„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 95/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 27/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017719
95/ნ
27/05/2019
ვებგვერდი, 28/05/2019
430210000.22.022.017719
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №95/ნ

2019 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 05 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვ ბ:

მუხლი 1
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/09/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016191) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო ს ასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების“:

1. მე-5 მუხლს 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23  და 24 პუნქტები:

„23 . სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამ მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხი თანხის დაანგარიშებისას ამოწმებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აბიტურიენტთა რამდენიმე აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაერთიანებულად მიღების ფარგლებში  ჩარიცხული სტუდენტის, ამ გაერთიანებაში შემავალი ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსს (აკრედიტებული/არააკრედიტებული). თუ ამ გაერთიანებაში შემავალ ერთ საგანმანათლებლო პროგრამას მაინც აქვს აკრედიტებული სტატუსი, სტუდენტს უფინანსდება სწავლა სახელმწიფო სასწავლო გრანტით.

 24. თუ აბიტურიენტთა რამდენიმე აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაერთიანებულად მიღების ფარგლებში ჩარიცხულ სტუდენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხი თანხის დაანგარიშების დროისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით არჩეული აქვს ამ გაერთიანებაში შემავალი ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროგრამა, დაწესებულებისათვის გადასარიცხი თანხა იანგარიშება ამ მუხლის 22 პუნქტით დადგენილი წესით.“

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. თუ სტუდენტი, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვერ გადაიტანს სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე და შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით კვლავ განაგრძობს სწავლას აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მის მიერ მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს გამოიყენებს ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, სწავლის დაფინანსებისთვის დარჩენილი წლების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამისთვის ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წლების განმავლობაში.“.

3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„3. თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელი სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლებამოსილია მის მიერ თავდაპირველად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გამოიყენოს ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად. ამ შემთხვევაში, სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად და მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით.“.

4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

31. თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელი სტუდენტი, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, სტუდენტს მის მიერ თავდაპირველად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაუფინანსდება ეს საგანმანათლებლო პროგრამა. ამ შემთხვევაში, სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად და მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებები გავრცელდეს 2019 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 2018-2019 სასწავლო წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაანგარიშების მიზნით სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი