„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 144/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 12/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017767
144/ნ
12/07/2019
ვებგვერდი, 15/07/2019
430210000.22.022.017767
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №144/ნ

2019 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ :

მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის  №154/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110916018, 21/09/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016191) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების“:  

1. მე-5 მუხლის :

ა) 22 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა. სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, სტუდენტის სტატუსი, სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვის წელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება, საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სწავლის საფასური, საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რეჟიმი (აკრედიტებული/არააკრედიტებული) პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში – 15 ნოემბრის) და პირველი აპრილისთვის რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ცალ-ცალკე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესით, რიგგარეშე მობილობით დაწესებულებაში სტუდენტთა /მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა ჩარიცხვისას, საჭიროების შემთხვევაში, მართვის სისტემა უფლებამოსილია, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ მუხლის 22 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილისგან განსხვავებული თარიღი, რომლის მდგომარეობითაც, რეესტრში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაანგარიშდება ამ სტუდენტების მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადარიცხვის მიზნით. ამავე აქტით განისაზღვრება აღნიშნული თანხების ოდენობების სამინისტროსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიწოდების ვადა.

32. ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული სტუდენტების/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა  რაოდენობაში არ შედიან ის პირები, რომელთაც მართვის სისტემის მიერ განსაზღვრული თარიღისათვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი.“;  

  2. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი