„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3044-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.020887
3044-XIმს-Xმპ
31/05/2023
ვებგვერდი, 13/06/2023
430060000.05.001.020887
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.016584) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეზღვაური, რომელსაც აქვს STCW-ის კოდექსის თანახმად კონვენციის წევრი სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი, უფლებამოსილია იმსახუროს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, თუ მისი კომპეტენციის სერტიფიკატი აღიარებულია სააგენტოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტო ყველა საჭირო ზომის მიღებით, რაც შესაძლებელია მოიცავდეს აღჭურვილობათა და პროცედურათა ინსპექტირებას, დაადასტურებს, რომ კომპეტენციის სერტიფიკატისა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისა და ჟურნალების წარმოების სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები კონვენციის წევრი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ სრულადაა დაცული;“.

2. 49-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეზღვაური, რომელსაც აქვს მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი, უფლებამოსილია გემზე განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისთვის ამ კანონითა და STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. იმ მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც აქვს საქართველოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი, აისახება მეზღვაურის შესაბამის სამედიცინო მოწმობაში, რომელსაც ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს მხოლოდ სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება. აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაყალბებისგან დამცავი ნიშნის მქონე ბლანკზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე გაცემა.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების მოთხოვნების მიუხედავად, მეზღვაური, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებული კომპეტენციის სერტიფიკატი საქართველოს დროშით მცურავ გემზე სამსახურისთვის, უფლებამოსილია ამ გემზე განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა აღნიშნული სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების თანახმად, თუ მას აქვს ამ სერტიფიკატის გამცემი სახელმწიფოს მიერ გაცემული მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობა.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მეზღვაური ვალდებულია კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემამდე ან განახლებამდე, აგრეთვე ისეთ შემთხვევაში, როდესაც მისი სერტიფიცირება მოითხოვება STCW-ის კოდექსის თანახმად, ჰქონდეს ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობა.“.

3. 50-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დასაშვებია მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის არაუმეტეს 3 თვით გაგრძელება. თუ მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა რეისის განმავლობაში ამოიწურა, ეს მოწმობა ძალაში დარჩება მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მეზღვაურს საშუალება ექნება, უფლებამოსილი ექიმისგან მეზღვაურის ახალი სამედიცინო მოწმობა მიიღოს.

3. სააგენტოს უფლება აქვს, გადაუდებელ შემთხვევაში დაუშვას მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობის არმქონე მეზღვაური სამუშაოზე მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე.“.

4. 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო განაცხადს განიხილავს IMO-ს ასამბლეის A.890(21) რეზოლუციის შესწორებული რედაქციის ან მისი ჩამნაცვლებელი რეზოლუციის რედაქციის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) 3.2 რეგულაციის „საკვები და საკვებით მომსახურება“ დებულებებისა და მათი ცვლილებების გათვალისწინებით.“.

5. 63-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აქვს თუ არა გემზე მომსახურე მეზღვაურს, რომელსაც კონვენციის შესაბამისად უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, სათანადო სერტიფიკატი ან იმის მტკიცებულება, რომ მან შესაბამის გემის დროშის ადმინისტრაციას მიმართა დადასტურების თაობაზე განცხადებით STCW-ის კოდექსის I/10 რეგლამენტის მე-5 პუნქტის თანახმად;“;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გემის დროშის ადმინისტრაციის მიერ იმ მოთხოვნების შეუსრულებლობა, რომლებიც STCW-ის კოდექსის თანახმად დადგენილია სამანქანე ან სანავიგაციო ვახტის გაწევისთვის;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

31 მაისი 2023 წ.

N3044-XIმს-Xმპ