დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 204/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017455 |
|
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110916018, 21.09.2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016191) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების“:
1. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში – 15 ნოემბრის) და პირველი აპრილისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) მონაცემებისა და ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამისად.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: 21. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადარიცხვის მიზნით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით და ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარადგენს თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობას. 22. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხ თანხას ანგარიშობს ამ წესის შესაბამისად, შემდეგი ინფორმაციის საფუძველზე: ა) სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, სტუდენტის სტატუსი, სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვის წელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება, საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რეჟიმი (აკრედიტებული/არააკრედიტებული) – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში – 15 ნოემბრის) და პირველი აპრილისთვის რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ცალ-ცალკე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით, მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად; ბ) სტუდენტის სწავლის საფასური – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად; გ) აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის/სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის პროცენტი, გრანტის მოპოვების/გამუჯობესების წელი და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური – სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის მიერ მიწოდებული აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად; დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის ოდენობა და უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად; ე) სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელ სტუდენტზე გრანტის გადარიცხვის ჯერადობა, თითოეული გადარიცხვის შესაბამისად გადარიცხული თანხის ოდენობა, გრანტის დაკარგვის/გრანტის ამოწურვის შესახებ ინფორმაცია.“. 2. მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველო უზრუნველყოფს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 აპრილის ჩათვლით სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელ სტუდენტზე გრანტის გადარიცხვის ჯერადობის, თითოეული გადარიცხვის შესაბამისად გადარიცხული თანხის ოდენობის, გრანტის დაკარგვის/გრანტის ამოწურვის შესახებ არსებული ინფორმაციის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის გადაცემას.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები