„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის N154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის N154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 107/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017180
107/ნ
31/08/2016
ვებგვერდი, 01/09/2016
430210000.22.022.017180
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის N154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის N154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №107/ნ

2016 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო  სამაგისტრო  გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს  შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო  პროგრამაზე  სახელმწიფო  სასწავლო  გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110916018, 21.09.2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016191) და ბრძანების  პირველი  პუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის  გაცემისა  და უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებებს შორის  აკრედიტებულ  უმაღლეს  საგანმანათლებლო  პროგრამაზე  სახელმწიფო სასწავლო  გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო  სამაგისტრო  გრანტის გადატანის  წესისა და პირობების“:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით ან/და მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ეს წესი ადგენს სტუდენტისათვის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის, დაწესებულებებს შორის მობილობის საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა (გარდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გაცემული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა) და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანისა და სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის შემთხვევაში მასზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესსა და პირობებს.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არაუმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობისა.“ .

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით.”;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. ამ მუხლის 11 პუნქტი არ ზღუდავს პირს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით მოიპოვოს სახელმწიფო სასწავლო გრანტი/გაზარდოს მოპოვებული ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან მოიპოვოს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დაწესებულებას გადაერიცხება იმ ოდენობის თანხა, რომელიც შეესაბამება ამ დაწესებულების სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მქონე სტუდენტთა/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა საერთო რაოდენობასა და მათ მიერ მოპოვებული გრანტების ოდენობებს.”;

ბ) მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სტუდენტების/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა  რაოდენობაში არ შედიან ის პირები, რომელთაც შესაბამისი წლის პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში 15 ნოემბრის) და პირველი აპრილისთვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი.

4. დაწესებულების მიერ რეესტრში სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის დაწესებულებისათვის შესაბამისი სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადარიცხვის შეჩერების საფუძველი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადარიცხვის შეჩერების ან სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მოსთხოვოს სტუდენტს/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს გადაურიცხავი სახელმწიფო სასწავლო გარნტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობის შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელების (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა.“ .

5. მე-7 მუხლის 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:

,,13. დაუშვებელია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანა.“.

6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. სტუდენტისათვის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის  სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შენარჩუნების წესი

1. სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, სტუდენტს/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს  მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება უნარჩუნდება სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეწყვეტიდან/შეჩერებიდან მომდევნო ხუთი სასწავლო წლის ვადაში სწავლის განახლების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. სტუდენტს/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს, რომლისთვისაც სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს უცხო ქვეყნის დაწესებულებაში ჩარიცხვა/სწავლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის დროსაც შეუძლებელია სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის მიერ სწავლის გაგრძელება, მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება უნარჩუნდება შესაბამისი საფუძვლის არსებობის ვადით.

3. თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელ სტუდენტს შეუწყდა/შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი და შემდეგ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა განაგრძო იმავე ან სხვა დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, სტუდენტი მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს გამოიყენებს ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად. ამ შემთხვევაში სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად და მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით.

4. თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს  შეუწყდა/შეუჩერდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი და შემდეგ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა განაგრძო იმავე ან სხვა დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს გამოიყენებს ამ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად. ამ შემთხვევაში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის  მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.

5. სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის  სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების და აღდგენის/განახლების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს რეესტრში და მიეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების, ასევე სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის  სტატუსის აღდგენის/განახლების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. დაწესებულებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადარიცხული თანხის შენარჩუნება

1. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელი სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, დაწესებულებას უნარჩუნდება შესაბამისი სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა შემდეგი წესით:

ა) პირველ ნოემბრამდე (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში – 15 ნოემბრამდე), თუ პირს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა პირველი აპრილის შემდგომ;

ბ) პირველ აპრილამდე, თუ პირს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში – 15 ნოემბრის) შემდგომ.

2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში, დაწესებულებას უნარჩუნდება შესაბამისი პირის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა შემდეგი წესით:

ა) პირველ ნოემბრამდე, თუ პირს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა  პირველი აპრილის შემდგომ;

ბ) პირველ აპრილამდე, თუ პირს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა პირველი ნოემბრის შემდგომ.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა