„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3447-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.019176
3447-Iს
20/09/2018
ვებგვერდი, 09/10/2018
430060000.05.001.019176
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.016584) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეზღვაურის პროფესია არის რეგულირებადი პროფესია, ხოლო საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები − რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები. აღნიშნულის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ეფექტიანი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, მაღალკვალიფიციურ მეზღვაურთა წვრთნის, მათი ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების პროცესის ხელშეწყობა.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ6) დიპლომი – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ერთად საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და მისი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/ პროგრამების ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა;“.

4. 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/პროგრამების ავტორიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

2. სააგენტო უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით თანამშრომლობს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს მეზღვაურთა წვრთნის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/პროგრამების ავტორიზაციის პროცესში − შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოებში და აკრედიტაციის საბჭოში მონაწილეობის გზით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2018 წ.

N3447-Iს