„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის N154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016936
30/ნ
02/04/2015
ვებგვერდი, 03/04/2015
430210000.22.022.016936
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის N154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის N154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №30/ნ

2015 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო  სამაგისტრო  გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს  შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო  პროგრამაზე  სახელმწიფო  სასწავლო  გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის  N154/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 110916018, 21/09/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016191) და ბრძანების  პირველი  პუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის  გაცემისა  და უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებებს შორის  აკრედიტებულ  უმაღლეს  საგანმანათლებლო  პროგრამაზე  სახელმწიფო სასწავლო  გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო  სამაგისტრო  გრანტის გადატანის  წესისა და პირობების“:

1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ქვეპუნქტი:

„12. თუ სტუდენტი ამ წესის მე-7 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე ვერ გადაიტანს ნაწილობრივ ან/და სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს და შემდგომ კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას განაგრძობს იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის ან/და სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი გრანტით, სტუდენტი მის მიერ მოპოვებულ ნაწილობრივ გრანტს ან/და სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს გამოიყენებს ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, სწავლის დაფინანსებისთვის დარჩენილი წლების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამისთვის ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წლების განმავლობაში.“.

2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. იმ სტუდენტებს, რომლებმაც ისარგებლეს მობილობის უფლებით „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 დეკემბრის N204/ნ ბრძანების ამოქმედებამდე, მიეცეთ სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების უფლება.

7. იმ სტუდენტებს, რომელთაც სოციალური პროგრამის ფარგლებში შეევსოთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ ოდენობამდე და ისარგებლეს მობილობის უფლებით „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 დეკემბრის №204/ნ ბრძანების ამოქმედებამდე, მიეცეთ სრულ ოდენობამდე შევსებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების უფლება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე