დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის N154/ნ ბრძანებაში ცვლილების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 131/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018238 |
|
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის N154/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110916018, 21/09/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016191) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესის და პირობების“
:
1. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში – 15 ნოემბრის) და პირველი აპრილისთვის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – სისტემა) მონაცემებისა და ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამისად.“; ბ) 22 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, სტუდენტის სტატუსი, სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვის წელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება, საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სწავლის საფასური, საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რეჟიმი (აკრედიტებული/არააკრედიტებული) პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში – 15 ნოემბრის) და პირველი აპრილისთვის სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ცალ-ცალკე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით .“; გ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესით, რიგგარეშე მობილობით დაწესებულებაში სტუდენტთა/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა ჩარიცხვისას, საჭიროების შემთხვევაში, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, სსიპ –განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ მუხლის 22 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილისგან განსხვავებული თარიღი, რომლის მდგომარეობითაც, სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაანგარიშდება ამ სტუდენტების მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადარიცხვის მიზნით. ამავე აქტით განისაზღვრება აღნიშნული თანხების ოდენობების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიწოდების ვადა.“ . 2. 51 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) დაწესებულების მიერ რეესტრში სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;“ . 3. მე-11 მუხლის მე-14 პუნქტი და მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. იმ დაწესებულების სტუდენტების გრანტები, რომლებმაც დაკარგეს ავტორიზაცია ან დაკარგეს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება აკრედიტაციაზე უარის თქმის/აკრედიტაციის გაუქმების გამო და 2018 წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობით ჩაირიცხნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების გრანტები დაანგარიშებულ იქნეს ამ წესის მე-5 მუხლის მიხედვით, სისტემის 2018 წლის 14 დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით. 15. იმ პირების გრანტები, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წელს მოიპოვეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, თუმცა ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გაუქმების გამო და შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩაირიცხნენ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, დაანგარიშებულ იქნეს ამ წესის მე-5 მუხლის მიხედვით, სისტემის 2018 წლის 14 დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები