სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

  • Word
სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 154/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 15/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110916018, 21/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016191
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
154/ნ
15/09/2011
ვებგვერდი, 110916018, 21/09/2011
430210000.22.022.016191
სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/09/2011 - 21/02/2012)

სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №154/ნ

2011 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო ასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წეს სა და პირობებ ს დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესი და პირობები “.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის           26 ოქტომბრის913 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი


დანართი

სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესი და პირობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებ ს (შემდგომში – დაწესებულება) ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამი ან/და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა.

2. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით ფინანსდება მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლა .

3. ეს წესი ადგენს სტუდენტისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის, დაწესებულებებს შორის მობილობის საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანისა და სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის შემთხვევაში მასზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის საფუძველი

1. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა დაწესებულებაში და სწავლობს ამ წესის პირველი მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამით .

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 3. სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება:

ა) ბაკალავრიატში სწავლა 4 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 5 წლის განმავლობაში);

 ბ) დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა არა უმეტეს 6 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული მედიკოსის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 7 წლის განმავლობაში);

 გ) დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა არა უმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 6 წლის განმავლობაში);

დ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში.

4. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით ფინანსდება მაგისტრატურაში სწავლა 2 წლის განმავლობაში.

 5 . დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მქონე პირი კარგავს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლებას, თუ დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის მიმართ არ გამოსცემს ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს.

    მუხლი 3. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის წესი

1. სტუდენტზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული (შემდგომში – სრული გრანტი) ან ნაწილობრივი ოდენობა (შემდგომში – ნაწილობრივი გრანტი).

2. მაგისტრანტზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გრანტის ოდენობით.

3 . სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტზე, რომელიც მოიპოვებს დაფინანსებას ა დაწესებულების მაკონტროლებელი ორგანოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს, გაცემული თანხა არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მაქსიმალურ ოდენობას.

    მუხლი 4. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლების შეზღუდვა

1. დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა. მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით.

2. პირის მიერ ერთდროულად უმაღლესი განათლების ერთ საფეხურზე რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში, მასზე გაიცემა მხოლოდ ერთი სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი ამ წესით დადგენილი პირობებით.

3 . ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს სტუდენტს, რომელმაც მოიპოვა ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მოპოვებული ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ ოდენობამდე შევსების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს დაფინანსება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში.

4 . ამ მუხლის პირველი პუნქტი ასევე არ ზღუდავს სტუდენტს, გაზარდოს მოპოვებული ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგრანტო კონკურსის (შემდგომში – საგრანტო კონკურსი) საშუალებით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს სტუდენტს, რომელმაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვა დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე, მოიპოვოს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.

    მუხლი 5. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის დრო და დაწესებულების მიერ წარსადგენი ინფორმაცია

1. დაწესებულებას გადაერიცხება იმ ოდენობის თანხა, რომელიც შეესაბამება ამ დაწესებულების სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მქონე სტუდენტთა საერთო რაოდენობასა და მათ მიერ მოპოვებული გრანტების ოდენობებს.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში 15 ნოემბრის) და პირველი აპრილისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის (შემდგომშირეესტრი) მონაცემების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობაში არ შედიან ის პირები, რომელთაც შესაბამისი წლის პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში - 15 ნოემბრის) და პირველი აპრილისთვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.

 4. დაწესებულების მიერ რეესტრში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის დაწესებულებისათვის შესაბამისი სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადარიცხვის შეჩერების საფუძველი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადარიცხვის შეჩერების ან სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწესებულება არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი სახელმწიფო სასწავლო გარნტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობის შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელების (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა.

 მუხლი 6. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანა

 1. საქართველოში მობილობის განხორციელების შემთხვევაში სტუდენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი/სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი შეუძლია გადაიტანოს შესაბამისი სასწავლო წლის პირველი ნოემბრიდან/15 ნოემბრიდან , ან პირველი აპრილიდან, ჩარიცხვის ბრძანების თარიღის შესაბამისად ამ წესის მე-7 მუხლის გათვალისწინებით .

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტუდენტს მიმღებ დაწესებულებაში სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაყვება მის მიერ თავდაპირველად ჩარიცხვის დაწესებულებაში სწავლის დასაფინანსებლად მოპოვებული ოდენობით. თუ მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის საფასური ნაკლებია სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა უტოლდება ამ საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს. ყოველი შემდგომი მობილობისას, სტუდენტს მიმღებ დაწესებულებაში სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაყვება წინა დაწესებულებაში არსებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობით.

3. თუ საქართველოში მობილობის განხორციელებისას, სტუდენტი სწავლას აგრძელებს თავდაპირველი დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამისგან განსხვავებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა დაფინანსდება თავდაპირველი დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დაფინანსებისათვის დარჩენილი წლების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამისათვის ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებ ით გათვალისწინებული წლების განმავლობაში.

    მუხლი 7. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის დაუშვებლობა

1. დაუშვებელია სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანა დაწესებულების არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.

    მუხლი 8. სტუდენტისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შენარჩუნების წესი

1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, სტუდენტს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება უნარჩუნდება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტიდან/შეჩერებიდან მომდევნო ხუთი სასწავლო წლის ვადაში სწავლის განახლების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. სტუდენტს, რომლისთვისაც სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს უცხო ქვეყნის დაწესებულებაში ჩარიცხვა/სწავლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის დროსაც შეუძლებელია სტუდენტის მიერ სწავლის გაგრძელება, მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება უნარჩუნდება შესაბამისი საფუძვლის არსებობის ვადით.

3. თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელ სტუდენტს შეუწყდა/შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი და შემდეგ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა განაგრძო იმავე ან სხვა დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, სტუდენტი მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს გამოიყენებს ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად. ამ შემთხვევაში სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად და მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებ ის გათვალისწინებით.

4. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების და აღდგენის/განახლების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს რეესტრში და მიეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების, ასევე სტუდენტის სტატუსის აღდგენის/განახლების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 9. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება

1. სტუდენტი, რომელმაც ვერ მოიპოვა სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საგრანტო კონკურსში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საგრანტო კონკურსის შედეგად მოპოვებული ან გაზრდილი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტით შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა ფინანსდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წლების ფარგლებში სწავლის დარჩენილი დროის განმავლობაში.

    მუხლი 10. დაწესებულებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადარიცხული თანხის შენარჩუნება

სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელი სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, დაწესებულებას უნარჩუნდება შესაბამისი სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა შემდეგი წესით:

ა) პირველ ნოემბრამდე (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში 15 ნოემბრამდე) , თუ პირს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა პირველი აპრილის შემდგომ;

  ბ) პირველ აპრილამდე, თუ პირს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში 15 ნოემბრის) შემდგომ.

    მუხლი 11. გარდამავალი დებულებები

1. სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა, დაწესებულების მიერ დადგენილი კრედიტების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს სწავლის 2 წლის განმავლობაში 120-კრედიტიანი და სწავლის 3 წლის განმავლობაში 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის.

2. სახელმწიფო სასწავლო გრანტით დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დაფინანსება ხდება ამ წესით დადგენილი პირობებით.

3 . დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის მიერ ,, უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89 -ე მუხლის 172 პუნქტის შესაბამისად ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამი სწავლის გაგრძელებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა დაფინანსდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტი გათვალისწინებული დაფინანსებული წლების გამოკლებით.

4. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 85 პუნქტიდან გამომდინარე, დიპლომირებული ვეტერინარის 300-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება არა უმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული ვეტერინარის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 6 წლის განმავლობაში).

5. დიპლომირებული ვეტერინარი, რომელსაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, უფლებამოსილია მოიპოვოს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.

 

 

17. 15/02/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 34/ნ - ვებგვერდი, 16/02/2024 16. 13/12/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 131/ნ - ვებგვერდი, 14/12/2022 15. 01/06/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 26/ნ - ვებგვერდი, 02/06/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 12/07/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 144/ნ - ვებგვერდი, 15/07/2019 13. 27/05/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 95/ნ - ვებგვერდი, 28/05/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 03/12/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 54/ნ - ვებგვერდი, 04/12/2018 11. 08/05/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 65/ნ - ვებგვერდი, 10/05/2018 10. 26/12/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 204/ნ - ვებგვერდი, 26/12/2017 9. 31/08/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 107/ნ - ვებგვერდი, 01/09/2016 8. 25/09/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 123/ნ - ვებგვერდი, 25/09/2015 7. 25/06/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 63/ნ - ვებგვერდი, 26/06/2015 6. 02/04/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 30/ნ - ვებგვერდი, 03/04/2015 5. 28/03/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 40/ნ - ვებგვერდი, 01/04/2014 4. 16/12/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 204/ნ - ვებგვერდი, 16/12/2013 3. 11/11/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 174/ნ - ვებგვერდი, 12/11/2013 2. 29/05/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 57/ნ - ვებგვერდი, 31/05/2013 1. 21/02/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 50/ნ - ვებგვერდი, 23/02/2012