კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • Word
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1720
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 31/12/1998
სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.05.001.000.456
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1720
09/12/1998
სსმ, 7, 31/12/1998
360.050.000.05.001.000.456
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (18/12/2007 - 27/06/2008)

საქართველოს კანონი

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

კარი I

ზოგადი ნაწილი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „დაცული ტერიტორია“ – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი განსაზღვრული სტატუსის მქონე სახმელეთო ტერიტორია და/ან ზღვის აკვატორია;

ბ) „დაცული ტერიტორიების სისტემა“ – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიების ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ერთიანი სისტემა;

გ) „დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელი“ – ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი სტატუსის მქონე დაცული ტერიტორიების ქსელი;

დ) „სახელმწიფო ნაკრძალი“ – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას – მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Nature Reserve / Wilderness Area);

ე) „ეროვნული პარკი“ – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას – ეროვნული პარკი (National Park);

ვ) „აღკვეთილი“ – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას – ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Management Area);

ზ) „მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია“ – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას – რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area);

თ) „ანთროპოგენური ზემოქმედება“ – ადამიანის, საზოგადოების მხრიდან სასიცოცხლო გარემოზე გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი ზემოქმედება, რომელსაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება;

ი) „ვიზიტორი“ – დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაშვებული პირი;

კ) “მანიპულაციები“ – მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ, ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა;

ლ) „სამენეჯმენტო გეგმა“ – დაცული ტერიტორიის ფუნქციონალურ-გეგმარებითი ორგანიზაციისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური, განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული დოკუმენტი;

მ) „ტერიტორიული დაგეგმარება“ – სახელმწიფოს ტერიტორიის დაგეგმარება სხვადასხვა ტერიტორიულ რანგში და სხვადასხვა დეტალიზაციით: განსახლების გენერალური სქემებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაიონული დაგეგმარების სქემებითა და პროექტებით რეგიონულ დონეზე, გენერალური სქემებითა და მენეჯმენტის გეგმებით სპეციალური მნიშვნელობის ტერიტორიებისა და ზონებისთვის, გენერალური გეგმებით დასახლებებისა და დასახლებების ჯგუფებისთვის და სხვა;

ნ) (ამოღებულია);

ო) „ისტორიულ-კულტურული ძეგლების კონსერვაცია“ – ისტორიულ-კულტურული ძეგლების არსებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;

პ) “მონიტორინგი“ – გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების ერთიანი სისტემა;

ჟ) „მდგრადი განვითარება“ – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გა­რე­მოს და­ცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველ­ყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაო­ბების უფლებას, ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარის­ხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი;

რ) „ეკოსისტემა“ – გარკვეულ ტერიტორიაზე არსებულ ურთიერთმოქმედ ცოცხალ ორგანიზმთა და არაორგანულ ელემენტთა ერთობლიობა;

ს) „ბიოლოგიური მრავალფეროვნება“ – ცხოველთა და მცენარეთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოსისტემებში;

ტ) „ჭარბტენიანი ტერიტორიები“ – ჭაობები, ჭანჭრობები, ტორფიანი ადგილები ან წყალსატევები – ბუნებრივი, ხელოვნური, მუდმივი, დროებითი, გამდინარი, გაუდინარი, მტკნარი, ნაკლებად მარილიანი ან მარილიანი, ზღვის აკვატორიის ჩათვლით, რომლის სიღრმე უკუქცევის დროს არ აღემატება 6 მეტრს;

უ) „ბიომრავალფეროვნების კონვენცია“ – 1992 წლის კონვენცია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №17, 1994წ., მუხ. 344);

ფ) „რამსარის კონვენცია“ – 1971 წლის რამსარის კონვენცია „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ” (პარლამენტის უწყებანი, №008, 1996 წ.);

ქ) „in-situ კონსერვაცია“ – გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ბიოლოგიური სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში;

ღ) „დამხმარე (ბუფერული) ზონა“ – დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ზონა, რომლის გამოყენება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოებს მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით.

საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4791 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ.167

    მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში.

2. კოლხეთის დაცული ტერიტორიებისათვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.

3. ქონებრივი ურთიერთობები კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.

    მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, ბიომრავალფეროვნების კონვენციას, რამსარის კონვენციას და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, საქართველოს კანონებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „წყლის შესახებ“, „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ და „წიაღის შესახებ“, ამ კანონსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

    მუხლი 4. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. კანონის ძირითადი მიზნებია:

ა) უზრუნველყოს კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნა;

ბ) დაარეგულიროს კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმი.

2. კანონის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, კოლხეთის ბუნებრივი ან სახეცვლილი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების სამართლებრივი მექანიზმის ჩამოყალიბებას კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე;

დ) კოლხეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; მიმდებარე სანაპირო ზოლში ეკოლოგიური წონასწორობის შესანარჩუნებლად 5 საზღვაო მილის სიგანის ზღვის აკვატორიის დაცვა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებისა და ძეგლების დაცვა და აღდგენა; წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მონიტორინგის განხორციელება.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2371 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.129

თავი II

კომპეტენციათა გამიჯვნა კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგების სფეროში

    მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა კომპეტენცია კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგების სფეროში

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგების სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა კომპეტენცია განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მონაწილეობა კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგების სფეროში

ფიზიკური და იურიდიული პირები კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგების სფეროში მონაწილეობენ ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კარი II

ძირითადი ნაწილი

თავი III

კოლხეთის დაცული ტერიტორიების მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

    მუხლი 7. კოლხეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიები

კოლხეთის დაცული ტერიტორიები საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილია. ისინი იქმნება ამ კანონის მე-8–10 მუხლებით დადგენილი საზღვრების ფარგლებში და მოიცავს დაცული ტერიტორიების შემდეგ კატეგორიებს:

ა) კოლხეთის ეროვნული პარკი;

ბ) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი;

გ) ქობულეთის აღკვეთილი;

დ) კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია;

ე) ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.

     მუხლი 8. კოლხეთის ეროვნული პარკის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

1. კოლხეთის ეროვნული პარკი იქმნება ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი არის 45447,4 ჰექტარი. აქედან ხმელეთის ფართობია 29704,4 ჰექტარი, ხოლო ზღვის აკვატორიისა – 15743 ჰექტარი.

2. კოლხეთის ეროვნული პარკის გარე პერიმეტრი მდებარეობს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებში:

ზღვის აკვატორიის კოორდინატები

უბანი №1

უბანი №2

ნომერი

X

Y

ნომერი

X

Y

ნომერი

X

Y

№001

41°29'02''

42°22'01''

№007

41°31'02''

42°17'15''

№013

41°37'35''

42°16'42’’

№002

41°35'51''

42°21'43''

№008

41°33'02''

42°17'33''

№014

41°37'58''

42°16'33’’

№003

41°37'52''

42°16'45''

№009

41°35'47''

42°17'29''

№015

41°38'03''

42°16'30’’

№004

41°35'50''

42°17'35''

№010

41°37'09''

42°16'53''

№016

41°37'43''

42°12'45’’

№005

41°32'59''

42°17'45''

№011

41°37'12''

42°16'42''

№017

41°30'29''

42°12'09’’

№006

41°30'59''

42°17'30''

№012

41°37'21''

42°16'38''

№018

41°31'40''

42°15'11’’

 

 

ანაკლია-ჭურიის უბნის კოორდინატები

ნომერი

X

Y

ნომერი

X

Y

ნომერი

X

Y

001

41°36'29''

42°20'36''

026

41°37'55''

42°20'17''

051

41°41'20''

42°18'47’’

002

41°36'35''

42°20'37''

027

41°38'10''

42°20'13''

052

41°41'39''

42°18'40’’

003

41°36'27''

42°20'53''

028

41°38'02''

42°20'00''

053

41°41'33''

42°18'26’’

004

41°36'21''

42°21'06''

029

41°38'01''

42°19'56''

054

41°41'50''

42°18'27’’

005

41°36'13''

42°21'20''

030

41°38'02''

42°19'55''

055

41°42'14''

42°18'16’’

006

41°36'06''

42°21'33''

031

41°38'15''

42°19'51''

056

41°42'42''

42°18'19’’

007

41°35'56''

42°21'50''

032

41°38'14''

42°19'48''

057

41°42'46''

42°18'20’’

008

41°36'03''

42°21'51''

033

41°38'17''

42°19'43''

058

41°43'13''

42°18'13’’

009

41°36'19''

42°21'50''

034

41°38'25''

42°19'45''

059

41°43'33''

42°18'04’’

010

41°36'35''

42°21'49''

035

41°38'44''

42°19'49''

060

41°43'43''

42°17'50’’

011

41°36'36''

42°21'50''

036

41°38'54''

42°19'40''

061

41°43'37''

42°17'33’’

012

41°36'55''

42°21'47''

037

41°39'00''

42°19'38''

062

41°43'33''

42°17'16’’

013

41°37'14''

42°21'45''

038

41°39'21''

42°19'32''

063

41°43'32''

42°17'13’’

014

41°37'14''

42°21'42''

039

41°39'43''

42°19'25''

064

41°43'02''

42°17'11’’

015

41°37'08''

42°21'34''

040

41°39'43''

42°19'09''

065

41°43'01''

42°17'14’’

016

41°37'06''

42°21'21''

041

41°39'37''

42°19'08''

066

41°42'49''

42°17'14''

017

41°3711''

42°21'14''

042

41°39'30''

42°19'10''

067

41°42'45''

42°17'11''

018

41°3724''

42°21'13''

043

41°39'30''

42°19'08''

068

41°41'46''

42°17'08''

019

41°3740''

42°21'03''

044

41°39'39''

42°19'03''

069

41°41'44''

42°17'08''

020

41°3739''

42°20'57''

045

41°39'42''

42°19'02''

070

41°40'32''

42°16'57''

021

41°3746''

42°2060''

046

41°39'53''

42°19'02''

071

41°40'10''

42°16'51''

022

41°3758''

42°20'48''

047

41°40'15''

42°18'58v

072

41°39'46''

42°16'44''

023

41°38'00''

42°20'43''

048

41°40'33''

42°18'59''

073

41°39'30''

42°16'41''

024

41°38'03''

42°20'33''

049

41°4048''

42°19'05''

074

41°37'50''

42°16'50''

025

41°37'56''

42°20'28''

050

41°41'00''

42°18'54''

 

 

 

ნაბადას უბნის კოორდინატები

ნომერი

X

Y

ნომერი

X

Y

ნომერი

X

Y

001

41°38'55''

42°14'26''

026

41°42'19''

42°15'15''

051

41°45'38''

42°13'00''

002

41°38'55''

42°14'41''

027

41°42'45''

42°15'12''

052

41°44'56''

42°12'51''

003

41°38'53''

42°16'18''

028

41°43'09''

42°15'09''

053

41°44'47''

42°12'54''

004

41°38'55''

42°16'18''

029

41°43'33''

42°15'06''

054

41°43'45''

42°12'31''

005

41°38'55''

42°16'19''

030

41°43'57''

42°15'03''

055

41°42'55''

42°12'13''

006

41°38'58''

42°16'19''

031

41°44'18''

42°15'00''

056

41°42'15''

42°12'02''

007

41°38'60''

42°16'18''

032

41°44'39''

42°14'58''

057

41°42'18''

42°11'60''

008

41°39'02''

42°16'16''

033

41°45'04''

42°14'54''

058

41°42'22''

42°11'49''

009

41°39'09''

42°16'13''

034

41°45'29''

42°14'51''

059

41°42'04''

42°11'40''

010

41°39'13''

42°16'13’’

035

41°45'50''

42°14'49''

060

41°41'56''

42°11'39''

011

41°39'15''

42°16'13''

036

41°45'50''

42°14'46''

061

41°41'32''

42°11'51''

012

41°39'13''

42°16'06''

037

41°46'13''

42°14'41''

062

41°41'15''

42°11'57''

013

41°39'16''

42°16'04''

038

41°46'27''

42°14'27''

063

41°40'52''

42°11'57''

014

41°39'22''

42°16'03''

039

41°46'30''

42°14'03''

064

41°40'46''

42°11'58''

015

41°39'32''

42°16'02''

040

41°46'33''

42°14'15''

065

41°40'46''

42°12'01''

016

41°39'40''

42°15'59''

041

41°46'27''

42°13'55''

066

41°40'03''

42°12'03''

017

41°39'47''

42°15'60''

042

41°46'23''

42°13'52''

067

41°39'50''

42°12'01''

018

41°39'59''

42°15'50''

043

41°46'26''

42°13'38''

068

41°39'44''

42°12'02''

019

41°40'25''

42°15'50''

044

41°46'39''

42°13'32''

069

41°39'34''

42°12'16''

020

41°40'49''

42°15'51''

045

41°46'40''

42°13'24''

070

41°39'28''

42°12'36''

021

41°4113''

42°15'51''

046

41°46'34''

42°13'22''

071

41°39'23''

42°12'57''

022

41°4137''

42°15'51''

047

41°46'35''

42°13'17''

072

41°39'19''

42°13'14''

023

41°41'42''

42°15'36''

048

41°46'26’’

42°13'16’’

073

41°39'14’’

42°13'31''

024

41°41'49''

42°15'30''

049

41°46'17’’

42°13'16’’

074

41°39'08’’

42°13'48''

025

41°41'56''

42°15'24''

050

41°46'18’’

42°13'09’’

075

41°39'02’’

42°14'04''

იმნათის უბნის კოორდინატები

ნომერი

X

Y

ნომერი

X

Y

ნომერი

X

Y

001

41°42'37''

42°06'00''

099

41°50'14''

42°11'54''

197

41°57'01''

42°09'15''

002

41°42'32''

42°06'11''

100

41°50'27''

42°12'09''

198

41°56'45''

42°09'22''

003

41°42'23''

42°06'25''

101

41°50'39''

42°12'03''

199

41°56'21''

42°09'29''

004

41°42'16''

42°06'41''

102

41°50'54''

42°12'12''

200

41°56'14''

42°09'16''

005

41°42'12''

42°06'58''

103

41°51'20''

42°12'21''

201

41°56'21''

42°09'04''

006

41°42'11''

42°07'14''

104

41°51'25''

42°12'20''

202

41°56'21''

42°09'01''

007

41°42'02''

42°07'32''

105

41°51'21''

42°12'17''

203

41°55'55''

42°08'50''

008

41°41'57''

42°07'53''

106

41°5134''

42°12'14''

204

41°55'49''

42°08'48''

009

41°41'49''

42°08'01''

107

41°51'31''

42°12'11''

205

41°55'27''

42°08'44''

010

41°41'45''

42°08'07''

108

41°51'31''

42°12'06''

206

41°5518''

42°0829''

011

41°41'32''

42°08'24''

109

41°51'37''

42°12'05''

207

41°5501''

42°0817''

012

41°41'32''

42°08'25''

110

41°51'39''

42°11'55''

208

41°54'60''

42°08'20''

013

41°41'36''

42°08'29''

111

41°51'33''

42°11'42''

209

41°54'35''

42°08'13''

014

41°41'41''

42°08'26''

112

41°51'52''

42°11'40''

210

41°54'14''

42°08'06''

015

41°41'55''

42°08'27''

113

41°51'52''

42°11'34''

211

41°54'01''

42°07'58''

016

41°42'03''

42°08'28''

114

41°51'59''

42°11'33''

212

41°53'48''

42°07'58''

017

41°42'13''

42°08'31''

115

41°52'03''

42°11'31''

213

41°53'40''

42°08'12''

018

41°42'15''

42°08'28''

116

41°51'60''

42°11'28''

214

41°53'22''

42°08'13''

019

41°42'32''

42°08'27''

117

41°52'14''

42°11'19''

215

41°53'21''

42°08'09''

020

41°43'01''

42°08'25''

118

41°52'21''

42°11'03''

216

41°53'40''

42°07'58''

021

41°43'28''

42°08'27''

119

41°52'44''

42°10'47''

217

41°53'49''

42°07'43''

022

41°43'37''

42°08'31''

120

41°52'52''

42°10'48''

218

41°53'57''

42°07'37''

023

41°43'43''

42°08'30''

121

41°53'02''

42°10'48''

219

41°53'57''

42°07'36''

024

41°43'54''

42°08'30''

122

41°53'19''

42°10'55''

220

41°53'42''

42°07'29''

025

41°44'03''

42°08'31''

123

41°53'33’’

42°11'05''

221

41°53'27''

42°07'21''

026

41°44'02''

42°08'39''

124

41°53'50''

42°11'13''

222

41°53'09''

42°07'13''

027

41°44'04''

42°08'39''

125

41°54'08''

42°11'16''

223

41°52'52''

42°07'04''

028

41°44'03''

42°08'42''

126

41°54'20''

42°11'18''

224

41°52'30''

42°06'54''

029

41°44'08''

42°08'43''

127

41°54'28''

42°11'06''

225

41°52'08''

42°06'44''

030

41°44'07''

42°08'48''

128

41°54'52''

42°11'06''

226

41°51'46''

42°06'33''

031

41°44'06''

42°08'49''

129

41°55'00''

42°10'55''

227

41°51'24''

42°06'23''

032

41°44'09''

42°09'00''

130

41°55'12''

42°10'58''

228

41°50'59''

42°06'11''

033

41°44'12''

42°09'09''

131

41°55'37''

42°11'01''

229

41°50'46''

42°05'56''

034

41°44'27''

42°09'14''

132

41°56'02''

42°11'03''

230

41°50'44''

42°05'51''

035

41°44'29''

42°09'20''

133

41°56'18''

42°11'03''

231

41°50'25''

42°05'38''

036

41°44'25''

42°09'21''

134

41°56'42''

42°11'16''

232

41°50'20''

42°05'33''

037

41°44'27''

42°09'25''

135

41°57'00''

42°11'29''

233

41°49'56''

42°05'28''

038

41°44'37''

42°09'25''

136

41°57'05''

42°11'29''

234

41°49'33''

42°05'30''

039

41°44'57''

42°09'24''

137

41°57'08''

42°11'25''

235

41°49'10''

42°05'23''

040

41°45'25''

42°09'24''

138

41°57'23''

42°11'27''

236

41°48'44''

42°05'17''

041

41°45'39''

42°09'26''

139

41°57'36''

42°11'32''

237

41°48'21''

42°05'14''

042

41°46'01''

42°09'30''

140

41°57'48''

42°11'27''

238

41°47'58''

42°05'11''

043

41°46'23''

42°09'34''

141

41°58'00''

42°11'23''

239

41°47'34''

42°05'08''

044

41°46'56''

42°09'41''

142

41°58'18''

42°11'23''

240

41°47'11''

42°05'06''

045

41°46'58''

42°09'50''

143

41°58'37''

42°11'26''

241

41°46'48''

42°05'02''

046

41°47'01''

42°09'51''

144

41°58'47''

42°11'15''

242

41°46'27''

42°04'58''

047

41°47'02''

42°09'58''

145

41°58'52''

42°11'17''

243

41°46'16''

42°04'56''

048

41°46'59''

42°09'57''

146

41°59'12''

42°11'13''

244

41°45'54''

42°04'52''

049

41°46'60''

42°10'02''

147

41°59'32''

42°11'09''

245

41°45'32''

42°04'49''

050

41°47'04''

42°10'03''

148

41°59'51''

42°11'07''

246

41°45'10''

42°04'45''

051

41°46'59''

42°10'11''

149

41°59'58''

42°11'04''

247

41°45'16''

42°04'37''

052

41°47'01''

42°10'30''

150

42°00'02''

42°11'00''

248

41°45'08''

42°04'25''

053

41°47'01''

42°10'35''

151

42°00'05''

42°10'54''

249

41°45'24''

42°04'15''

054

41°47'06''

42°10'41''

152

42°00'05''

42°10'48''

250

41°45'36''

42°04'07''

055

41°47'01''

42°10'54''

153

42°00'14''

42°10'46''

251

41°45'31''

42°04'01''

056

41°46'55''

42°11'08''

154

42°00'22''

42°10'45''

252

41°45'27''

42°04'03''

057

41°46'51''

42°11'23’’

155

42°00'30''

42°10'36''

253

41°45'17''

42°03'56''

058

41°46'41''

42°11'30’’

156

42°00'39''

42°10'29''

254

41°45'17''

42°03'45''

059

41°46'37''

42°11'36’’

157

42°00'43''

42°10'24''

255

41°45'15''

42°03'45''

060

41°46'42''

42°11'40''

158

42°00'48''

42°10'24''

256

41°44'57''

42°03'32''

061

41°46'49''

42°11'56''

159

42°00'49''

42°10'21''

257

41°44'58''

42°03'30''

062

41°46'54''

42°12'05''

160

42°01'10''

42°10'18''

258

41°44'50''

42°03'20''

063

41°46'59''

42°12'09''

161

42°01'09''

42°10'16''

259

41°44'47''

42°03'09''

064

41°47'17''

42°12'20''

162

42°01'19''

42°10'14''

260

41°44'49''

42°02'57''

065

41°47'37''

42°12'21''

163

42°01'28''

42°10'15''

261

41°44'49''

42°02'50''

066

41°47'44''

42°12'21''

164

42°01'43''

42°10'10''

262

41°44'57''

42°02'49''

067

41°47'44''

42°12'23''

165

42°02'05''

42°10'19''

263

41°44'60''

42°02'38''

068

41°47'48''

42°12'22''

166

42°02'13''

42°10'20''

264

41°44'55''

42°02'38''

069

41°47'48''

42°12'21''

167

42°02'16''

42°10'18''

265

41°44'57''

42°02'28''

070

41°47'50''

42°12'21''

168

42°02'39''

42°10'21''

266

41°44'52''

42°02'22''

071

41°47'50''

42°12'20''

169

42°02'58''

42°10'22''

267

41°44'53''

42°02'10''

072

41°47'53''

42°12'21''

170

42°02'58''

42°10'19''

268

41°44'35''

42°02'08''

073

41°47'56''

42°12'20''

171

42°02'37''

42°10'10''

269

41°44'32''

42°02'13''

074

41°47'56''

42°12'18''

172

42°02'32''

42°09'47''

270

41°44'17''

42°02'32''

075

41°47'58''

42°12'18''

173

42°02'13’’

42°09'40''

271

41°44'03''

42°02'50''

076

41°47'60''

42°12'21''

174

42°01'45’’

42°09'31''

272

41°43'51''

42°03'09''

077

41°48'04''

42°12'19''

175

42°01'29''

42°09'25''

273

41°43'44''

42°03'28''

078

41°48'03''

42°12'17''

176

42°01'13''

42°09'19''

274

41°43'43''

42°03'37''

079

41°48'06''

42°12'13''

177

42°01'12''

42°09'16''

275

41°43'16''

42°04'22''

080

41°48'11''

42°12'13''

178

42°01'23''

42°09'15''

276

41°44'20''

42°04'37''

081

41°48'14''

42°12'11''

179

42°01'22''

42°09'06''

277

41°44'44''

42°04'41''

082

41°48'14''

42°12'09''

180

42°01'25''

42°08'54''

278

41°44'54''

42°04'43''

083

41°48'20''

42°12'08''

181

42°01'13''

42°08'51''

279

41°44'53''

42°04'50''

084

41°48'24''

42°12'10''

182

42°01'12''

42°08'48''

280

41°44'43''

42°05'02''

085

41°48'26''

42°12'09''

183

42°00'48''

42°08'44''

281

41°44'29''

42°05'12''

086

41°48'24''

42°12'07''

184

42°00'24''

42°08'38''

282

41°44'19''

42°05'23''

087

41°48'27''

42°12'07''

185

42°00'08''

42°08'33''

283

41°44'13''

42°05'30''

088

41°48'27''

42°12'08''

186

41°59'51''

42°08'26''

284

41°43'56''

42°05'37''

089

41°48'29''

42°12'08''

187

41°59'37''

42°08'44''

285

41°43'41''

42°05'45''

090

41°48'30''

42°12'07''

188

41°59'14''

42°08'46''

286

41°43'31''

42°05'52''

091

41°48'32''

42°1206''

189

41°58'48''

42°08'48''

287

41°43'22''

42°06'01''

092

41°48'33''

42°12'07''

190

41°58'22''

42°08'51''

288

41°43'06''

42°06'04''

093

41°48'35''

42°12'05''

191

41°57'56''

42°08'53''

289

41°42'52''

42°06'01''

094

41°48'37''

42°12'06''

192

41°57'30''

42°08'55''

 

 

 

095

41°48'47''

42°11'58''

193

41°57'29''

42°08'58''

 

 

 

096

41°48'59''

42°11'50''

194

41°57'24''

42°09'04''

 

 

 

097

41°49'26''

42°11'41''

195

41°57'25''

42°09'05''

 

 

 

098

41°49'56''

42°11'42''

196

41°57'05''

42°09'18''

 

 

 

3. საერთო ფართობი, რომელიც ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადადის კოლხეთის ეროვნული პარკის განმგებლობაში, იყოფა შემდეგ გეოგრაფიულ უბნებად:

ა) ზღვის აკვატორია – შედგება ორი უბნისაგან:

ა.ა) პირველი უბანი მოიცავს ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების მიმდებარე ზღვის აკვატორიას და მისი ფართობი არის 7375 ჰექტარი;

ა.ბ) მეორე უბანი მოიცავს ხობის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ზღვის აკვატორიას და მისი ფართობი არის 8368 ჰექტარი;

ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – საზღვარი კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ზღვის ნაპირიდან სამხრეთით მიუყვება მდ. ჭურიის მარჯვენა ნაპირს 8565,4 მეტრზე, კვეთს მდ. ჭურიას და რკალის სახით მიუყვება მდ. ჭურიის ჩრდილოეთით 467,6 მეტრზე, უხვევს ჩრდილო-დასავლეთით და მიუყვება ბილიკს მდ. ჭურიის ერთ-ერთ მარცხენა შენაკადამდე. ამ მონაკვეთზე საზღვრის სიგრძე არის 1377,9 მეტრი. ამის შემდეგ საზღვარი მიუყვება მდ. ჭურიის მარცხენა შენაკადს. ამ მონაკვეთზე საზღვრის სიგრძე არის 1359,8 მეტრი. ამის შემდეგ საზღვარი ისევ მიუყვება მდ. ჭურიის მარცხენა ნაპირს 615,15 მეტრზე, უხვევს ჩრდილოეთით და გასდევს კერძო საკუთრების დასავლეთ და ჩრდილოეთ საზღვარს. ამ მონაკვეთზე საზღვრის სიგრძე არის 724,5 მეტრი. ამის შემდეგ საზღვარი მიუყვება ჩრდილოეთით – ტყის გზას, სადაც მისი სიგრძე არის 503,3 მეტრი, უხვევს დასავლეთით და ისევ მიუყვება ტყის გზას, სადაც მისი სიგრძე არის 1106,5 მეტრი, აკეთებს რკალს, გასდევს ტყის ბილიკს ჩრდილოეთით მდ. ჭურიის მარცხენა შენაკადის სათავესთან 639,6 მეტრზე, მიუყვება მდ. ჭურიის მარცხენა შენაკადის მარცხენა ნაპირს 263,9 მეტრზე და პირდაპირ კვეთს ტყის მასივს კერძო საკუთრებამდე. ამ მონაკვეთზე საზღვრის სიგრძე არის 380,7 მეტრი. ამის შემდეგ საზღვარი მიუყვება კერძო საკუთრებას დასავლეთიდან 274,3 მეტრზე, უერთდება გრუნტის გზას, რომელსაც გასდევს მდ. ჭურიის მარცხენა შენაკადამდე 313,8 მეტრზე, კვეთს მდ. ჭურიის მარცხენა შენაკადს, უხვევს ჩრდილოეთით და მიუყვება სასოფლო-სამეურნეო მიწების კერძო საკუთრების მიწებს პატარა ღელემდე. ამ მონაკვეთზე საზღვრის სიგრძე არის 618,5 მეტრი. ამის შემდეგ საზღვარი აკეთებს ერთგვარ რკალს, მიუყვება ღელის მარჯვენა ნაპირს, 559,4 მეტრში უხვევს ჩრდილოეთით, მიუყვება არხსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დასავლეთ საზღვარს 1528,4 მეტრზე, უერთდება გრუნტის გზას, აკეთებს სამკუთხედს და მიუყვება უსახელო მდინარის მარცხენა ნაპირს შესართავამდე. ამ მონაკვეთზე საზღვრის სიგრძე არის 1684,7 მეტრი. ამის შემდეგ საზღვარი მიუყვება ჩრდილოეთით, კვეთს ტყიან მასივს, გადადის ტყის ბილიკზე, უერთდება ტყის გრუნტის გზას 801,4 მეტრში, მიუყვება ტყის გრუნტის გზას 900,3 მეტრზე დასავლეთით, უვლის კერძო საკუთრების ნაკვეთებს სამხრეთიდან და გრძელდება 976 მეტრზე შავი ზღვის სანაპიროს მიმართულებით. ამის შემდეგ საზღვარი მიუყვება შავი ზღვის პლაჟის აღმოსავლეთ და ტორფის ნათხარების დასავლეთ საზღვარს 2734,4 მეტრზე, უხვევს შავი ზღვის სანაპიროსკენ, მიუყვება შავი ზღვის სანაპიროს 1577,5 მეტრზე და უერთდება ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარს (მდ. ჭურიის შესართავი). ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭურიის მონაკვეთის საზღვრის სიგრძე არის 19653,8 მეტრი შავი ზღვის სანაპიროს ჩათვლით და 18076,3 მეტრი – შავი ზღვის სანაპიროს გარეშე, ხოლო ფართობი – 1058,4 ჰექტარი;

გ) ხობის მუნიციპალიტეტი – კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიისათვის დაყოფილია სამ მონაკვეთად: ჭურიის, ნაბადას და იმნათის:

გ.ა) ჭურიის მონაკვეთი – საზღვრის ჩრდილოეთი მონაკვეთი მიუყვება ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარს 8565,4 მეტრზე, აღმოსავლეთით – მდ. ჭურიის და ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარს, შემდეგ მიუყვება ისევ მდ. ჭურიის მარჯვენა ნაპირს არხამდე – 1833,4 მეტრზე, უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით და მიუყვება არხს 656 მეტრზე, უხვევს აღმოსავლეთით და მიუყვება ღელეს სამხრეთით ტყის ბილიკამდე – 596,4 მეტრზე და გრძელდება ისევ სამხრეთით აღნიშნულ ტყის ბილიკზე 586,9 მეტრზე, შემდეგ გრძელდება ხევზე სამხრეთით 1293,2 მეტრზე, კვეთს ტყის მასივს დასავლეთით, უვლის კერძო საკუთრების საზღვარს ჩრდილოეთიდან და კვეთს ტყის მასივს სამხრეთ-დასავლეთით ტყიან და ბალახიან ჭაობამდე. ამ მონაკვეთზე საზღვრის სიგრძე არის 5846,2 მეტრი. ამის შემდეგ საზღვარი დასავლეთით კვეთს ტყიან და ბალახიან ჭაობს 2311,1 მეტრზე და გადის უკვე შავი ზღვის სანაპიროზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრამდე – 5786,7 მეტრზე. ხობის მუნიციპალიტეტის ჭურიის მონაკვეთის საზღვრის სიგრძე არის 21688,6 მეტრი შავი ზღვის სანაპიროს გარეშე და 27475,3 მეტრი – შავი ზღვის სანაპიროს ჩათვლით, ხოლო ფართობი – 2887,9 ჰექტარი;

გ.ბ) ნაბადას მონაკვეთი – კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვარი ნაბადას მონაკვეთზე იწყება (X=41°38'55'', Y=42°14'26'') საწყისი წერტილიდან, მიემართება ჩრდილოეთით 3444,2 მეტრზე და უერთდება სოფელ ყულევის კერძო საკუთრების ნაკვეთებს, შემდეგ აღმოსავლეთით მიუყვება სოფელ ყულევის კერძო საკუთრების ნაკვეთებს 684,2 მეტრზე ტყის გრუნტის გზამდე და გასდევს მას სამხრეთით 243,4 მეტრზე, შემდეგ გადის ტყიანი და ბალახიანი ჭაობის გამყოფ კიდეზე 1264,4 მეტრზე, კვეთს ტყის მასივს აღმოსავლეთით 2276,5 მეტრზე, უხვევს სამხრეთით, მიუყვება ტყის ბილიკს არხამდე – 1372 მეტრზე, უხვევს აღმოსავლეთით და მიუყვება არხის მარჯვენა ნაპირს 5210 მეტრზე, კვეთს არხს და აღმოსავლეთით, ხოლო შემდეგ – სამხრეთით მიუყვება ტყის მასივს 4098,5 მეტრზე, შემდეგ დასავლეთით კვლავ მიუყვება ტყის მასივს 431,3 მეტრზე, შემდეგ სამხრეთით მიუყვება ტყის მასივს 207,8 მეტრზე, მკვეთრად უხვევს სამხრეთ-დასავლეთით და მიუყვება რკინიგზას ჩრდილოეთიდან 200 მეტრის დაშორებით 1950,6 მეტრზე ტყის გრუნტის გზამდე, შემდეგ მიუყვება ტყის გრუნტის გზას ჩრდილო-დასავლეთით და უერთდება კოლხეთის სატყეოს 25-ე კვარტალის სამხრეთ საზღვარს. ამ მონაკვეთზე საზღვრის სიგრძე არის 244,8 მეტრი. ამის შემდეგ საზღვარი მიუყვება კოლხეთის სატყეოს 25-ე, 24-ე და 27-ე კვარტალების სამხრეთ საზღვარს. ამ მონაკვეთზე საზღვრის სიგრძე არის 1275 მეტრი. ამის შემდეგ საზღვარი მიუყვება ტყის გრუნტის გზას სამხრეთ-დასავლეთით 441,4 მეტრზე, ისევ სამხრეთ-დასავლეთით 678,8 მეტრზე მიუყვება რკინიგზას ჩრდილოეთიდან 200 მეტრის დაშორებით, უხვევს დასავლეთით, მიუყვება ტყის გზას ჩრდილოეთიდან 115 მეტრის დაშორებით 1770,8 მეტრზე, კვეთს ბალახიან ჭაობს 1433,9 მეტრზე, შემდეგ ჩრდილოეთიდან 140 მეტრის დაშორებით ქ. ფოთისა და ე. წ. სპირტის ქარხნის დამაკავშირებელ ხიდთან უხვევს ჩრდილოეთით და მიუყვება ტყის გზას საზღვრის საწყის წერტილამდე – 4632,5 მეტრზე. ხობის მუნიციპალიტეტის ნაბადას მონაკვეთის საზღვრის სიგრძე არის 34302,4 მეტრი, ხოლო ფართობი – 5583,6 ჰექტარი;

გ.გ) იმნათის მონაკვეთი – კოლხეთის ეროვნული პარკის იმნათის მონაკვეთი იწყება ხობისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრიდან – პალიასტომის ტბიდან და ჭრის პალიასტომის ტბას მდ. პატარა ფიჩორის შესართავამდე. ამ მონაკვეთზე საზღვრის სიგრძე არის 5474,7 მეტრი. შემდეგ საზღვარი მიუყვება მდ. პატარა ფიჩორის მარცხენა ნაპირს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრამდე – 13146,4 მეტრზე, შემდეგ მიუყვება სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარს ჩრდილოეთით 4106,2 მეტრზე, უხვევს დასავლეთით და მიუყვება ტყის მასივს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გამყოფ ხაზს, გვერდს უვლის ყველა კერძო საკუთრებისა და იჯარის ნაკვეთს, რომლებიც განლაგებულია მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე, 14568,4 მეტრში – აჭარლების დასახლებამდე მიუყვება მდ. რიონის მარცხენა ნაპირის გრუნტის გზას, კვეთს მიტოვებულ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, 1652 მეტრში გადადის ტყის გრუნტის გზაზე, მიუყვება სამხრეთით და გვერდს უვლის აჭარლების დასახლების კერძო საკუთრებისა და იჯარის სასოფლო-სამეურნეო მიწებს, 2156,9 მეტრში უხვევს დასავლეთისკენ და მიუყვება მინდვრის გზას არხის გასწვრივ, 3499,7 მეტრში ისევ უხვევს სამხრეთით, მიუყვება ღელეს პალიასტომის ტბამდე – 2175,4 მეტრზე, შემდეგ მიუყვება პალიასტომის ტბის ნაპირს ჯერ დასავლეთით, შემდეგ – სამხრეთით, გაუვლის კუნძულ კოლიმბარს და უერთდება ხობისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარს. ამ მონაკვეთზე საზღვრის სიგრძე არის 9356,5 მეტრი. ხობის მუნიციპალიტეტის იმნათის მონაკვეთის საზღვრის სიგრძე არის 33408 მეტრი, ხოლო ფართობი – 6976,5 ჰექტარი;

დ) სენაკის მუნიციპალიტეტი – კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვარი იწყება ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრიდან, მიემართება აღმოსავლეთით, ჭრის ტყის მასივს, 228 მეტრში უერთდება ადგილობრივ ტყის გრუნტის გზას, გრძელდება ისევ აღმოსავლეთით აღნიშნულ გრუნტის გზაზე, 2113,3 მეტრში გვერდს უვლის კერძო და სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს და გრძელდება ჯერ სამხრეთით, ხოლო შემდეგ – აღმოსავლეთით, 3254,6 მეტრში კვეთს ტყის მასივს, შემდეგ კვეთს ელექტროგადამცემ ხაზს, გვერდს უვლის სოფელ ჭალადიდის კერძო და სახელმწიფო ნაკვეთებს, მიუყვება ტყის მასივს, 2379,8 მეტრში გრძელდება ადგილობრივ სოფლის გზაზე აღმოსავლეთით, 1490,8 მეტრში უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით, მიუყვება სოფელ ჭალადიდის სასოფლო-სამეურნეო მიწებს, 2119,7 მეტრში ისევ უერთდება სოფლის გზას და მიუყვება მას სამხრეთ-აღმოსავლეთით, შემდეგ გადადის ტყის გზაზე, 770,3 მეტრში უხვევს აღმოსავლეთით, მიუყვება სოფელ ჭალადიდის კერძო საკუთრებისა და იჯარის სასოფლო-სამეურნეო მიწებს სამხრეთიდან და 2301,5 მეტრში უერთდება ხობისა და აბაშის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარს. შემდეგ საზღვარი მდ. ფიჩორამდე მიუყვება ადმინისტრაციულ საზღვარს და გრძელდება მდ. ფიჩორზე (სენაკისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვარი) ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრამდე. ამ მონაკვეთზე საზღვრის სიგრძე არის 16811,7 მეტრი. ამის შემდეგ იგი უხვევს ჩრდილოეთით და ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრის ხაზით 4106,2 მეტრში უერთდება სენაკის მუნიციპალიტეტში კოლხეთის ეროვნული პარკის საწყის წერტილს. სენაკის მუნიციპალიტეტის კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრის სიგრძე არის 14658 მეტრი, ხოლო ფართობი – 3413,8 ჰექტარი;

ე) აბაშის მუნიციპალიტეტი – კოლხეთის ეროვნული პარკის ჩრდილოეთი საზღვარი იწყება აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრიდან, მიუყვება ტყის ნაპირს აღმოსავლეთით, 249 მეტრში უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით და გასდევს არხს, შემდეგ 942,4 მეტრში არხიდან უხვევს აღმოსავლეთით და გასდევს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ჩრდილოეთ საზღვარს 1315,7 მეტრში, მკვეთრად უხვევს სამხრეთით, 91,7 მეტრში უხვევს სამხრეთ-დასავლეთით და შემდეგ სამხრეთით მიუყვება ტყის მასივს, ხოლო შემდეგ – ადგილობრივ შარაგზას ლანჩხუთისა და აბაშის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრამდე. ამ მონაკვეთზე საზღვრის სიგრძე არის 1756 მეტრი. ამის შემდეგ იგი მიუყვება ლანჩხუთისა და აბაშის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარს, ხოლო შემდეგ – სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარს აბაშის მუნიციპალიტეტში კოლხეთის ეროვნული პარკის საწყის წერტილამდე. აბაშის მუნიციპალიტეტის კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრის სიგრძე არის 4354,8 მეტრი, ხოლო ფართობი – 175,6 ჰექტარი;

ვ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – კოლხეთის ეროვნული პარკის ჩრდილოეთი საზღვარი იწყება პალიასტომის ტბასთან ლანჩხუთისა და ხობის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრიდან – მალთაყვის ხიდიდან 961 მეტრში, მიუყვება პალიასტომის ტბის ნაპირს, მდ. თხორინას მარჯვენა ნაპირს, 2295 მეტრში უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით, გაუვლის პატარა ტბას, კვეთს ნათხარების არხს, მიდის დედაბერას არხამდე, 2680,6 მეტრში მკვეთრად უხვევს დასავლეთით და მიუყვება დედაბერას არხის მარცხენა ნაპირს არხისა და მდ. კაპარჭას შესართავამდე – 2354 მეტრზე, რის შემდეგაც გადის მდ. კაპარჭას მარცხენა ნაპირზე და იქ, სადაც მდ. კაპარჭა უხვევს ჩრდილო-დასავლეთით, კვეთს მდ. კაპარჭას და 1611 მეტრში უხვევს სამხრეთით, მიუყვება არხის ნაპირს, სოფელ მალთაყვის აღმოსავლეთი მხრიდან უვლის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, 3167,2 მეტრში უხვევს აღმოსავლეთით, მიუყვება ჭაობიანი ტყის ნაპირს, 411,1 მეტრში მიდის ჩრდილოეთით, მიუყვება სუფსის საკრებულოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს და მეცხოველეობის ფერმებს და 4686,6 მეტრში, ყოფილ ფერმასთან მკვეთრად უხვევს ჩრდილო-დასავლეთით, მიუყვება ტყის გზას, მიდის მდ. კაპარჭამდე – 824,8 მეტრზე, მისდევს მდ. კაპარჭას, 821,5 მეტრში უხვევს აღმოსავლეთით და ჯერ მიუყვება დედაბერას არხის მარცხენა ნაპირს, ხოლო შემდეგ – მდ. კუკანის არხის მარცხენა ნაპირს 14049,3 მეტრში, კვეთს მდ. კუკანის არხს, უხვევს ჩრდილოეთით, გვერდს უვლის ყოფილ ფერმას და მიმდებარე მდელოებს, აკეთებს რკალს, მიემართება აღმოსავლეთით, 4773,2 მეტრში კვეთს მდ. აშანთის წყალს და მიუყვება მის მარცხენა ნაპირს 1067,3 მეტრში, უხვევს აღმოსავლეთით, მდელოს გასწვრივ მიუყვება ტყის გრუნტის გზას და 1563,3 მეტრში, ყოფილ ფერმასთან კვეთს არხს, რომელიც მდ. ფიჩორს უერთდება, შემდეგ აკეთებს რკალს, გვერდს უვლის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ჩრდილოეთიდან სამხრეთით 3186,8 მეტრში კვეთს აღნიშნულ არხს, მიუყვება მის მარცხენა ნაპირს აღმოსავლეთით, 3584,4 მეტრში ისევ კვეთს მას, მიუყვება ჩრდილო-აღმოსავლეთით ტყისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს და 5020,6 მეტრში უერთდება აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარს. საზღვრის დანარჩენი მონაკვეთი გადის აბაშის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით, რომლებიც ზემოთაა აღწერილი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრის სიგრძე არის 52096 მეტრი, ხოლო ფართობი – 9608,6 ჰექტარი.

საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4791 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ.167

    მუხლი 9. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

1. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და ქობულეთის აღკვეთილი იქმნება ტერიტორიაზე, რომელიც შავი ზღვის მიმდებარე სანაპირო ზოლიდან დაშორებულია 0,5-დან 1 კილომეტრამდე მანძილით და რომლის საერთო ფართობი შეადგენს 770 ჰექტარს. აქედან:

ა) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი ეწყობა ტერიტორიაზე – საერთო ფართობით 331,25 ჰექტარი (გეოგრაფიული კოორდინატებით – 41052'18" N, 41051'03" S, 41047'27" W, 41049' 30" E);

ბ) ქობულეთის აღკვეთილი ეწყობა ტერიტორიაზე – საერთო ფართობით 438,75 ჰექტარი (გეოგრაფიული კოორდინატებით – 41052'15" N, 41050'28" S, 41047'09" W, 41049'43" E).

2. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი მოიცავს ქობულეთის ადმინისტრაციული რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ქობულეთის (ისპანი ორი) ჭაობს და მიმდებარე ტყით დაფარული ფართობის ვიწრო ზოლს.

3. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ჩრდილოეთი საზღვრის ხაზი 3 კილომეტრის მანძილზე გადის ქობულეთის (ისპანი ორი) ჭაობის ნაპირის გასწვრივ. აღმოსავლეთით საზღვრის ხაზი 0,5 კილომეტრის მანძილზე გადის სოფელ ოჩხამურის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებსა და ქობულეთის (ისპანი ორი) ჭაობს შორის. სამხრეთით საზღვრის ხაზი 0,8 კილომეტრის მანძილზე გადის ჭაობის (ისპანი ორი) ნაპირის და 2,2 კილომეტრის მანძილზე – მდინარე შავი ღელეს ნაპირის გასწვრივ. დასავლეთი საზღვრის ხაზი დასავლეთიდან 1 კილომეტრის მანძილზე გადის ჭაობის (ისპანი ორი) კიდეზე არსებული ტყით დაფარული ფართობის (ზოლის) გასწვრივ.

4. ქობულეთის აღკვეთილი მოიცავს ქობულეთის (ისპანი ორი) ჭაობის მიმდებარე მიწებს.

5. ქობულეთის აღკვეთილის ჩრდილოეთი საზღვრის ხაზი 4,6 კილომეტრის მანძილზე გადის მდინარე ტოგონის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ. აღმოსავლეთი საზღვრის ხაზი 2,6 კილომეტრის მანძილზე გადის სოფელ ოჩხამურის დასავლეთი განაპირა საზღვრის გასწვრივ. სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ხაზი 3,4 კილომეტრის მანძილზე გადის მდინარე შავი ღელეს მარცხენა ნაპირის გასწვრივ. დასავლეთი საზღვრის ხაზი 1,4 კილომეტრის მანძილზე გადის მდინარე შავი ღელეს მარცხენა ნაპირის გასწვრივ.

    მუხლი 10. კოლხეთისა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

1. კოლხეთისა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები იქმნება შესაბამისად კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის გარშემო, მათ მიმდებარე სახმელეთო ტერიტორიებზე.

2. კოლხეთისა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების ფართობი და საზღვრები დგინდება ამ კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.

თავი IV

კოლხეთის დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია

    მუხლი 11. კოლხეთის დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია

კოლხეთის დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია ეფუძნება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დაცული ტერიტორიების ზონირების პრინციპს, რომლის შესაბამისად დაცული ტერიტორიის თითოეული კატეგორიის კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში შეიძლება მოეწყოს (გამოიყოს) ამავე კანონით განსაზღვრული ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონა/ზონები.

    მუხლი 12. კოლხეთის ეროვნული პარკის ზონირება

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ეწყობა შემდეგი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები:

) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

) ბუნების მართვადი დაცვის ზონა;

) აღდგენის ზონა;

) ტრადიციული გამოყენების ზონა;

) ვიზიტორთა ზონა;

) ისტორიულ-კულტურული ზონა;

) ადმინისტრაციის ზონა.

2. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის, ბუნების მართვადი დაცვის, აღდგენის, ტრადიციული გამოყენების, ვიზიტორთა, ისტორიულ-კულტურული და ადმინისტრაციის ზონების ფართობი და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები განისაზღვრება ამ კანონის მე-11–მე-18 მუხლების შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1878 - სსმ I, №41, 19.07.2005 წ., მუხ.296

    მუხლი 13. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა (შემდგომ ამ მუხლში – ბუნების მკაცრი დაცვის ზონა) ეწყობა ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 21 231 ჰექტარს. აქედან ზღვის აკვატორიის ფართობი შეადგენს 7 408 ჰექტარს.

2. ბუნების მკაცრი დაცვის ზონა კოლხეთის ეროვნული პარკის ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი ბუნებრივ-გეოგრაფიული უბნების მიხედვით მოიცავს:

ა) ანაკლია-ჭურიის უბანზე – ტერიტორიას, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 11 050 ჰექტარს. აქედან ზღვის აკვატორიის ფართობი შეადგენს 7 408 ჰექტარს. ამავე უბნის ფარგლებში ბუნების მკაცრი დაცვის ზონა მოიცავს: მდინარეების ჭურიისა და ხობის შესართავებს შორის არსებულ 5 საზღვაო მილის სიგანის ზღვის აკვატორიას და ჭურიის ჭაობს, მიმდებარე ტერიტორიით; მდინარე ჭურიას თავისი შენაკადებით; მდინარე ჭურიის შესართავსა და სოფელ თიკორს შორის, ხარკალოს ტბის აღმოსავლეთით მდებარე ანაკლიის (თიკორის) ჭაობს, მიმდებარე ტერიტორიით;

ბ) ნაბადას უბანზე – ტერიტორიას, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 2 944 ჰექტარს. ამავე უბნის ფარგლებში ბუნების მკაცრი დაცვის ზონა მოიცავს მდინარეების ხობისა და ცივის, არხების ცივისა და ციას შორის მდებარე ნაბადას ჭაობის ნაწილს, მიმდებარე ტერიტორიით;

გ) იმნათის უბანზე – ტერიტორიას, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 7 237 ჰექტარს. ამავე უბნის ფარგლებში ბუნების მკაცრი დაცვის ზონა შედგება ორი ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონითაა გამოყოფილი. პირველი ნაწილი მოიცავს: მდინარეების თხორინას, კუკანის, ფიჩორის და პალიასტომის ტბას შორის მდებარე იმნათის ჭაობს, იმნათის ტბას და მდინარე თავღელეს, მიმდებარე ტერიტორიით; მდინარე ფიჩორის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ფიჩორის ჭაობს, მიმდებარე ტერიტორიებით. მეორე ნაწილი მოიცავს მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე მდებარე გრიგოლეთის ჭაობის აღმოსავლეთი ნაწილის მიმდებარე ტერიტორიას.

3. ბუნების მკაცრი დაცვის ზონა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, არამანიპულაციური მეცნიერული კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ბუნების მკაცრი დაცვის ზონის მოწყობის ძირითადი მიზანია აგრეთვე:

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საზღვრების ფარგლებში გავრცელებულ ზღვის ძუძუმწოვართა, ასევე გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სხვა სახეობების in-situ კონსერვაცია;

ბ) მდინარეების ჭურიისა და ხობის შესართავებს შორის მდებარე ბუნებრივი ნაპირგასწვრივი ქვიშიანი დიუნების, მათი მცენარეული საფარის; ბუნებრივი ჭაობების – ანაკლიის სამხრეთი ნაწილის, ჭურიის, ნაბადას ცენტრალური ნაწილის, ფიჩორისა და იმნათის; ზღვისპირა ჭაობების –ანაკლიის, ჭურიის, ნაბადას, ფიჩორის, იმნათისა და გრიგოლეთის პერიფერიულ ზოლში მდებარე ბუნებრივი ტყის ეკოსისტემების; მდინარე ჭურიის (მდინარე მუნჩიის შესართავიდან მდინარეების ჭურიისა და მუნჩიის შეერთების ადგილამდე); პალიასტომის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით და მდინარე ფიჩორის ჩრდილოეთი ნაპირის გასწვრივ არსებული ტყის ეკოსისტემების დაცვა და კონსერვაცია.

4. ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით.

5. ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ვ) ბუნების მკაცრი დაცვის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფიზიკური დაცვა);

ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

თ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში.

    მუხლი 14. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონა

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონა (შემდგომ ამ მუხლში – ბუნების მართვადი დაცვის ზონა) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა გარემოს დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის, აგრეთვე მანიპულაციური მეცნიერული კვლევის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ბუნების მართვადი ზონის მოწყობის ძირითადი მიზანია აგრეთვე:

ა) ზღვის გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის შესანარჩუნებლად მდინარე თიკორის შესართავიდან მდინარე რიონის შესართავამდე 5 საზღვაო მილის სიგანის ზღვის აკვატორიის დაცვა;

ბ) პალიასტომის ტბის ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების in-situ კონსერვაცია და აღდგენა;

გ) ანაკლიის ჭაობის ჩრდილოეთი ნაწილის, ნაბადას ჭაობის სამხრეთი ნაწილის, გრიგოლეთისა და მალთაყვას ჭაობების ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი; მდინარეების ხობისწყლის, ჭურიის, ფიჩორისა და მათი შენაკადების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა; წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტბების დაცვა.

2. ბუნების მართვადი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. ბუნების მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ეკოტურიზმი;

დ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

ე) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ვ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ზ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

თ) ბუნების მართვადი დაცვის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ბუნების მართვადი დაცვის ზონის ფიზიკური დაცვა);

ი) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

კ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში.

4. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვის ზონის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით.

    მუხლი 15. კოლხეთის ეროვნული პარკის აღდგენის ზონა

1. კოლხეთის ეროვნული პარკის აღდგენის ზონა (შემდგომ ამ მუხლში – აღდგენის ზონა) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა ანთროპოგენური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენისათვის. აღდგენის ზონის მოწყობის ძირითადი მიზანია აგრეთვე:

ა) მდინარეების ენგურისა და ჭურიის, ხობისა და რიონის, სუფსისა და ნატანების შესართავებს შორის მდებარე ქვიშიანი დიუნების აღდგენა და დაცვა;

ბ) პალიასტომის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით და მდინარე ფიჩორის მარცხენა ნაპირის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ტყის ეკოსისტემების აღდგენა;

გ) კოლხური ფლორის მცენარეთა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით კომპლექსური ღონისძიებების გატარება.

2. აღდგენის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. აღდგენის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ვ) აღდგენის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (აღდგენის ზონის ფიზიკური დაცვა);

ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება.

4. კოლხეთის ეროვნული პარკის აღდგენის ზონის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2371 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.129

 

    მუხლი 15 1 . კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა

1. კოლხეთის ეროვნულ პარკშიდაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონის მიხედვით ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა ეწყობა ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის დაცვისა და თვითმყოფადი გარემოს შესანარჩუნებლად.

2. ტრადიციული გამოყენების ზონა კოლხეთის ეროვნული პარკის ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი ბუნებრივ-გეოგრაფიული უბნების მიხედვით მოიცავს:

) იმნათის უბანზემდ. რიონის მარცხენა ნაპირის გასწვრივ წყვეტილი ზოლის სახით არსებულ მეორად დაჭაობებულ და ტენიან მურყნარებსა და ნოტიო მეორად მდელოებს ეროვნული პარკის საზღვარსა და მართვადი ზონის საზღვარს შორის. აგრეთვე, იმნათის უბნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებთან უშუალოდ მდებარე მეორად ტყე-ბუჩქნარებს და მდელოებს; მდინარეების: სამეგრელოს სკურდასა და ხოფერიას სკურდას კალაპოტების გასწვრივ მდებარე ნოტიო მეორად ტყე-ბუჩქნარებს და მეორად მდელობუჩქნარებს; იმნათის ჭაობის აღმოსავლეთით, ეროვნული პარკის სამხრეთ საზღვარსა და იმნათის უბნის მკაცრი და მართვადი დაცვის ზონების სამხრეთ საზღვრებს შორის მდებარე მეორად ნოტიო ტყეებსა და მდელოებს; იმნათის ჭაობის სამხრეთ-დასავლეთ კიდესა და ეროვნული პარკის საზღვარს შორის მოქცეულ ტერიტორიასმეორადი ნოტიო ტყით და მდელოს ფრაგმენტებით და მალთაყვის ჭაობის სამხრეთითმდ. დედაბერას მარცხენა მხარეზე მდებარე მეორად ნოტიო ტყე-ბუჩქნარებსა და მდელოს უბნებს; პალიასტომის ტბასმისი აღმოსავლეთი ვიწრო ზოლის გამოკლებით; იჯარით გაცემულ ტერიტორიებს – „წყავადაწიფლნარი“;

) ნაბადას უბანზეხელოვნური ტყით (ნაწილობრივ ბუნებრივი მურყნარით) დაფარული ქვიშიანი დიუნების ზოლს მდ. რიონის შესართავიდან ჩრდილოეთის მიმართულებით 5,5 კმ მანძილზე (გარდა უშუალოდ მდ. რიონის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ მდებარე დაახლოებით 1 კმ სიგანის ტერიტორიისაგამწმენდი ნაგებობების განლაგების ადგილი), აგრეთვე, დაჭაობებული და ტენიანი მურყნარების და მეორადი ნოტიო მდელოების ფრაგმენტებს ნაბადას უბნის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრებთან (ხობის სატყეოს ჭალადიდის უბანი), აგრეთვე სოფ. ყულევის და ნაბადას ტორფიანი ჭაობის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარს შორის;

) ანაკლია-ჭურიის უბანზეანაკლიის ჭაობის სამხრეთი ნაწილის მკაცრი ზონის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მიმდებარე მეორადი ტენიანი ტყე-ბუჩქნარების და ტენიანი მდელოების მასივს, რომელიც განვრცობილია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ და გრძელდება მდ. ჭურიის მარჯვენა სანაპირომდეადგილმდებარეობაანაკლიისრაიონამდე; მეორადი ტყე-ბუჩქნარების და ნოტიო მდელოების მასივს მდ. მუნჩიის მარცხენა ნაპირზე, მასთან მდ. უთუორის შეერთების მოპირდაპირე მხარეზე, ჭურიის ჭაობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდესა და მდ. ხობისწყლის მარჯვენა ნაპირს შორის.

3. ტრადიციული გამოყენების ზონის ძირითადი მიზანია განახლებადი ბუნებრივი რესურსების კონტროლირებადი და მდგრადი გამოყენება ეკოსისტემების დაცვისა და მონიტორინგის აუცილებელი განხორციელებით.

4. ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

) ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებისა და ბუნებრივი პროდუქტიულობის გათვალისწინებით ლიმიტირებული ძოვება, თიბვა, თევზჭერა და საშეშე მერქნის დამზადება;

) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო გამოკვლევები;

) საგანმანათლებლო საქმიანობა;

) ეკოტურიზმი;

) ვიზიტიორთა გადაადგილება განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში (ქვეითად, ცხენით, ნიჩბიანი ან ელექტროძრავიანი ნავით);

) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

) მონიტორინგი;

) საკადასტრო სამუშაოები;

) საგანგებო მდგომარეობის დროს (სტიქიური მოვლენები და სხვა) და აღდგენითი სამუშაოების შესრულების შემთხვევაში, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით ავტო -, მოტო -, სანაოსნო და საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილება;

) ზონის ფიზიკური დაცვის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.

5. კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზუსტი მდებარეობა, ფართობი და საზღვრებიდაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის მიხედვით.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1878 - სსმ I, №41, 19.07.2005 წ., მუხ.296

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4226 - სსმ №2, 04.01.2007 წ., მუხ.31

    მუხლი 16. კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონა

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონა (შემდგომ ამ მუხლში – ვიზიტორთა ზონა) ეწყობა კოლხეთის ეროვნული პარკის ამ კანონის მე-13, მე-14, მე-17 და მე-18 მუხლებით დადგენილი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების ფარგლებში.

2. ვიზიტორთა ზონა ეწყობა ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.

3. ვიზიტორთა ზონის თითოეული კონკრეტული უბნის ფარგლებში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული კოლხეთის ეროვნული პარკის იმ ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონის რეჟიმით, რომლის ტერიტორიის ნაწილსაც მოიცავს აღნიშნული უბანი.

4. კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი და საზღვრები „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით.

    მუხლი 17. კოლხეთის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონა

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონა (შემდგომ ამ მუხლში – ისტორიულ-კულტურული ზონა) ეწყობა ბუნებრივი გარემოს, ისტორიულ-კულტურული ობიექტების და/ან არქიტექტურული ძეგლების დაცვა-აღდგენის, რეკრეაციის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ისტორიულ-კულტურული ზონის მოწყობის ძირითადი მიზანია აგრეთვე ზონის ფარგლებში მდებარე ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დაცვა და კონსერვაცია.

2. ისტორიულ-კულტურულ ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. ისტორიულ-კულტურულ ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ბ) ტურიზმი;

გ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება და კონსერვაცია;

დ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ე) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ვ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ზ) ისტორიულ-კულტურული ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ისტორიულ-კულტურული ზონის ფიზიკური დაცვა);

თ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

ი) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება.

4. კოლხეთის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით.

    მუხლი 18. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ზონა

1. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ზონა (შემდგომ ამ მუხლში – ადმინისტრაციის ზონა) ეწყობა კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად.

2. ადმინისტრაციის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. ადმინისტრაციის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ტურიზმი;

დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ვ) ადმინისტრაციის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ადმინისტრაციის ზონის ფიზიკური დაცვა);

ზ) ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება;

თ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

ი) ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოება.

4. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ზონის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით.

    მუხლი 19. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია

1. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიკურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის ძირითადი მიზანია აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების შენარჩუნება და დაცვა.

2. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ვ) სახელმწიფო ნაკრძალის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (სახელმწიფო ნაკრძალის ფიზიკური დაცვა);

ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება.

4. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე არ ეწყობა სხვადასხვა ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები და შესაბამისად მთელ მის ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ნაკრძალის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის ერთიანი რეჟიმი.

    მუხლი 20. ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია

1. ქობულეთის აღკვეთილი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზების და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვის მიზნით. ქობულეთის აღკვეთილის შექმნის ძირითადი მიზანია აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების და ბიოლოგიური მრავალფეროვნების აღდგენისა და დაცვისათვის ხელის შეწყობა.

2. ქობულეთის აღკვეთილში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. ქობულეთის აღკვეთილში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

დ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ე) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ვ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ზ) ქობულეთის აღკვეთილის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ქობულეთის აღკვეთილის ფიზიკური დაცვა);

თ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

ი) მკაცრი კონტროლის პირობებში ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება.

4. ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიძლება მოეწყოს სხვადასხვა ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები, რომლებიც დგინდება დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით.

    მუხლი 21. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ტერიტორიულ- ფუნქციონალური ორგანიზაცია

1. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის კანონმდებლობით დადგენილი დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფის მიზნით და ასრულებს აღნიშნული დაცული ტერიტორიების კატეგორიების დამხმარე (ბუფერული) ზონების ფუნქციას.

2. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიასა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიძლება მოეწყოს სხვადასხვა ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები.

3. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიასა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობის სახეობები განისაზღვრება ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად.

თავი V

კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამები

    მუხლი 22. დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამები

1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოლხეთის თითოეული დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმით განისაზღვრება კანონით დადგენილი მათი საზღვრების ფარგლებში დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამები.

2. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისათვის (დამხმარე/ბუფერული ზონისათვის) საქმიანობის განვითარების პროგრამა დგება დაშვებული საქმიანობის განვითარების სპეციალური პროგრამის სახით.

3. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკისა და აღკვეთილის კატეგორიებისათვის საქმიანობის განვითარების პროგრამები დგება დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების სახით, რომლებიც წარმოადგენს დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის ნაწილს.

    მუხლი 23. კოლხეთის ეროვნულ პარკში დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამები

1. კოლხეთის ეროვნულ პარკში დაშვებული საქმიანობა ხორციელდება კოლხეთის ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების ფარგლებში.

2. კოლხეთის ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების შემუშავება წარმოებს ამ კანონის მე-13–18 მუხლებით დადგენილ ტერიტორიულ-ფუნქციონალურ ზონებში დაშვებული საქმიანობის სახეობების მიხედვით.

    მუხლი 24. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამები

1. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებული საქმიანობა ხორციელდება სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების ფარგლებში.

2. სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების შემუშავება წარმოებს ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი დაშვებული საქმიანობის სახეობების მიხედვით.

    მუხლი 25. ქობულეთის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამები

1. ქობულეთის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობა ხორციელდება სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების ფარგლებში.

2. სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების შემუშავება წარმოებს ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი დაშვებული საქმიანობის სახეობების მიხედვით.

    მუხლი 26. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიასა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობის განვითარების სპეციალური პროგრამები

კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიასა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობა ხორციელდება დაშვებული საქმიანობის განვითარების სპეციალური პროგრამების ფარგლებში, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებებით „კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების სპეციალური პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ და „ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების სპეციალური პროგრამის დამტკიცების თაობაზე“.

თავი VI

კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვა

    მუხლი 27. კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვა

1. კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით საქართველოში მოქმედებს დაცული ტერიტორიების მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა, რომელიც ამ თავით განსაზღვრულ ურთიერთობათა გარდა მოიცავს დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებისა და განვითარების ურთიერთობათა რეგულირების ნორმებს. დაცული ტერიტორიების მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ძირითადი მიზნებია:

ა) დაცული ტერიტორიების მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის დაცული ტერიტორიებით სარგებლობის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა;

გ) დაცული ტერიტორიების მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება;

დ) დაცული ტერიტორიების მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების სფეროში საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების უზრუნველყოფა;

ე) საზოგადოებრიობის ინფორმირება დაცული ტერიტორიების განვითარების მდგომარეობის შესახებ.

2. კოლხეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა ხორციელდებადაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

3. დაცული ტერიტორიების მართვაში, ფუნქციონირებასა და განვითარებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონაწილეობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. კოლხეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვის, სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის, მონიტორინგის, კადასტრის და მართვის სხვა ფუნქციების, მათ შორის, ამ კანონის VII, VIII და IX თავებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების მეშვეობით.

5. (ამოღებულია).

6. საქართველოს სასაზღვრო ზოლში კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების შესაბამისად, სტიქიური უბედურების, საგანგებო მდგომარეობისა და კატასტროფების დროს მოქმედი წესები, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1878 - სსმ I, №41, 19.07.2005 წ., მუხ.296

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5631 - სსმ №48, 27.12.2007 წ., მუხ.421

    მუხლი 28. საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მონაწილეობა კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვაში

1. კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვასა და განვითარებაში მოსახლეობისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მონაწილეობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოებრიობის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად იქმნება თითოეული დაცული ტერიტორიის (გარდა მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა) სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის უფლება-მოვალეობები, მუშაობის წესი და რეგლამენტი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კოლხეთის ეროვნული პარკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი განკარგულებებით „კოლხეთის ეროვნული პარკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე“ და „ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე“.

    მუხლი 29. კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა

1. კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემისა და გარემოს დაცვის დაგეგმვის ერთიანი სისტემის ნაწილს.

2. დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემა მოიცავს თითოეული დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმას. კოლხეთის დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ამ კანონის V თავით განსაზღვრულ ამავე კანონით დადგენილ მათი საზღვრების ფარგლებში დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამებს.

3. დაცული ტერიტორიის დაგეგმვისა და დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის შედგენის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის სამენეჯმენტო გეგმებს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბრძანებით „კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ და ბრძანებით „ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის და აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მისაღები ნორმატიული აქტებით დასამტკიცებელი სამენეჯმენტო გეგმების საფუძველს წარმოადგენს ამ კანონის III და IV თავებით დადგენილი კოლხეთის დაცული ტერიტორიების ფართობი, საზღვრები და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მისაღები ნორმატიული აქტებით დასამტკიცებელი სამენეჯმენტო გეგმების განხილვა წარმოებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4791 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ.167

    მუხლი 30. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში

1. კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მიზანია უზრუნველყოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების ვალდებულებათა შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნათა დაცვა.

2. კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ექვემდებარება ფიზიკური და/ან იურიდიული პირის ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვასა და გამოყენებასთან.

3. კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, „გარემოს დაცვის შესახებდადაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1878 - სსმ I, №41, 19.07.2005 წ., მუხ.296

    მუხლი 31. კოლხეთის დაცული ტერიტორიების მონიტორინგი

1. დაცული ტერიტორიების მონიტორინგი წარმოადგენს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის ნაწილს.

2. კოლხეთის დაცული ტერიტორიების მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს დაცული ტერიტორიების ერთიანი მონიტორინგის ფარგლებში.

3. დაცულ ტერიტორიებზე დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიხედვით მონიტორინგის წარმოების წესი განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 32. დაცული ტერიტორიების კადასტრი

1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოლხეთის დაცული ტერიტორიების გეოგრაფიული მდებარეობის, ფართობის, საზღვრების, სტატუსისა და რეჟიმის შესახებ მონაცემთა აღრიცხვის, აგრეთვე მათი ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებების კონტროლის უზრუნველსაყოფად წარმოებს საქართველოს დაცული ტერიტორიების კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების სახელმწიფო აღრიცხვა.

2. დაცულ ტერიტორიებზე კადასტრის წარმოების წესი განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული წესი დაცულ ტერიტორიებზე არსებული ცხოველთა სამყაროსა და წყლის რესურსების კადასტრის წარმოების ნაწილში უნდა ეფუძნებოდეს „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლით და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავით დადგენილ ნორმებს.

    მუხლი 33. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1878 - სსმ I, №41, 19.07.2005 წ., მუხ.296

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5631 - სსმ №48, 27.12.2007 წ., მუხ.421

თავი VII

კოლხეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების ეკონომიკური მექანიზმები

    მუხლი 34. კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაფინანსება

კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაფინანსება ხორციელდებადაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5631 - სსმ №48, 27.12.2007 წ., მუხ.421

    მუხლი 35. კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ეკონომიკური სტიმულირება

კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ეკონომიკური სტიმულირება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VIII

ბუნებრივი რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

    მუხლი 36. ბუნებრივი რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების გამოყენება და დაცვა ხორციელდება „გარემოს დაცვის შესახებდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონებით და ამ კანონის 37-ე–42-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2. დაცული ტერიტორიების განსაზღვრული რეჟიმისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების შესაბამისად, ბუნებრივი რესურსების აღდგენისა და მდგომარეობის გაუმჯობესების წესები და სათიბი და საძოვარი სავარგულების დაცვის, თიბვისა და ძოვების წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 37. წიაღისეული რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე წიაღისეული რესურსების გამოყენება და დაცვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად–„წიაღის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ წიაღისეული რესურსების გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე.

2. „წიაღის შესახებსაქართველოს კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად იშვიათი (უნიკალური) გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, არქეოლოგიური ობიექტების, მინერალური წარმონაქმნების, მეტეორიტების განლაგების ადგილებს, აგრეთვე წიაღის ისეთ უბნებს, რომელთაც მეცნიერული, ისტორიული, ესთეტიკური ან სხვა კულტურული ღირებულება აქვთ, შეიძლება მიეკუთვნოს დაცული ტერიტორიების შესაბამისი კატეგორია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 38. ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენება და დაცვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – „ცხოველთა სამყაროს შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე.

2. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში და კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ნადირობა, თევზჭერა, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვება, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობა.

3. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა და კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნის ან ვეტერინარული მიზნით გარეული ცხოველების დაჭერა რეგულირდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

4. ქობულეთის აღკვეთილში და კოლხეთის დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიებზე (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები) შეიძლება მთლიანად აიკრძალოს ან შეიზღუდოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ცალკეული სახეები და სხვა საქმიანობა, რომელიც შეუთავსებელია ცხოველთა სამყაროს დაცვის მოთხოვნათა სამართლებრივ ნორმებთან.

5. კოლხეთის დაცული ტერიტორიების ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებულ საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიებზე ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვა ხორციელდება მასში გაერთიანებული დაცული ტერიტორიის (ტერიტორიების) შესაბამისი რეჟიმით, საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა გათვალისწინებით.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2371 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.129

    მუხლი 39. წყლის რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე წყლის რესურსების გამოყენება და დაცვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – „წყლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ წყლის რესურსების გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე.

2. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებული წყლის ობიექტების დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართვა (საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია) ხორციელდება საერთაშორისო შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით დადგენილი ნორმებით. კოლხეთის დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული წყლის ობიექტების დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საერთაშორისო შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით და საქართველოს კანონმდებლობით.

3. დაცული ტერიტორიების კატეგორიის მქონე წყლის ობიექტების პერსპექტიული ქსელის შექმნის მიზნით განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფს მიკუთვნებული წყლის ობიექტების ბაზაზე ყალიბდება წყლის ობიექტების სარეზერვო ფონდი.

4. წყლის ობიექტების სარეზერვო ფონდის შექმნის წესი განისაზღვრება „წყლის შესახებსაქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის 93-ე მუხლის „ვქვეპუნქტით დადგენილი მისაღები ნორმატიული აქტის საფუძველზე.

5. წყლის ობიექტების სარეზერვო ფონდის საზღვრები დგინდება „წყლის შესახებსაქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის 93-ე მუხლის „ზქვეპუნქტით გათვალისწინებული მისაღები ნორმატიული აქტის საფუძველზე.

    მუხლი 40. ატმოსფერული ჰაერის დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვა ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 41. მცენარეული რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე მცენარეული რესურსების გამოყენება და დაცვა ხორციელდება „გარემოს დაცვის შესახებდა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონების, ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. დაცული ტერიტორიების განსაზღვრული რეჟიმისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების შესაბამისად, ტყის რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 42. რეკრეაციული რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების შესაბამისად, რეკრეაციული რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხები რეგულირდება დაცული ტერიტორიების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით.

2. დაცულ ტერიტორიებზე რეკრეაციული რესურსების დაცვის მიზნით წარმოებს ვიზიტორთა დასაშვები ლიმიტის გაანგარიშება. მისი გაანგარიშების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი IX

სამეურნეო საქმიანობა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

    მუხლი 43. გარემოსდაცვითი მოთხოვნები კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისას

1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

2. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების შესაბამისად, სამეურნეო საქმიანობის განხორციელების საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4791 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ.167

თავი X

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები

    მუხლი 44. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში

კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიების ან მათი ცალკეული უბნებისა და ზონების დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელებში (მსოფლიო მემკვიდრეობის უბნები, ბიოსფერული რეზერვატები) ჩართვის შემთხვევაში საქმიანობა ხორციელდება საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 45. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების უბნები

1. კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების უბნებზე საქმიანობა ხორციელდება რამსარის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებულ საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების უბნებზე რამსარის კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი XI

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებული მიწათსარგებლობის საკითხები

    მუხლი 46. კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებული მიწათსარგებლობის საკითხები

1. ამ კანონს არა აქვს უკუქმედების ძალა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში მიწათსარგებლობის სფეროში კერძო სამართლის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის სფეროში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით).

2. ამ კანონის მე-13 18 მუხლებით დადგენილი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების რეჟიმი არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიწებზე.

3. კოლხეთის დაცული ტერიტორიებისათვის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში გადასაცემი მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაცია, ჩაბარება, საზღვრების გამიჯვნა და სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის შექმნისა და მომზადების ორგანიზაცია, აგრეთვე ამ ტერიტორიებზე მიწათსარგებლობა წარმოებს ამ კანონის 49-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დადგენილი წესით შექმნამდე კოლხეთის დაცული ტერიტორიების ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწის ნაკვეთებს იბარებს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

5. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2407 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.231

თავი XII

პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 47. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

კარი III

გარდამავალი ნაწილი

თავი XIII

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 48. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4791 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ.167

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5631 - სსმ №48, 27.12.2007 წ., მუხ.421

    მუხლი 49. კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

1. ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის მიწების ინვენტარიზაციის (საზღვრების გამიჯვნის) და მათი მიღება-ჩაბარების სამუშაოების, აგრეთვე სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის შექმნისა და მომზადების ორგანიზაციის დასრულების ვადად განისაზღვროს 1999 წლის 1 მაისი.

2. ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის მიწების ინვენტარიზაცია და მათი მიღება-ჩაბარების სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებსაქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწებზე ამ კანონის ამოქმედების შემდეგ არ ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებსაქართველოს კანონით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს №446 ბრძანებულებით და მოქმედი სატყეო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონისა და ქობულეთის ნაკრძალის საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწებზე არ ვრცელდებაფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

5. ამ კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად 2009 წლის 1 იანვრამდე დაიშვება ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება (არა უმეტეს 6–10 ცხ..) მოტორიანი ნავით.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4226 - სსმ №2, 04.01.2007 წ., მუხ.31

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5203 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.288

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5631 - სსმ №48, 27.12.2007 წ., მუხ.421

    მუხლი 50. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4791 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ.167

    მუხლი 51. კოლხეთის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

1. ამ კანონის მოქმედება მისი ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში არ ვრცელდება კოლხეთის ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მოქცეულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ ტერიტორიებზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კოლხეთის ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მოქცეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული ტერიტორიები დაცული ტერიტორიების ფუნქციონალური დანიშნულების გათვალისწინებით დროებით რეგულირდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით კოლხეთის ეროვნული პარკის კანონით დადგენილი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მოქცეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული ტერიტორიების დროებითი რეგულირების წესების დამტკიცების თაობაზე, რომელსაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით წარადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

    მუხლი 52. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტების გამოცემის ვადა

ამ კანონის 48-ე მუხლით განსაზღვრული ნორმატიული აქტები გამოიცეს 2008 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1878 - სსმ I, №41, 19.07.2005 წ., მუხ.296

საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4791 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ.167

კარი IV

დასკვნითი ნაწილი

თავი XIV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 53. საქართველოს ნორმატიული აქტი, რომელიც ძალას კარგავს კანონის ამოქმედებისთანავე

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 7 მარტის დადგენილების (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., №003) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

    მუხლი 54. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი       

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 9 დეკემბერი.

№1720 Iს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2407 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.231

2. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2371 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.129

3. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1878 - სსმ I, №41, 19.07.2005 წ., მუხ.296

4. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4226 - სსმ №2, 04.01.2007 წ., მუხ.31

5. საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4791 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ.167

6. საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5203 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.288

7. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5631 - სსმ №48, 27.12.2007 წ., მუხ.421

26. 30/06/2023 - საქართველოს კანონი - 3432-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/07/2023 25. 07/06/2022 - საქართველოს კანონი - 1615-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/06/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6929-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 23. 13/07/2020 - საქართველოს კანონი - 6752-რს - ვებგვერდი, 20/07/2020 22. 30/05/2019 - საქართველოს კანონი - 4723-IIს - ვებგვერდი, 05/06/2019 21. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3233-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 20. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1656-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 19. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 901-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 18. 17/02/2016 - საქართველოს კანონი - 4737-IIს - ვებგვერდი, 25/02/2016 17. 30/04/2014 - საქართველოს კანონი - 2311-IIს - ვებგვერდი, 13/05/2014 16. 24/12/2013 - საქართველოს კანონი - 1844-რს - ვებგვერდი, 28/12/2013 15. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 480-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 14. 19/06/2012 - საქართველოს კანონი - 6505-Iს - ვებგვერდი, 02/07/2012 13. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6445-რს - ვებგვერდი, 25/06/2012 12. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5299-IIს - ვებგვერდი, 111205024, 05/12/2011 11. 13/10/2011 - საქართველოს კანონი - 5128-IIს - ვებგვერდი, 111031031, 31/10/2011 10. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4404-Iს - ვებგვერდი, 110317034, 17/03/2011 9. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1696 - სსმ, 29, 12/10/2009 8. 27/06/2008 - საქართველოს კანონი - 89 - სსმ, 12, 14/07/2008 7. 18/12/2007 - საქართველოს კანონი - 5631 - სსმ, 48, 27/12/2007 6. 04/07/2007 - საქართველოს კანონი - 5203 - სსმ, 28, 18/07/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 23/05/2007 - საქართველოს კანონი - 4791 - სსმ, 19, 01/06/2007 4. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4226 - სსმ, 2, 04/01/2007 3. 01/07/2005 - საქართველოს კანონი - 1878 - სსმ, 41, 19/07/2005 2. 06/06/2003 - საქართველოს კანონი - 2371 - სსმ, 19, 01/07/2003 1. 09/09/1999 - საქართველოს კანონი - 2407 - სსმ, 43(50), 21/09/1999