელიც შედგება არა უმეტეს 3 სათანადო კვალიფი კა ცი ისა და კომპეტენ ციის მქონე პირისგან, რომლე ბსა ც გაცნობიერებული აქვთ სააგენტოს როლი კონვენციასთან მიმართებით, მაგრამ თავად არ მონაწილეობენ შესაფასებელ საქმიანობაში.

5. შეფასების შედეგების ამსახველი ანგარიში, რომელიც მოითხოვება ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა ჩაბარდეს IMO- გენერალურ მდივანს STCW-ის კოდექსის A-I/7 ნაწილი განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. აღნიშნული ანგარიში იგზავნება შეფასების დასრულების თარიღიდან 6 თვის ვადა ში.

    მუხლი 61. ზედამხედველობა სააგენტოს საქმიანობაზე

1. ამ კანონით გათვალისწინებულ სააგენტოს საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს შესაბამისი სამსახური .

2. სააგენტოს საქმიანობის შემოწმება ხორციელდება სულ მცირე 5 წელიწადში ერთხელ და მისი შედეგები ეცნობება კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს.

    მუხლი 62. გაყალბებისა და სხვა უკანონო ქმედებების თავიდან აცილება

1. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მისთვის ცნობილი ნებისმიერი არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევას, რ ომელი ც ჩადენილია მის მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელი მიერ. გაყალბების თავიდან აცილების მიზნით სააგენტო ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას გაცემული სერტიფიკატის ჩამორთმევასთან, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას თან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებით.

2. სააგენტო ვალდებულია მისთვის ცნობილი გაყალბების ყოველი ფაქტის შესახებ აცნობოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს შესაბამის სამსახურს და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.

3. სააგენტო ვალდებულია თავისი კომპეტენცი ის ფარგლებში მიიღოს ყველა შესაბამისი ზომ გაყალბებ ასთან და სერტიფიკატებთან ან აღიარების დამადასტურებელ საბუთებთან დაკავშირებული სხვა უკანონო ქმედებების აღკვეთის მიზნით.

4. სააგენტო არ მიიღებს განცხადებ ას სერტიფიკატის ან აღიარების დამადასტურებელი საბუთის ცნობის შესახებ, თუ ამგვარი სერტიფიკატის ან საბუთის ნამდვილობა არ არის დამოწმებული სა ნოტარ ო წესით , საკრუინგო აგენტის ან გემთმფლობელის მიერ.

5. სააგენტო ვალდებულია დოკუმენტის, მათ შორის , განცხადების ასლის მიღების შემდეგ შეამოწმოს იგი და შე დაროს დედ , ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმცხადებლისაგან მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცი ის მიწოდება ან დოკუმენტი ს წარდგენა .

6. სააგენტოს უფლება აქვს , განცხადების მიღების პროცესში გამოიყენოს IMO-ს შესაბამისი ვებგვერდი სხვა ადმინისტრაციებთან დაკავშირების მიზნით და შექმნას მათგან მიღებული პასუხების მონაცემთა ელექტრონული ბაზა.

7. სააგენტო ვალდებულია შექმნას შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქსელში აღიარების მისანიჭებლად.

8. სააგენტოს მიერ გაცემული დადასტურების სერტიფიკატი უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსით დადგენილ სავალდებულო მინიმალურ მოთხოვნებს .

9. სერტიფიკატის ასლი ან მ ის ი შემცვლელი საბუთი სააგენტოსთვის წერილობითი განცხადებით მიმართვის გარეშე არ გაიცემა.

10. სააგენტო პასუხისმგებელია კონვენციის სხვა წევრების კომპეტენტურ ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლაზე.

11. სააგენტო ვალდებულია კონვენციის სხვა წევრების კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე წარ დგინოს მათ მეზღვაურ თა სერტიფიკატები, შესაბამისი დადასტურების სერტიფიკატები ან სხვა დოკუმენტები დასაბუთება მეზღვაურთა საქართველოში წვრთნის დადასტურების ან უარყოფის მიზნით.

12. ყალბი სერტიფიკატის გაცემა ან დამზადება იწვევს სისხლის სამართლ ის პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

    მუხლი 63. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს უფლება აქვს, დანიშნოს კონტროლზე უფლებამოსილი პირი, რომელიც საქართველოს ნავსადგურში ნებისმიერ გემზე შეამოწმებს:

ა) აქვთ თუ არა გემზე მომსახურე მეზღვაურ ებ ს, რომლებსაც კონვენციის შესაბამისად უნდა ჰქონდეთ სერტიფიკატები, სათანადო სერტიფიკატი ან იმის მტკიცებულება, რომ მა სააგენტოს მიმართ ეს განცხადებ ებ ით დადასტურების თაობაზე STCW-ის კოდექსის I/10 რეგლამენტის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

ბ) გემზე მომსახურე მეზღვაურთა და მათი სერტიფიკატების რაოდენობის შესაბამისობას სააგენტოს მიერ გაცემული ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მოთხოვნებთან;

გ) აქვთ თუ არა მეზღვაურებს კონვენციის შესაბამისად მორიგეობისა და უშიშროების სტანდარტების სათანადოდ დაცვის შესაძლებლობა, არსებობს თუ არა ვარაუდის საფუძველი, რომ ამგვარი სტანდარტების დაცვა ვერ მოხერხდა ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული ვითარების გამო:

გ.ა) მოხდა გემის შეჯახება, მეჩეჩზე შეჯდომა ან ნაპირზე გამორიყვა;

გ.ბ) ზღვაში ყოფნისას, ღუზაზე დგომისას ან ნაპირთან დგომისას გემიდან გადმოიღვარა ისეთი სითხ , რომელიც აკრძალულია რომელიმე საერთაშორისო კონვენცი ით;

გ.გ) გემის მცდარი ან საშიში მანევრირებ ისას არ იქნა დაცული IMO-ს მიერ რეკომენდებული მარშრუტები ან უსაფრთხო ნაოსნობის ზომები და პროცედურები ;

გ.დ) გემი იმგვარად მუშაობს, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანებს, ქონებას, გარემოს ან უშიშროებას ;

გ.ე) სერტიფიკატი მოპოვებულია გაყალბების გზით ან მისი მფლობელი არ არის პირ , რომელზე და ც გა ცა სერტიფიკატი;

გ.ვ) გემი ცურავს კონვენციის არაწევრი სახელმწიფოს დროშით ან გემის კაპიტანს, ოფიცერს ან რიგითს აქვს კონვენციის არაწევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატი.

2. ხარვეზ ად , რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანებს, ქონებას ან გარემოს, ითვლება :

ა) შემთხვევა, როდესაც რომელიმე მეზღვაურ არ აქვს სერტიფიკატ ი, აღიარების დამადასტურებელი საბუთი ან კანონიერ ი საშეღავათო ნებართვ ა, ან როდესაც რომელიმე მეზღვაური ვერ უზრუნველყოფს იმის მტკიცებულების წარმოდგენას, რომ კვალიფიკაციის სერტიფიკატის აღიარებისთვის მან სააგენტო წარ დგ განცხადება კონვენციის I/10 რეგლამენტის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

ბ) ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობა;

გ) სააგენტოს მიერ გემისთვის განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად სანავიგაციო ან სამანქანე განყოფილების მეთვალყურეობის ზომების არქონა;

დ) ვახტზე იმ პირის არყოფნა, რომელიც კვალიფიკაციის შესაბამისად პასუხს აგებს უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველმყოფი საშუალებების მუშაობაზე, უსაფრთხო რადიოკომუნიკაციზე ან ზღვის დაბინძურების თავიდან აცილებაზე;

ე) რეისის დაწყებისას, პირველი და მისი შემცვლელი სამორიგეო ცვლებისთვის სათანადოდ დასვენებული და მოვალეობების შესრულებისათვის მზა მყოფი პირების ხელმისაწვდომობის შეუძლებლობა.

3. თუ კონტროლის პროცედურის დროს გამოვლინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრული ხარვეზი, რომელაც, სააგენტოს აზრით, შეძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას გემს, ადამიანებს, ქონებს ან გარემოს, სააგენტოს უფლება აქვს, აუკრძალოს ნებისმიერ მცურავ საშუალებას ზღვაში გასვლა აღნიშნული საფრთხის აღმოფხვრამდე .

4. თუ კონტროლის პროცედურის შედეგად აღმოჩნდება, რომ რომელიმე პირი ატარებს სხვა პირ ზე გაცემულ, გაყალბებულ ან დაზიანებულ დოკუმენტს, აღნიშნული დოკუმენტი მას დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა და ამის შესახებ ეცნობება შესაბამის ეროვნულ ადმინისტრაციას .

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტის მფლობელი მიერ დაკავებული ნებისმიერი თანამდებობა ცხადდება ვაკანტურ თანამდებობად, სანამ მას არ დაიკავებს კომპეტენტური მეზღვაური ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მოთხოვნების შესაბამისად.

6. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შედეგად დაკავების ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაციის სათანადო უწყებებისთვის მიწოდება, მათ შორის, ნავსადგურის ადმინისტრაციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო ამართლის ურიდიული ირისათვის შემოსავლების სამსახურის ათვის, დროშის სახელმწიფოს ადმინისტრაციის ათვის ან საქართველოში მისი დიპლომატიური წარმომადგენლისათვის.

    მუხლი 64. გასაჩივრება

1. საზღვაო- საწვრთნელ დაწესებულებ ს ან/და სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვ , სააგენტოში გაასაჩივრო აღიარების მთლიან ად ან ნაწილობრივ შეჩერების, ჩამორთმევის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღები დან 1 თვის ვადაში.

2. სააგენტო წერილობითი საჩივრის მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში გამოიტანს გონივრულ გადაწყვეტილებას. სააგენტოს მიერ საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფის შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს, სარჩელით (განცხადებით) მიმართოს სასამართლოს სააგენტოს წერილობითი გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვად აში.

3. მეზღვაურს უფლება აქვს, გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით მიმართო სააგენტოს. მეზღვაურს ასევე უფლება აქვს, სააგენტოს წარდგინო საჩივარი გამოცდის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში . სააგენტო საჩივრის მიღებიდან 5 სამუშაო დღი ს ვადაში გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

    მუხლი 65. შეჩერება

მხოლოდ სააგენტოს აქვს კომპეტენ ციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების უფლება, თუ საზღვაო ინციდენტში ჩართულია გემის მეთაურთა შემადგენლობის წარმომადგენელი. საჭიროების შემთხვევაში კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება შესაძლებელია გაგრძელდეს სა სამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში.

 

თავი IX. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის

    მუხლი 66. მეზღვაურთა სერტიფიცირების წესების დარღვევა

1. მეზღვაურის მიერ გემზე შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა ან/და ისეთი სერტიფიკატით საქმიანობა, რომელიც არ შეესაბამება მის თანამდებობრივ კომპეტენციას,

 გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში , −

გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მიერ მეზღვაურის სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელი საწვრთნელი კურსის აღიარების გარეშე ან ასეთი აღიარების მოქმედების შეჩერების პერიოდში ჩატარება

გამოიწვევს შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში , −

გამოიწვევს შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების დაჯარიმებას 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

5. მეზღვაურ ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ან/და მეზღვაურ ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე შესაბამისი ცნობის გაცემა იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, რომელიც საამისოდ არ არის შერჩეული სააგენტოს მიერ,

გამოიწვევს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

6. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში , −

გამოიწვევს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

7. მეზღვაურის მიერ გემზე ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე შესაბამისი ცნობის (სერტიფიკატის) გარეშე ან/და ისეთი ცნობით (სერტიფიკატით) საქმიანობა , რომლის მოქმედების ვადა გასულია ,

გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

8. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში , −

გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

    მუხლი 67. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

1. ამ კანონის 66-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმ ებ ს ადგენს სააგენტო.

2. ამ კანონის 66-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელ ები დან მიღებული თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

თავი X . გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 68. კანონის უკუქცევითი ძალა

1. მეზღვაურ ზე 2002 წლის 1 თებერვლამდე გაცემული სერტიფიკატი არ ექვემდებარება ამ კანონის შესაბამისად განახლებას, თუ შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელი არ წარმოადგენს დოკუმენტურ დასაბუთებას მის მიერ ისეთი დამატებითი წვრთნის გავლის თაობაზე, რომელიც შესაბამისი სერტიფიკატის გასაცემად მოითხოვება კონვენციის მიხედვით.

2. თუ პირმა ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო მართვის/ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად სათანადო სერტიფიკატი /დიპლომი და მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ პირის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციითა და STCW-ის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნას თან და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით.

    მუხლი 69. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს :

ა) კომპეტენციისა და კვალიფიკაციის სერტიფიკატების მიღებისა და მათი განახლებისათვის საჭირო გამოცდების შინაარსის, ხანგრძლივობისა და ფორმის, ასევე შეფასების კრიტერიუმ ებ ის განსაზღვრა ;

ბ) სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების პერიოდული მონიტორინგის პროცედური წესების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება ;

გ) საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულების აღიარების, საზღვაო-სასწავლო დაწესებულებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების პერიოდული მონიტორინგის პროცედური წესების დამტკიცება .

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყოს სხვა ქვეყნის მეზღვაურებისათვის, რომლებსაც სურთ, საქართველოში მიიღონ დადასტურების სერტიფიკატი, საქართველოს საზღვაო კანონმდებლობის ცოდნის მოცულობის განსაზღვრა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონით განსაზღვრული ყველა სხვა კანონქვემდებარე აქტის პროექტის მომზადება ან/და დამტკიცება.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს 2010 წლამდე გაცემული, ამ კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული სერტიფიკატებისა და სტანდარტების STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შედარება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამოს ისინი STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებ .

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია დაამტკიცოს კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მოთხოვნები და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემის წესი იმ მეზღვაურებისათვის, რომლებიც არ შედიან ამ კანონის რეგულირების სფეროში.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება, რათა 2017 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია გაცემული სერტიფიკატების შესახებ.

7. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 ივნისამდე საქართველოს პარლამენტ წარდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტი, რომლ ითაც გათვალისწინებ ული იქნება შესაბამის პასუხისმგებლობა მეზღვაურ ის და კომპანიის მიერ სერტიფიცირების წესების დარღვევისა თვის და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებ ათა შეუსრულებლობისათვის.

    მუხლი 70. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის III და IV თავებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის III და IV თავები ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ საქართველოს 2000 წლის 26 სექტემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ. 104) .

4. ძალაში დარჩეს მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ საქართველოს 2000 წლის 26 სექტემბრის კანონის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე აქტები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებ იან ამ კანონი თ გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

საქართველოს პრეზიდენტი          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 23 დეკემბერი.

№5595-რს

10. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3855-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 9. 31/05/2023 - საქართველოს კანონი - 3044-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2023 8. 16/11/2022 - საქართველოს კანონი - 2033-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 21/11/2022 7. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 369-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 6. 17/09/2019 - საქართველოს კანონი - 4943-Iს - ვებგვერდი, 01/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3447-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 4. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3107-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 3. 11/12/2015 - საქართველოს კანონი - 4623-Iს - ვებგვერდი, 23/12/2015 2. 14/11/2014 - საქართველოს კანონი - 2790-Iს - ვებგვერდი, 26/11/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 15/05/2012 - საქართველოს კანონი - 6178-რს - ვებგვერდი, 29/05/2012