„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის N154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის N154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018026
26/ნ
01/06/2021
ვებგვერდი, 02/06/2021
430210000.22.022.018026
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის N154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის N154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №26/ნ

2021 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110916018, 21/09/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016191) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების":

)  მე-5 მუხლის:

ა.ა) 31, 32 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესით, რიგგარეშე მობილობით დაწესებულებაში სტუდენტთა/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა ჩარიცხვისას, საჭიროების შემთხვევაში, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, სსიპ –განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ მუხლის 2​2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილისგან განსხვავებული თარიღი, რომლის მდგომარეობითაც, რეესტრში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაანგარიშდება ამ სტუდენტების მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადარიცხვის მიზნით. ამავე აქტით განისაზღვრება აღნიშნული თანხების ოდენობების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიწოდების ვადა.

32. ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული სტუდენტების/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების რაოდენობაში არ შედიან ის პირები, რომელთაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განსაზღვრული თარიღისათვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი.

4. ამ მუხლის 22 - 24, 3 და 32 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გათვალისწინებით, დაწესებულება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში – სპეციალური ელექტრონული პროგრამა), რომლის ადმინისტრირების წესი განისაზღვრება  სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამავე აქტით განსაზღვრულ ვადაში, თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ახდენს:

ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებელი სტუდენტების სახელობითი სიისა და დაწესებულებისთვის გადასარიცხი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გადამოწმებას. თუ დაწესებულება არ ეთანხმება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ასახულ ინფორმაციას, უფლებამოსილია ამავე სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, შესაბამისი მოთხოვნით მიმართოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცესის დასრულების შემდგომ, ადასტურებს თითოეული დაფინანსების უფლების მქონე სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაწესებულებისთვის გადასარიცხი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის სისწორეს.“.

ა.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლის 22 -24, 3 და 32 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გათვალისწინებით, დაწესებულება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ახდენს:

ა) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დასაფინანსებელი სტუდენტების სახელობითი სიისა და დაწესებულებისთვის გადასარიცხი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობის გადამოწმებას. თუ დაწესებულება არ ეთანხმება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახულ ინფორმაციას, უფლებამოსილია ამავე პროგრამის მეშვეობით, შესაბამისი მოთხოვნით მიმართოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცესის დასრულების შემდგომ, ადასტურებს თითოეული დაფინანსების უფლების მქონე სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაწესებულებისთვის გადასარიცხი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობის სისწორეს.“.

ა.დშემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

მუხლი 51.  სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემაზე უარის თქმა

1. სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) დაწესებულების მიერ რეესტრში სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) დაწესებულების მიერ ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მოსთხოვოს სტუდენტს/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს გადაურიცხავი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობის შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელების (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა.“.

)  ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის 11, 12 და მე-2 პუნქტები.

) მე-11 მუხლის მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 – მე-19 პუნქტები:

„17. ამ წესის 51 მუხლის ამოქმედებიდან სამი წლის განმავლობაში დაწესებულება უფლებამოსილია 51 მუხლის ამოქმედებამდე მისთვის გადარიცხული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, წერილობით მიმართოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და მოსთხოვოს გადარიცხული თანხის კორექტირება.

18. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია ამ მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად დაწესებულების მიმართვის საფუძველზე, იმსჯელოს დაწესებულებისათვის ამ წესის 51 პუნქტის ამოქმედებამდე გადარიცხული თანხის კორექტირებაზე და საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს, დაწესებულებისათვის შესაბამისი თანხის გადარიცხვის მოთხოვნით, ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

19. ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დაწესებულება კარგავს მისთვის გადარიცხული სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის კორექტირების მოთხოვნის უფლებას.“.

 

მუხლი 2
დაევალოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას უზრუნველყოს სპეციალური ელექტრონული პროგრამის დასრულება სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაანგარიშების ადმინისტრირებისათვის არაუგვიანეს 2022 წლის პირველი აპრილისა.

 

მუხლი 3
ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებები გავრცელდეს 2021 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, 2020-2021 სასწავლო წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაანგარიშების მიზნით სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე.

 

მუხლი 4
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-5 მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის პირველ აპრილს.

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი